პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანამის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი, გილბერტო ერნანდესი კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირებისას მოკლეს
პანამის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი, გილბერტო ერნანდესი კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირებისას მოკლეს

არ­გენ­ტი­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის, "ინ­დე­პენ­დი­ენ­ტეს" ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლი, გილ­ბერ­ტო ერ­ნან­დე­სი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, პა­ნა­მის ქა­ლაქ კო­ლო­ნის ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში ორი დაჯ­გუ­ფე­ბა და­უ­პი­რის­პირ­და ერ­თმა­ნეთს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა ადა­მი­ან­თა ჯგუფს, რო­მელ­თა შო­რის გილ­ბერ­ტოც იყო, ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. თავ­დას­ხმის შე­დე­გად, ფეხ­ბურ­თე­ლი და­ი­ღუ­პა, 7 ადა­მი­ა­ნი კი და­შავ­და. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცნენ.

სა­პორ­ტო ქა­ლაქ კო­ლონ­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა მკვლე­ლო­ბე­ბის რი­ცხვი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. მე­დი­ის ცნო­ბით, საქ­მე შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დის­ტულ გზებ­ზე კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბას. პა­ნა­მა, სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან ევ­რო­პა­ში კო­კა­ი­ნის კონ­ტრა­ბან­დის­თვის სატ­რან­ზი­ტო ქა­ლაქს წარ­მო­ად­გენს. განგსტე­რუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ბრძო­ლას მხო­ლოდ 2023 წელს 50 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მო­თა­მა­შის მა­მამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ის ახალ­გაზ­რდებს და მთავ­რო­ბას მოხ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დებს.

ერ­ნან­დე­სის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა პა­ნა­მის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და კლუბ­მა "ინ­დე­პენ­დი­ენ­ტემ".

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ბაკო
2

რა უნდოდა მაგ დაჯგუფებაში?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პანამის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი, გილბერტო ერნანდესი კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირებისას მოკლეს

პანამის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი, გილბერტო ერნანდესი კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირებისას მოკლეს

არგენტინული საფეხბურთო კლუბის, "ინდეპენდიენტეს" ცენტრალური მცველი, გილბერტო ერნანდესი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პანამის ქალაქ კოლონის ერთ-ერთ შენობაში ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა ერთმანეთს. შეიარაღებულმა პირებმა ადამიანთა ჯგუფს, რომელთა შორის გილბერტოც იყო, ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად, ფეხბურთელი დაიღუპა, 7 ადამიანი კი დაშავდა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.

საპორტო ქალაქ კოლონში ბოლო რამდენიმე თვეა მკვლელობების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. მედიის ცნობით, საქმე შეეხება ნარკოტიკების კონტრაბანდისტულ გზებზე კონტროლის მოპოვებას. პანამა, სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში კოკაინის კონტრაბანდისთვის სატრანზიტო ქალაქს წარმოადგენს. განგსტერული დაჯგუფებების ბრძოლას მხოლოდ 2023 წელს 50 ადამიანი ემსხვერპლა.

მოთამაშის მამამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ახალგაზრდებს და მთავრობას მოხშირებული ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ერნანდესის ოჯახს მიუსამძიმრა პანამის ფეხბურთის ფედერაციამ და კლუბმა "ინდეპენდიენტემ".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა