კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრიგოჟინსა და უტკინს თურმე გაწერილი ჰქონიათ "ვაგნერის“ შემდგომი მოქმედებების ალგორითმი, თუკი თავად ცოცხლები აღარ იქნებოდნენ" - რატომ ვერ იძიეს შური "ვაგნერელებმა" მეთაურის მკვლელობის გამო
"პრიგოჟინსა და უტკინს თურმე გაწერილი ჰქონიათ "ვაგნერის“ შემდგომი მოქმედებების ალგორითმი, თუკი თავად ცოცხლები აღარ იქნებოდნენ" - რატომ ვერ იძიეს შური "ვაგნერელებმა" მეთაურის მკვლელობის გამო
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

სი­რი­ი­დან და აფ­რი­კის რიგი ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც ბოლო წლებ­ში რუ­სუ­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის "ვაგ­ნე­რის“ რამ­დე­ნი ათა­სი მებ­რძო­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათი სას­წრა­ფო გა­მოყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვეს...

სა­ნამ პრი­გო­ჟი­ნი და მისი გუნ­დი ცო­ცხა­ლი იყო, პი­რი­ქით, სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ასა­დი იქით ეხ­ვე­წე­ბო­და "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ გაგ­ზავ­ნას ნავ­თო­ბის ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად და მო­პო­ვე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ისე­ვე რო­გორც ლი­ბი­ის ერთ-ერთი სამ­ხედ­რო ლი­დე­რი მარ­შა­ლი ჰაფ­თა­რი სწო­რედ "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ იმედ­ზე იყო, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ რიგი აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დიქ­ტა­ტორ-ლი­დე­რებ­ზე, რო­მელ­თა ქვეყ­ნებ­ში მო­პო­ვე­ბულ ალ­მა­სებ­სა თუ ოქ­როს, სწო­რედ პრი­გო­ჟი­ნის გუნ­დი უწევ­და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ევ­რო­პა­ში თუ თა­ვად რუ­სეთ­ში...

პრი­გო­ჟი­ნის გუნ­დის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ ავი­კა­ტას­ტრო­ფა­ში საჩ­ვე­ნებ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბამ­დეც, "ვაგ­ნერს“ უკვე ექ­მნე­ბო­და დიდი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ბახ­მუ­ტის ბრძო­ლე­ბის პე­რი­ო­დი­დან მო­დის, რო­დე­საც პრი­გო­ჟინ­მა სა­ხალ­ხოდ და მო­უ­რი­დებ­ლად და­ი­წყო რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის შო­ი­გუ­სა და გენშტა­ბის უფ­რო­სის გე­რა­სი­მო­ვის პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში 23-24 ივ­ნი­სის სამ­ხედ­რო ამ­ბოხ­ში გა­და­ი­ზარ­და, რი­თაც პრი­გო­ჟინ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად უკან და­სა­ხე­ვი გზა მო­იჭ­რა და თა­ვი­სი­ვე შექ­მნი­ლი და აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი "ვაგ­ნე­რიც“ ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის გას­წი­რა...

შუა გზა­ში "გა­ჩე­რე­ბუ­ლი“ ამ ამ­ბო­ხის(ამ სი­ტყვე­ბის პირ­და­პი­რი გა­გე­ბი­თაც, რად­გან "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ ჯავ­შან­კო­ლო­ნე­ბი მოს­კოვ­თან არ მი­სუ­ლი შე­ჩერ­დნენ და უკან შე­მოტ­რი­ალ­დნენ)შემ­დეგ, პრი­გო­ჟი­ნის შემ­დე­გი ბედი გა­და­წყვე­ტი­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ პუ­ტინს მა­შინ­ვე რომ გა­ე­ცა ბრძა­ნე­ბა პრი­გო­ჟი­ნი­სა და უტ­კი­ნის ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ, ამას აუ­ცი­ლებ­ლო­ბად მოჰ­ყვე­ბო­და "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ საბ­რძო­ლო ჯგუ­ფე­ბის სა­პა­სუ­ხო შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი...

