სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საიდუმლოება - სად გაქრა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საიდუმლოება - სად გაქრა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტის ორი­გი­ნა­ლი და­კარ­გუ­ლია და მას დღემ­დე არა­ვინ არ ეძებს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქტს, 1991 წლის 9 აპ­რილს, უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­ზე­ი­მოდ მო­ა­წე­რეს ხელი. რო­გორც მა­შინ­დე­ლი უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს სამ­დივ­ნოს უფ­რო­სი ჰამ­ლეტ ჭი­პაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, ამ დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­სა­წე­რად დე­პუ­ტა­ტებ­მა ახა­ლი კალ­მე­ბი იყი­დეს, ბევ­რს ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ხელი უკან­კა­ლებ­და, ამი­ტომ ზო­გი­ერ­თი პარ­ლა­მენ­ტა­რის გვა­რი მკა­ფი­ოდ არ ჩანს.

ამ დღის შემ­დეგ ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უამ­რა­ვი ქარ­ტე­ხი­ლი გა­მო­ი­ა­რა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის დე­და­ნი კი უც­ნა­უ­რად გა­უ­ჩი­ნარ­და და ეს ის­ტო­რია დღემ­დე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. ვერ­სი­ე­ბი და ვა­რა­უ­დე­ბი ბევ­რია, მაგ­რამ დღემ­დე სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა არა­ვის ჩა­უ­ტა­რე­ბია იმის და­სად­გე­ნად, თუ სად გა­უ­ჩი­ნარ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტი. შე­ნო­ბე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და აქტი შე­ნა­ხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, გა­ი­ძარ­ცვა, და­იწ­ვა, გა­ნად­გურ­და... დო­კუ­მენ­ტის შექ­მნი­სა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ზო­გი­ერ­თი ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ჰამ­ლეტ ჭი­პაშ­ვი­ლი უამ­ბობს.

- 1991 წლის 9 აპ­რილს უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მა და­ი­ნიშ­ნა. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ბა­ტონ­მა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ რამ­დე­ნი­მე კაცს დაგ­ვა­ვა­ლა, სას­წრა­ფოდ შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის ტექ­სტი. ჩვენ ტექ­სტის სა­ფუძ­ვლად 1918 წლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცია გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ფორ­მაც ზუს­ტად ისე­თი­ვე შე­ვარ­ჩი­ეთ. გამ­სა­ხურ­დი­ას ტექ­სტი მო­ე­წო­ნა, სხდო­მაც და­ი­ნიშ­ნა... უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბის დარ­ბაზ­ში, მთა­ვა­რი ტრი­ბუ­ნის წინ, პა­ტა­რა მა­გი­და დავ­დგით და მუ­ყა­ოს დიდ ქა­ღალ­დზე და­ბეჭ­დი­ლი ტექ­სტი დავ­დეთ, ვე­ცა­დეთ ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, რო­გორც მენ­შე­ვი­კე­ბის დროს იყო. აქ­ტზე ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა ითხო­ვა მი­ნის­ტრთა საბ­ჭო­მაც, რა­ზეც ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი მცი­რე ფიქ­რის შემ­დეგ და­თან­ხმდა. მოკ­ლედ, ხელ­მო­წე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რად­გან მე გახ­ლდით უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს სამ­დივ­ნოს უფ­რო­სი, დო­კუ­მენ­ტი ჩა­მო­ვი­ტა­ნე ჩემს კა­ბი­ნეტ­ში, და­ვუს­ვი უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს ბე­ჭე­დი, და­ვა­დას­ტუ­რე ჩემი ხელ­მო­წე­რით და შე­ვი­ნა­ხე სე­იფ­ში. შემ­დეგ ჩემ­თან მო­ვი­და „საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ვახ­ტანგ ეს­ვან­ჯია, რო­მელმც დო­კუ­მენ­ტი მთხო­ვა, თან გან­მი­მარ­ტა, რომ ფოტო უნდა გა­და­ე­ღო და პრე­სა­ში გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ბად­რიმ დო­კუ­მენ­ტი იმ დღეს­ვე და­მიბ­რუ­ნა, მე­ო­რე დღეს კი აქტი, თა­ვი­სი ხელ­მო­წე­რე­ბით, გა­ზე­თებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

- ამ დო­კუ­მენტზე მა­ნა­ნა არჩვა­ძე- გამ­სა­ხურ­დი­ას ხელ­მო­წე­რა რო­გორ გაჩ­ნდა?

9 აპ­რი­ლის სა­ღა­მოს­ვე, ცხრა სა­ათ­ზე, ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა და­მი­რე­კა და მთხო­ვა, რომ ორი­გი­ნა­ლი მას­თან ამე­ტა­ნა. ასეც მო­ვი­ქე­ცი, მან მი­თხრა, რომ დო­კუ­მენტს და­ი­ტო­ვებ­და და დი­ლით და­მიბ­რუ­ნებ­და. დი­ლით მარ­თლაც და­მიბ­რუ­ნა, თუმ­ცა მას­ზე უკვე იყო მისი მე­უღ­ლის, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ხელ­მო­წე­რა. ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა მთხო­ვა, რომ აქტი გა­ზე­თებ­ში და­სა­ბეჭ­დად ხელ­მე­ო­რედ გა­მეშ­ვა - უკვე მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ხელ­მო­წე­რით.

- სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტის ვინ­მეს­თვის, თუნ­დაც ის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ყო­ფი­ლი­ყო, შინ გა­ტა­ნე­ბის უფ­ლე­ბა გქონ­დათ?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უარ­საც ვერ ვე­ტყო­დი. მე დო­კუ­მენ­ტი უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს კა­ბი­ნეტ­ში შე­ვუ­ტა­ნე. მე­ო­რე დღეს, დო­კუ­მენტზე ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას ხელ­მო­წე­რა რომ ვნა­ხე, ერთი კი ვუ­თხა­რი, ბა­ტონ ზვი­ადს,უხერ­ხუ­ლია-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­თხრა, არა უშავ­სო. ამან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მე­ო­რე დღეს გა­მო­სულ გა­ზე­თებ­ში უკვე ამ­გვა­რად ხელ­მო­წე­რი­ლი აქტი გა­მოქ­ვეყ­ნდა. ე.ი. 10 და 11 აპ­რილს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის ორი სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი გავ­რცელ­და. მე და ვერც სხვა ვე­რა­ვინ ვერ იფიქ­რებ­და, რომ გამ­სა­ხურ­დია დო­კუ­მენტს გა­მო­მარ­თმევ­და იმის­თვის, რომ შინ წა­ე­ღო და ქალ­ბატ მა­ნა­ნას ხელი მო­ე­წე­რა. 9 აპ­რი­ლის სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და ოლღა დე­მუ­რია-კოს­ტა­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა­ო­დენ უსა­ზღვრო იყო ბა­ტონ მე­რაბ კოს­ტა­ვას წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ ამ დო­კუ­მენტს ხელს მო­ა­წერ­და მე­რაბ კოს­ტა­ვას დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ოლღა დე­მუ­რია-კოს­ტა­ვა. ალ­ბათ, ამის შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ მი­იჩ­ნია, რომ მისი ხე­ლომ­წე­რაც უნდ აყო­ფი­ლი­ყო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
u
2

პუტინს ექნება

ანტიზვიადისტი
10

დები არჩვაძეები იქით იყვნენ და ზვიად გამსახურდიას პიროვნებისა თუ მისი გარემოცვის ხანმოკლე მმართველობის იდეალიზაციაა დაუშვებელია!

როგორც ჩანს ხალხს ბევრი რამ დაავიწყდა, ჩვენ კი ძალიან კარგად გვახსოვს: ნემო ბურჭულაძეც, კაკო ასათიანიც (ხალხმა პატარა ჭკუის დიდ კოლოფად რომ მონათლა!), მამათმავალი თემურ ქორიძეც (ჯაბა რომ დაპირდა: „ცისფერ კალგოტკებს ჩაგაცმევ და რუსთაველზე ისე გაგატარებ!“-ო), ბესარიონ გუგუშვილიც, დილარ „დოლარ“ ხაბულიანიც, მედოლე ავთო რცხილაძეც, მანანა ძოძუაშვილიც, ძმები პეტრიაშვილებიც (გურამი და რობერტი - მეზღაპრე და „ფილოსოფოსი“), ბლუყუნა ვიქტორ დომუხოვსკიც! ისიც კარგად გვახსოვს, გურამ პეტრიაშვილი „ახალ“ ქართულს რომ ქმნიდა (გინდა თუ არა შვეულმფრენის ნაცვლად ჰაერმდღვები იხმარეთო), მერე კი გაჰკიოდა: „დაგვიბრუნეთ ჩვენი მერცხალა ბიჭი!“-ო. ამ „ზოოპარკის“ ფონზე წვრილფეხობას - ეკა ხერხეულიძეს, ბოცო წიკლაურს და ა. შ. - ვინღა ამჩნევდა? ხალხის მიერ ნათქვამი „ყველა დეფექტი გახდა პრეფექტი - აი ეფექტი!“-ც გვახსოვს! რუსთაველზე და, შემდეგ, სადგურის მოედანზე გამართული „ცირკ-შაპიტოებიც“ კარგად გვახსოვს (ერთი კოჭლი კაცი თავდაყირა რომ დადიოდა და გაჰკიოდა: «Я страдаюсь за Звеяди!» და „შევარდნაძე იუდა!“-ს მოძახილე „კარვის ქალები“). დაკარგული ცხინვალიც კარგად გვახსოვს!

და ამ კომედიანტებს უნდა აეშენებინათ სახელმწიფო? ფუი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საიდუმლოება - სად გაქრა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საიდუმლოება - სად გაქრა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი დაკარგულია და მას დღემდე არავინ არ ეძებს. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი. როგორც მაშინდელი უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი ჰამლეტ ჭიპაშვილი იხსენებს, ამ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად დეპუტატებმა ახალი კალმები იყიდეს, ბევრს ნერვიულობისგან ხელი უკანკალებდა, ამიტომ ზოგიერთი პარლამენტარის გვარი მკაფიოდ არ ჩანს.

ამ დღის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ უამრავი ქარტეხილი გამოიარა, დამოუკიდებლობის აქტის დედანი კი უცნაურად გაუჩინარდა და ეს ისტორია დღემდე საიდუმლოების ბურუსითაა მოცული. ვერსიები და ვარაუდები ბევრია, მაგრამ დღემდე საფუძვლიანი გამოძიება არავის ჩაუტარებია იმის დასადგენად, თუ სად გაუჩინარდა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. შენობები, სადაც შეიძლებოდა აქტი შენახული ყოფილიყო, გაიძარცვა, დაიწვა, განადგურდა... დოკუმენტის შექმნისა და გაუჩინარების ზოგიერთი ეპიზოდის შესახებ "კვირის პალიტრას" ჰამლეტ ჭიპაშვილი უამბობს.

- 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა. რამდენიმე დღით ადრე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ რამდენიმე კაცს დაგვავალა, სასწრაფოდ შეგვემუშავებინა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი. ჩვენ ტექსტის საფუძვლად 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოვიყენეთ, ფორმაც ზუსტად ისეთივე შევარჩიეთ. გამსახურდიას ტექსტი მოეწონა, სხდომაც დაინიშნა... უზენაესი საბჭოს შენობის დარბაზში, მთავარი ტრიბუნის წინ, პატარა მაგიდა დავდგით და მუყაოს დიდ ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტი დავდეთ, ვეცადეთ ყველაფერი ისე გაკეთებულიყო, როგორც მენშევიკების დროს იყო. აქტზე ხელმოწერის უფლება ითხოვა მინისტრთა საბჭომაც, რაზეც ბატონი ზვიადი მცირე ფიქრის შემდეგ დათანხმდა. მოკლედ, ხელმოწერის დასრულების შემდეგ, რადგან მე გახლდით უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი, დოკუმენტი ჩამოვიტანე ჩემს კაბინეტში, დავუსვი უზენაესი საბჭოს ბეჭედი, დავადასტურე ჩემი ხელმოწერით და შევინახე სეიფში. შემდეგ ჩემთან მოვიდა „საბჭოთა საქართველოს“ ხელმძღვანელი ვახტანგ ესვანჯია, რომელმც დოკუმენტი მთხოვა, თან განმიმარტა, რომ ფოტო უნდა გადაეღო და პრესაში გამოექვეყნებინა. ბადრიმ დოკუმენტი იმ დღესვე დამიბრუნა, მეორე დღეს კი აქტი, თავისი ხელმოწერებით, გაზეთებში გამოქვეყნდა.

- ამ დოკუმენტზე მანანა არჩვაძე- გამსახურდიას ხელმოწერა როგორ გაჩნდა?

9 აპრილის საღამოსვე, ცხრა საათზე, ბატონმა ზვიადმა დამირეკა და მთხოვა, რომ ორიგინალი მასთან ამეტანა. ასეც მოვიქეცი, მან მითხრა, რომ დოკუმენტს დაიტოვებდა და დილით დამიბრუნებდა. დილით მართლაც დამიბრუნა, თუმცა მასზე უკვე იყო მისი მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა. ბატონმა ზვიადმა მთხოვა, რომ აქტი გაზეთებში დასაბეჭდად ხელმეორედ გამეშვა - უკვე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერით.

- სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ვინმესთვის, თუნდაც ის ზვიად გამსახურდია ყოფილიყო, შინ გატანების უფლება გქონდათ?

- ყოველ შემთხვევაში, უარსაც ვერ ვეტყოდი. მე დოკუმენტი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს კაბინეტში შევუტანე. მეორე დღეს, დოკუმენტზე ქალბატონი მანანას ხელმოწერა რომ ვნახე, ერთი კი ვუთხარი, ბატონ ზვიადს,უხერხულია-მეთქი, მაგრამ მითხრა, არა უშავსო. ამან საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. მეორე დღეს გამოსულ გაზეთებში უკვე ამგვარად ხელმოწერილი აქტი გამოქვეყნდა. ე.ი. 10 და 11 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის ორი სხვადასხვა ვარიანტი გავრცელდა. მე და ვერც სხვა ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ გამსახურდია დოკუმენტს გამომართმევდა იმისთვის, რომ შინ წაეღო და ქალბატ მანანას ხელი მოეწერა. 9 აპრილის საგანგებო სხდომაზე მოწვეული გვყავდა ოლღა დემურია-კოსტავა. მოგეხსენებათ, რაოდენ უსაზღვრო იყო ბატონ მერაბ კოსტავას წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიამ შემოგვთავაზა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერდა მერაბ კოსტავას დედა, ქალბატონი ოლღა დემურია-კოსტავა. ალბათ, ამის შემდეგ ქალბატონმა მანანამ მიიჩნია, რომ მისი ხელომწერაც უნდ აყოფილიყო... განაგრძეთ კითხვა