კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლში, სიზმარში, შეერთებულ აფხაზეთს ხედავენ, არ დაიჯეროთ, რომ ეს ქართველების გასაბრაზებლად თქვა, ჩვენი რეაქცია შეამოწმეს" - რა რეაქცია მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის განცხადებას
"კრემლში, სიზმარში, შეერთებულ აფხაზეთს ხედავენ, არ დაიჯეროთ, რომ ეს ქართველების გასაბრაზებლად თქვა, ჩვენი რეაქცია შეამოწმეს" - რა რეაქცია მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის განცხადებას

"აფხა­ზეთ­ში რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის სურ­ვი­ლი არ აქვთ და ამ იდე­ას არც გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ის (რუ­სე­თი) ჩვე­ნი სან­დო მე­გო­ბა­რია და ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ", - ასე პა­სუ­ხო­ბენ აფხა­ზე­ბი რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბას.

  • რა თქვა მედ­ვე­დევ­მა?

“15 წლის წინ არა­ნა­ი­რი ომი არ იქ­ნე­ბო­და, რომ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქცე­ვა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა 2008 წლის ის­ტო­რი­ის გან­მე­ო­რე­ბა. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით გა­დავ­ჭრათ პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა, თუკი ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა რე­ა­ლურ სა­ხეს მი­ი­ღებს, არ და­ვა­ყოვ­ნებთ. აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის იდეა კვლა­ვაც პო­პუ­ლა­რუ­ლია და სავ­სე­ბით შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ ამის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მი­ზე­ზე­ბი იარ­სე­ბებს”, - გა­ნა­ცხა­და დიდ­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა.

  • რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა სერ­გეი შამ­ბამ, უპა­სუ­ხა:

"რეს­პუბ­ლი­კა­ში არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის სურ­ვილს გა­მო­ხა­ტავ­და. ჩვენ ჩვე­ნი გზა გვაქვს. არა­სო­დეს მიგ­ვი­მარ­თავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თვის შე­ერ­თე­ბის თხოვ­ნით. არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ე­ბე­ბის ასეთ ფორ­მას გა­ნი­ხი­ლა­ვენ", - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.

მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა კონ­სტან­ტი­ნე ზა­ტუ­ლინ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, ამ რე­გი­ო­ნე­ბის მი­ერ­თე­ბის თემა რუ­სეთ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი არაა.

აფხა­ზებ­ში მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბას მკაც­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. ნა­წი­ლი ზა­ტუ­ლი­ნის პო­ზი­ცი­ამ და­ამ­შვი­და, თუმ­ცა ყვე­ლა არა. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვი­ნა­ი­დან მედ­ვე­დევ­მა ამ იდე­ა­ზე ისა­უბ­რა, საფრ­თხე არ­სე­ბობს და "ამას ზა­ტუ­ლი­ნის გან­ცხა­დე­ბა ვერ აფერ­მკრთა­ლებს".

"მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბას ასე კრი­ტი­კუ­ლად არ შე­ვა­ფა­სებ­დი - აფხა­ზე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა ერი ვართ და არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ - ან გა­დავ­რჩეთ ან გავ­ქრეთ... და კი­დევ, რა მოგ­ვი­ტა­ნა ამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბამ, მუდ­მი­ვი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, შიში, სი­ღა­რი­ბე, კო­რუფ­ცია და კლა­სე­ბად და­ყო­ფი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა. რა­ი­მე საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში, შეგ­ვიძ­ლია თა­ვის დაც­ვა? - არა. სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში შე­ხე­დეთ",- მი­აჩ­ნია ირმა ხიშ­ბას.

მას გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ სხვე­ბი და უპა­სუხს, რომ "აფხა­ზებს რუ­სეთ­თან შე­სა­ერ­თებ­ლად არ უბ­რძო­ლი­ათ".

"აქ ვი­ღა­ცე­ბი წერ­დნენ, რომ ზა­ტუ­ლი­ნი ყო­ველ­თვის ჩვენს მხა­რეს იყო, თავს მო­ი­ტყუ­ებთ, ხალ­ხო, უბ­რა­ლოდ, მან უკე­თე­სად იცის შიდა სი­ტუ­ა­ცია. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ყვე­ლა­ფე­რი ამის­კენ მი­დის, რა თქმა უნდა, თუ სი­რაქ­ლე­მას პო­ზას არ მი­ვი­ღებთ. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ასეთ გან­ცხა­დე­ბებს იმი­ტომ აკე­თე­ბენ, რომ რე­აქ­ცი­ებს ამოწ­მე­ბენ. ეტყო­ბა მედ­ვე­დევს ყი­რი­მი ვგო­ნი­ვართ", - მი­აჩ­ნია სო­ხუ­მელ ალა თარ­ბას.

"ჩვენს მა­ღა­ლიჩ­ნოს­ნებ­ში, ბევ­რის­თვის, მოს­კო­ვი დე­და­სამ­შობ­ლოა და ერთი სული აქვთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფხა­ზე­თი - რუ­სე­თი ჩა­წე­რონ. კრემლშიც სძი­ნავთ და სიზ­მრად შე­ერ­თე­ბულ აფხა­ზეთს ხე­და­ვენ, მაგ­რამ ჩვენ ამის­თვის არ დაგ­ვიღ­ვრია სის­ხლი. არ და­ი­ჯე­როთ, რომ მედ­ვე­დევ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის გა­საბ­რა­ზებ­ლად გა­ა­კე­თა, ჩვე­ნი რე­აქ­ცია შე­ა­მოწ­მეს.

თუ ვინ­მე აინ­ტე­რე­სებს, დიახ, ის აღი­ა­რე­ბა აფი­ო­რა იყო და როცა მო­უნ­დე­ბათ, მა­შინ წა­ი­ღე­ბენ უკან. თა­ნაც ამას ისე შე­ფუ­თა­ვენ, თით­ქოს აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­ი­თხო­ვა რუ­სეთ­თან ყოფ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­შით. თქვენ რა გგო­ნი­ათ, ფა­სე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია რომ არ შე­ჩერ­დეს და რუ­სეთ­მა ხელ­ფა­სე­ბი­სა და პენ­სი­ე­ბის გა­დახ­და რომ შეგ­ვი­წყვი­ტოს, ეს მო­თხოვ­ნა არ გაჩ­ნდე­ბა?

ან ერთი სა­ა­თით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მოხ­დე­ბა, ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა რომ და­ი­წყონ, მო­საჩ­ვე­ნებ­ლად, იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ მათ გა­რე­შე და­უც­ვე­ლე­ბი ვართ. თან იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ამ­დე­ნი სო­მე­ხი და რუსი იღებს ორ­მაგ, აფხა­ზე­თი­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას", - მი­აჩ­ნია ლარა წვიჟ­ბას.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აფხაზეთი საქართველოა
0

რაც არ გერგება, არ შეგერგებაო, ასე თუ გააგრძელებთ, მალე გადაშენდებით. სად წაიღეთ აფხაზური ენა, რატომ არ ასწავლით და რატომ არ საუბრობთ აფხაზურად, რატომ არ წერთ აფხაზურად. სკოლებში ზეიმები და ყველა ღონისძიება რუსულად ტარდება, ამისთვის გვესროლეთ ნათლიებს, ძმებს და დებს, მეზობლებს რომ რუსეთს მიერთებოდით? ჩვენს სახლკარებს და ეზოებს დაეპატრონეთ უნამუსოდ! მოიანიეთ და გადით ჩვენი სახლებიდან!. ჩვენ ქართველებს არ გვიომია თქვენთან, რუსეთი ომობდა შევარდნაძის ხელით იმისათვის, რომ საბოლოოდ მიერთებოდით რუსეთს! 

Qeto
2

აფხაზეთო, ქართველების ჯინაზე, საკუთარი ხელით რომ იჟუჟებით, თუ ხვდებით?

ავტორი:

"კრემლში, სიზმარში, შეერთებულ აფხაზეთს ხედავენ, არ დაიჯეროთ, რომ ეს ქართველების გასაბრაზებლად თქვა, ჩვენი რეაქცია შეამოწმეს" - რა რეაქცია მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის განცხადებას

"კრემლში, სიზმარში, შეერთებულ აფხაზეთს ხედავენ, არ დაიჯეროთ, რომ ეს ქართველების გასაბრაზებლად თქვა, ჩვენი რეაქცია შეამოწმეს" - რა რეაქცია მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის განცხადებას

"აფხაზეთში რუსეთთან შეერთების სურვილი არ აქვთ და ამ იდეას არც განიხილავენ. ის (რუსეთი) ჩვენი სანდო მეგობარია და ამას ძალიან ვაფასებთ", - ასე პასუხობენ აფხაზები რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

  • რა თქვა მედვედევმა?

“15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქცევა. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის განმეორება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოლაპარაკებებით გადავჭრათ პრობლემები, თუმცა, თუკი ჩვენი შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”, - განაცხადა დიდმიტრი მედვედევმა.

  • რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, უპასუხა:

"რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. არასოდეს მიგვიმართავს რუსეთის ფედერაციასთვის შეერთების თხოვნით. არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთოებების ასეთ ფორმას განიხილავენ", - განაცხადა შამბამ.

მედვედევის განცხადებიდან მალევე მიმართვა გაავრცელა რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა, რომლის თქმითაც, ამ რეგიონების მიერთების თემა რუსეთში აქტუალური არაა.

აფხაზებში მედვედევის განცხადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ნაწილი ზატულინის პოზიციამ დაამშვიდა, თუმცა ყველა არა. ისინი მიიჩნევენ, რომ ვინაიდან მედვედევმა ამ იდეაზე ისაუბრა, საფრთხე არსებობს და "ამას ზატულინის განცხადება ვერ აფერმკრთალებს".

"მედვედევის განცხადებას ასე კრიტიკულად არ შევაფასებდი - აფხაზები, სამწუხაროდ, პატარა ერი ვართ და არჩევანის უფლებას გვაძლევენ - ან გადავრჩეთ ან გავქრეთ... და კიდევ, რა მოგვიტანა ამ დამოუკიდებლობამ, მუდმივი არასტაბილურობა, შიში, სიღარიბე, კორუფცია და კლასებად დაყოფილი მოსახლეობა. რაიმე საფრთხის შემთხვევაში, შეგვიძლია თავის დაცვა? - არა. სიმართლეს თვალებში შეხედეთ",- მიაჩნია ირმა ხიშბას.

მას გამოეხმაურნენ სხვები და უპასუხს, რომ "აფხაზებს რუსეთთან შესაერთებლად არ უბრძოლიათ".

"აქ ვიღაცები წერდნენ, რომ ზატულინი ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო, თავს მოიტყუებთ, ხალხო, უბრალოდ, მან უკეთესად იცის შიდა სიტუაცია. მთლიანობაში კი, ყველაფერი ამისკენ მიდის, რა თქმა უნდა, თუ სირაქლემას პოზას არ მივიღებთ. ყველაფერი ნათელია. ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ რეაქციებს ამოწმებენ. ეტყობა მედვედევს ყირიმი ვგონივართ", - მიაჩნია სოხუმელ ალა თარბას.

"ჩვენს მაღალიჩნოსნებში, ბევრისთვის, მოსკოვი დედასამშობლოა და ერთი სული აქვთ, სოციალურ ქსელში აფხაზეთი - რუსეთი ჩაწერონ. კრემლშიც სძინავთ და სიზმრად შეერთებულ აფხაზეთს ხედავენ, მაგრამ ჩვენ ამისთვის არ დაგვიღვრია სისხლი. არ დაიჯეროთ, რომ მედვედევმა ეს განცხადება ქართველების გასაბრაზებლად გააკეთა, ჩვენი რეაქცია შეამოწმეს.

თუ ვინმე აინტერესებს, დიახ, ის აღიარება აფიორა იყო და როცა მოუნდებათ, მაშინ წაიღებენ უკან. თანაც ამას ისე შეფუთავენ, თითქოს აფხაზეთის მოსახლეობამ მოითხოვა რუსეთთან ყოფნა, საქართველოს შიშით. თქვენ რა გგონიათ, ფასების ზრდის ტენდენცია რომ არ შეჩერდეს და რუსეთმა ხელფასებისა და პენსიების გადახდა რომ შეგვიწყვიტოს, ეს მოთხოვნა არ გაჩნდება?

ან ერთი საათით წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ბაზების გაყვანა რომ დაიწყონ, მოსაჩვენებლად, იმის დასამტკიცებლად, რომ მათ გარეშე დაუცველები ვართ. თან იმ ფონზე, როდესაც ამდენი სომეხი და რუსი იღებს ორმაგ, აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობას", - მიაჩნია ლარა წვიჟბას.