სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაცვეთილი კიტელები მითი ყოფილა: მე-5 ადგილი Time-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში და 3,6 მლნ რუბლი სეიფში - რა ქონებას ფლობდა სტალინი?
გაცვეთილი კიტელები მითი ყოფილა: მე-5 ადგილი Time-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში და 3,6 მლნ რუბლი სეიფში - რა ქონებას ფლობდა სტალინი?

შო­ვის მე­წყერს გა­და­ურ­ჩა "სტა­ლი­ნის სახ­ლი“, რო­მე­ლიც გერ­მა­ნე­ლებ­მა სწო­რედ სსრკ-ს ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლის ბრძა­ნე­ბით აა­შე­ნეს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მშე­ნებ­ლო­ბი­სას არ­ცერ­თი ლურ­სმა­ნი არ გა­მო­ი­ყე­ნეს. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ აგა­რა­კის აშე­ნე­ბა თა­ვად სტა­ლინს ცოტა დაბ­ლა, მდი­ნა­რეს­თან ახ­ლოს სურ­და, თუმ­ცა გერ­მა­ნელ­მა ინ­ჟინ­რებ­მა ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­დეს, რის შე­დე­გა­დაც შე­იც­ვა­ლა პრო­ექ­ტი და სახ­ლი აშენ­და იქ, სა­დაც დღეს არის. მარ­თა­ლია, სტა­ლი­ნი იქ არას­დროს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა დღემ­დე ამ სახ­ლს სწო­რედ "სტა­ლი­ნის სახ­ლს“ უწო­დე­ბენ.

გარ­და შო­ვი­სა, სტა­ლინს აგა­რა­კე­ბი ჰქონ­და მოს­კოვ­ში, სო­ხუმ­ში, სოჭ­ში, ყი­რიმ­ში და ა.შ. ის ფლობ­და სხვა სიმ­დიდ­რე­ებ­საც.

და მა­ინც, რა ქო­ნე­ბას ფლობ­და იო­სებ სტა­ლი­ნი:

2015 წელს ჟურ­ნალ­მა, Time-მა მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში მე­ხუ­თე ად­გილ­ზე სსრკ-ის ლი­დე­რი, იო­სებ სტა­ლი­ნი და­ა­სა­ხე­ლა. ჟურ­ნალ­მა "ბე­ლა­დის“ სიმ­დიდ­რედ გლო­ბა­ლუ­რი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 9,6%-ზე კონ­ტრო­ლი მი­იჩ­ნია. ამას­თან, Time-ის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ მარ­თა­ლია, ეს რე­სურ­სი პი­რა­დად სტა­ლინს არ ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ მას დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

რა შე­ე­ხე­ბა სტა­ლი­ნის პი­რად ფულს, ის­ტო­რი­კოს ალექ­სან­დრ კო­ლეს­ნი­კის ნაშ­რო­მე­ბის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა, რომ "ბე­ლა­დის“ ე.წ. ას­კე­ტურ ცხოვ­რე­ბა­ზე და ქო­ნე­ბის მი­მართ უინ­ტე­რე­სო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი მხო­ლოდ მი­თია.

კერ­ძოდ, დღემ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია 1953 წლის 5 მარტს, სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის მო­საც­დელ­ში არ­სე­ბუ­ლი სე­ი­ფის გახ­სნის აქტი. თუმ­ცა, ის­ტო­რი­კოს კო­ლეს­ნი­კის ცნო­ბით, სე­იფ­ში 3, 600 მლნ საბ­ჭო­თა რუბ­ლი და დიდი ოდე­ნო­ბით უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა იპო­ვეს. ის­ტო­რი­კო­სი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე ოფი­ცერ­თა ჩვე­ნე­ბებს ეყ­რდნო­ბა. ირ­კვე­ვა, რომ იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძე სო­ლი­დურ ჰო­ნო­რა­რებს იღებ­და და შე­საძ­ლოა, ის მარ­თლაც იყო თა­ვი­სი დრო­ის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი. ეს მა­შინ, როცა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და ვერ­სია, თით­ქოს, მან მემ­კვიდ­რე­ებს და­უ­ტო­ვა დაგ­რო­ვე­ბი­თი წიგ­ნა­კი, რო­მელ­ზე­დაც მხო­ლოდ 900 რუბ­ლი ინა­ხე­ბო­და.

სტა­ლი­ნი და­ნა­ზოგს არ ხარ­ჯავ­და და ჯი­უ­ტად ინა­ხავ­და მას, რა­საც, ის­ტო­რი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, სულ მცი­რე, ორი აღი­ა­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი მოწ­მობს. კერ­ძოდ, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სტა­ლი­ნი ფულს გას­ცემ­და იმა­ზე, რა­საც დღეს ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეძა­ხი­ან, მა­გა­ლი­თად, ბავ­შვთა სახ­ლის­თვის ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ზე თან­ხის გა­და­რი­ცხვა. უფრო მე­ტიც, ომის დროს, როცა სსრკ-ის თით­ქმის ყვე­ლა მცხოვ­რებ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ი­ღო თან­ხა თა­ვი­ან­თი და­ნა­ზო­გით ტან­კე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­სა­ძე­ნად, "ბე­ლა­დი“ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რად უჭერ­და მხარს და ფი­ნან­სუ­რად მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. მე­ო­რეს მხრივ, სტა­ლინს, უზარ­მა­ზა­რი შე­მო­სავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არას­დროს უყი­დია სა­ხელ­მწი­ფო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი, რომ­ლის შე­ძე­ნი­თაც 1942 წლი­დან სსრკ-ის ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე და­ა­ვალ­დე­ბუ­ლეს და რა­ზეც ჯა­მუ­რად მათი ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვა­რი იხარ­ჯე­ბო­და.

ომის შემ­დეგ სტა­ლი­ნის ხელ­ფა­სი 10 000 რუბლს შე­ად­გენ­და, რაც ქვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფას­ზე 10-ჯერ მეტი იყო. დაც­ვის წევ­რე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სტა­ლი­ნი, რო­მელ­საც თან­ხის ხარ­ჯვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ უწევ­და, ფულს პა­კე­ტებ­ში ახ­ვევ­და და უახ­ლო­ეს აგა­რაკ­ზე გა­დაჰ­ქონ­და. იქ ფული ყველ­გან, კერ­ძოდ, კა­რა­დებ­ში, მა­გი­დებ­ზე, "სერ­ვან­დებ­სა" და მსგავს ად­გი­ლებ­ზე იდო.

ხელ­ფა­სის გარ­და, სტა­ლი­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებ­და უზარ­მა­ზარ ჰო­ნო­რარს თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტი­რა­ჟით ქვეყ­ნდე­ბო­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 108 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

მან დაამარცხა ნაციზმი მაშინ,დღეს კი ამარცხებს მის აუგად მომხსენიებლებს.

*
14

რუსეთში დაიწყო სტალინის ძეგლების დადგმა და ლიბერასტმა მეთრაქეებმა სასწრაფოდ გამოუძებნეს კაცობრიობის გენიას "გრეხი"! თქვე საცოდავებო, ხომ ხედავთ თქვენი ააღსასრული ახლოვდება და ეგ ყველაფერი დიდ სტალინს 80 წლის წინ ქონდა ნაწინასწარმეტყველი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გაცვეთილი კიტელები მითი ყოფილა: მე-5 ადგილი Time-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში და 3,6 მლნ რუბლი სეიფში - რა ქონებას ფლობდა სტალინი?

გაცვეთილი კიტელები მითი ყოფილა: მე-5 ადგილი Time-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში და 3,6 მლნ რუბლი სეიფში - რა ქონებას ფლობდა სტალინი?

შოვის მეწყერს გადაურჩა "სტალინის სახლი“, რომელიც გერმანელებმა სწორედ სსრკ-ს ყოფილი მმართველის ბრძანებით ააშენეს და როგორც ამბობენ, მშენებლობისას არცერთი ლურსმანი არ გამოიყენეს. ამბობენ იმასაც, რომ აგარაკის აშენება თავად სტალინს ცოტა დაბლა, მდინარესთან ახლოს სურდა, თუმცა გერმანელმა ინჟინრებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, რის შედეგადაც შეიცვალა პროექტი და სახლი აშენდა იქ, სადაც დღეს არის. მართალია, სტალინი იქ არასდროს ყოფილა, თუმცა დღემდე ამ სახლს სწორედ "სტალინის სახლს“ უწოდებენ.

გარდა შოვისა, სტალინს აგარაკები ჰქონდა მოსკოვში, სოხუმში, სოჭში, ყირიმში და ა.შ. ის ფლობდა სხვა სიმდიდრეებსაც.

და მაინც, რა ქონებას ფლობდა იოსებ სტალინი:

2015 წელს ჟურნალმა, Time-მა მსოფლიო ისტორიაში უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზე სსრკ-ის ლიდერი, იოსებ სტალინი დაასახელა. ჟურნალმა "ბელადის“ სიმდიდრედ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 9,6%-ზე კონტროლი მიიჩნია. ამასთან, Time-ის მიერ გამოკითხული მეცნიერები აცხადებდნენ, რომ მართალია, ეს რესურსი პირადად სტალინს არ ეკუთვნოდა, მაგრამ მას დიდი ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა.

რა შეეხება სტალინის პირად ფულს, ისტორიკოს ალექსანდრ კოლესნიკის ნაშრომების მიხედვით დგინდება, რომ "ბელადის“ ე.წ. ასკეტურ ცხოვრებაზე და ქონების მიმართ უინტერესობაზე გავრცელებული ისტორიული ცნობები მხოლოდ მითია.

კერძოდ, დღემდე გასაიდუმლოებულია 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მის მოსაცდელში არსებული სეიფის გახსნის აქტი. თუმცა, ისტორიკოს კოლესნიკის ცნობით, სეიფში 3, 600 მლნ საბჭოთა რუბლი და დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა იპოვეს. ისტორიკოსი ამ ღონისძიებაზე დამსწრე ოფიცერთა ჩვენებებს ეყრდნობა. ირკვევა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სოლიდურ ჰონორარებს იღებდა და შესაძლოა, ის მართლაც იყო თავისი დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ეს მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ვერსია, თითქოს, მან მემკვიდრეებს დაუტოვა დაგროვებითი წიგნაკი, რომელზედაც მხოლოდ 900 რუბლი ინახებოდა.

სტალინი დანაზოგს არ ხარჯავდა და ჯიუტად ინახავდა მას, რასაც, ისტორიკოსების შეფასებით, სულ მცირე, ორი აღიარებული ფაქტი მოწმობს. კერძოდ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სტალინი ფულს გასცემდა იმაზე, რასაც დღეს ქველმოქმედებას ეძახიან, მაგალითად, ბავშვთა სახლისთვის ან სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. უფრო მეტიც, ომის დროს, როცა სსრკ-ის თითქმის ყველა მცხოვრებმა ერთობლივად გაიღო თანხა თავიანთი დანაზოგით ტანკებისა და თვითმფრინავების შესაძენად, "ბელადი“ ამ ინიციატივას მხოლოდ სიტყვიერად უჭერდა მხარს და ფინანსურად მასში მონაწილეობა არ მიუღია. მეორეს მხრივ, სტალინს, უზარმაზარი შემოსავლის მიუხედავად, არასდროს უყიდია სახელმწიფო ობლიგაციები, რომლის შეძენითაც 1942 წლიდან სსრკ-ის ყველა დასაქმებული მოქალაქე დაავალდებულეს და რაზეც ჯამურად მათი ხელფასის ნახევარი იხარჯებოდა.

ომის შემდეგ სტალინის ხელფასი 10 000 რუბლს შეადგენდა, რაც ქვეყნის საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი იყო. დაცვის წევრების მოგონებების მიხედვით, სტალინი, რომელსაც თანხის ხარჯვა, ფაქტობრივად, არ უწევდა, ფულს პაკეტებში ახვევდა და უახლოეს აგარაკზე გადაჰქონდა. იქ ფული ყველგან, კერძოდ, კარადებში, მაგიდებზე, "სერვანდებსა" და მსგავს ადგილებზე იდო.

ხელფასის გარდა, სტალინი რეგულარულად იღებდა უზარმაზარ ჰონორარს თავისი ნამუშევრებისთვის, რომლებიც, აბსოლუტურად, წარმოუდგენელი ტირაჟით ქვეყნდებოდა. გააგრძელეთ კითხვა