სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის" 33 წლის შემდეგ
ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის"  33 წლის შემდეგ

1990 წელს Vogue-ის რე­დაქ­ტორ­მა ლიზ ტილ­ბე­რის­მა პი­ტერ ლინ­დბერგს ჟურ­ნა­ლის ყდის­თვის ახა­ლი ფო­ტოს გა­და­ღე­ბა და­ა­ვა­ლა. ლინ­დბერგს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სურ­და შე­ექ­მნა მარ­ტი­ვი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც მო­დე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ სი­ლა­მა­ზეს გა­მო­ავ­ლენ­და.

ფო­ტოს­თვის იმ დრო­ის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ხუთი მო­დე­ლი შე­არ­ჩია - ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, ლინ­და ევან­გე­ლის­ტა, ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცი, კრის­ტი ტარ­ლინგტო­ნი და სინ­დი კრო­უ­ფორ­დი. ჯინ­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მო­დე­ლე­ბი ნიუ-იორ­კის ქუ­ჩებ­ში უმა­კი­ა­ჟოდ პო­ზი­რებ­დნენ.

"ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად, ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე გა­ვა­კე­თე, ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის­ტო­რი­ას ვქმნი­დი“, - იხ­სე­ნებ­და ლინ­დბერ­გი წლე­ბის შემ­დეგ - "სი­ლა­მა­ზე ყო­ველ­თვის ქერა ქალ­თან ან სექ­სუ­ა­ლურ შავგვრე­მან­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მე კი მსურ­და, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პი და­მერ­ღვია.“

ფო­ტომ დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა და ხელი შე­უ­წყო 5 გო­გო­ნას, ეპო­ქის ყვე­ლა­ზე სა­კულ­ტო და გავ­ლე­ნი­ან მო­დე­ლე­ბად ქცე­ვას - 90-იან წლებ­ში მათ არა­ერ­თი მო­დის ჟურ­ნა­ლის გა­რე­კა­ნი და­ამ­შვე­ნეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ა.წ. იან­ვარ­ში, ამ თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე იდუ­მალ მო­დე­ლად მიჩ­ნე­უ­ლი, გერ­მა­ნე­ლი ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცი 56 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­შვე­ნებ­და მსოფ­ლიო პო­დი­უ­მებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას არ იზი­დავ­და ხმა­უ­რი­ან ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რე­ბა, პა­რიზ­სა და ნიუ იორკს ამ­ჯო­ბი­ნა, რომ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შე­ე­ძი­ნა რან­ჩო და მშვიდ გა­რე­მო­ში, ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს ეცხოვ­რა. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხე­ბით. ბო­ლოს პო­დი­უმ­ზე 2019 წელს გა­მოჩ­ნდა Etro-ს შო­უ­ზე, მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში.

...30 წლის შემ­დეგ

2023 წელს, იმ ლე­გენ­და­რუ­ლი ფო­ტო­სე­სი­ი­დან 30 წელ­ზე მეტი ხნის შემ­დეგ, მო­დე­ლე­ბი კვლავ, ამ­ჯე­რად ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცის გა­რე­შე გა­ერ­თი­ან­დნენ და "ვო­გის" სექ­ტემ­ბრის ნომ­რის ყდა­ზე კვლავ მათ იხი­ლავს მკი­თხვე­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად კი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ზეც ისა­უბ­რეს.

"ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. ერ­თმა­ნეთ­ზე ყო­ველ­თვის ვზრუ­ნავ­დით“, - ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სინ­დი კრო­უ­ფორ­დი.

სა­უ­ბა­რი რა­სიზმსაც შე­ე­ხო. ნა­ო­მი კემ­პბე­ლის თქმით, მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პლი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა.

"სხვა მო­დე­ლებს არაფ­რით ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბო­დი, მეც სხვე­ბის მსგავ­სად ვი­ხარ­ჯე­ბო­დი, თუმ­ცა კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ყო­ველ­თვის ნაკ­ლებს მიხ­დიდ­ნენ“, - აღ­ნიშ­ნა მო­დელ­მა.

