კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰუმანიტარული კატასტროფა და დიდი არეულობა ყარაბაღში: მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის - "თუ ვითარება არ გამოსწორდა, ერთ კვირაში შიმშილით გარდაცვლილი ათობით ადამიანი გვეყოლება"
ჰუმანიტარული კატასტროფა და დიდი არეულობა ყარაბაღში: მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის - "თუ ვითარება არ გამოსწორდა, ერთ კვირაში შიმშილით გარდაცვლილი ათობით ადამიანი გვეყოლება"

ბოლო თვე­ებ­ში უკვე მე­რამ­დე­ნედ, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ვი­თა­რე­ბა იძა­ბე­ბა. სომ­ხუ­რი მხა­რის ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­მუდ­მე­ბით აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სტე­ფა­ნა­კერ­ტში. დე­მონ­სტრან­ტებ­მა რუსი ე.წ. სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ბა­ზას ალყა შე­მო­არ­ტყეს. მათ გა­სას­ვლე­ლე­ბი და­უბ­ლო­კეს და პლა­კა­ტე­ბი აღუ­მარ­თეს, ში­ნა­არ­სით: "პუ­ტი­ნი თა­ვის სი­ტყვა­ზე პა­სუხს არ აგებს!"

  • აზერ­ბა­ი­ჯან­მა სომ­ხე­თი­სა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ლა­ჩი­ნის კო­რი­დო­რი 2022 წლის დე­კემ­ბერს ჩა­კე­ტა, რა­მაც ყა­რა­ბაღ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია, რაც ბოლო თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წვავ­და, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯან­მა გზა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ჩად­გა და წი­თე­ლი ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს ატა­რებს, ისიც დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ზე­წო­ლის შემ­დეგ, რაც საკ­მა­რი­სი არ არის.

სომ­ხუ­რი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი "ბა­ცუ­მი" მი­იჩ­ნევს, რომ ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბის ბლო­კა­და­ში რუ­სუ­ლი მხა­რეა დამ­ნა­შა­ვე. მათ რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს და რუ­სებს მა­ტყუ­ა­რე­ბი უწო­დეს.

ყა­რა­ბა­ღე­ლე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას სომ­ხე­ბი ერე­ვან­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც სთხო­ვენ. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში დე­მონ­სტრან­ტე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს და­კა­ვე­ბე­ბი...

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში ომ­ბუდსმენ­მა ად­გი­ლობ­რი­ვის შიმ­ში­ლით გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, 1983 წელს და­ბა­დე­ბულ პირს, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამო, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კვე­ბა სჭირ­დე­ბო­და, რაც რე­გი­ონ­ში აღარ იშო­ვე­ბო­და.

რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სურ­სა­თის, პუ­რის ფქვი­ლის, შაქ­რი­სა და სხვა პრო­დუქ­ტის, ასე­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო საგ­ნე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტია. დახ­მა­რე­ბის­თვის გა­ე­რო­სა და წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც მი­მარ­თეს, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

"1780 ადა­მი­ანს გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის გამო, ერე­ვან­ში ჩას­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. საკ­ვე­ბი უკ­მა­რი­სო­ბის, შე­ზღუ­დუ­ლი რა­ცი­ო­ნის გამო, ყვე­ლა­ზე მე­ტად ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან... თუ ვი­თა­რე­ბა არ გა­მოს­წორ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერთ კვი­რა­ში შიმ­ში­ლით გარ­დაც­ვლი­ლი ერთი კი არა, ათო­ბით გვე­ყო­ლე­ბა" - ამ­ბობს ომ­ბუდსმე­ნი გე­გა­მა სტე­პა­ნი­ა­ნი.

"ყვე­ლა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენტს, მათ შო­რის, თირკმლის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნეთ, პირ­და­პირ სიკ­ვდი­ლი ემუქ­რე­ბათ... ამ ბლო­კა­დას უკვე ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს შე­ე­წი­რა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ღვთის ანა­ბა­რად არი­ან. თუ დრო­უ­ლად არ მოხ­დე­ბა მათი ერე­ვან­ში ევა­კუ­ა­ცია, და­ნარ­ჩე­ნებ­საც იგი­ვე ბედი ელით - მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­ქო­ნის გამო, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ღუ­პე­ბი­ან. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 41 პა­ცი­ენ­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ვინც ჰე­მო­დი­ა­ლიზ­ზეა, მათ­გან ნა­ხე­ვა­რი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი, სხვე­ბის ბედი კი, უც­ნო­ბია" - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ამას­თა­ნა­ვე, kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, სომ­ხე­ბი რუ­სუ­ლი ე.წ. სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის­გან აღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ითხო­ვენ. დე­მონ­სტრან­ტე­ბის თქმით, რუს სამ­ხედ­რო­ებს ტყუ­ი­ლად აქვთ იქ ბაზა და­კა­ვე­ბუ­ლი, მათი იქ ყოფ­ნა, პი­რი­ქით, ბა­ქოს ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­მოს­ვლას აფერ­ხებს.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გის, რი­უ­ბენ მეჰ­რა­ბი­ა­ნის თქმით, ის, რაც ახლა მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და სომ­ხეთ­ში ხდე­ბა, უკ­ვა­ლოდ ვერ ჩა­ივ­ლის. პრო­ტეს­ტი, რო­მელ­საც ახლა მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ხა­ტავს, სი­ნამ­დვი­ლე­ში იკი­თხე­ბა ასე - პუ­ტინ, წადი აქე­დან ან ჩვენ გა­გიშ­ვებთ!

ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტის, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ "ბარ­ცუ­მის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ნა­რეკ აი­ვა­ზი­ა­ნის თქმით, ყა­რა­ბაღ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი არის რუ­სე­თი, რო­მელ­საც აწყობს მუდ­მი­ვი რყე­ვა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გარ­შე­მო, მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, კრი­ტი­კა და პრო­ტეს­ტი...

სო­მე­ხი პუბ­ლი­ცის­ტი გორ არ­მა­თუ­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს, რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა, რო­გორც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან, ასე­ვე, მთლი­ა­ნად სომ­ხე­თი­დან, გი­უმ­რის ბა­ზი­დან, სა­დაც უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სამ­ხედ­რო დარ­ჩა.

"რე­გი­ონ­ში უნდა შე­მო­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რი და მისი ეგი­დით უნდა მოხ­დეს ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, სა­დაც კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა სომ­ხურ მხა­რეს ექ­ნე­ბა. ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ უნდა რუ­სეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს... თუმ­ცა, ის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, და­სავ­ლე­თი, ამე­რი­კა აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხში, აშ­კა­რაა ჩვე­ნი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი და ვფიქ­რობ, ეს პრო­ცეს­ში გარ­და­ტე­ხას შე­ი­ტანს. ვიდ­რე რუ­სე­თი თავს არ დაგ­ვა­ნე­ბებს, სომ­ხეთ­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ჩვენს სა­სი­კე­თოდ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლიც იქ­ნე­ბა, ომიც და სხვა უბე­დუ­რე­ბაც" - ამ­ბობს ის.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი აცხა­დებს, რომ ვერც ერთი მხა­რის, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კრი­ტი­კას ვერ მი­ი­ღებს.

"ეს უსა­მარ­თლო­ბაა, სომ­ხე­თი, სწო­რედ ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის გავ­ლით, ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონს ია­რაღ­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლებს აწ­ვდი­და. ჩვენ კი, სა­გუ­შა­გო­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად ყვე­ლა პი­რო­ბა შევ­ქმე­ნით, მაგ­რამ ვი­ღა­ცებს სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლოვ­ნუ­რი გამ­წვა­ვე­ბა აწყობთ, რაც არ გა­მო­უ­ვათ" - წერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით, ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნა­წი­ლად ით­ვლე­ბა. რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბის­გან შედ­გე­ბა. 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან ბაქო არ აკონ­ტრო­ლებ­და რე­გი­ო­ნის დიდ ნა­წილს, თუმ­ცა 2020 წლის ომის შემ­დეგ, მან გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე, მათ შო­რის ლა­ჩი­ნის დე­რე­ფან­ზე კონ­ტრო­ლი და­იბ­რუ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
10

ჯერ ერთი ამერიკა და მითუმეტეს ევროპა თავს არ აიტკივებს და ახალ კრაზანას ბუდეში ცხვირს არ ჩაყოფს, მაგრამ ვთქვათ და თეორიულად ასე მაინც რომ მოხდეს, სომხეთისთვის ეს ნეგატივის მეტს არაფერს მოიტანს. სადაც ამერიკელებმა და ევროპელებმა ცხვირი შეყვეს ვის რა ბედი დაადგა ყველა ნორმალური ადამიანი, რომელიც ფაქტებზე დაყრდნობით აზროვნებს და არა გვარამიასებული აღქმებით კარგად ხედავს ამერიკა-ევროპის "მოღვაწეობის" შედეგებს.

