საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ
გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ

პო­ლი­ტი­კურ ფარსში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის - სწო­რედ ამი­ტომ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას მხარს არ ვუ­ჭერთ, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" დე­პუ­ტატ­მა მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა შო­ვის სტი­ქი­ის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

რო­გორც და­უშ­ვილ­მა ამ კონ­ტექ­სტში აღ­ნიშ­ნა, ერ­თის მხრივ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის სა­კუ­თა­რი ვიწ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობს, მე­ო­რეს მხრივ კი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მავ­ნებ­ლურ ქმე­დე­ბებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად იყე­ნებს.

და­უშ­ვი­ლის თქმით, "ამ ეტაპ­ზე ამ პრო­ცეს­ში შეს­ვლას არ აპი­რე­ბენ".

დე­პუ­ტა­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მი­მარ­თავს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­თეთ­რე­ბას, გა­მოძ­ვრე­ნას და მის მაშ­ველ რგო­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბოს".

"პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სი­მარ­თლის დად­გე­ნა უნდა იყოს - თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, სად იყო დის­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, გა­მოვ­ლინ­დნენ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი და მოხ­დეს მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია ფუნ­ქცი­უ­რი იყოს, სი­მარ­თლის დად­გე­ნა ყვე­ლას ინ­ტე­რეს­ში უნდა შე­დი­ო­დეს.

ჩვენ დღეს რე­ა­ლუ­რად ვხე­დავთ იმას, რომ ერ­თის მხრივ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ცდი­ლობს, რომ მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს, პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბი­სა და სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად. მე­ო­რეს მხრივ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამ მავ­ნებ­ლურ საქ­ცი­ელს იყე­ნებს იმის­თვის, რომ ამ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ა­ზე არა­სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვი­დან აი­რი­დოს. ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის ამ პო­ლი­ტი­კურ ფარსში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

ვიდ­რე ეს პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბო­და, ჩვენ კი­თხვე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, შს მი­ნისტრს მივ­მარ­თეთ და ფაქ­ტობ­რი­ვად, წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ვი­წყეთ, რათა მომ­ხდარ­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დეს, გა­მოვ­ლინ­დეს, სად არ მოქ­მე­დებ­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, სად არის მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თუ ჩვენ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს ვერ მი­ვი­ღებთ, რა თქმა უნდა, ეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
7

თვალთხარია გახარია.

ფეიდონი
7

და რატომ გგონიათ რომ პასუხებს მიიღებთ? თქვენი შეეშინდებათ? არ მიიღებთ და მერე მოითხოვთ კომისიას! ერთ ადგილს რომ აქიცინებთ გგონიათ სხვა ვერ ხედავს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ

გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ

პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება ჩვენი მიზანი არ არის - სწორედ ამიტომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ, - აღნიშნული განცხადება პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც დაუშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ერთის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" მომხდარი ტრაგედიის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი, "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" მავნებლურ ქმედებებს პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად იყენებს.

დაუშვილის თქმით, "ამ ეტაპზე ამ პროცესში შესვლას არ აპირებენ".

დეპუტატი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს, "ქართული ოცნების" გათეთრებას, გამოძვრენას და მის მაშველ რგოლობას თავი დაანებოს".

"პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს - თუ რა მოხდა რეალურად, სად იყო დისფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მოხდეს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისია ფუნქციური იყოს, სიმართლის დადგენა ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს.

ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ იმას, რომ ერთის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ მომხდარი უმძიმესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, პოლიტიკური დივიდენდებისა და სარგებლის მისაღებად. მეორეს მხრივ, "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ამ მავნებლურ საქციელს იყენებს იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირებაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება.

ვიდრე ეს პროცესი დაიწყებოდა, ჩვენ კითხვებით პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს მივმართეთ და ფაქტობრივად, წინასაგამოძიებო მოქმედებები დავიწყეთ, რათა მომხდარზე ჭეშმარიტება დადგინდეს, გამოვლინდეს, სად არ მოქმედებდა სახელმწიფო ინსტიტუტები და თანამდებობის პირები, სად არის მათი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ, რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო კომისიის შექმნის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ დაუშვილმა.