კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერკელის სტილისტების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 55 000 ევრომდე დაიხარჯა როცა მას პოსტი უკვე დატოვებული ჰქონდა - სკანდალი გერმანიის ყოფილი კანცლერის გარშემო
მერკელის სტილისტების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 55 000 ევრომდე დაიხარჯა როცა მას პოსტი უკვე დატოვებული ჰქონდა - სკანდალი გერმანიის ყოფილი კანცლერის გარშემო

გერ­მა­ნი­ის ყო­ფილ კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კე­ლის­თვის სტი­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან 55 000 ევ­რომ­დე და­ი­ხარ­ჯა მას შემ­დეგ, რაც მას კან­ცლე­რის პოს­ტი უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Tagesspiegel, სა­ა­გენ­ტოს ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გა­მო­თხო­ვილ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა 2021 წლის შემ­დეგ კოს­მე­ტი­კა­ზე, სტი­ლის­ტე­ბი­სა და მა­კი­ა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მა­შინ და­ი­ხარ­ჯა, რო­დე­საც მერ­კე­ლი ქვეყ­ნის კან­ცლე­რის მო­ვა­ლე­ო­ბას აღარ ას­რუ­ლებ­და.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს ყო­ველ­თვი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 3 000 ევრო უჯ­დე­ბა, რა­საც ისი­ნი არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯებს უწო­დე­ბენ.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2022 წელს გერ­მა­ნი­ის ახა­ლი კან­ცლე­რის ოლაფ შოლ­ცის­თვის ფო­ტოგ­რა­ფე­ბის და მა­კი­ა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ქვეყ­ნის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან 1.5 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

ეს ქალბატონი არის საქართველოს მტერი.

ანა
1

ჩემი პარიკმახერი ასეთ "პრიჩოსკას" 10 ლარად უკეთესად გამიკეთებდა.

ავტორი:

მერკელის სტილისტების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 55 000 ევრომდე დაიხარჯა როცა მას პოსტი უკვე დატოვებული ჰქონდა - სკანდალი გერმანიის ყოფილი კანცლერის გარშემო

მერკელის სტილისტების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 55 000 ევრომდე დაიხარჯა როცა მას პოსტი უკვე დატოვებული ჰქონდა - სკანდალი გერმანიის ყოფილი კანცლერის გარშემო

გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელისთვის სტილისტების მომსახურებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 55 000 ევრომდე დაიხარჯა მას შემდეგ, რაც მას კანცლერის პოსტი უკვე დატოვებული ჰქონდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Tagesspiegel, სააგენტოს ჟურნალისტის მიერ გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა 2021 წლის შემდეგ კოსმეტიკაზე, სტილისტებისა და მაკიაჟის სპეციალისტების მომსახურებაზე მაშინ დაიხარჯა, როდესაც მერკელი ქვეყნის კანცლერის მოვალეობას აღარ ასრულებდა.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნის გარეგნობაზე ზრუნვა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველთვიურად საშუალოდ 3 000 ევრო უჯდება, რასაც ისინი არამიზნობრივ ხარჯებს უწოდებენ.

გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს გერმანიის ახალი კანცლერის ოლაფ შოლცისთვის ფოტოგრაფების და მაკიაჟის სპეციალისტების მომსახურებაზე ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტიდან 1.5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.