საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 დღე წინ რომ მიდიხარ და მესამე ღამეს იძულებული ხდები, უკან დაიხიო, ეს უმძიმესია..." - გენერალი ზაზა გოგავა აგვისტოს ომის ურთულეს დღეებს იხსენებს
"3 დღე წინ რომ მიდიხარ და მესამე ღამეს იძულებული ხდები, უკან დაიხიო, ეს უმძიმესია..." -  გენერალი ზაზა გოგავა აგვისტოს ომის ურთულეს დღეებს იხსენებს

დღეს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე იყო, რო­გორც მე­თა­უ­რი. 2006-2008 წლებ­ში, ის ჯერ გენშტა­ბის და შემ­დეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სი იყო. გე­ნე­რალ ზაზა გო­გა­ვას­თვის ამ ომში ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი მო­მენ­ტი სა­კუ­თა­რი მა­მი­დაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის ამოც­ნო­ბა იყო... მის­თვის ასე­ვე უმ­ძი­მე­სი იყო შინ­დი­სის გმი­რე­ბის და 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ბი­ჭე­ბის გმი­რუ­ლად და­ღუპ­ვა. ამ და სხვა ამ­ბებ­ზე, თა­ვად გე­ნე­რალს მო­ვუს­მი­ნოთ:

- ფაქ­ტია, რომ ვი­თა­რე­ბა თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. 2006-2008 წლებ­ში არა­ერ­თხელ შექ­მნი­ლა და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. ხდე­ბო­და ქარ­თულ სა­გუ­შა­გო­ებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი და ა.შ. 2008 წლის 1-ლ აგ­ვის­ტოს ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით და­ი­წყო შე­ტე­ვე­ბი, რომ შე­ჩე­რე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეს შემ­დეგ­ში გა­და­ი­ზარ­და იმა­ში, რომ შე­იქ­მნა გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია. ამ დროს მე­ო­რე მხრი­დან კავ­შირ­ზე გა­მო­დი­ო­და მთლი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტის სარ­და­ლი, რუსი გე­ნე­რა­ლი კუ­ლახ­მე­ტო­ვი. ჩვენ ჩვე­ნი მხრი­დან, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით იმი­სათ­ვის, რომ რო­გორ­მე და­ძა­ბუ­ლო­ბა მოგ­ვეხ­სნა, მა­გა­ლი­თად, როცა ნი­ქო­ზის სა­გუ­შა­გო­ზე მოხ­დე­ბო­და თავ­დას­ხმა, რა­ღაც­ნა­ი­რად მა­შინ­ვე ვა­ნე­იტ­რა­ლებ­დით. მაგ­რამ უკვე 5 აგ­ვის­ტოს, რო­დე­საც ორი კაპ­რა­ლი ტრა­პა­ი­ძე და თა­ყა­ი­ძე დაგ­ვე­ღუ­პა, კუ­ლახ­მე­ტოვ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. საქ­მე იმა­შია, რომ როცა ასე­თი ვი­თა­რე­ბა იქ­მნე­ბო­და, კუ­ლახ­მე­ტო­ვი გა­მო­დი­ო­და კავ­შირ­ზე, კო­რი­დორს გვიქ­მნი­და, რომ დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნი გაგ­ვე­ყა­ნა. მო­დი­ო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტრა­პა­ი­ძე ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, მაგ­რამ მძი­მედ დაჭ­რი­ლი. და სწო­რედ იმ დღეს, როცა ჩვე­ნი ბი­ჭის გამო ვცდი­ლობ­დით რუ­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მათ გა­წყვი­ტეს ჩვენ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი და ეს მე­ო­რე ბი­ჭიც დაგ­ვე­ღუ­პა. 6 აგ­ვის­ტოს, კუ­ლახ­მე­ტო­ვი ისევ გა­მო­ვი­და კონ­ტაქ­ტზე და 7 რი­ცხვშიც, როცა ჩვენ უკვე მე­ო­რე დონე გვქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. იმა­ვე 7 აგ­ვის­ტოს, არ შე­უშ­ვეს დი­პ­კორ­პუ­სის წევ­რე­ბი, ამა­სო­ბა­ში გახ­შირ­და ინ­ტენ­სი­უ­რი თავ­დას­ხმე­ბი. სამ­შვი­დო­ბო სა­გუ­შა­გო მთლი­ა­ნად მი­წას­თან გა­ას­წო­რეს... 7 რი­ცხის სა­ღა­მომ­დე, ჩვენ ჯერ კი­დევ გვქონ­და სა­გუ­შა­გო­ე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­დი­ო­და და ამოწ­მებ­და კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ას.

