სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესები ზრდის აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, საფუძველს მოკლებული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე
"შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესები ზრდის  აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, საფუძველს მოკლებული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე

გა­მო­ით­ქვა შეშ­ფო­თე­ბა, რომ მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ზრდის ქვე­ყა­ნა­ში აივ/შიდსის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის რის­კებს, რაც სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის - როცა აივ-ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან მიგ­რა­ცია გაზ­რდი­ლია, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­მო­ნა­ხა­ვენ სა­მარ­თლებ­რივ ფორ­მას, რათა ზო­გი­ერ­თი ტი­პის მიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­ჭი­რო იყოს აივ სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნა ან აივ-ზე გა­მოკ­ვლე­ვის შე­თა­ვა­ზე­ბა,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მის „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, მიგ­რან­ტებ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბა, რათა ყვე­ლა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მიგ­რან­ტი დრო­უ­ლად იყოს ჩარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის სერ­ვი­სებ­ში.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო 20 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბი მი­ე­წო­და უცხო­ე­თის 226 მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის რუ­სე­თის 96 და უკ­რა­ი­ნის 81 მო­ქა­ლა­ქეს.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ით­ქმე­ბა შეშ­ფო­თე­ბა, რომ მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან, ზრდის ქვე­ყა­ნა­ში აივ/შიდსის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის რის­კებს, რაც სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ამ ქვეყ­ნებ­ში აივ/შიდსის მა­ღალ პრე­ვა­ლენ­ტო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ა.წ. 11 აგ­ვის­ტოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ პოს­ტი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი და უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიგ­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან­ვე შიდსის სამ­სა­ხურ­მა გა­აძ­ლი­ე­რა აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა (მათ შო­რის მიგ­რან­ტებ­ზე). აგ­რეთ­ვე გა­ზარ­და აივ/შიდსის პრე­ვენ­ცი­ის, მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა (მათ შო­რის მიგ­რან­ტე­ბის­თვის). მი­ვუ­თი­თეთ შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტე­ბიც და რი­ცხვე­ბიც.

სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან და სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვინ­და კი­დევ ერთხელ მი­ვა­წო­დოთ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დღე­ი­სოდ მცხოვ­რებ აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ვა­რა­უ­დო რა­ო­დე­ნო­ბა 8500-ია და არა 10 ათას­ზე მეტი, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი აცხა­დებს. ეს რი­ცხვი (10 170) მათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, აი­ღეს შიდსის ცენ­ტრის მო­რი­გი პრეს რე­ლი­ზი­დან (რო­მელ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად ვაქ­ვეყ­ნებთ) და იგი ასა­ხავს არა დღე­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ/შიდსის ეპი­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან (1989 წ) დღემ­დე შიდსის ცენ­ტრში ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აივ/შიდსით ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მელ­თა რი­ცხვში შე­დი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლე­ბიც.

რაც შე­ე­ხე­ბა 2023 წლის პირ­ვე­ლი 6 თვის (იან­ვა­რი-ივ­ნი­სი) პე­რი­ოდ­ში შარ­შან­დელ ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით აივ/შიდსის ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 6%-ით ზრდას, ჩვენ ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ვუ­თი­თებ­დით, რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო არა იმ­დე­ნად მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან, რამ­დე­ნა­დაც COVID-19-ის პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას­თან, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნას­თან და ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან. ამის სა­სარ­გებ­ლოდ მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტიც, რომ 2023 წლის პირ­ვე­ლი 8 თვის (იან­ვა­რი-აგ­ვის­ტო) გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი აივ/შიდსით ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (393) პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა 2022 წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი აივ/შიდსით ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის­გან (394).

ჩვენ მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ მიგ­რან­ტებ­თან, რათა ყვე­ლა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მიგ­რან­ტი დრო­უ­ლად იყოს ჩარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის სერ­ვი­სებ­ში და შე­დე­გიც გვაქვს. ბოლო 20 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბი მი­ე­წო­და უცხო­ე­თის 226 მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის რუ­სე­თის 96 და უკ­რა­ი­ნის 81 მო­ქა­ლა­ქეს. ამას­თან ამ პა­ცი­ენ­ტებს გლო­ბა­ლურ ფონდთან შე­თან­ხმე­ბით ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ე­წო­დე­ბათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოდ.

