სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ზურაბიშვილს გაუშვებენ, ისევ პირდაპირი წესით მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა, ასე მარტივიც არაა, გადააყენო და მორჩა... ეს სრულიად თავდაყირა დააყენებს ყველაფერს" - ექსპერტი
"თუ ზურაბიშვილს გაუშვებენ, ისევ პირდაპირი წესით მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა, ასე მარტივიც არაა, გადააყენო და მორჩა... ეს სრულიად თავდაყირა დააყენებს ყველაფერს" - ექსპერტი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის ლო­ბი­რე­ბის­თვის ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყო. ცნო­ბი­ლია, რომ მან გუ­შინ ბერ­ლინ­ში, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტთან ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­თან უკვე გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ რო­გორც გერ­მა­ნი­ა­ში, ასე­ვე კი­დევ 9 ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზიტ­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უარი ეთ­ქვა.

"შე­ვახ­სე­ნებთ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა" ქვე­პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ვი­ნა­ი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის 54-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევს. რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ გან­მარ­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად არ აქვს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურსს და ამ კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს. მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ბოლო გა­მოს­ვლა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას და შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს იყოს მი­ზე­ზი, რომ მთავ­რო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ევ­რო­პა­ში გამ­გზავ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პრე­ზი­დენ­ტის ევ­რო­პულ ტურ­ნე­ზე მთავ­რო­ბის უარი იმით ახ­სნა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უპი­რის­პირ­დე­ბა ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ინ­ტე­რესს და ბრალ­დე­ბე­ბი გზა­ში და­ა­წია. კო­ბა­ხი­ძემ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თვით­ნე­ბურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მძი­მე მოვ­ლე­ნა უწო­და და მუ­ქა­რაც შე­უთ­ვა­ლა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­შად დამ­რღვე­ვი პრე­ზი­დენ­ტის საქ­ცი­ელს რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვე­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წევს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან ვი­ზი­ტებს დე­კემ­ბრის თვე­ში და­ას­რუ­ლებს.

GIPA-ს პრო­ფე­სო­რის, პო­ლი­ტო­ლოგ გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძის აზ­რით, რა­საც ახლა ვხე­დავთ, ეს არ არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. ერ­თგვა­რი ტრა­გე­დი­აა, როცა "ოც­ნე­ბა“ პი­რად ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ახ­დენს ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე, რაც სა­ბო­ლო­ოდ, ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლად არის კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­ხმა­რე ძალა იმ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა ჰქვია.

"ზო­გა­დად, პრე­ზი­დენ­ტის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის დამ­ხმა­რე რგო­ლად ყოფ­ნა. ის არ არის მთა­ვა­რი წარმ­მარ­თვე­ლი, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია, რად­გან პრე­ზი­დენტს აქვს ცე­რე­მო­ნი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი და, შე­სა­ბა­მი­სად, ის წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფოს იქ, სა­დაც ის მი­დის. მას აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და უფ­ლე­ბა და­ამ­ყა­როს, გა­აღ­მა­ვოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებ­თან და მო­უ­პო­ვოს მას ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც მე­ტად და­ა­ახ­ლო­ვებს პარტნი­ო­რებ­თან და არ დაგვტო­ვებს მარ­ტო. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ პრე­ზი­დენ­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არის კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­ხმა­რე ძალა ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შეძ­ლო, რომ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად ის უფრო მაღ­ლა დგას, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნარ­ჩე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რაც "ოც­ნე­ბის­თვის“ მი­უ­ღე­ბე­ლია. რა­საც ახლა ვხე­დავთ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. ერ­თგვა­რი ტრა­გე­დი­აა, როცა "ოც­ნე­ბა“ პი­რად ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ახ­დენს ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე, რაც სა­ბო­ლო­ოდ, ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს. ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფა კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს მათ პო­ზი­ცი­ას. გა­რე­შე თვა­ლი­სათ­ვის ეს არის სრუ­ლი­ად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე რა­ღაც სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი, სა­სა­ცი­ლო რე­ა­ლო­ბა.

პრე­ზი­დენტს დიდი ფუნ­ქცია აქვს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. მისი ვი­ზი­ტე­ბი, კი, ბა­ტო­ნო, მთავ­რო­ბას­თან უნდა იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ კი მთავ­რო­ბა ბლო­კავს ამ პრო­ცესს, აქ უკვე ვი­ღებთ ძალ­ზე უც­ნა­ურ და უც­ნობ ვი­თა­რე­ბას - მთავ­რო­ბის მიერ დაბ­ლო­კი­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წა­ად­გე­ბა, პრობ­ლე­მას ქმნის ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ ეს არის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა და გა­უ­გებ­რო­ბა. ერ­თია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და მე­ო­რე - სა­მარ­თლებ­რი­ვი. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში პრე­ზი­დენ­ტის დაბ­ლოკ­ვა არის პრობ­ლე­მა, ხოლო სა­მარ­თლებ­რი­ვად, რა თქმა უნდა, შე­თან­ხმე­ბაა ყვე­ლა­ზე კარ­გი ვა­რი­ან­ტი იმი­ტომ, რომ მთავ­რო­ბა უნდა მუ­შა­ობ­დეს მას­თან ერ­თად, მაგ­რამ ასე არაა, მთავ­რო­ბის წევ­რებს შო­რის ერ­თმა­ნე­თის ჯინ­ში ჩად­გო­მა და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნის ფონ­ზე ერ­თმა­ნეთ­თან შე­პი­რის­პი­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნი­სათ­ვი­საა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი. რა­საც ახლა თვალს ვა­დევ­ნებთ, ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა და ამას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. ცხა­დია, რაც ახლა ხდე­ბა, ჩვენ არა­ფერ­ში წაგ­ვად­გე­ბა (დახ­მა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია), პი­რი­ქით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცე­ში ეს ჩანს ძალ­ზე ბავ­შვურ და არა­სე­რი­ო­ზულ საქ­ცი­ე­ლად, რად­გა­ნაც სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ითხოვს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სა­ტა­ტუსს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბა სა­კუ­თარ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის შე­საძ­ლო იმ­პიჩ­მენტს, რაც ზო­გი­ერ­თებ­მა ახ­სე­ნეს, ეს კი­დევ უფრო და­ა­ზი­ა­ნებს პრო­ცესს და ეს არ­ცაა მარ­ტი­ვი საქ­მე - თუ კი პრე­ზი­დენტს გა­უშ­ვე­ბენ, პირ­და­პი­რი წე­სით მოგ­ვი­წევს მისი არ­ჩე­ვა, ასე მარ­ტი­ვიც არაა, გა­და­ა­ყე­ნო და მორ­ჩა, პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვა კი სრუ­ლი­ად თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს ყვე­ლა­ფერს. მოკ­ლედ, ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზისს უფრო მე­ტად პრე­ზი­დენ­ტი კი არ ქმნის, არა­მედ მას­თან შე­ჯიბ­რე­ბა­ში მყო­ფი ძა­ლე­ბი, რაც ძალ­ზე არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბი რომ ექ­ნე­ბო­და, ეს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი­და­ნაც კარ­გად ჩანს, ვი­ცით, რომ პრე­ზი­დენტს უც­ნა­უ­რო­ბე­ბი ახა­სი­ა­თებ­და მა­ნამ­დეც - დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­შიც და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" პე­რი­ოდ­შიც, ამი­ტომ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბულ სუ­რათ­თან არ გვაქვს საქ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ამის თქმა ძა­ლი­ან რთუ­ლია. მას სურს თვი­თონ იყოს ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი მსოფ­ლი­ო­ში, მსოფ­ლიო დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, მაგ­რამ ასე არ არის და ძა­ლი­ან არ სი­ა­მოვ­ნებს, როცა პრე­ზი­დენ­ტი ხდე­ბა ამ რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. არც თვი­თონ დგამს ღირ­სე­ულ და მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს, ვი­ნა­ი­დან არც ჰყავს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც შეძ­ლებს ამ პრო­ცე­სის ღირ­სე­უ­ლად და ნდო­ბით წარ­მარ­თვას, რომც ჰყავ­დეს, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ნაკ­ლე­ბად არის. ეს ის ამ­ბა­ვია, რომ არც თვი­თონ მო­ი­პო­ვოს ეს პრო­ცე­სი და არც სხვას წა­რა­მარ­თვი­ნოს. რომ ვთქვათ, პრე­ზი­დენ­ტის ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნე რა­მეს გა­და­წყვეტს, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ზო­გა­დად, რაც მეტი მსჯე­ლო­ბა იქ­ნე­ბა ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, რაც მეტს ილა­პა­რა­კე­ბენ პრე­ზი­დენ­ტის დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლია. რაც მეტს იმ­სჯე­ლე­ბენ, მეტი რა­ღა­ცის მი­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ თვი­სობ­რი­ვად რომ ვთქვათ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვი­ზი­ტე­ბით აპ­რი­ო­რი რა­ი­მე უეჭ­ვე­ლად შე­იც­ვლე­ბა, ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ეს ხომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, მარ­თლა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ არის, ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი იმა­ზე, რომ იმ­სჯე­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რათა მან მი­ი­ღოს ის, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს“.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nata
3