ამი­ტო­მაც, კრემლს სჭირ­დე­ბა "ვაგ­ნე­რის“ შე­ნა­ერ­თე­ბი ჯერ რო­გორ­მე გა­ე­ტყუ­ე­ბი­ნა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის მიღ­მა, რა­შიც თა­ვის როლი პუ­ტინ­მა ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტ ლუ­კა­შენ­კოს ათა­მა­შა და რამ­დე­ნი­მე ათა­სი "ვაგ­ნე­რე­ლი“ ბე­ლა­რუს­ში მო­წყო­ბილ სა­ვე­ლე ბა­ნაკ­ში გა­და­აყ­ვა­ნი­ნა, რი­თაც კრემ­ლმა იმ მო­მენ­ტში ორი კურ­დღე­ლიც კი და­ი­ჭი­რა-რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ას გა­ნა­რი­და ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი, კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­დაგ­რო­ვე­ბუ­ლი "ვაგ­ნე­რე­ლე­ბი“(რო­მელ­თა მი­მართ სიმ­პა­ტი­ე­ბი იზ­რდე­ბო­და რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის იმ დიდ ნა­წილ­ში, ვინც მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომს) და ამას­თან, არ­ცთუ სა­ხუ­მა­როდ შე­ა­ში­ნა ბე­ლა­რუ­სის მე­ზო­ბე­ლი ნა­ტოს წევ­რი პო­ლო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვა­სა და ლატ­ვი­ის ხე­ლი­სუ­ფალ­ნი, რო­მელ­თაც თა­ვი­ანთ სა­ზღვრებ­თან უკვე "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ მო­ლან­დე­ბე­ბი და­ე­წყოთ...

"ვაგ­ნე­რის“ ბე­ლა­რუს­ში "გა­ციმ­ბი­რე­ბის“ პა­რა­ლე­ლუ­რად კრემ­ლი შე­უდ­გა პრი­გო­ჟი­ნის სა­ფი­ნან­სო იმ­პე­რი­ის დაშ­ლას, პირ­ველ რიგ­ში კი სი­რი­ა­სა და აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბის "ვაგ­ნე­რი­დან“ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე გა­და­ბა­რე­ბას ანუ პრი­გო­ჟინს მი­სი­ვე პი­რა­დი მტრე­ბის დუ­ე­ტი, შო­ი­გუ-გე­რა­სი­მო­ვი უპი­რებ­დნენ ამ ქვეყ­ნე­ბი­დან გა­მო­ძე­ვე­ბას და არ­სე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას უკვე შო­ი­გუს პი­რა­დი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის "რე­დუ­ტის“ სა­შუ­ა­ლე­ბით...

სწო­რედ ამი­ტო­მაც იყო, რომ პრი­გო­ჟი­ნი სას­წრა­ფოდ გაფ­რინ­და აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში და იქა­ურ პრე­ზი­დენტ-დიქ­ტა­ტო­რებ­თან სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვის შემ­დეგ მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და კრემ­ლის ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან პი­რა­დი და­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, რის შემ­დე­გაც მშობ­ლი­ურ სანკ-პე­ტერ­ბურ­გის­კენ გაფ­რინ­და,თუმ­ცა...

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი დო­ნის დე­ლე­გა­ცი­ამ თით­ქმის უკვე გა­და­ი­ბა­რა მი­ლი­არ­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი სი­რი­ა­სა და აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში და ამას­თა­ნა­ვე, ამ ქვეყ­ნე­ბის მე­თა­უ­რებს სთხო­ვა-მოს­თხო­ვა, რომ იქ დარ­ჩე­ნი­ლი "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის­თვის“ ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ-"ვაგ­ნე­რე­ლე­ბი“ სას­წრა­ფოდ აბა­რე­ბენ ია­რაღს და რუ­სეთ­ში ბრუნ­დე­ბი­ან ან ხელს აწე­რენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და ამი­ე­რი­დან შო­ი­გუს ქვე­შევ­რდო­მე­ბი ხდე­ბი­ან...

ამ­ბო­ბენ, რომ პრი­გო­ჟინ­სა და უტ­კინს თურ­მე გა­წე­რი­ლი ჰქო­ნი­ათ "ვაგ­ნე­რის“ შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბის ალ­გო­რით­მი, თუკი თა­ვად ცო­ცხლე­ბი აღარ იქ­ნე­ბოდ­ნენ და გეგ­მა­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დე­ვაც ყო­ფი­ლი­ყო ჩა­წე­რი­ლი "ვაგ­ნე­რის“ შუ­რის­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მისი შემ­ქმნე­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, მაგ­რამ ეს თუ არ მოხ­და პრი­გო­ჟი­ნის თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბი­დან მა­ლე­ვე, ეტყო­ბა ეხლა მი­თუ­მე­ტეს აღარ შედ­გე­ბა...