აივ/შიდსის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ე.წ. პრე­ექ­სპო­ზი­ცი­უ­რი პრე­ვენ­ცი­ის (PREP) პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბულ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, რომ მა­ღა­ლი რის­კის ქცე­ვე­ბის მქო­ნე ჯან­მრთე­ლი (არა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი) პი­რე­ბი, მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უფა­სოდ იღე­ბენ ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენ­ტებს, რაც აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც კი მათ სა­ი­მე­დოდ იცავს აივ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის, რო­მელ­მაც 2017 წლი­დან და­ი­წყო და დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს ამ პროგ­რა­მას. დღემ­დე ამ პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლა სულ 1532 მა­ღა­ლი რის­კის ქცე­ვე­ბის მქო­ნე ჯან­მრთელ­მა (არა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა) პირ­მა და არ­ცერ­თი მათ­გა­ნი აივ-ით არ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2022-2023 წლებ­ში შიდსის ცენ­ტრი PREP-ის ფარ­გლებ­ში მო­ემ­სა­ხუ­რა უცხო­ე­თის 300-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის რუ­სე­თის და უკ­რა­ი­ნის 289 მო­ქა­ლა­ქეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მიგ­რან­ტე­ბის­თვის აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე კვლე­ვის აქ­ტი­ურ შე­თა­ვა­ზე­ბას, ეს სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხია და მსოფ­ლი­ოს უმე­ტე­სი ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ზღვარ­ზე შე­მომ­სვლელ­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას ან მათ მიერ აივ სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რად­გან ით­ვლე­ბა, რომ ეს იქ­ნე­ბო­და მიგ­რან­ტე­ბის ძი­რე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა. ევ­რო­პის მხო­ლოდ 15 ქვე­ყა­ნა აძ­ლევს მიგ­რან­ტებს რე­კო­მენ­და­ცი­ას (მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ას) აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე ტეს­ტი­რე­ბა­ზე და მათ­გან მხო­ლოდ 3 ქვე­ყა­ნა სთა­ვა­ზობს მიგ­რან­ტებს აივ-ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ტეს­ტი­რე­ბას. ამა­ვე დროს რიგი ქვეყ­ნე­ბი (ისი­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან), მაგ.: სა­უ­დის არა­ბე­თი, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი, რუ­სე­თი, სინ­გა­პუ­რი, მა­ლა­ი­ზია და სხვ. ითხო­ვენ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი­სათ­ვის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და ბი­ნად­რო­ბის მთხოვ­ნელ­თათ­ვის, ხან­გრძლი­ვი დრო­ით (3 თვე­ზე მეტი) დამ­რჩენ­თათ­ვის აივ ნე­გა­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს.

გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აგ­რეთ­ვე იზო­ლი­რე­ბუ­ლად რუსი მიგ­რან­ტე­ბის აივ/შიდსზე გა­მოკ­ვლე­ვა. მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ან მიგ­რან­ტე­ბი, მათ შო­რის სტუ­დენ­ტე­ბი, ისე­თი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც, სა­დაც აივ/შიდსის პრე­ვა­ლენ­ტო­ბა და ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო მე­ტია, ვიდ­რე რუ­სეთ­ში.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, როცა აივ-ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან მიგ­რა­ცია გაზ­რდი­ლია, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­მო­ნა­ხა­ვენ სა­მარ­თლებ­რივ ფორ­მას, რათა ზო­გი­ერ­თი ტი­პის მიგ­რან­ტე­ბის­თვის (მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ან ბი­ნად­რო­ბის მო­თხოვ­ნა, თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი, ხან­გრძლი­ვი დრო­ით, მათ შო­რის სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­სუ­ლე­ბი და სხვ.) სა­ჭი­რო იყოს აივ სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნა ან აივ-ზე გა­მოკ­ვლე­ვის შე­თა­ვა­ზე­ბა. ამას­თან აივ და­დე­ბი­თი სტა­ტუ­სი არ იქ­ნე­ბა დაბ­რკო­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სას­ვლე­ლად, უბ­რა­ლოდ მათ შევ­თა­ვა­ზებთ პრე­ვენ­ცი­ულ და სამ­კურ­ნა­ლო პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თვას.

მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა და­ცუ­ლი. მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან გაზ­რდი­ლი მიგ­რა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მა­ინც არ­სე­ბობს აივ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მა­ტე­ბის რის­კე­ბი, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბას, რომ ზედ­მი­წევ­ნით და­იც­ვან აივ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, კერ­ძოდ: თავი აა­რი­დონ შემ­თხვე­ვით და­უც­ველ სქე­სობ­რივ კონ­ტაქ­ტებს, არ და­უშ­ვან არას­ტე­რი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­ეჭ­ვო კონ­ტაქ­ტის ან კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის მცი­რე­დი ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­შიც კი მი­მარ­თონ ტეს­ტი­რე­ბი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ან ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

მო­სახ­ლე­ო­ბას მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შიდსის სამ­სა­ხუ­რის და არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით თა­ვი­დან აი­ცი­ლა აივ/შიდსის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მია, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლით და სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლით და რომ სა­ქარ­თვე­ლოს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი აქვს აივ/შიდსის ეპი­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა 2030 წლის­თვის, რაც ნიშ­ნავს აივ ინ­ფექ­ცი­ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ნუ­ლამ­დე დაყ­ვა­ნას და ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბამ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ და­ა­ყე­ნოს ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო შე­დე­გის მიღ­წე­ვა.

და კი­დევ ერთი. სა­ერ­თო საქ­მის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კერ­ძო კლი­ნი­კე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სი­ტყვი­დან საქ­მე­ზე გა­დავ­ლენ და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად ხელს შე­უ­წყო­ბენ აივ/შიდსის პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათ შო­რის მიგ­რან­ტებ­თან, კერ­ძოდ: გაზ­რდი­ან აივ/შიდსზე სკრი­ნინგს, შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ და გა­ავ­რცე­ლე­ბენ (მათ შო­რის მიგ­რან­ტებ­ში) ვი­ზუ­ა­ლურ, აუ­დიო და ბეჭ­დურ მა­სა­ლას აივ/შიდსის პრე­ვენ­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე და იმუ­შა­ვე­ბენ მიგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე“,- აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გილდა სიხარულიძე
0

საინტერესოა ამ კაცს არაფრის არ ცხვენია?

Qeto
3

ეს ვეღარ ისვენებს! სულ სცენისაჯენ გაურბის თვალი! ხან შიდსზე და ხან კოვიდზე მონოლოგით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესები ზრდის აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, საფუძველს მოკლებული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე

"შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესები ზრდის  აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, საფუძველს მოკლებული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე

გამოითქვა შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის - როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, მიგრანტებთან მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რათა ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში.

მისივე თქმით, ბოლო 20 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 226 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 96 და უკრაინის 81 მოქალაქეს.

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ა.წ. 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა (მათ შორის მიგრანტებზე). აგრეთვე გაზარდა აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდება (მათ შორის მიგრანტებისთვის). მივუთითეთ შესაბამისი ფაქტებიც და რიცხვებიც.

საკითხის აქტუალობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე გვინდა კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია.

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სადღეისოდ მცხოვრებ აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა 8500-ია და არა 10 ათასზე მეტი, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს. ეს რიცხვი (10 170) მათ, სავარაუდოდ, აიღეს შიდსის ცენტრის მორიგი პრეს რელიზიდან (რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ) და იგი ასახავს არა დღეისთვის საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულების რაოდენობას, არამედ საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან (1989 წ) დღემდე შიდსის ცენტრში ოფიციალურად რეგისტრირებული აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობას, რომელთა რიცხვში შედიან გარდაცვლილები და ქვეყნიდან წასულებიც.

რაც შეეხება 2023 წლის პირველი 6 თვის (იანვარი-ივნისი) პერიოდში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების 6%-ით ზრდას, ჩვენ ანალიზის საფუძველზე ვუთითებდით, რომ ეს დაკავშირებული იყო არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19-ის პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2023 წლის პირველი 8 თვის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობა (393) პრაქტიკულად არ განსხვავდება 2022 წლის ანალოგიური პერიოდში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობისგან (394).

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მიგრანტებთან, რათა ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში და შედეგიც გვაქვს. ბოლო 20 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 226 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 96 და უკრაინის 81 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ.

აივ/შიდსის ახალი შემთხვევების პრევენციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პრეექსპოზიციური პრევენციის (PREP) პროგრამის წარმატებულ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს, რომ მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელი (არა აივ ინფიცირებული) პირები, მათი სურვილის შემთხვევაში უფასოდ იღებენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, რაც აივ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი მათ საიმედოდ იცავს აივ დაინფიცირებისგან. საქართველო ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას. დღემდე ამ პროგრამით ისარგებლა სულ 1532 მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელმა (არა აივ ინფიცირებულმა) პირმა და არცერთი მათგანი აივ-ით არ დაინფიცირებულა. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში შიდსის ცენტრი PREP-ის ფარგლებში მოემსახურა უცხოეთის 300-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის და უკრაინის 289 მოქალაქეს.

რაც შეეხება მიგრანტებისთვის აივ ინფექციაზე კვლევის აქტიურ შეთავაზებას, ეს სენსიტიური საკითხია და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარზე შემომსვლელთა სავალდებულო ტესტირებას ან მათ მიერ აივ სტატუსის შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას, რადგან ითვლება, რომ ეს იქნებოდა მიგრანტების ძირეული უფლებების დარღვევა. ევროპის მხოლოდ 15 ქვეყანა აძლევს მიგრანტებს რეკომენდაციას (მხოლოდ რეკომენდაციას) აივ ინფექციაზე ტესტირებაზე და მათგან მხოლოდ 3 ქვეყანა სთავაზობს მიგრანტებს აივ-ზე ნებაყოფლობით ტესტირებას. ამავე დროს რიგი ქვეყნები (ისინი უმცირესობაში არიან), მაგ.: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, სინგაპური, მალაიზია და სხვ. ითხოვენ თავშესაფრის მაძიებლებისათვის, მოქალაქეობის და ბინადრობის მთხოვნელთათვის, ხანგრძლივი დროით (3 თვეზე მეტი) დამრჩენთათვის აივ ნეგატიური სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული აგრეთვე იზოლირებულად რუსი მიგრანტების აივ/შიდსზე გამოკვლევა. მითუმეტეს, რომ საქართველოში შემოდიან მიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, ისეთი ქვეყნებიდანაც, სადაც აივ/შიდსის პრევალენტობა და ახალი შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი სიტუაციის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის (მოქალაქეობის ან ბინადრობის მოთხოვნა, თავშესაფრის მაძიებლები, ხანგრძლივი დროით, მათ შორის სასწავლებლად ჩამოსულები და სხვ.) საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება. ამასთან აივ დადებითი სტატუსი არ იქნება დაბრკოლება ქვეყანაში შემოსასვლელად, უბრალოდ მათ შევთავაზებთ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას.

მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს შიდსის სამსახურის და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით და რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა.

და კიდევ ერთი. საერთო საქმისთვის კარგი იქნება, თუ კერძო კლინიკები და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები სიტყვიდან საქმეზე გადავლენ და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ხელს შეუწყობენ აივ/შიდსის პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის მიგრანტებთან, კერძოდ: გაზრდიან აივ/შიდსზე სკრინინგს, შეიმუშავებენ და გაავრცელებენ (მათ შორის მიგრანტებში) ვიზუალურ, აუდიო და ბეჭდურ მასალას აივ/შიდსის პრევენციის საკითხებზე და იმუშავებენ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების ცნობიერების ამაღლებაზე“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.