სალომე პირველ ფოტოში საკაიფოდ გამოიყურება.ქოცებს დასცინის მაგრად.სალო კარგი ხარ...

აკრძალეთ სერიალები
26

ხალხს უკვე აღარ ჯერა რუსეთთან გაერთიანების და ძველი დროის აღდგენის. ნიჰილიზმში და უიმედობაშია საზოგადოება. ყველას ევროპაში უნდა სამუშაოდ წასვლა. ეს ქნა თურქულმა სერიალებმა. იქაც ყველა ევროპაზე და ამერიკაზე იცნებობს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თუ ზურაბიშვილს გაუშვებენ, ისევ პირდაპირი წესით მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა, ასე მარტივიც არაა, გადააყენო და მორჩა... ეს სრულიად თავდაყირა დააყენებს ყველაფერს" - ექსპერტი

"თუ ზურაბიშვილს გაუშვებენ, ისევ პირდაპირი წესით მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა, ასე მარტივიც არაა, გადააყენო და მორჩა... ეს სრულიად თავდაყირა დააყენებს ყველაფერს" - ექსპერტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ლობირებისთვის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო. ცნობილია, რომ მან გუშინ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან უკვე გამართა შეხვედრა. მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.

"შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. როგორც მდინარაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე მთავრობის უარი იმით ახსნა, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს და ბრალდებები გზაში დააწია. კობახიძემ ზურაბიშვილის თვითნებურ გადაწყვეტილებას მძიმე მოვლენა უწოდა და მუქარაც შეუთვალა, რომ კონსტიტუციის უხეშად დამრღვევი პრეზიდენტის საქციელს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.

საინტერესოა, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებს დეკემბრის თვეში დაასრულებს.

GIPA-ს პროფესორის, პოლიტოლოგ გიორგი კობერიძის აზრით, რასაც ახლა ვხედავთ, ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება ხელისუფლების მხრიდან. ერთგვარი ტრაგედიაა, როცა "ოცნება“ პირად ანგარიშსწორებას ახდენს ზურაბიშვილზე, რაც საბოლოოდ, ქვეყანას აზიანებს. მისი თქმით, პრეზიდენტი, პრაქტიკულად არის კიდევ ერთი დამატებითი, ძალზე მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია.

"ზოგადად, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა ქვეყანაში საგარეო პოლიტიკური კურსის დამხმარე რგოლად ყოფნა. ის არ არის მთავარი წარმმართველი, მაგრამ დახმარება მისი მთავარი ფუნქცია, რადგან პრეზიდენტს აქვს ცერემონიალური ხასიათი და, შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფოს იქ, სადაც ის მიდის. მას აქვს საშუალება და უფლება დაამყაროს, გააღმავოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს მოკავშირე ქვეყნებთან და მოუპოვოს მას ისეთი მნიშვნელოვანი სტატუსი, რომელიც მეტად დააახლოვებს პარტნიორებთან და არ დაგვტოვებს მარტო. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრეზიდენტი, პრაქტიკულად, არის კიდევ ერთი დამატებითი, ძალზე მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა ამ მიზნის მისაღწევად. საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა შეძლო, რომ რეპუტაციულად ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები, რაც "ოცნებისთვის“ მიუღებელია. რასაც ახლა ვხედავთ, სამწუხაროდ, ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება ხელისუფლების მხრიდან. ერთგვარი ტრაგედიაა, როცა "ოცნება“ პირად ანგარიშსწორებას ახდენს ზურაბიშვილზე, რაც საბოლოოდ, ქვეყანას აზიანებს. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა კიდევ უფრო ამძიმებს მათ პოზიციას. გარეშე თვალისათვის ეს არის სრულიად არასერიოზული სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე რაღაც სამეფო კარის თამაშები, სასაცილო რეალობა.

