სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუბა აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომლის მეშვეობითაც კუბელებს რუსეთის არმიაში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ
კუბა აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომლის მეშვეობითაც კუბელებს რუსეთის არმიაში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ

კუ­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ მათ ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ქსე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ომში რუ­სე­თის მხა­რეს საბ­რძოლ­ვე­ლად კუ­ბე­ლე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი კუ­ბე­ლე­ბი და "ზო­გი­ერ­თი კუ­ბა­ში მცხოვ­რე­ბიც კი, ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის ომში იბ­რძოდ­ნენ".

კუბა რუ­სე­თის ახლო მო­კავ­ში­რეა, მაგ­რამ გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მი­თაა ნათ­ქვა­მი, რომ "ის უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებს".

რუ­სე­თის მხრი­დან ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­უ­ხი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა.

კუ­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია ის, თუ ვინ დგას ოპე­რა­ცი­ის უკან.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის საბ­რძო­ლო ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში მძი­მე და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­დეს, პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე, რუ­სუ­ლი გა­ზე­თი "რი­ა­ზა­ნი" წერ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ რუ­სულ და­ნა­ყო­ფებს რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი კუ­ბე­ლე­ბი შე­უ­ერ­თდნენ. გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო სა­ნაც­ვლოდ მათ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბას დაჰ­პირ­და.

კუ­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პი­რო­ბას იძ­ლე­ვა, რომ გა­დამ­ჭრელ ზო­მებს მი­ი­ღე­ბენ მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბას ეწე­ვა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
0

ამოწყვეტილა ერთ დღეს ყველა ოკუპანტი!

 

Qeto
0

შენც, კუბა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

კუბა აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომლის მეშვეობითაც კუბელებს რუსეთის არმიაში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ

კუბა აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომლის მეშვეობითაც კუბელებს რუსეთის არმიაში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ადამიანებით ვაჭრობის ქსელი აღმოაჩინეს, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად კუბელების რეკრუტირებას ისახავდა მიზნად.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში მცხოვრები კუბელები და "ზოგიერთი კუბაში მცხოვრებიც კი, ჩართული იყვნენ სამხედრო ძალებში, რომლებიც უკრაინის ომში იბრძოდნენ".

კუბა რუსეთის ახლო მოკავშირეა, მაგრამ განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ "ის უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებს".

რუსეთის მხრიდან ამ განცხადებაზე პაუხი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია ის, თუ ვინ დგას ოპერაციის უკან.

  • ინფორმაციისთვის, გასული წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც რუსეთის საბრძოლო ძალებმა უკრაინაში მძიმე დანაკარგები განიცადეს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსი სამხედროების რაოდენობის გაზრდის ბრძანება გასცა.

პუტინის განცხადებიდან მალევე, რუსული გაზეთი "რიაზანი" წერდა, რომ უკრაინაში მებრძოლ რუსულ დანაყოფებს რუსეთში მცხოვრები კუბელები შეუერთდნენ. გამოცემის მიხედვით, სახელმწიფო სანაცვლოდ მათ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას დაჰპირდა.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირობას იძლევა, რომ გადამჭრელ ზომებს მიიღებენ მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანებით ვაჭრობას ეწევა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა