უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას რუსეთთან "სამშვიდობო მოლაპარაკებას“ არ აიძულებენ.
იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს და რა სცენარს სთავაზობენ მათ, ოლექსი დანილოვმა უპასუხა, რომ ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ დაუდასტურებელია.
"ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“, - აღნიშნა დანილოვმა.
ძალიან გული მტკივა მაგრამ ასეა, ,,კართაგენივით" თუ ვინაა დაშლილი, გაპარტახებული და განადგურებული კარგად ვხედავთ შინ და გარეთ. ასე იცის Студия ,,Квартал-95"-ის კომიკების ხელში ქვეყნის მართვის საჭის გადაცემამ.
არ დაჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან კი არა პირველი თქვენ დასკუპტებით და საწერკალამს ვერ გაგაგდებინებენ ხელიდან ოღონდ გონზე მოსული ხალხის რისხვას გადაურჩეთ.
კარგად გაითვალისწინეთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და მშვიდობა ყოველთვის ჯობია უაზრო სისხლისღვრას და ქვეყნის და ხალხის განადგურებას.
რუსეთი ისეთი მხეცია,უკრაინისგან ჭიტლაყს არაფრით არ ამოირტყამს და თუკი მაინც ნგრევის საშიშროება დაემუქრება,დანარჩენ მსოფლიოსაც არ დაინდობს,იმდენი ატომი და წყალბადი აქვს.ამიტომაც,ამათ ადგილას ასე ძანაც არ გავთამამდებოდი...სამწუხაროდ,ეფემერულია კონტრშრტევის შედეგები,დანაკარგები გაცილებით მეტია.რეალობაა ეს.