პრეზიდენტს დიდი ფუნქცია აქვს საგარეო პოლიტიკაში. მისი ვიზიტები, კი, ბატონო, მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ თუ კი მთავრობა ბლოკავს ამ პროცესს, აქ უკვე ვიღებთ ძალზე უცნაურ და უცნობ ვითარებას - მთავრობის მიერ დაბლოკილი პროცესი, რომელიც საქართველოს წაადგება, პრობლემას ქმნის ქვეყანაში. ამიტომ ეს არის ბუნდოვანება და გაუგებრობა. ერთია პოლიტიკური პროცესი და მეორე - სამართლებრივი. პოლიტიკურ პროცესში პრეზიდენტის დაბლოკვა არის პრობლემა, ხოლო სამართლებრივად, რა თქმა უნდა, შეთანხმებაა ყველაზე კარგი ვარიანტი იმიტომ, რომ მთავრობა უნდა მუშაობდეს მასთან ერთად, მაგრამ ასე არაა, მთავრობის წევრებს შორის ერთმანეთის ჯინში ჩადგომა და პოლიტიკური ნიშნის ფონზე ერთმანეთთან შეპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისათვისაა დამაზიანებელი. რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ცხადია, რაც ახლა ხდება, ჩვენ არაფერში წაგვადგება (დახმარებაზე ლაპარაკი ზედმეტია), პირიქით, საერთაშორისო სივრცეში ეს ჩანს ძალზე ბავშვურ და არასერიოზულ საქციელად, რადგანაც სინამდვილეში, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა, რომელიც ითხოვს ევროკავშირის კანდიდატის სატატუსს, არასერიოზულად უდგება საკუთარ საგარეო პოლიტიკას. რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტს, რაც ზოგიერთებმა ახსენეს, ეს კიდევ უფრო დააზიანებს პროცესს და ეს არცაა მარტივი საქმე - თუ კი პრეზიდენტს გაუშვებენ, პირდაპირი წესით მოგვიწევს მისი არჩევა, ასე მარტივიც არაა, გადააყენო და მორჩა, პირდაპირი წესით არჩევა კი სრულიად თავდაყირა დააყენებს ყველაფერს. მოკლედ, ეს რთული პროცესია და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში კრიზისს უფრო მეტად პრეზიდენტი კი არ ქმნის, არამედ მასთან შეჯიბრებაში მყოფი ძალები, რაც ძალზე არასერიოზულია.

სალომე ზურაბიშვილს თავისი პოლიტიკური ხედვები რომ ექნებოდა, ეს მისი პოლიტიკური წარსულიდანაც კარგად ჩანს, ვიცით, რომ პრეზიდენტს უცნაურობები ახასიათებდა მანამდეც - დიპლომატიურ სამსახურში ყოფნის პერიოდშიც და "ნაცმოძრაობის" პერიოდშიც, ამიტომ ახლა განსაკუთრებულ სურათთან არ გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმას, თუ რა სურს ხელისუფლებას, ამის თქმა ძალიან რთულია. მას სურს თვითონ იყოს ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში, მსოფლიო დიპლომატიაში, მაგრამ ასე არ არის და ძალიან არ სიამოვნებს, როცა პრეზიდენტი ხდება ამ როლის შემსრულებელი. არც თვითონ დგამს ღირსეულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს, ვინაიდან არც ჰყავს ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს ამ პროცესის ღირსეულად და ნდობით წარმართვას, რომც ჰყავდეს, დაინტერესებული ნაკლებად არის. ეს ის ამბავია, რომ არც თვითონ მოიპოვოს ეს პროცესი და არც სხვას წარამართვინოს. რომ ვთქვათ, პრეზიდენტის ევროპული ტურნე რამეს გადაწყვეტს, ტყუილი იქნება, მაგრამ ზოგადად, რაც მეტი მსჯელობა იქნება ევროპულ სახელმწიფოებში, რაც მეტს ილაპარაკებენ პრეზიდენტის დონეზე საქართველოს ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის სასურველია. რაც მეტს იმსჯელებენ, მეტი რაღაცის მიღება შეგვიძლია, მაგრამ თვისობრივად რომ ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებით აპრიორი რაიმე უეჭველად შეიცვლება, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ეს ხომ სინამდვილეში, მართლა მოლაპარაკებები არ არის, ესაა პოლიტიკური პროცესი იმაზე, რომ იმსჯელონ საქართველოზე, რათა მან მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“.