7 აგ­ვის­ტოს ღა­მეა, და­ახ­ლო­ე­ბით 23:45 წუ­თია, რო­დე­საც ჩემ­თან პი­რად კავ­შირ­ზე გა­მო­დის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­უბ­ნე­ბა, - შე­ვე­ცა­დოთ, ჩა­ვახ­შოთ ის სა­ცე­ცხლე პო­ზი­ცი­ე­ბი, სა­ი­და­ნაც თავს ეს­ხმი­ან, რო­გორც სამ­შვი­დო­ბო­ებს, ისე მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სო, ზუს­ტად იმ 15 წუთ­მა გა­და­წყვი­ტა ყვე­ლა­ფე­რი. შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ფორ­სმა­ჟო­რულ რე­ჟიმ­ში გან­ვი­თარ­და. ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია ამა­ნაც, მაგ­რამ მე ფაქ­ტე­ბით გე­სუბ­რე­ბით - ჩვენ ომის­თვის არ ვემ­ზა­დე­ბო­დით... ომი­სათ­ვის როცა ემ­ზა­დე­ბი, სულ ცოტა, ბრი­გა­დის მე­თა­უ­რე­ბი შვე­ბუ­ლე­ბა­ში მა­ინც არ უნდა გა­უშ­ვა... აუ­ცი­ლებ­ლად ხაზი უნდა გა­უს­ვა იმას, რომ სწო­რედ 7 რი­ცხვის სა­ღა­მოს, უკვე სრუ­ლი­ად გა­წყდა კავ­ში­რი კუ­ლახ­მე­ტოვ­სა და ჩვენს სამ­შვი­დო­ბო­ებს შო­რის. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­დი­ო­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რუ­სუ­ლი ჯარი შე­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ ამის და­ზუს­ტე­ბა იყო სა­ჭი­რო, ამი­ტომ ჩვენ გა­და­ვე­დით მა­ნევ­რულ თავ­დაც­ვა­ზე. ერთი რამ მინ­და გა­ი­გოს ყვე­ლამ, ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იქ არ იბ­რძოდ­ნენ კლა­სი­კუ­რი მე­თო­დით, ჩვენ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვიბ­რძო­დით მძევ­ლის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩვენ­სა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. იმ წუ­თას ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის რა­მე­ნა­ი­რად გაგ­ვეხ­სნა გზა და მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა. რომ არა ეს ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი, მერ­წმუ­ნეთ, დღეს რა­საც ვხე­დავთ წე­რო­ვან­სა და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში ჩა­სახ­ლე­ბულ დევ­ნი­ლებს, მათ­გან არ­ცერ­თი ცო­ცხა­ლი არ იქ­ნე­ბო­და.

- შემ­დეგ რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი?

- 7 აგ­ვის­ტოს ღა­მი­დან 8 რი­ცხვის დი­ლამ­დე ვგეგ­მავ­დით, რო­გორ მოგ­ვეს­წრო ეს ყვე­ლა­ფე­რი. თით­ქმის 18 სა­ათ­ში, ყვე­ლა ბრი­გა­და, გარ­და სე­ნა­კის მე-2 და 1-ლი ბრი­გა­დის, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში ერაყ­ში მი­სი­ით იმ­ყო­ფე­ბო­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა გა­დას­რო­ლი­ლი იყო კონ­ფლიქ­ტის ზო­ნას­თან. ამას მოყ­ვა 8 რი­ცხვში ომის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც გა­მო­ცხად­და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა მა­ნევ­რუ­ლი თავ­დაც­ვით.

- ამ­ბო­ბენ, იმ დროს დიდი ქა­ო­სი იყოო...

- იცით, ეს იმ­ხე­ლა პრო­ცე­სი იყო, რომ ამას თან სდევს შეც­დო­მე­ბიც, ქა­ო­სიც. მთა­ვა­რი რაც უნდა აღი­ნიშ­ნოს, სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­რა­ლუ­რი გან­წყო­ბაა. მე დღემ­დე ვა­მა­ყობ იმით, რომ ასე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ მათ­განს და პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა და­ღუ­პუ­ლებს. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ აგ­რძე­ლებს სი­ცო­ცხლეს და დღეს ცო­ცხლე­ბი ვართ, ამ ბი­ჭე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რო­გორ არ უნდა ვთქვა, რომ ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღეს სა­ოც­რე­ბე­ბი აკე­თეს ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა. პირ­ვე­ლი 7-8 სა­ა­თი იყო გა­სუ­ლი და არა­ნა­ი­რი და­ნა­კარ­გი და დაჭ­რი­ლი არ გვყო­ლია. დმე­ნი­სი ისე გა­ი­ა­რეს ჩვე­ნებ­მა, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შეხ­ვედ­რი­ათ. დმე­ნი­სი არის სა­მა­ჩაბ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც 90-ია­ნე­ბის დრო­ინ­დე­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს, ქარ­თვე­ლებს ფეხი არ და­უდ­გი­ათ. ანუ ყვე­ლა­ზე გა­მაგ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი იყო მტრის მხრი­დან. ომის და­წყე­ბი­დან, პირ­ვე­ლი­ვე სა­ღა­მოს, უკვე კარ­გად გა­მო­იკ­ვე­თა სუ­რა­თი, რომ მა­სობ­რი­ვად და­ი­წყო ოკუ­პან­ტე­ბის შე­მოჭ­რა. ერთი მო­მენ­ტი მახ­სენ­დე­ბა: ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ვე­დი ერთ-ერთ ცხელ წერ­ტილ­თან - ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ბა­ტა­რე­ას­თან, რომ გა­მე­გო რა სი­ტუ­ა­ცია იყო. რა­და­რის ეკ­რანს რომ შევ­ხე­დე, ად­გი­ლი არ იყო, რო­მე­ლიც წით­ლად არ ყო­ფი­ლი­ყო ან­თე­ბუ­ლი, ანუ ბრძო­ლის არე­ა­ლის თავ­ზე ერ­თდრო­უ­ლად მტრის 63 ბომბდამ­შე­ნი დაფ­რი­ნავ­და. ამას რომ შევ­ხე­დე, კი­დევ უფრო მე­ტად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რის წი­ნა­შე დავ­დე­ქით. იქ იყო ღირ­სე­ბის მო­მენ­ტი. არ­ცერთ სამ­ხედ­როს არ სურს ბრძო­ლის ვე­ლი­დან მარ­ცხით წას­ვლა, რად­გან ეს ძა­ლი­ან დიდი ტვირ­თია მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მე პი­რა­დად ვა­ტა­რებ ამ დიდ ტვირთს... მაგ­რამ იმ დროს, რო­დე­საც ამ ბი­ჭებს ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში, ში­შის ნა­ტა­მა­ლიც კი ვერ და­ვი­ნა­ხე. და ისეთ შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, ამას ვერ აღვწერ...

- რო­გორც ვიცი, ამ დროს ინ­ფორ­მა­ცია მო­გი­ვი­დათ, რომ გო­რის ჰოს­პიტ­ლის ევა­კუ­ა­ცია ხდე­ბო­და...