"ვაგ­ნე­რის“ მებ­რძო­ლებს ბე­ლა­რუ­სი­ი­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას სა­თი­თა­ოდ გა­ცხრი­ლა­ვენ-ზოგს გა­და­ი­ბი­რე­ბენ შო­ი­გუს კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ა­ში, ზოგ­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო და­ი­ჭე­რენ ან სუ­ლაც პრი­გო­ჟი­ნი-უტ­კი­ნის გზას გა­უ­ყო­ლე­ბენ...

პუ­ტინ­მა ძალ­ზე დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­ცა პრი­გო­ჟინს და ბევრ რა­მე­ზე თვალს ხუ­ჭავ­და, ოღონდ "ვაგ­ნერს“, თუნ­დაც ძა­ლი­ან დიდი სის­ხლის ფა­სად, რო­გორ­მე ბახ­მუ­ტი და­ე­პყრო, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც პრი­გო­ჟი­ნი როლ­ში შე­ვი­და და რუ­სე­თის ახალ იმ­პე­რა­ტო­რო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე პუ­ტინს სამ­ხედ­რო აჯან­ყე­ბა გა­უ­ბე­და, მისი ბედი ერთ წამ­ში გა­და­წყდა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაგნეროლოგი
5

ეს ყველაფერი ერთი დიდი ზღაპარია,პრიგოჟინი მოკლეს როსტოვშივე და ვეღარ მიაღწია მოსკოვამდე ,მაგის შემდეგ ნორმალური ლაივ ჩართვაც აღარ ქონია დამონტაჟებული აუდიო შეტყობინებები ვრცელდებოდა .

გიორგი
4

დაუხოციათ ერთმანეთი.

ავტორი:

"პრიგოჟინსა და უტკინს თურმე გაწერილი ჰქონიათ "ვაგნერის“ შემდგომი მოქმედებების ალგორითმი, თუკი თავად ცოცხლები აღარ იქნებოდნენ" - რატომ ვერ იძიეს შური "ვაგნერელებმა" მეთაურის მკვლელობის გამო

"პრიგოჟინსა და უტკინს თურმე გაწერილი ჰქონიათ "ვაგნერის“ შემდგომი მოქმედებების ალგორითმი, თუკი თავად ცოცხლები აღარ იქნებოდნენ" - რატომ ვერ იძიეს შური "ვაგნერელებმა" მეთაურის მკვლელობის გამო
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

სირიიდან და აფრიკის რიგი ქვეყნებიდან, სადაც ბოლო წლებში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის“ რამდენი ათასი მებრძოლი იმყოფებოდა, მათი სასწრაფო გამოყვანა მოითხოვეს...

სანამ პრიგოჟინი და მისი გუნდი ცოცხალი იყო, პირიქით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იქით ეხვეწებოდა "ვაგნერელების“ გაგზავნას ნავთობის ჭაბურღილების დასაცავად და მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც ლიბიის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი მარშალი ჰაფთარი სწორედ "ვაგნერელების“ იმედზე იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგი აფრიკული ქვეყნების დიქტატორ-ლიდერებზე, რომელთა ქვეყნებში მოპოვებულ ალმასებსა თუ ოქროს, სწორედ პრიგოჟინის გუნდი უწევდა რეალიზაციას ევროპაში თუ თავად რუსეთში...

პრიგოჟინის გუნდის სპეციალურად მოწყობილ ავიკატასტროფაში საჩვენებლად განადგურებამდეც, "ვაგნერს“ უკვე ექმნებოდა დიდი პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ ბახმუტის ბრძოლების პერიოდიდან მოდის, როდესაც პრიგოჟინმა სახალხოდ და მოურიდებლად დაიწყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუსა და გენშტაბის უფროსის გერასიმოვის პირადი შეურაცხყოფა სოციალური ქსელების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში 23-24 ივნისის სამხედრო ამბოხში გადაიზარდა, რითაც პრიგოჟინმა ფაქტობრივად უკან დასახევი გზა მოიჭრა და თავისივე შექმნილი და აღორძინებული "ვაგნერიც“ ლიკვიდაციისთვის გასწირა...

შუა გზაში "გაჩერებული“ ამ ამბოხის(ამ სიტყვების პირდაპირი გაგებითაც, რადგან "ვაგნერელების“ ჯავშანკოლონები მოსკოვთან არ მისული შეჩერდნენ და უკან შემოტრიალდნენ)შემდეგ, პრიგოჟინის შემდეგი ბედი გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ პუტინს მაშინვე რომ გაეცა ბრძანება პრიგოჟინისა და უტკინის ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ, ამას აუცილებლობად მოჰყვებოდა "ვაგნერელების“ საბრძოლო ჯგუფების საპასუხო შურისმაძიებელი მოქმედებები...

ამიტომაც, კრემლს სჭირდება "ვაგნერის“ შენაერთები ჯერ როგორმე გაეტყუებინა რუსეთის ტერიტორიის მიღმა, რაშიც თავის როლი პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ათამაშა და რამდენიმე ათასი "ვაგნერელი“ ბელარუსში მოწყობილ საველე ბანაკში გადააყვანინა, რითაც კრემლმა იმ მომენტში ორი კურდღელიც კი დაიჭირა-რუსეთის ტერიტორიას განარიდა ყველაფერზე წამსვლელი, კარგად შეიარაღებული, დიდი საბრძოლო გამოცდილებადაგროვებული "ვაგნერელები“(რომელთა მიმართ სიმპატიები იზრდებოდა რუსეთის მოსახლეობის იმ დიდ ნაწილში, ვინც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს) და ამასთან, არცთუ სახუმაროდ შეაშინა ბელარუსის მეზობელი ნატოს წევრი პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის ხელისუფალნი, რომელთაც თავიანთ საზღვრებთან უკვე "ვაგნერელების“ მოლანდებები დაეწყოთ...

"ვაგნერის“ ბელარუსში "გაციმბირების“ პარალელურად კრემლი შეუდგა პრიგოჟინის საფინანსო იმპერიის დაშლას, პირველ რიგში კი სირიასა და აფრიკის ქვეყნებში არსებული კონტრაქტების "ვაგნერიდან“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე გადაბარებას ანუ პრიგოჟინს მისივე პირადი მტრების დუეტი, შოიგუ-გერასიმოვი უპირებდნენ ამ ქვეყნებიდან გამოძევებას და არსებული კონტრაქტების გაგრძელებას უკვე შოიგუს პირადი კერძო სამხედრო კომპანიის "რედუტის“ საშუალებით...

სწორედ ამიტომაც იყო, რომ პრიგოჟინი სასწრაფოდ გაფრინდა აფრიკის ქვეყნებში და იქაურ პრეზიდენტ-დიქტატორებთან სიტუაციის გარკვევის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა კრემლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან პირადი დალაპარაკებისთვის, რის შემდეგაც მშობლიურ სანკ-პეტერბურგისკენ გაფრინდა,თუმცა...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალი დონის დელეგაციამ თითქმის უკვე გადაიბარა მილიარდიანი კონტრაქტები სირიასა და აფრიკის ქვეყნებში და ამასთანავე, ამ ქვეყნების მეთაურებს სთხოვა-მოსთხოვა, რომ იქ დარჩენილი "ვაგნერელებისთვის“ ულტიმატუმი წაეყენებინათ-"ვაგნერელები“ სასწრაფოდ აბარებენ იარაღს და რუსეთში ბრუნდებიან ან ხელს აწერენ ხელშეკრულებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და ამიერიდან შოიგუს ქვეშევრდომები ხდებიან...

ამბობენ, რომ პრიგოჟინსა და უტკინს თურმე გაწერილი ჰქონიათ "ვაგნერის“ შემდგომი მოქმედებების ალგორითმი, თუკი თავად ცოცხლები აღარ იქნებოდნენ და გეგმაში შეიძლება კიდევაც ყოფილიყო ჩაწერილი "ვაგნერის“ შურისძიების დაწყება მისი შემქმნელების ლიკვიდაციის საპასუხოდ, მაგრამ ეს თუ არ მოხდა პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებიდან მალევე, ეტყობა ეხლა მითუმეტეს აღარ შედგება...

"ვაგნერის“ მებრძოლებს ბელარუსიიდან რუსეთში დაბრუნებისას სათითაოდ გაცხრილავენ-ზოგს გადაიბირებენ შოიგუს კერძო სამხედრო კომპანიაში, ზოგსაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაიჭერენ ან სულაც პრიგოჟინი-უტკინის გზას გაუყოლებენ...

პუტინმა ძალზე დიდი თავისუფლება მისცა პრიგოჟინს და ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, ოღონდ "ვაგნერს“, თუნდაც ძალიან დიდი სისხლის ფასად, როგორმე ბახმუტი დაეპყრო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრიგოჟინი როლში შევიდა და რუსეთის ახალ იმპერატორობაზე მეოცნებე პუტინს სამხედრო აჯანყება გაუბედა, მისი ბედი ერთ წამში გადაწყდა... განაგრძეთ კითხვა