  • ლინ­და ევან­გე­ლის­ტა

სა­დაც არ უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო მსოფ­ლიო პო­დი­უ­მე­ბის ვარ­სკვლა­ვი, მის­თვის თვა­ლის მო­შო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. Harper's Bazaar, Vogue, L'Officiel, Marie Claire - კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი 600-ზე მეტ გა­რე­კან­ზე გა­მოჩ­ნდა.

წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად, ნა­ო­მი კემ­პბელ­მა, სინ­დი კრო­უ­ფორდმა, კრის­ტი ტურ­ლინგტონ­მა სა­ბო­ლო­ოდ, ამა თუ იმ ხა­რის­ხით, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ლა­მაზ­მა­ნე­ბის სტა­ტუ­სი, სამ­წუ­ხა­როდ, ლინ­დას შემ­თხვე­ვა­ში მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და.

ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ევან­გე­ლის­ტამ მო­დე­ლის­თვის შე­სა­ფე­რი­სი სი­ლა­მა­ზე და­კარ­გა.

"პო­დი­უმ­ზე გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ახლა კი მე­ში­ნია, ქუ­ჩა­ში ნაც­ნობს არ გა­და­ვე­ყა­რო“, - ამ­ბობ­და ლინ­და და აგ­რძე­ლებ­და: "აღარ შე­მიძ­ლია მი­მალ­ვა­სა და სირ­ცხვილ­ში ცხოვ­რე­ბა. უბ­რა­ლოდ, აღარ მინ­და ამ ტკი­ვი­ლით ვი­ცხოვ­რო".

"ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ აღარ ვმუ­შა­ობ. მი­ზე­ზი ის არის, რომ სა­შინ­ლად და­მა­მა­ხინ­ჯა Zeltiq CoolSculpting-ის აპა­რა­ტის ლი­პო­საქ­ცი­ის პრო­ცე­დუ­რამ, რომ­ლის ეფექ­ტიც სა­პი­რის­პი­რო იყო. ამან არა მხო­ლოდ კა­რი­ე­რა წა­მარ­თვა, არა­მედ ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­მაგ­დო და სა­კუ­თა­რი თავი შე­მა­ძუ­ლა“, - აღ­ნიშ­ნა სუ­პერ­მო­დელ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში. ლინ­და "ვო­გის" ფო­ტო­ებ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მის ფორ­მა­ში მო­საყ­ვა­ნად რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმოზა
0

ძველი თაობის მოდელები ლამაზები იყვნენ ბუნებრივად, ასევე მათი თაობის წარმომადგენელია, ულამაზესი კარენ მიულდერი 

Freedom 90
0

ჯორჯ მაიკლის კლიპი Freedom 90 ამ ფოტოს გამოა გადაღებული. 33 წელი კი გასულა, მაგრამ ყველაფერი როგორი ფრეშია. მუსიკა, განათება, რეჟისურა, გადაღება, მხატვრული გაფორმება. ჩაიდანის ხმაც ))) პატიჩი რო ეწევა წამოწოლილი, ტორლინგტონის შემოსვლა გრძელი თეთრი პროსტინით, ვიდეოს დედოფალი მაინც ლინდაა. ჯემპრის თავზე გადმოწევა ისტორიული გახადო, მოხერხება უნდა ))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის" 33 წლის შემდეგ

ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის"  33 წლის შემდეგ

1990 წელს Vogue-ის რედაქტორმა ლიზ ტილბერისმა პიტერ ლინდბერგს ჟურნალის ყდისთვის ახალი ფოტოს გადაღება დაავალა. ლინდბერგს, რომელიც თავისი მინიმალისტური ხედვით გამოირჩეოდა, სურდა შეექმნა მარტივი სურათი, რომელიც მოდელების ბუნებრივ სილამაზეს გამოავლენდა.

ფოტოსთვის იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ხუთი მოდელი შეარჩია - ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, ტატიანა პატიცი, კრისტი ტარლინგტონი და სინდი კროუფორდი. ჯინსებში გამოწყობილი მოდელები ნიუ-იორკის ქუჩებში უმაკიაჟოდ პოზირებდნენ.

