კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი - წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
სილქნეტი - წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

წი­ნან­დლის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი 5 წლი­საა.

სა­ი­უ­ბი­ლეო სე­ზო­ნი ცნო­ბი­ლი მა­ესტროს, აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, ცი­უ­რი­ხის ოპე­რის მუ­სი­კა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­დას დი­რი­ჟო­რო­ბით გა­იხ­სნა. შვი­დი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ორ­კესტრი, პარტნი­ო­რო­ბას უწევ­და გა­მო­ჩე­ნილ პი­ა­ნისტს იე­ფიმ ბრონფმანს. შეს­რულ­და რო­ბერტ შუ­მა­ნის და პეტ­რე ჩა­ი­კოვ­სკის ნა­წარ­მო­ე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლის ჯა­დოს­ნურ დღე­ებს ტრა­დი­ცი­უ­ლად კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტი წა­რად­გენს.

10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რე­ბი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა წი­ნან­დლის ის­ტო­რი­ულ მა­მულ­ში მო­იყ­რის თავს. სა­ი­უ­ბი­ლეო სე­ზონ­ზე მა­ყუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბი­ან, დი­რი­ჟო­რე­ბი: ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და, მანფრედ ჰო­ნე­კი, ვახ­ტანგ კა­ხი­ძე და კრის­ტოფ კონ­ცი. სო­ლის­ტე­ბი: იე­ფიმ ბრონფმა­ნი, ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძე, ნო­ბუ­ი­უ­კი ცუჯი, ალექ­სან­დრე მა­ლო­ფე­ე­ვი, მარკ ბუშ­კო­ვი, ზლა­ტო­მირ ფან­გი, ბო­რის გილტბურ­გი, ირი­ნა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი, ნინო ჟვა­ნია, აუ­გუს­ტინ ჰა­დე­ლი­ხი, ამი­ჰაი გრო­ში, გი­ორ­გი გი­გაშ­ვი­ლი, ჟუ­ლი­ენ კან­ტა­ნი, მაო ფუ­ჯი­ტა, მი­ხა­ელ ბა­რენ­ბო­ი­მი, დე­ვიდ გა­რე­ტი, ოლგა შეპ­სი, ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი, გო­ტიე კა­პუსო­ნი, ანას­ტა­სია აღ­ლა­ძე, ელე­ნე გო­გო­ძე, ანა გო­გო­ლა­ძე, თა­მარ და­რა­სე­ლია, და­ვით გო­გო­ლა­ძე, სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე და 14 წლის ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძე.

2 სექ­ტემ­ბერს, ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სერ­გეი რახ­მა­ნი­ნო­ვის სა­ი­უ­ბი­ლეო მა­რა­თონს უმას­პინ­ძლებს, რო­მე­ლიც ცნო­ბილ პი­ა­ნისტ ლექ­სო თო­რა­ძის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბა მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე, პერ­ფორ­მან­სით, - ჟან კოქ­ტოს პი­ე­სი­დან „ადა­მი­ა­ნის ხმა“.

ფეს­ტი­ვალს და­ხუ­რავს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი.

ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს, ფეს­ტი­ვა­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი წარმდგე­ნი, კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტი, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის სა­ღა­მო­ებ­საც შე­თა­ვა­ზებს სტუმ­რებს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

სილქნეტი - წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

სილქნეტი - წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 5 წლისაა.

საიუბილეო სეზონი ცნობილი მაესტროს, აშშ-ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა. შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი, პარტნიორობას უწევდა გამოჩენილ პიანისტს იეფიმ ბრონფმანს. შესრულდა რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები.

ფესტივალის ჯადოსნურ დღეებს ტრადიციულად კომპანია სილქნეტი წარადგენს.

10 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორებისა და შემსრულებლების ვარსკვლავური შემადგენლობა წინანდლის ისტორიულ მამულში მოიყრის თავს. საიუბილეო სეზონზე მაყურებლების წინაშე წარსდგებიან, დირიჟორები: ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი. სოლისტები: იეფიმ ბრონფმანი, ცოტნე ზედგინიძე, ნობუიუკი ცუჯი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბორის გილტბურგი, ირინა შერაზადიშვილი, ნინო ჟვანია, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, გიორგი გიგაშვილი, ჟულიენ კანტანი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, ლიზა ბათიაშვილი, გოტიე კაპუსონი, ანასტასია აღლაძე, ელენე გოგოძე, ანა გოგოლაძე, თამარ დარასელია, დავით გოგოლაძე, სანდრო ნებიერიძე და 14 წლის ცოტნე ზედგინიძე.

2 სექტემბერს, ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში, სერგეი რახმანინოვის საიუბილეო მარათონს უმასპინძლებს, რომელიც ცნობილ პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას ეძღვნება. ამ პროგრამის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარსდგება მსახიობი ნინო კასრაძე, პერფორმანსით, - ჟან კოქტოს პიესიდან „ადამიანის ხმა“.

ფესტივალს დახურავს მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.

ყოველი დღის ბოლოს, ფესტივალის ტრადიციული წარმდგენი, კომპანია სილქნეტი, ქართველი არტისტების საღამოებსაც შეთავაზებს სტუმრებს.

R