- დიახ, ეს ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტად იმ დროს მო­მი­ვი­და, როცა ომში ჯერ არა­ფე­რი იყო შეც­ვლი­ლი. მი­თხრეს, რომ ად­გილ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ად­გილ­ზე დატ­ვირ­თუ­ლი რამ­დე­ნი­მე სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა დამ­ხვდა და შე­სას­ვლელ­ში ჩვე­ნი გმი­რი ექი­მი გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლი იდგა, რომ­ლის სა­ხელ­საც ატა­რებს დღეს ჰოს­პი­ტა­ლი. გი­ორ­გის ვკი­თხე, - რა ხდე­ბა-მეთ­ქი? - მი­პა­სუ­ხა, - არ ვი­ცით, მაგ­რამ ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღეთ, დაგ­ვე­ცა­ლა აქა­უ­რო­ბა, სას­წრა­ფო სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნებ­ში ჩვე­ნი ექი­მე­ბი სხე­და­ნო... (აქვე მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ცალ­კე აღ­ვნიშ­ნო ჩვე­ნი ექი­მე­ბის თავ­და­დე­ბა. პირ­და­პირ ომის წინა ხაზ­ზე მი­დი­ოდ­ნენ და ისე გა­მოჰ­ყავ­დათ დაჭ­რი­ლე­ბი.) მა­შინ გი­ორ­გის ვუ­თხა­რი, - მე ვარ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სარ­და­ლი, აქ ვარ თქვენ­თან და არა­ნა­ი­რი ბრძა­ნე­ბა არ გა­მი­ცია-მეთ­ქი... აი, ასე მო­ვაბ­რუ­ნეთ მა­შინ ექი­მე­ბი, რომ­ლებ­მაც შემ­დეგ უამ­რა­ვი მე­ო­მა­რი გა­დაგ­ვირ­ჩი­ნეს.

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი თქვენ­თვის რო­დის დად­გა?

- სა­ერ­თოდ, ომში ყვე­ლა მო­მენ­ტი მძი­მეა. მაგ­რამ იყო რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბაც ურ­თუ­ლე­სია. 10 რი­ცხვი იყო, როცა უკან და­ხე­ვის ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა მი­წევ­და... იმ მო­მენ­ტში, ვინც კი ახ­ლოს იყო, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა ჩემი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ერ­თია, როცა ამის გა­კე­თე­ბა გი­წევს, მაგ­რამ მე­ო­რეა, როცა ამას მო­რა­ლუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. მე­სა­მე კი­დევ ის არის, რომ ამი­სათ­ვის სწო­რი დრო შე­არ­ჩიო, რად­გან უკან და­ხე­ვა გაქ­ცე­ვას არ ნიშ­ნავს. სამი დღე წინ რომ მი­დი­ხარ და მე­სა­მე ღა­მეს იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი, რომ უკან და­ი­ხიო, ეს უმ­ძი­მე­სია... თან აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მე­ო­რე დღეს­ვე სე­ნა­კის ბრი­გა­და შე­მოგ­ვი­ერ­თდა. ასე­ვე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იყო ერა­ყი­დან ბრი­გა­და, თუმ­ცა ისი­ნი როცა ჩა­მო­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე, უკვე ბრძო­ლის შე­წყვე­ტის ბრძა­ნე­ბა იყო მი­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე უმ­ძი­მე­სი გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის მე-4 ბრი­გა­დის 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის და­ბომბვა ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი მსხვერ­პლი გვქონ­და. ურ­თუ­ლე­სი მო­მენ­ტი იყო კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ბრძო­ლა. ისე­თი ძა­ლე­ბით და­ი­წყეს კო­დორ­ზე შე­მო­ტე­ვა, რომ და­უნ­დო­ბე­ლი რამ ხდე­ბო­და... ამა­სო­ბა­ში კი, მტერ­მა სე­ნა­კის ბაზა და­ი­კა­ვა. უმ­ძი­მე­სი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ჩემ­თვის არის ასე­ვე შინ­დის­თან ბრძო­ლა, სა­დაც ჩვე­ნი ოცე­უ­ლი მოყ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე უკან ვი­ხევ­დით, გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და­კარ­გუ­ლი გვქონ­და, რაც ამ ბი­ჭებ­მა გა­ა­კე­თეს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამან არ შეგძრას. სა­ერ­თოდ სხვა სი­მაღ­ლე­ზე ადი­ხარ მათი ვაჟ­კა­ცო­ბის შემ­ყუ­რე და ხვდე­ბი, დღეს რა­ტომ ხარ ცო­ცხა­ლი. მე დღეს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის წი­ნა­შე თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვგრძნობ სხვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რო!..

- თქვე­ნი პო­ლი­ტი­კა­შიც წას­ვლაც ამას ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა?

- დიახ, გარ­კვე­ულ­წი­ლად ასეა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს დას­კვნამ­დე არ გა­დავ­დგით ეს ნა­ბი­ჯი არც მე და არც გე­ნე­რალ­მა ყუ­რაშ­ვილ­მა, რათა ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი არ მის­ცე­მო­და... მაგ­რამ ბოლო წვე­თი მა­ინც იყო 7-9 მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბი. აი, რო­დე­საც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა გა­ლა­ხეს, იმ­ჟა­მად, მე, რო­გორც მა­მამ, აშ­კა­რა საფრ­თხე და­ვი­ნა­ხე. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის ბრა­ლია, რომ ჩვენ­მა თა­ო­ბამ რა­ღაც არას­წო­რად გა­ა­კე­თა. რაც შე­მეძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ მა­ნამ, ვიდ­რე იმ მი­ზანს არ მი­ვაღ­წევთ, რა­საც შინ­დი­სის გმი­რე­ბი შე­ე­წირ­ნენ. ჩემ­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ნახ­ვაა. იცით, რომ არ­ცერთ 7 აგ­ვის­ტოს, მე ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე არ ავ­დი­ვარ? შე­იძ­ლე­ბა მათი მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რა­ტომ არ ამო­დის, რა­ტომ არ გვე­ნა­ხე­ბაო... მაგ­რამ მე ამ გარ­დაც­ვლილ ბი­ჭებ­თან ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს. რო­დე­საც იმ ქვეყ­ნად მათ­თან მი­ვალ, მინ­და, პირ­ნათ­ლად შევ­ხვდე...

  • ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი
ავტორი:

"3 დღე წინ რომ მიდიხარ და მესამე ღამეს იძულებული ხდები, უკან დაიხიო, ეს უმძიმესია..." - გენერალი ზაზა გოგავა აგვისტოს ომის ურთულეს დღეებს იხსენებს

"3 დღე წინ რომ მიდიხარ და მესამე ღამეს იძულებული ხდები, უკან დაიხიო, ეს უმძიმესია..." -  გენერალი ზაზა გოგავა აგვისტოს ომის ურთულეს დღეებს იხსენებს

დღეს ჩვენი რესპონდენტია ადამიანი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე მომენტების უშუალო მონაწილე იყო, როგორც მეთაური. 2006-2008 წლებში, ის ჯერ გენშტაბის და შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო. გენერალ ზაზა გოგავასთვის ამ ომში ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი საკუთარი მამიდაშვილის გარდაცვლილი შვილის ამოცნობა იყო... მისთვის ასევე უმძიმესი იყო შინდისის გმირების და 42-ე ბატალიონის ბიჭების გმირულად დაღუპვა. ამ და სხვა ამბებზე, თავად გენერალს მოვუსმინოთ:

- ფაქტია, რომ ვითარება თავიდანვე ძალიან რთული იყო. 2006-2008 წლებში არაერთხელ შექმნილა დაძაბული ვითარება. ხდებოდა ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმები და ა.შ. 2008 წლის 1-ლ აგვისტოს ისეთი ინტენსივობით დაიწყო შეტევები, რომ შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო, ეს შემდეგში გადაიზარდა იმაში, რომ შეიქმნა გამოუვალი სიტუაცია. ამ დროს მეორე მხრიდან კავშირზე გამოდიოდა მთლიანი სამშვიდობო კონტიგენტის სარდალი, რუსი გენერალი კულახმეტოვი. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ როგორმე დაძაბულობა მოგვეხსნა, მაგალითად, როცა ნიქოზის საგუშაგოზე მოხდებოდა თავდასხმა, რაღაცნაირად მაშინვე ვანეიტრალებდით. მაგრამ უკვე 5 აგვისტოს, როდესაც ორი კაპრალი ტრაპაიძე და თაყაიძე დაგვეღუპა, კულახმეტოვთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. საქმე იმაშია, რომ როცა ასეთი ვითარება იქმნებოდა, კულახმეტოვი გამოდიოდა კავშირზე, კორიდორს გვიქმნიდა, რომ დაჭრილი ადამიანი გაგვეყანა. მოდიოდა ინფორმაცია, რომ ტრაპაიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ მძიმედ დაჭრილი. და სწორედ იმ დღეს, როცა ჩვენი ბიჭის გამო ვცდილობდით რუსებთან ურთიერთობას, მათ გაწყვიტეს ჩვენთან ყველანაირი კავშირი და ეს მეორე ბიჭიც დაგვეღუპა. 6 აგვისტოს, კულახმეტოვი ისევ გამოვიდა კონტაქტზე და 7 რიცხვშიც, როცა ჩვენ უკვე მეორე დონე გვქონდა გამოცხადებული. იმავე 7 აგვისტოს, არ შეუშვეს დიპკორპუსის წევრები, ამასობაში გახშირდა ინტენსიური თავდასხმები. სამშვიდობო საგუშაგო მთლიანად მიწასთან გაასწორეს... 7 რიცხის საღამომდე, ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა საგუშაგოები. აბსოლუტურად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოდიოდა და ამოწმებდა კონტროლირებად ტერიტორიას.

7 აგვისტოს ღამეა, დაახლოებით 23:45 წუთია, როდესაც ჩემთან პირად კავშირზე გამოდის უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი და მეუბნება, - შევეცადოთ, ჩავახშოთ ის საცეცხლე პოზიციები, საიდანაც თავს ესხმიან, როგორც სამშვიდობოებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობასო, ზუსტად იმ 15 წუთმა გადაწყვიტა ყველაფერი. შემდეგ მოვლენები ფორსმაჟორულ რეჟიმში განვითარდა. ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამანაც, მაგრამ მე ფაქტებით გესუბრებით - ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდით... ომისათვის როცა ემზადები, სულ ცოტა, ბრიგადის მეთაურები შვებულებაში მაინც არ უნდა გაუშვა... აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ სწორედ 7 რიცხვის საღამოს, უკვე სრულიად გაწყდა კავშირი კულახმეტოვსა და ჩვენს სამშვიდობოებს შორის. პარალელურად სადაზვერვო ინფორმაციები მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ჯარი შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამის დაზუსტება იყო საჭირო, ამიტომ ჩვენ გადავედით მანევრულ თავდაცვაზე. ერთი რამ მინდა გაიგოს ყველამ, ჩვენი შეიარაღებული ძალები იქ არ იბრძოდნენ კლასიკური მეთოდით, ჩვენ, პრაქტიკულად, ვიბრძოდით მძევლის სიტუაციაში, ჩვენსავე ტერიტორიაზე, ჩვენი მოსახლეობის გადასარჩენად. იმ წუთას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ქართული მოსახლეობისთვის რამენაირად გაგვეხსნა გზა და მშვიდობიანად გამოგვეყვანა. რომ არა ეს ძირითადი მიზანი, მერწმუნეთ, დღეს რასაც ვხედავთ წეროვანსა და სხვადასხვა ადგილებში ჩასახლებულ დევნილებს, მათგან არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა.

- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- 7 აგვისტოს ღამიდან 8 რიცხვის დილამდე ვგეგმავდით, როგორ მოგვესწრო ეს ყველაფერი. თითქმის 18 საათში, ყველა ბრიგადა, გარდა სენაკის მე-2 და 1-ლი ბრიგადის, რომელიც იმ მომენტში ერაყში მისიით იმყოფებოდა, აბსოლუტურად, ყველა გადასროლილი იყო კონფლიქტის ზონასთან. ამას მოყვა 8 რიცხვში ომის რატიფიცირება და ოფიციალურადაც გამოცხადდა რუსეთ-საქართველოს ომი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის გადარჩენა მანევრული თავდაცვით.

- ამბობენ, იმ დროს დიდი ქაოსი იყოო...

