პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლოცულობთ, რომ ამ საშინელი დაავადების წამალი მალე აღმოაჩინონ" - რას ჰყვება სელენ დიონის და მომღერლის უიშვიათეს და ურთულეს დიაგნოზზე?
"ვლოცულობთ, რომ ამ საშინელი დაავადების წამალი მალე აღმოაჩინონ" - რას ჰყვება სელენ დიონის და მომღერლის უიშვიათეს და ურთულეს დიაგნოზზე?

ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის, სე­ლინ დი­ო­ნის დამ, კლო­დეტ დი­ონ­მა კა­ნა­დურ ჟურ­ნალ HELLO! -სთან მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში დი­ონ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რომ მას იშ­ვი­ა­თი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მე­ლიც კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვას და ტკი­ვილს იწ­ვევს. მას ავად­მყო­ფო­ბის გამო მსოფ­ლიო ტურ­ნეს გა­და­დე­ბა მო­უ­წია.

ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნახ­მად, Stiff Person Syndrome - მო­უხ­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სინ­დრო­მი იშ­ვი­ა­თი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ში ერთ ადა­მი­ანს ემარ­თე­ბა. სა­წყის ეტა­პებ­ზე და­ა­ვად­დე­ბა ხა­სი­ათ­დე­ბა ხერ­ხემ­ლის კუნ­თე­ბის ინ­ტერ­მი­სი­უ­ლი, მტკივ­ნე­უ­ლი სპაზ­მე­ბით. ამის შემ­დეგ ჩონ­ჩხის კუნ­თე­ბი მუდ­მი­ვად ამაღ­ლე­ბულ ტო­ნუსს იძენს, რა­საც მოძ­რა­ო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სპაზ­მე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

ის გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ფორ­მა­ზე, ხოლო რო­დე­საც პროგ­რე­სირ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი კარ­გავს სი­ა­რუ­ლი­სა და მე­ტყვე­ლე­ბის უნარს.

74 წლის კლო­დეტ დი­ო­ნი ამ­ბობს, რომ ისიც და ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბიც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ სე­ლი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად და მისი ტკი­ვი­ლის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად. "სე­ლი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. ის ძლი­ე­რი ქა­ლია",- გა­ნუ­ცხა­და მან გა­მო­ცე­მას.

"ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცით. სპაზ­მე­ბი აქვს, რომ­ლის კონ­ტრო­ლიც შე­უძ­ლე­ბე­ლია. გი­ნა­ხავთ ვინ­მე, ვინც ფეხ­ში ჭვა­ლის გამო ხტის? და­ახ­ლო­ე­ბით ასეა, მაგ­რამ ყვე­ლა კუნთში აქვს მსგავ­სი ტკი­ვი­ლი".

"ვლო­ცუ­ლობთ, რომ მეც­ნე­რებ­მა ამ სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბის წა­მა­ლი მალე აღ­მო­ა­ჩი­ნონ", - დას­ძენს კლო­დე­ტი.

მას შემ­დეგ, რაც სე­ლინს ეს მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მომ­ღერ­ლის და, ლინ­და და მისი ქმა­რი, მას­თან სახ­ლში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. კლო­დე­ტის თქმით, ოჯა­ხი ასე ბევ­რად უფრო მშვი­დად გრძნობს თავს: "ყვე­ლას გვამ­შვი­დებს ის ფაქ­ტი, რომ ისი­ნი სე­ლინ­თან ახ­ლოს არი­ან და მას­ზე ზრუ­ნა­ვენ", - ამ­ბობს კლო­დე­ტი.

წყა­ა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვლოცულობთ, რომ ამ საშინელი დაავადების წამალი მალე აღმოაჩინონ" - რას ჰყვება სელენ დიონის და მომღერლის უიშვიათეს და ურთულეს დიაგნოზზე?

"ვლოცულობთ, რომ ამ საშინელი დაავადების წამალი მალე აღმოაჩინონ" - რას ჰყვება სელენ დიონის და მომღერლის უიშვიათეს და ურთულეს დიაგნოზზე?

ცნობილი მომღერლის, სელინ დიონის დამ, კლოდეტ დიონმა კანადურ ჟურნალ HELLO! -სთან მომღერლის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 2022 წლის დეკემბერში დიონმა გაასაჯაროვა, რომ მას იშვიათი ნევროლოგიური დაავადება აქვს, რომელიც კუნთების დაძაბვას და ტკივილს იწვევს. მას ავადმყოფობის გამო მსოფლიო ტურნეს გადადება მოუწია.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, Stiff Person Syndrome - მოუხრელი ადამიანის სინდრომი იშვიათი, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს ემართება. საწყის ეტაპებზე დაავადდება ხასიათდება ხერხემლის კუნთების ინტერმისიული, მტკივნეული სპაზმებით. ამის შემდეგ ჩონჩხის კუნთები მუდმივად ამაღლებულ ტონუსს იძენს, რასაც მოძრაობებით გამოწვეული სპაზმები მოჰყვება.

ის გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის ფორმაზე, ხოლო როდესაც პროგრესირდება, ადამიანი კარგავს სიარულისა და მეტყველების უნარს.

74 წლის კლოდეტ დიონი ამბობს, რომ ისიც და ოჯახის დანარჩენი წევრებიც ყველაფერს აკეთებენ სელინის დასახმარებლად და მისი ტკივილის შესამსუბუქებლად. "სელინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს. ის ძლიერი ქალია",- განუცხადა მან გამოცემას.

"ამ დაავადების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. სპაზმები აქვს, რომლის კონტროლიც შეუძლებელია. გინახავთ ვინმე, ვინც ფეხში ჭვალის გამო ხტის? დაახლოებით ასეა, მაგრამ ყველა კუნთში აქვს მსგავსი ტკივილი".

"ვლოცულობთ, რომ მეცნერებმა ამ საშინელი დაავადების წამალი მალე აღმოაჩინონ", - დასძენს კლოდეტი.

მას შემდეგ, რაც სელინს ეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მომღერლის და, ლინდა და მისი ქმარი, მასთან სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. კლოდეტის თქმით, ოჯახი ასე ბევრად უფრო მშვიდად გრძნობს თავს: "ყველას გვამშვიდებს ის ფაქტი, რომ ისინი სელინთან ახლოს არიან და მასზე ზრუნავენ", - ამბობს კლოდეტი.

წყაარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა