ილონ მასკი ამბობს, რომ მისმა "კომუნისტმა" ტრანსგენდერმა ქალიშვილმა მილიარდერ მამასთან კონტაქტი იმიტომ გაწყვიტა, რომ მას სკოლაში ტვინი გამოურეცხეს და დააჯერეს, რომ "ყველა მდიდარი ადამიანი ბოროტია".
X-ის აღმასრულებელი დირექტორი თავის 19 წლის შვილთან განხეთქილებაზე ნებისმიერ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს და ამის ნაცვლად სანტა მონიკას Crossroads School for Arts & Sciences სკოლას ადანაშაულებს, რომელში სწავლაც ყოველწლიურად $50 000 ღირს. ილონ მასკის ბიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდის მიხედვით, რომლიც Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა, მასკმა "ტვიტერის" შეძენა, გარკვეულწილად, უილსონის ტრანსგენდერად გახდომის გამო გადაწყვიტა.
ჟურნალთან საუბრისას მასკმა თქვა, რომ მისი შვილის ტრანსგენდერობის თაობაზე მანამ იყო ინდეფერენტულად განწყობილი, ვიდრე უილსონი "მხურვალე მარქსისტი" გახდებოდა და მამასთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტდა. 2022 წელს უილსონმა პეტიცია შეიტანა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ეს, მან სახელიც კი შეიცვალა იმ იმედით, რომ ბიოლოგიურ მამასთან საერთო აღარაფერი ექნებოდა.
"ის სოციალიზმს გასცდა და კომუნისტი გახდა. ფიქრობს, რომ ნებისმიერი მდიდარი ბოროტია", - ამბობს მასკი მის ბიოგრაფიულ წიგნში.
"ბევრი რამ ვცადე, მაგრამ მას ჩემთან დროის გატარება საერთოდ აღარ სურს", - დასძენს ის.
მასკი უილსონის "დრამატული ცვლილების" გამო, ნაწილობრივ, მის სასწავლებელს ადანაშაულებს. მასკის აზრით, "ტვიტერიც" მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანებითაა "ინფიცირებული". როგორც მასკი ამტკიცებს, მან სოციალური მედიის კომპანია სიტყვის თავისუფლების დასაცავად შეიძინა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მასკი თავისი ოჯახური განხეთქილების გამო უმაღლეს სასწავლებლებს ადანაშაულებს. ოქტომბერში "ტესლას" დირექტორმა თქვა, რომ ელიტარული სკოლები და ლიბერალური უნივერსიტეტები ნეო-მარქსისტებმა აიღეს, რათა თავიანთ სტუდენტებს მდიდარი ადამიანების ზიზღი ჩაუნერგონ.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
Arasdros mipikria rom mdidari viko. Es vpikrob codvaa.me mipikria mxolod im shemtxvevashi tu amit gatirvebulebs davexmarebodi.me ki sul elenetaruls davitovebdi.saarsebot.gmerts vtxov arasdris viko mdidari.ese mgonia simdidres adamiani cvlis sulierad.tumca zogi an uketesi adamiani xdeba an saertod ar icvleba.
ოლიგარქები ყველანი ბოროტები ხართ, ერთ დღეს ამოწყდით და ომები აღარ იქნება