საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა" - როგორ ეხმაურებიან The Killers-ის ანტირუსულ აქციად ქცეულ კონცერტს საქართველოში?
"ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა" - როგორ ეხმაურებიან The Killers-ის ანტირუსულ აქციად ქცეულ კონცერტს საქართველოში?

Black Sea Arena-ზე გა­მარ­თუ­ლი The Killers-ის კონ­ცერ­ტი სკან­და­ლად მას მერე იქცა, რაც ჯგუფ­მა სცე­ნა­ზე დრა­მე­რად რუსი ახალ­გაზ­რდა აიყ­ვა­ნა.

მსმე­ნელ­თა თქმით, მუ­სი­კოს­მა დრა­მერს ჰკი­თხა, სა­ი­დან იყო, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ამას კი დარ­ბა­ზი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით The Killers-ის მუ­სი­კოს­მა ხალ­ხს მი­მარ­თა, რომ რუსი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძმე­ბი არი­ან და დრა­მერს დაკ­ვრის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რა­საც პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­დან გა­ვი­და, შე­ძა­ხი­ლე­ბით: “რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია”, “პუ­ტი­ნი მკვლე­ლია”.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და The Killers-ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე, რო­მელ­შიც წე­რენ, რომ არ სურ­დათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­ნა­წყე­ნე­ბა:

"ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლო ხალ­ხო, ჩვე­ნი გან­ზრახ­ვა არას­დროს ყო­ფი­ლა ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრა­დი­ცია დრა­მებ­ზე და­საკ­ვრე­ლად ხალ­ხის და­პა­ტი­ჟე­ბის და სცე­ნი­დან ჩან­და, რომ ხალ­ხის თავ­და­პირ­ვე­ლი პა­სუ­ხი მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ დღეს სცე­ნა­ზე აუ­დი­ტო­რი­ი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი მი­სა­ღე­ბი იყო. ჩვენ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო ეთ­ქვა, რომ The Killers-ის აუ­დი­ტო­რია და ფა­ნე­ბი "ძმე­ბი და დები არი­ან", შე­საძ­ლოა არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი. ჩვენ არ გვინ­დო­და ვინ­მეს გა­ნა­წყე­ნე­ბა და ბო­დიშს გიხ­დით. თქვენ­თან ერ­თად ვართ და იმე­დი გვაქვს, რომ მალე დავ­ბრუნ­დე­ბით“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდა­რი ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე გა­მოხ­მა­უ­რე­ბას:

ეკა აბა­ში­ძე, პროგ­რა­მის­ტი:

"რო­გორც სა­კუ­თარ თავს მო­ვა­ლედ ვთვლი­დი, რომ The Killers | Black Sea Arena კონ­ცერ­ტი­დან დას­რუ­ლე­ბამ­დე წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ისე რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვა­ლედ ვთვლი, რომ ეს სტა­ტუ­სი დავ­წე­რო, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ.

აი, ისე­თი კონ­ცერ­ტი მი­დი­ო­და, ისე იხარ­ჯე­ბო­და ჯგუ­ფი და იმ­დე­ნად დიდი მუხ­ტი იგ­რძნო­ბო­და, არ მე­გო­ნა, რომ იქ სა­ერ­თოდ ვინ­მეს რამე მო­უშ­ხა­მავ­და ხა­სი­ათს, მით უმე­ტეს მე - ასე­თი ბედ­ნი­ე­რი დიდი ხა­ნია არ ვყო­ფილ­ვარ. ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია მგო­ნი ის კი არაა, რაც მოხ­და, არა­მედ ფაქ­ტობ­რი­ვად, ემო­ცია რომ არ გექ­ნე­ბა ადა­მი­ანს, იმ­დე­ნად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი გახ­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სივ­რცე­ში, ვი­თა­რე­ბა­ში რუ­სე­ბის ჩვენს თავ­ზე დას­მა.

ბრენ­დონ ფლა­უ­ერ­სმა იმ ადა­მი­ანს ჰკი­თხა ეროვ­ნე­ბა და მერე დარ­ბაზს - He is Russian, is it ok? უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის მერე რა­ღაც კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რა, და ცოტა ხან­ში მა­ინც (!) ვხე­დავთ რუსს დრა­მებ­თან.

1) უც­ნა­უ­რია - თუ არაფ­რის აზ­რზე არ იყო, რა­ტომ იკი­თხა, ვინ­მეს აყ­ვა­ნა ეროვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე not ok ხომ არ იქ­ნე­ბო­და?

2) ცხა­დია, როცა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დი­ხარ ასე­თი ჯგუ­ფი, მთელ გა­მოკ­ვლე­ვას ვერ და­ი­წყებ, მაგ­რამ ვინ­მემ რამე ინ­ფორ­მა­ცია, ერ­თგვა­რი "მემო" უნდა მო­გა­წო­დოს. თუ იმ ჯგუფს არ ჰყავს მსგავ­სი არა­ვინ... Well, იდე­ა­ში ყვე­ლამ ვი­ცით, ვისი საქ­მე იყო ეგ, და თუ მა­ინც არ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, ადა­მი­ან­მა იკი­თხა იქვე და რუს­ზე მწვა­ნე აუნ­თეს, ისევ ვი­ცით, სად მი­დის ის­რე­ბი;

3) ძმო­ბა­ზე სა­უბ­რის ამ­ბავ­ში, ჩემი აზ­რით, ბრენ­დონ­ზე შედ­გო­მა სი­გი­ჟეა, რა სა­სი­ა­მოვ­ნოა ადა­მი­ა­ნი გა­მო­დი­ო­დე, ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყოს და სი­ტუ­ა­ცია ასე უცებ ჩა­მო­ი­შა­ლოს და ამ­ხე­ლა დარ­ბა­ზი უარ­ყო­ფი­თად გე­პყრო­ბო­დეს - ჯგუ­ფის მი­ზა­ნიც სავ­სე­ბით ლე­გი­ტი­მუ­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იყოს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო. ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჩვენ­თვის რას ნიშ­ნავს და რა ნა­რა­ტი­ვია, მგო­ნი ძნე­ლი და­სა­ჯა­რე­ბე­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა, ბრენ­დონ­მა იცო­დეს.

4) ჩემ­და და თქვენ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, იყო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი და უფრო ახალ­გაზ­რდა (ე.წ. Gen Z) თა­ო­ბი­დან, ვინც არ იყი­დე­ბა "კარ­ტო­ფილ­ზე", უბ­რა­ლოდ გა­მო­ვი­და იქი­დან და არ გა­აგ­რძე­ლა "ძიგ­ძი­გი" და ამა თუ იმ ფორ­მით გა­მო­ხა­ტა პრო­ტეს­ტი. მე­ო­რე მხრივ, თან ტრა­გე­დი­უ­ლი და თან სა­სა­ცი­ლო­ცაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ხე­დავ, რომ­ლე­ბიც სიმ­ღე­რებს შო­რის "ბუუ"-ს ყვი­რი­ან, სიმ­ღე­რე­ბის დროს კი ისევ მაგ­რად ერ­თო­ბი­ან. ამა­თი პო­ზი­ცი­ე­ბი სა­ერ­თოდ სად ლაგ­დე­ბა?

კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბი არ მიყ­ვარს, ცოტა უც­ნა­უ­რი­ცაა ვთქვათ, რომ რა­ღაც "შეთ­ქმუ­ლე­ბის" ვა­რი­ან­ტი იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც რუსი დრა­მე­რის აყ­ვა­ნა სცე­ნა­ზე. ზღვის­პი­რეთ­ში იმ­დე­ნი რუ­სია (რა­ტომ და რამ­დე­ნად მწვა­ნე აქვთ ამათ ან­თე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერ­ში, ეგ ცალ­კე სა­კი­თხია), შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვი­თაც და­ე­დო ვინ­მეს­თვის ხელი, მაგ­რამ ამის აღ­კვე­თა რომ არ მოხ­და, ესაა ამ­ბა­ვი. და კი­დევ, მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ისაა, რომ ყველ­გან და ყვე­ლა­ნა­ი­რად, ზოგ­ჯერ შემ­თხვე­ვით, ზოგ­ჯერ კი ნაკ­ლე­ბად - იტეს­ტე­ბა, რამ­დე­ნად დიდი დო­ზით შეგ­ვიძ­ლია რუ­სე­ბის ატა­ნა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩემი აზ­რით - დღე­ვან­დე­ლი ტეს­ტი მათ სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­ბარ­და. რა­ტომ? იხ. N. 4-ის და­სას­რუ­ლი.

P.S. მად­ლო­ბა LOUDSPEAKERS-ს გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის­თვის ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის, მე­ო­რე მხრივ კი უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით!!!"

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი:

"რა ბედი აქვს ისე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? იფიქ­რეს, ქი­ლე­რებს ჩა­მი­ვიყ­ვანთ, ჯენ­ზი თა­ო­ბის მომ­ხრო­ბის ამ­ბავ­ში გა­მოგ­ვად­გე­ბაო და მო­რი­გი ან­ტი­რუ­სუ­ლი აქ­ცია შერ­ჩათ ბო­ლოს ხელ­ში. #FuckRussia"

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ტე­ლე­წამ­ყავ­ნი:

"რა სწო­რი ყო­ფი­ლა, ეგეთ სირ მომ­ღერ­ლებს და ჯგუ­ფებს ისე­დაც რომ არ ვუს­მენ..."

გვან­ცა ჯო­ბა­ვა, გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი:

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბლექ სი არე­ნა­ზე, ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით, ანუ ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბით ჩა­მოყ­ვა­ნილ­მა თქვენ­მა საყ­ვა­რელ­მა ვარ­სკვლავ­მა რომ გა­წყე­ნი­ნათ, რო­მელ­თან შე­სახ­ვედ­რა­დაც პლუს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი გა­და­იხ­დეთ, მგო­ნი არ უნდა გიკ­ვირ­დეთ. იქ­ნებ ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ მა­ინც მივ­ხვდეთ, რა­ტომ არის სა­ჭი­რო პრინ­ცი­პუ­ლო­ბა".

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი:

"ძმე­ბი ხართ…

უბ­რა­ლოდ, სახ­ლში გი­ვარ­დე­ბა, ოჯახს გი­წი­ო­კებს, თავ­ში გირ­ტყამს, ყვე­ლა­ფე­რი შენი თა­ვი­სი გო­ნია და რაც მო­ე­წო­ნე­ბა, გარ­თმევს, მე­გობ­რებს გი­ჩაგ­რავს…რას იზამ, უფ­რო­სი ძმაა და შენ მა­ინც ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით უნდა მი­ი­ღო ეს ყვე­ლა­ფე­რი და აი­ტა­ნო, ასეა წე­სიო…"

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასილი
21

გააყარეთ ქართველები რუსეთიდან...სანქცია დაუწესეთ ღრუზიას.

ნია
23

ერი რომელმაც ფეისბუქით ამცნო ერის მეორე ნაწილს „დავით გარეჯი საქართველო არ არისო“ ახლა რუსებს დასდევს???????????

თქვე მსოფლიო ტროლებს აყოლილო ნაცებო და ზოგიერთი ქოცების მიმდევრებო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა" - როგორ ეხმაურებიან The Killers-ის ანტირუსულ აქციად ქცეულ კონცერტს საქართველოში?

"ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა" - როგორ ეხმაურებიან The Killers-ის ანტირუსულ აქციად ქცეულ კონცერტს საქართველოში?

Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტი სკანდალად მას მერე იქცა, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა.

მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

მოქალაქეების ნაწილი პროტესტის ნიშნად საკონცერტო დარბაზიდან გავიდა, შეძახილებით: “რუსეთი ოკუპანტია”, “პუტინი მკვლელია”.

მომხდარის შემდეგ განცხადება გავრცელდა The Killers-ის "ფეისბუქის" გვერდზე, რომელშიც წერენ, რომ არ სურდათ ქართველი ხალხის განაწყენება:

"ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია დრამებზე დასაკვრელად ხალხის დაპატიჟების და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ დღეს სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო ეთქვა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები "ძმები და დები არიან", შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ერთად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით“, - წერია განცხადებაში.

მომხდარი ქართულ ინტერნეტსივრცეში განხილვის მთავარი თემაა, გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:

ეკა აბაშიძე, პროგრამისტი:

"როგორც საკუთარ თავს მოვალედ ვთვლიდი, რომ The Killers | Black Sea Arena კონცერტიდან დასრულებამდე წამოვსულიყავი, ისე რაღაცნაირად მოვალედ ვთვლი, რომ ეს სტატუსი დავწერო, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ.

აი, ისეთი კონცერტი მიდიოდა, ისე იხარჯებოდა ჯგუფი და იმდენად დიდი მუხტი იგრძნობოდა, არ მეგონა, რომ იქ საერთოდ ვინმეს რამე მოუშხამავდა ხასიათს, მით უმეტეს მე - ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ყველაზე დიდი ტრაგედია მგონი ის კი არაა, რაც მოხდა, არამედ ფაქტობრივად, ემოცია რომ არ გექნება ადამიანს, იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, სივრცეში, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა.

ბრენდონ ფლაუერსმა იმ ადამიანს ჰკითხა ეროვნება და მერე დარბაზს - He is Russian, is it ok? უარყოფითი პასუხის მერე რაღაც კონსულტაცია გაიარა, და ცოტა ხანში მაინც (!) ვხედავთ რუსს დრამებთან.

1) უცნაურია - თუ არაფრის აზრზე არ იყო, რატომ იკითხა, ვინმეს აყვანა ეროვნების საფუძველზე not ok ხომ არ იქნებოდა?

2) ცხადია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ ასეთი ჯგუფი, მთელ გამოკვლევას ვერ დაიწყებ, მაგრამ ვინმემ რამე ინფორმაცია, ერთგვარი "მემო" უნდა მოგაწოდოს. თუ იმ ჯგუფს არ ჰყავს მსგავსი არავინ... Well, იდეაში ყველამ ვიცით, ვისი საქმე იყო ეგ, და თუ მაინც არ მიაწოდეს ინფორმაცია, ადამიანმა იკითხა იქვე და რუსზე მწვანე აუნთეს, ისევ ვიცით, სად მიდის ისრები;

3) ძმობაზე საუბრის ამბავში, ჩემი აზრით, ბრენდონზე შედგომა სიგიჟეა, რა სასიამოვნოა ადამიანი გამოდიოდე, ყველა აღფრთოვანებული იყოს და სიტუაცია ასე უცებ ჩამოიშალოს და ამხელა დარბაზი უარყოფითად გეპყრობოდეს - ჯგუფის მიზანიც სავსებით ლეგიტიმურია, რომ ადამიანების გაერთიანება იყოს მთელი მსოფლიოს გარშემო. ეს გაერთიანება ჩვენთვის რას ნიშნავს და რა ნარატივია, მგონი ძნელი დასაჯარებელია, რომ შეიძლება, ბრენდონმა იცოდეს.

4) ჩემდა და თქვენდა სასიხარულოდ, იყო ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ჩემი და უფრო ახალგაზრდა (ე.წ. Gen Z) თაობიდან, ვინც არ იყიდება "კარტოფილზე", უბრალოდ გამოვიდა იქიდან და არ გააგრძელა "ძიგძიგი" და ამა თუ იმ ფორმით გამოხატა პროტესტი. მეორე მხრივ, თან ტრაგედიული და თან სასაცილოცაა, როდესაც ადამიანებს ხედავ, რომლებიც სიმღერებს შორის "ბუუ"-ს ყვირიან, სიმღერების დროს კი ისევ მაგრად ერთობიან. ამათი პოზიციები საერთოდ სად ლაგდება?

კონსპირაციული თეორიები არ მიყვარს, ცოტა უცნაურიცაა ვთქვათ, რომ რაღაც "შეთქმულების" ვარიანტი იყო მაინცდამაინც რუსი დრამერის აყვანა სცენაზე. ზღვისპირეთში იმდენი რუსია (რატომ და რამდენად მწვანე აქვთ ამათ ანთებული საერთოდ ყველაფერში, ეგ ცალკე საკითხია), შეიძლება შემთხვევითაც დაედო ვინმესთვის ხელი, მაგრამ ამის აღკვეთა რომ არ მოხდა, ესაა ამბავი. და კიდევ, მთავარი ამბავი ისაა, რომ ყველგან და ყველანაირად, ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ კი ნაკლებად - იტესტება, რამდენად დიდი დოზით შეგვიძლია რუსების ატანა. სამწუხაროა, რომ ჩემი აზრით - დღევანდელი ტესტი მათ სასარგებლოდ ჩაბარდა. რატომ? იხ. N. 4-ის დასასრული.

P.S. მადლობა LOUDSPEAKERS-ს გამოხატული პოზიციებისთვის ერთი მხრივ, საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ევროპული ორიენტაციის, მეორე მხრივ კი უკრაინის მხარდაჭერის კუთხით!!!"

დავით ზურაბიშვილი, ყოფილი პარლამენტარი:

"რა ბედი აქვს ისე ამ ხელისუფლებას? იფიქრეს, ქილერებს ჩამივიყვანთ, ჯენზი თაობის მომხრობის ამბავში გამოგვადგებაო და მორიგი ანტირუსული აქცია შერჩათ ბოლოს ხელში. #FuckRussia"

მერაბ მეტრეველი, ტელეწამყავნი:

"რა სწორი ყოფილა, ეგეთ სირ მომღერლებს და ჯგუფებს ისედაც რომ არ ვუსმენ..."

გვანცა ჯობავა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:

"ბიძინა ივანიშვილის ბლექ სი არენაზე, ბიუჯეტის ფულით, ანუ ჩვენი გადასახადებით ჩამოყვანილმა თქვენმა საყვარელმა ვარსკვლავმა რომ გაწყენინათ, რომელთან შესახვედრადაც პლუს რამდენიმე ასეული გადაიხდეთ, მგონი არ უნდა გიკვირდეთ. იქნებ ასეთი ინციდენტების შემდეგ მაინც მივხვდეთ, რატომ არის საჭირო პრინციპულობა".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"ძმები ხართ…

უბრალოდ, სახლში გივარდება, ოჯახს გიწიოკებს, თავში გირტყამს, ყველაფერი შენი თავისი გონია და რაც მოეწონება, გართმევს, მეგობრებს გიჩაგრავს…რას იზამ, უფროსი ძმაა და შენ მაინც ძმური სიყვარულით უნდა მიიღო ეს ყველაფერი და აიტანო, ასეა წესიო…"

იხილეთ ასევე: