კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუვალკის დერეფანზე რაიმე ტიპის შეტევა იქნება ნატოზე თავდასხმა" - რამდენად გაიზარდა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე ბელარუსიდან რუსეთის თავდასხმის საფრთხე?
"სუვალკის დერეფანზე რაიმე ტიპის შეტევა იქნება ნატოზე თავდასხმა" - რამდენად გაიზარდა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე ბელარუსიდან რუსეთის თავდასხმის საფრთხე?

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის - პო­ლო­ნე­თი­სა და ლი­ე­ტუ­ვის სა­ზღვარ­ზე, ე.წ. სუ­ვალ­კის დე­რე­ფან­თან, ბე­ლა­რუს­მა სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი წა­მო­ი­წყო. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას­ში "ვაგ­ნე­რე­ლე­ბიც“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმი­სას რუ­სეთ­მა ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რია არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა და ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ იგი­ვე მოხ­დეს ბალ­ტი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, სერ­გეი შო­ი­გუმ გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თის­თვის საფრ­თხე­ე­ბი პო­ლო­ნე­თის, შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის მხრი­დან გა­ი­ზარ­და. მისი სი­ტყვე­ბით, "რუ­სე­თის­თვის რისკს“ შე­ი­ცავს პო­ლო­ნე­თის მიერ აქ­ტი­უ­რი მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია, ია­რა­ღის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეს­ყიდ­ვე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან და სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან. შო­ი­გუმ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის სე­რი­ო­ზულ ფაქ­ტო­რად მო­იხ­სე­ნია ნატო-ში ფი­ნე­თის და შვე­დე­თის გა­წევ­რე­ბაც.

გუ­შინ პო­ლო­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, მა­რი­უშ ბლა­შაკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლო­ნე­თი ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­თან, მე­სა­ზღვრე­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, და­მა­ტე­ბით 10 000-მდე ჯა­რის­კა­ცის გა­დაყ­ვა­ნას გეგ­მავს.

"სა­ზღვარ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ჯა­რის­კა­ცი გან­თავ­სდე­ბა, სა­ი­და­ნაც 4 000 პირ­და­პირ ჩა­ერ­თვე­ბა მე­სა­ზღვრე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში, ხოლო 6 000 რე­ზერვში იქ­ნე­ბა. ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­თან ჯარს მი­ვა­ახ­ლო­ებთ, რათა აგ­რე­სო­რი შე­შინ­დეს და ჩვენ­ზე თავ­დას­ხმა ვერ გა­ბე­დოს”, - აღ­ნიშ­ნა ბლა­შაკ­მა.

რას მო­ას­წა­ვებს ბე­ლა­რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბის წვრთნე­ბი, რის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან პო­ლო­ნე­ლე­ბი და არ­სე­ბობს თუ არა შან­სი იმი­სა, რომ რუ­სეთ­მა პო­ლო­ნეთ­სა და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ფრონ­ტი ბე­ლა­რუ­სი­დან გახ­სნას, ამ კი­თხვებ­ზე ambebi.ge-ს სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"რუ­სეთ- უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე, კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ბე­ლა­რუ­სის ის­ტო­რი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლო­ნეთ­თან. ბე­ლა­რუსს უშუ­ა­ლო სა­ზღვა­რი აქვს ნა­ტოს წევრ სამ ქვე­ყა­ნას­თან - პო­ლო­ნეთ­თან, ლი­ე­ტუ­ვა­სა და ლატ­ვი­ას­თან. ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტ ლუ­კა­შენ­კოს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა დიდი ხა­ნია, ცნო­ბი­ლია. სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა ბე­ლა­რუ­სის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ პო­ლი­გონ­ზე იმარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლოს არის სუ­ვალ­კის დე­რე­ფან­თან ( ეს არის პა­ტა­რა შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ხაზი სა­ზღვარ­ზე ნა­ტოს წევრ პო­ლო­ნეთ­სა და ლი­ე­ტუ­ვას შო­რის). ამ დე­რეფ­ნის მარ­ცხე­ნა ბოლო უშუ­ა­ლოდ მი­დის რუ­სე­თის კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქთან, ხოლო მარ­ჯვე­ნა მთავ­რდე­ბა ბე­ლა­რუ­სის და­სავ­ლეთ სა­ზღვარ­თან. კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლქს სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რი არ აქვს არც რუსთთან, არც მის მო­კავ­ში­რე ბე­ლა­რუს­თან, ერ­თა­დერ­თი, რუ­სეთ­თან კავ­ში­რი სა­ზღვაო ან სა­ჰა­ე­რო გზით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რუ­სე­თი მუდ­მი­ვად აცხა­დებს, რომ სურს კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქის ბლო­კი­რე­ბა, ამი­ტო­მაც ხში­რად წა­მო­იჭ­რე­ბა ხოლ­მე ამ სუ­ვალ­კის დე­რეფ­ნის ძა­ლით გაჭ­რის საფრ­თხე, რუ­სეთს სახ­მე­ლე­თო კავ­ში­რი რომ ჰქო­ნო­და კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქთან, მაგ­რამ ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ტოს წევ­რი პო­ლო­ნე­თის და ლი­ე­ტუ­ვას სა­ზღვარ­ზე გას­ვლას ნიშ­ნავს. ამ საფრ­თხეს ნა­ტო­შიც გრძნო­ბენ და ბოლო წლე­ბია, სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­წყეს ამ სუ­ვალ­კის დე­რეფ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა რო­გორც პო­ლო­ნეთ­მა, ისე ლი­ე­ტუ­ვამ.

მე­ო­რე პრობ­ლე­მა უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმამ­დეც ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ლუ­კა­შენ­კომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, პუ­ტი­ნის ფა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რით და­ი­წყო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ერა­ყე­ლი, ავ­ღა­ნე­ლი მიგ­რან­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სპე­ცი­ა­ლუ­რი პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბიც კი და­ი­ნიშ­ნა მინ­სკში ერა­ყი­დან, ავ­ღა­ნე­თი­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. გად­მოყ­ვა­ნი­ლი მიგ­რან­ტე­ბი ბე­ლა­რუ­სის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, პო­ლო­ნე­თის და ლი­ე­ტუ­ვას სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრებ­თან მი­იყ­ვა­ნეს, რათა გა­და­ე­ლა­ხათ და გა­და­სუ­ლიყ­ვნენ ნა­ტოს წევრ ქვეყ­ნებ­ში (რო­გორც მიგ­რან­ტე­ბის დიდი ნა­კა­დი შე­სუ­ლი­ყო) და პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ ამ ქვეყ­ნე­ბის­თვის. პო­ლო­ნეთ­მა ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვარ­თან რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რკი­ნის ღობე გა­ა­კე­თა, დიდი და­ნა­ხარ­ჯი გას­წია, რათა მიგ­რან­ტე­ბი არ გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა ახ­ლაც, ღა­მით არის მცდე­ლო­ბა, მიგ­რან­ტებ­მა ღობე გა­და­ხერ­ხონ და გა­და­ი­პა­რონ. ამი­ტომ პო­ლო­ნეთს ეში­ნია და ცდი­ლობს იგი­ვე პრო­ცე­სი არ და­ი­წყოს, როცა წლე­ბის წინ, ბე­ლა­რუ­სის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში მიგ­რან­ტე­ბის ნა­კა­დი გა­და­დი­ო­და. არის სა­შიშ­რო­ე­ბაც იმა­ვე "ვაგ­ნე­რის­გა­ნაც“, რო­მე­ლიც ბე­ლა­რუს­ში ჩა­ვი­და. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ისი­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მებ­ში მო­ევ­ლი­ნონ და მათი დახ­მა­რე­ბით სცა­დონ რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბის გარ­ღვე­ვა და პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლით შეჭ­რა. პო­ლო­ნე­თის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­მა ამი­ტო­მაც სთხო­ვა თა­ვი­სი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რათა მე­სა­ზღვრე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ეგ­ზავ­ნათ 10 ათა­სამ­დე სამ­ხედ­რო, სა­ი­და­ნაც 4 ათა­სი უშუ­ა­ლოდ ჩა­ერ­თვე­ბა მე­სა­ზღვრე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში, 6 ათა­სი კი რე­ზერ­ვის­ტი იქ­ნე­ბა. პო­ლო­ნე­თი ამით სა­ზღვარს აძ­ლი­ე­რებს.

- სუ­ვალ­კის დე­რე­ფან­ზე სამ­ხედ­რო შე­ტე­ვა თუა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ბე­ლო­რუ­სის მხრი­დან?

- სუ­ვალ­კის დე­რე­ფან­ზე რა­ი­მე ტი­პის სამ­ხედ­რო შე­ტე­ვა იქ­ნე­ბა ნა­ტო­ზე თავ­დას­ხმა და, ვფიქ­რობ, ეს ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, თუმ­ცა ვხე­დავთ, დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ბევ­რად უფრო მო­სა­ლოდ­ნე­ლია იმ მიგ­რან­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა დარ­ჩე­ნი­ლი და, შე­საძ­ლოა, კი­დევ და­მა­ტე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩაყ­ვა­ნი­ლი მიგ­რან­ტე­ბის, რათა მათ ძა­ლით სცა­დონ რკი­ნის ღო­ბე­ე­ბის გარ­ღვე­ვა. პო­ლო­ნე­თი, რა თქმა უნდა, ძა­ლას იხ­მარს მათ შე­სა­ჩე­რებ­ლად, რა დრო­საც შე­საძ­ლოა, სრო­ლაც იყოს, რა­საც ბე­ლა­რუ­სის და რუ­სე­თის პრო­პა­გან­და სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებს - აი, უია­რა­ღო ხალ­ხს ხო­ცა­ვენ და ა.შ. მათ შო­რის თუ სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მი­ა­ნი და ია­რა­ღი­ა­ნი "ვაგ­ნე­რის“ მებ­რძო­ლე­ბიც იქ­ნე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლაც გა­ი­მარ­თოს და არე­უ­ლო­ბა და­ი­წყოს. ეს ხი­ფა­თი, არ­სე­ბობს და რჩე­ბა, რა თქმა უნდა. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ე­ტუ­ვას და ლატ­ვი­ას, მათი სა­ზღვრე­ბი ბე­ლა­რუს­თან და რუ­სეთ­თან ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბა­დაა გა­მაგ­რე­ბუ­ლი და იქ ბევ­რად უა­რე­სი რა­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი (იმა­ვე მიგ­რან­ტე­ბის ნა­კა­დის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­სე­ვა). ანუ არა­პირ­და­პი­რი, სამ­ხედ­რო გზით, მერე რომ თქვან, ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ, მიგ­რან­ტე­ბი შე­დი­ა­ნო.

- რო­გორც მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ცხად­ყოფს, შო­ი­გუს და კრემლსაც პო­ლო­ნე­თის აქ­ტი­უ­რი მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია აში­ნებთ, ამას რუ­სე­თის­თვის დიდ საფრ­თხედ აღიქ­ვა­მენ...

- პო­ლო­ნეთ­ში ისე­დაც იმ­ყო­ფე­ბა ამე­რი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ბაზა, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი სხვაა - პო­ლო­ნეთ­მა და­ი­წყო უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის შეს­ყიდ­ვა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან - აშშ-დან, ევ­რო­პი­დან და, რაც მთა­ვა­რია, სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან. თან შე­ი­ა­რა­ღე­ბა არის რო­გორც თავ­დაც­ვი­თი სა­ხის (სა­ჰა­ე­რო და ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი), ასე­ვე შემ­ტე­ვიც - მათ შო­რის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი, ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი, ტან­კე­ბი და თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი. ანუ პო­ლო­ნე­თი სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბა და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს ნა­ტოს წევ­რი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. მარ­თა­ლია, საფ­რან­გე­თი­სა და ბრი­ტა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას არ გა­აჩ­ნია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პო­ლო­ნე­თი გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი ხდე­ბა.

- პო­ლო­ნე­თი "სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბა“ რის­თვის - ომის­თვის? აქვს კი რუ­სეთს მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის რე­სურ­სი პო­ლო­ნეთ­ში ან ალი­ან­სის წევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში?

- პო­ლო­ნე­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ პო­ლო­ნეთ­ში უკ­რა­ი­ნა გა­მე­ორ­დეს, ამა­ზეა ლა­პა­რა­კი... რუ­სე­თი კი ჩა­ეფ­ლო უკ­რა­ი­ნას­თან ომის ჭა­ობ­ში, მაგ­რამ კაც­მა არ იცის, ომი სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ პუ­ტინს აქვს დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი და­სავ­ლე­თის­კენ სწრაფ­ვის და მიზ­ნად აქვს ჯერ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და მერე მე­ფის რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბის აღ­დგე­ნა. მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლი ერ­თია, რე­სურ­სი კი სხვა - რა­საც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ვხე­დავთ, რუ­სეთს შე­საძ­ლოა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რე­სურ­სი აქვს, მაგ­რამ ის, რომ მან პა­რა­ლე­ლუ­რად მე­ო­რე ფრონ­ტი აწარ­მო­ოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბით (არა­ბირ­თვუ­ლი) ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის - პო­ლო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვა-ლატ­ვია-ეს­ტო­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ამის რე­სურ­სი ნამ­დვი­ლად არ აქვს. ჩემი აზ­რით, რუ­სე­თი ვერ გა­ბე­დავს, რომ უკ­რა­ი­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­დღაც ფრონ­ტი გახ­სნას.

ავტორი:

"სუვალკის დერეფანზე რაიმე ტიპის შეტევა იქნება ნატოზე თავდასხმა" - რამდენად გაიზარდა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე ბელარუსიდან რუსეთის თავდასხმის საფრთხე?

"სუვალკის დერეფანზე რაიმე ტიპის შეტევა იქნება ნატოზე თავდასხმა" - რამდენად გაიზარდა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე ბელარუსიდან რუსეთის თავდასხმის საფრთხე?

რამდენიმე დღეა, რაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების - პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვარზე, ე.წ. სუვალკის დერეფანთან, ბელარუსმა სამხედრო წვრთნები წამოიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასში "ვაგნერელებიც“ მონაწილეობენ.

უკრაინაზე თავდასხმისას რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია არაერთხელ გამოიყენა და ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ იგივე მოხდეს ბალტიის სახელმწიფოებთან დაკავშირებით.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რუსეთისთვის საფრთხეები პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის მხრიდან გაიზარდა. მისი სიტყვებით, "რუსეთისთვის რისკს“ შეიცავს პოლონეთის მიერ აქტიური მილიტარიზაცია, იარაღის ფართომასშტაბიანი შესყიდვები შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ კორეიდან. შოიგუმ დესტაბილიზაციის სერიოზულ ფაქტორად მოიხსენია ნატო-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრებაც.

გუშინ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვართან, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით 10 000-მდე ჯარისკაცის გადაყვანას გეგმავს.

"საზღვარზე, დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი განთავსდება, საიდანაც 4 000 პირდაპირ ჩაერთვება მესაზღვრეების მხარდაჭერაში, ხოლო 6 000 რეზერვში იქნება. ბელარუსის საზღვართან ჯარს მივაახლოებთ, რათა აგრესორი შეშინდეს და ჩვენზე თავდასხმა ვერ გაბედოს”, - აღნიშნა ბლაშაკმა.

რას მოასწავებს ბელარუსი სამხედროების წვრთნები, რისთვის ემზადებიან პოლონელები და არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ რუსეთმა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი ბელარუსიდან გახსნას, ამ კითხვებზე ambebi.ge-ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი პასუხობს:

"რუსეთ- უკრაინის ომის ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბელარუსის ისტორიული დაპირისპირება პოლონეთთან. ბელარუსს უშუალო საზღვარი აქვს ნატოს წევრ სამ ქვეყანასთან - პოლონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან. ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ევროპული ქვეყნების მიმართ უარყოფითი განწყობა დიდი ხანია, ცნობილია. სამხედრო სწავლება ბელარუსის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ პოლიგონზე იმართება, რომელიც ახლოს არის სუვალკის დერეფანთან ( ეს არის პატარა შემაერთებელი ხაზი საზღვარზე ნატოს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას შორის). ამ დერეფნის მარცხენა ბოლო უშუალოდ მიდის რუსეთის კალინინგრადის ოლქთან, ხოლო მარჯვენა მთავრდება ბელარუსის დასავლეთ საზღვართან. კალინინგრადის ოლქს სახმელეთო საზღვარი არ აქვს არც რუსთთან, არც მის მოკავშირე ბელარუსთან, ერთადერთი, რუსეთთან კავშირი საზღვაო ან საჰაერო გზით ხორციელდება.

რუსეთი მუდმივად აცხადებს, რომ სურს კალინინგრადის ოლქის ბლოკირება, ამიტომაც ხშირად წამოიჭრება ხოლმე ამ სუვალკის დერეფნის ძალით გაჭრის საფრთხე, რუსეთს სახმელეთო კავშირი რომ ჰქონოდა კალინინგრადის ოლქთან, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, ნატოს წევრი პოლონეთის და ლიეტუვას საზღვარზე გასვლას ნიშნავს. ამ საფრთხეს ნატოშიც გრძნობენ და ბოლო წლებია, სერიოზულად დაიწყეს ამ სუვალკის დერეფნის გაძლიერება როგორც პოლონეთმა, ისე ლიეტუვამ.

მეორე პრობლემა უკავშირდება იმას, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდეც ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, სავარაუდოდ, პუტინის ფარული მხარდაჭერით დაიწყო სპეცოპერაციის განხორციელება ერაყელი, ავღანელი მიგრანტების საშუალებით. სპეციალური პირდაპირი რეისებიც კი დაინიშნა მინსკში ერაყიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. გადმოყვანილი მიგრანტები ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით, პოლონეთის და ლიეტუვას სახმელეთო საზღვრებთან მიიყვანეს, რათა გადაელახათ და გადასულიყვნენ ნატოს წევრ ქვეყნებში (როგორც მიგრანტების დიდი ნაკადი შესულიყო) და პრობლემები შეექმნათ ამ ქვეყნებისთვის. პოლონეთმა ბოლო 2 წლის განმავლობაში საზღვართან რამდენიმე ასეულკილომეტრიანი რკინის ღობე გააკეთა, დიდი დანახარჯი გასწია, რათა მიგრანტები არ გადასულიყვნენ. თუმცა ახლაც, ღამით არის მცდელობა, მიგრანტებმა ღობე გადახერხონ და გადაიპარონ. ამიტომ პოლონეთს ეშინია და ცდილობს იგივე პროცესი არ დაიწყოს, როცა წლების წინ, ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით ქვეყანაში მიგრანტების ნაკადი გადადიოდა. არის საშიშროებაც იმავე "ვაგნერისგანაც“, რომელიც ბელარუსში ჩავიდა. არაა გამორიცხული, რომ ისინი სამოქალაქო ფორმებში მოევლინონ და მათი დახმარებით სცადონ რკინის ჯებირების გარღვევა და პოლონეთის ტერიტორიაზე ძალით შეჭრა. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა ამიტომაც სთხოვა თავისი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, რათა მესაზღვრეების დასახმარებლად გაეგზავნათ 10 ათასამდე სამხედრო, საიდანაც 4 ათასი უშუალოდ ჩაერთვება მესაზღვრეების მხარდაჭერაში, 6 ათასი კი რეზერვისტი იქნება. პოლონეთი ამით საზღვარს აძლიერებს.

- სუვალკის დერეფანზე სამხედრო შეტევა თუა მოსალოდნელი ბელორუსის მხრიდან?

- სუვალკის დერეფანზე რაიმე ტიპის სამხედრო შეტევა იქნება ნატოზე თავდასხმა და, ვფიქრობ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ვხედავთ, დღევანდელ მსოფლიოში არაფერია გამორიცხული. ბევრად უფრო მოსალოდნელია იმ მიგრანტების გააქტიურება, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზეა დარჩენილი და, შესაძლოა, კიდევ დამატებით სპეციალურად ჩაყვანილი მიგრანტების, რათა მათ ძალით სცადონ რკინის ღობეების გარღვევა. პოლონეთი, რა თქმა უნდა, ძალას იხმარს მათ შესაჩერებლად, რა დროსაც შესაძლოა, სროლაც იყოს, რასაც ბელარუსის და რუსეთის პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებს - აი, უიარაღო ხალხს ხოცავენ და ა.შ. მათ შორის თუ სამოქალაქო ფორმიანი და იარაღიანი "ვაგნერის“ მებრძოლებიც იქნებიან, შეიძლება ბრძოლაც გაიმართოს და არეულობა დაიწყოს. ეს ხიფათი, არსებობს და რჩება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ლიეტუვას და ლატვიას, მათი საზღვრები ბელარუსთან და რუსეთთან ბევრად უფრო ნაკლებადაა გამაგრებული და იქ ბევრად უარესი რამაა მოსალოდნელი (იმავე მიგრანტების ნაკადის სპეციალურად შესევა). ანუ არაპირდაპირი, სამხედრო გზით, მერე რომ თქვან, ჩვენ რა შუაში ვართ, მიგრანტები შედიანო.

- როგორც მისი განცხადებები ცხადყოფს, შოიგუს და კრემლსაც პოლონეთის აქტიური მილიტარიზაცია აშინებთ, ამას რუსეთისთვის დიდ საფრთხედ აღიქვამენ...

- პოლონეთში ისედაც იმყოფება ამერიკის გაძლიერებული ბაზა, მაგრამ აქ მთავარი სხვაა - პოლონეთმა დაიწყო უსერიოზულესი შეიარაღება, თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის შესყიდვა მსოფლიოს ყველა კუთხიდან - აშშ-დან, ევროპიდან და, რაც მთავარია, სამხრეთ კორეიდან. თან შეიარაღება არის როგორც თავდაცვითი სახის (საჰაერო და ანტისარაკეტო სისტემები), ასევე შემტევიც - მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. ანუ პოლონეთი სერიოზულად ემზადება და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომზადებული ხდება. მართალია, საფრანგეთისა და ბრიტანეთისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია ბირთვული იარაღი, მაგრამ შეიძლება ითქვას, პოლონეთი გერმანიის შეიარაღებულ ძალებზე ბევრად უფრო ძლიერი ხდება.

- პოლონეთი "სერიოზულად ემზადება“ რისთვის - ომისთვის? აქვს კი რუსეთს მეორე ფრონტის გახსნის რესურსი პოლონეთში ან ალიანსის წევრ სხვა ქვეყანაში?

- პოლონელები არ გამორიცხავენ, რომ პოლონეთში უკრაინა გამეორდეს, ამაზეა ლაპარაკი... რუსეთი კი ჩაეფლო უკრაინასთან ომის ჭაობში, მაგრამ კაცმა არ იცის, ომი საბოლოოდ როგორ დამთავრდება. ცნობილია, რომ პუტინს აქვს დიდი ამბიციები დასავლეთისკენ სწრაფვის და მიზნად აქვს ჯერ საბჭოთა კავშირის და მერე მეფის რუსეთის საზღვრების აღდგენა. მიზანი და სურვილი ერთია, რესურსი კი სხვა - რასაც რუსეთ-უკრაინის ომში ვხედავთ, რუსეთს შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ რესურსი აქვს, მაგრამ ის, რომ მან პარალელურად მეორე ფრონტი აწარმოოს ჩვეულებრივი შეიარაღებით (არაბირთვული) ნატოს წევრი ქვეყნების - პოლონეთის, ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთის წინააღმდეგ, ამის რესურსი ნამდვილად არ აქვს. ჩემი აზრით, რუსეთი ვერ გაბედავს, რომ უკრაინის პარალელურად სადღაც ფრონტი გახსნას.