"ყველაფერი ბუნებრივად, ძალისხმევის გარეშე გავაკეთე, ფოტოს გადაღებისას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისტორიას ვქმნიდი“, - იხსენებდა ლინდბერგი წლების შემდეგ - "სილამაზე ყოველთვის ქერა ქალთან ან სექსუალურ შავგვრემანთან იყო დაკავშირებული, მე კი მსურდა, რომ ეს სტერეოტიპი დამერღვია.“

ფოტომ დიდი წარმატება მოიპოვა და ხელი შეუწყო 5 გოგონას, ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას - 90-იან წლებში მათ არაერთი მოდის ჟურნალის გარეკანი დაამშვენეს.

სამწუხაროდ, ა.წ. იანვარში, ამ თაობის ყველაზე იდუმალ მოდელად მიჩნეული, გერმანელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ამშვენებდა მსოფლიო პოდიუმებს. როგორც ამბობენ, მას არ იზიდავდა ხმაურიან ქალაქებში ცხოვრება, პარიზსა და ნიუ იორკს ამჯობინა, რომ კალიფორნიაში შეეძინა რანჩო და მშვიდ გარემოში, ბუნებასთან ახლოს ეცხოვრა. დაინტერესებული იყო გარემოსდაცვითი საკითხებით. ბოლოს პოდიუმზე 2019 წელს გამოჩნდა Etro-ს შოუზე, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში.

...30 წლის შემდეგ

2023 წელს, იმ ლეგენდარული ფოტოსესიიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მოდელები კვლავ, ამჯერად ტატიანა პატიცის გარეშე გაერთიანდნენ და "ვოგის" სექტემბრის ნომრის ყდაზე კვლავ მათ იხილავს მკითხველი. პარალელურად კი მოდის ინდუსტრიაზეც ისაუბრეს.

"ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. ერთმანეთზე ყოველთვის ვზრუნავდით“, - ამბობს გამოცემასთან სინდი კროუფორდი.

საუბარი რასიზმსაც შეეხო. ნაომი კემპბელის თქმით, მოდის ინდუსტრიაში რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

"სხვა მოდელებს არაფრით ჩამოვუვარდებოდი, მეც სხვების მსგავსად ვიხარჯებოდი, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის ნაკლებს მიხდიდნენ“, - აღნიშნა მოდელმა.

  • ლინდა ევანგელისტა

სადაც არ უნდა გამოჩენილიყო მსოფლიო პოდიუმების ვარსკვლავი, მისთვის თვალის მოშორება შეუძლებელი იყო. Harper's Bazaar, Vogue, L'Officiel, Marie Claire - კარიერის განმავლობაში იგი 600-ზე მეტ გარეკანზე გამოჩნდა.

წლების გასვლასთან ერთად, ნაომი კემპბელმა, სინდი კროუფორდმა, კრისტი ტურლინგტონმა საბოლოოდ, ამა თუ იმ ხარისხით, შეინარჩუნეს ლამაზმანების სტატუსი, სამწუხაროდ, ლინდას შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

ნარკოდამოკიდებულებამ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების პროვოცირება მოახდინა, რამაც განაპირობა ის, რომ ევანგელისტამ მოდელისთვის შესაფერისი სილამაზე დაკარგა.

"პოდიუმზე გამოსვლა ძალიან მიყვარდა, ახლა კი მეშინია, ქუჩაში ნაცნობს არ გადავეყარო“, - ამბობდა ლინდა და აგრძელებდა: "აღარ შემიძლია მიმალვასა და სირცხვილში ცხოვრება. უბრალოდ, აღარ მინდა ამ ტკივილით ვიცხოვრო".

"ყოველთვის აინტერესებთ, რატომ აღარ ვმუშაობ. მიზეზი ის არის, რომ საშინლად დამამახინჯა Zeltiq CoolSculpting-ის აპარატის ლიპოსაქციის პროცედურამ, რომლის ეფექტიც საპირისპირო იყო. ამან არა მხოლოდ კარიერა წამართვა, არამედ ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო და საკუთარი თავი შემაძულა“, - აღნიშნა სუპერმოდელმა ინტერვიუში. ლინდა "ვოგის" ფოტოებში შესანიშნავად გამოიყურება, როგორც ამბობენ, მის ფორმაში მოსაყვანად რამდენიმეთვიანი მუშაობა გახდა საჭირო.

იხილეთ ასევე: