ნორვეგია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. ნორვეგიული მედიის ცნობით, ქვეყანამ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ რაოდენობა ჯერ არ ზუსტდება.
ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.
ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.
დღეს კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ შტორე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინისთვის საზენიტო რაკეტებისა და სხვა მოწყობილობის გადაცემა დააანონსა, მაგრამ F-16-თან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ზელენსკი ევროპას ასუსტებს, ბაიდენთან ერთად, რუსეთი კი ძლიერდება. ამერიკა გააშიშვლა, უკრაინა გააცამტვერა.... ეს კაცი ვის საქმეს აკეთებს, ბოლობოლო,საკითხავია.