მოქალაქე
7

ჯერ ერთი ამერიკა და მითუმეტეს ევროპა თავს არ აიტკივებს და ახალ კრაზანას ბუდეში ცხვირს არ ჩაყოფს, მაგრამ ვთქვათ და თეორიულად ასე მაინც რომ მოხდეს, სომხეთისთვის ეს ნეგატივის მეტს არაფერს მოიტანს. სადაც ამერიკელებმა და ევროპელებმა ცხვირი შეყვეს ვის რა ბედი დაადგა ყველა ნორმალური ადამიანი, რომელიც ფაქტებზე დაყრდნობით აზროვნებს და არა გვარამიასებული აღქმებით კარგად ხედავს ამერიკა-ევროპის "მოღვაწეობის" შედეგებს.

ავტორი:

ჰუმანიტარული კატასტროფა და დიდი არეულობა ყარაბაღში: მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის - "თუ ვითარება არ გამოსწორდა, ერთ კვირაში შიმშილით გარდაცვლილი ათობით ადამიანი გვეყოლება"

ჰუმანიტარული კატასტროფა და დიდი არეულობა ყარაბაღში: მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის - "თუ ვითარება არ გამოსწორდა, ერთ კვირაში შიმშილით გარდაცვლილი ათობით ადამიანი გვეყოლება"

ბოლო თვეებში უკვე მერამდენედ, მთიან ყარაბაღში ვითარება იძაბება. სომხური მხარის ცნობით, რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფაა, რასაც ადგილობრივები გამუდმებით აპროტესტებენ სტეფანაკერტში. დემონსტრანტებმა რუსი ე.წ. სამშვიდობოების ბაზას ალყა შემოარტყეს. მათ გასასვლელები დაუბლოკეს და პლაკატები აღუმართეს, შინაარსით: "პუტინი თავის სიტყვაზე პასუხს არ აგებს!"

  • აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა, რამაც ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, რაც ბოლო თვეებში განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს, ისიც დიდი ძალისხმევისა და ზეწოლის შემდეგ, რაც საკმარისი არ არის.

სომხური საინიციატივო ჯგუფი "ბაცუმი" მიიჩნევს, რომ ყარაბაღის მოსახლეობის ბლოკადაში რუსული მხარეა დამნაშავე. მათ რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და რუსებს მატყუარები უწოდეს.

ყარაბაღელების პრობლემის მოგვარებას სომხები ერევანში ადგილობრივ მოსახლეობასაც სთხოვენ. უკვე რამდენიმე დღეა სომხეთის დედაქალაქში დემონსტრანტები ქუჩაში გამოვიდნენ. პარალელურად, მიმდინარეობს დაკავებები...

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთიანი ყარაბაღის რეგიონში ომბუდსმენმა ადგილობრივის შიმშილით გარდაცვალებაზე გაავრცელა განცხადება. მისივე თქმით, 1983 წელს დაბადებულ პირს, ქრონიკული დაავადების გამო, სპეციალიზებული კვება სჭირდებოდა, რაც რეგიონში აღარ იშოვებოდა.

როგორც სომხური მედია იუწყება, მთიან ყარაბაღში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათის, პურის ფქვილის, შაქრისა და სხვა პროდუქტის, ასევე მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების მწვავე დეფიციტია. დახმარებისთვის გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასაც მიმართეს, თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა.

"1780 ადამიანს გეგმიური ოპერაცია სჭირდება, თუმცა აზერბაიჯანული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო, ერევანში ჩასვლას ვერ ახერხებენ. საკვები უკმარისობის, შეზღუდული რაციონის გამო, ყველაზე მეტად ბავშვები და მოხუცები ზარალდებიან... თუ ვითარება არ გამოსწორდა, დარწმუნებული ვარ, ერთ კვირაში შიმშილით გარდაცვლილი ერთი კი არა, ათობით გვეყოლება" - ამბობს ომბუდსმენი გეგამა სტეპანიანი.

"ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს, მათ შორის, თირკმლის პრობლემების მქონეთ, პირდაპირ სიკვდილი ემუქრებათ... ამ ბლოკადას უკვე ერთი ადამიანის სიცოცხლეს შეეწირა, დანარჩენები ღვთის ანაბარად არიან. თუ დროულად არ მოხდება მათი ერევანში ევაკუაცია, დანარჩენებსაც იგივე ბედი ელით - მედიკამენტების არქონის გამო, რამდენიმე დღეში დაიღუპებიან. ოფიციალურად, 41 პაციენტია რეგისტრირებული, ვინც ჰემოდიალიზზეა, მათგან ნახევარი ევაკუირებული, სხვების ბედი კი, უცნობია" - წერს სომხური მედია.

ამასთანავე, kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, სომხები რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალებისგან აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას ითხოვენ. დემონსტრანტების თქმით, რუს სამხედროებს ტყუილად აქვთ იქ ბაზა დაკავებული, მათი იქ ყოფნა, პირიქით, ბაქოს ინტერესებს ემსახურება და ევროკავშირის შემოსვლას აფერხებს.

სომეხი პოლიტოლოგის, რიუბენ მეჰრაბიანის თქმით, ის, რაც ახლა მთიან ყარაბაღსა და სომხეთში ხდება, უკვალოდ ვერ ჩაივლის. პროტესტი, რომელსაც ახლა მოსახლეობა გამოხატავს, სინამდვილეში იკითხება ასე - პუტინ, წადი აქედან ან ჩვენ გაგიშვებთ!

ერთ-ერთი აქტივისტის, საინიციატივო ჯგუფ "ბარცუმის" წარმომადგენლის, ნარეკ აივაზიანის თქმით, ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის ავტორი და მთავარი შემოქმედი არის რუსეთი, რომელსაც აწყობს მუდმივი რყევა მთიანი ყარაბაღის გარშემო, მოსახლეობის უკმაყოფილება, კრიტიკა და პროტესტი...

სომეხი პუბლიცისტი გორ არმათუნი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რუსული ბაზების გაყვანა, როგორც მთიანი ყარაბაღიდან, ასევე, მთლიანად სომხეთიდან, გიუმრის ბაზიდან, სადაც უკრაინის ომის ფონზე, ფაქტობრივად, რამდენიმე ასეული სამხედრო დარჩა.

"რეგიონში უნდა შემოვიდეს ევროკავშირი და მისი ეგიდით უნდა მოხდეს ლაჩინის დერეფნის გაკონტროლება, სადაც კონტროლის უფლება სომხურ მხარეს ექნება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რაც კატეგორიულად არ უნდა რუსეთსა და აზერბაიჯანს... თუმცა, ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლეთი, ამერიკა აქტიურად არიან ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხში, აშკარაა ჩვენი პროდასავლური კურსი და ვფიქრობ, ეს პროცესში გარდატეხას შეიტანს. ვიდრე რუსეთი თავს არ დაგვანებებს, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში ჩვენს სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, შიმშილით სიკვდილიც იქნება, ომიც და სხვა უბედურებაც" - ამბობს ის.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ვერც ერთი მხარის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკას ვერ მიიღებს.

"ეს უსამართლობაა, სომხეთი, სწორედ ლაჩინის დერეფნის გავლით, ყარაბაღის რეგიონს იარაღსა და საბრძოლო მასალებს აწვდიდა. ჩვენ კი, საგუშაგოზე მოსახლეობის გადასაადგილებლად ყველა პირობა შევქმენით, მაგრამ ვიღაცებს სიტუაციის ხელოვნური გამწვავება აწყობთ, რაც არ გამოუვათ" - წერს აზერბაიჯანული მხარე.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხებისგან შედგება. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს, თუმცა 2020 წლის ომის შემდეგ, მან გარკვეულ ნაწილზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანზე კონტროლი დაიბრუნა.