- იცით, ეს იმხელა პროცესი იყო, რომ ამას თან სდევს შეცდომებიც, ქაოსიც. მთავარი რაც უნდა აღინიშნოს, სამხედროების მორალური განწყობაა. მე დღემდე ვამაყობ იმით, რომ ასეთი შეიარაღებული ძალების მეთაური ვიყავი. მადლობა თითოეულ მათგანს და პირველ რიგში, მადლობა დაღუპულებს. ის, რომ საქართველო კიდევ აგრძელებს სიცოცხლეს და დღეს ცოცხლები ვართ, ამ ბიჭების დამსახურებაა. როგორ არ უნდა ვთქვა, რომ ომის დაწყების პირველ დღეს საოცრებები აკეთეს ჩვენმა ბიჭებმა. პირველი 7-8 საათი იყო გასული და არანაირი დანაკარგი და დაჭრილი არ გვყოლია. დმენისი ისე გაიარეს ჩვენებმა, რომ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. დმენისი არის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სადაც 90-იანების დროინდელი კონფლიქტის დროს, ქართველებს ფეხი არ დაუდგიათ. ანუ ყველაზე გამაგრებული ადგილი იყო მტრის მხრიდან. ომის დაწყებიდან, პირველივე საღამოს, უკვე კარგად გამოიკვეთა სურათი, რომ მასობრივად დაიწყო ოკუპანტების შემოჭრა. ერთი მომენტი მახსენდება: ჩვეულებრივ მივედი ერთ-ერთ ცხელ წერტილთან - ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ბატარეასთან, რომ გამეგო რა სიტუაცია იყო. რადარის ეკრანს რომ შევხედე, ადგილი არ იყო, რომელიც წითლად არ ყოფილიყო ანთებული, ანუ ბრძოლის არეალის თავზე ერთდროულად მტრის 63 ბომბდამშენი დაფრინავდა. ამას რომ შევხედე, კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერე, რის წინაშე დავდექით. იქ იყო ღირსების მომენტი. არცერთ სამხედროს არ სურს ბრძოლის ველიდან მარცხით წასვლა, რადგან ეს ძალიან დიდი ტვირთია მთელი ცხოვრება. მე პირადად ვატარებ ამ დიდ ტვირთს... მაგრამ იმ დროს, როდესაც ამ ბიჭებს ჩავხედე თვალებში, შიშის ნატამალიც კი ვერ დავინახე. და ისეთ შეტევაზე გადავიდნენ, ამას ვერ აღვწერ...

- როგორც ვიცი, ამ დროს ინფორმაცია მოგივიდათ, რომ გორის ჰოსპიტლის ევაკუაცია ხდებოდა...

- დიახ, ეს ინფორმაცია ზუსტად იმ დროს მომივიდა, როცა ომში ჯერ არაფერი იყო შეცვლილი. მითხრეს, რომ ადგილზე აუცილებლად უნდა მივსულიყავი. ადგილზე დატვირთული რამდენიმე სასწრაფოს მანქანა დამხვდა და შესასვლელში ჩვენი გმირი ექიმი გიორგი აბრამიშვილი იდგა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს ჰოსპიტალი. გიორგის ვკითხე, - რა ხდება-მეთქი? - მიპასუხა, - არ ვიცით, მაგრამ ბრძანება მივიღეთ, დაგვეცალა აქაურობა, სასწრაფო სამსახურის მანქანებში ჩვენი ექიმები სხედანო... (აქვე მინდა განსაკუთრებულად, ცალკე აღვნიშნო ჩვენი ექიმების თავდადება. პირდაპირ ომის წინა ხაზზე მიდიოდნენ და ისე გამოჰყავდათ დაჭრილები.) მაშინ გიორგის ვუთხარი, - მე ვარ გაერთიანებული შტაბის სარდალი, აქ ვარ თქვენთან და არანაირი ბრძანება არ გამიცია-მეთქი... აი, ასე მოვაბრუნეთ მაშინ ექიმები, რომლებმაც შემდეგ უამრავი მეომარი გადაგვირჩინეს.

- ყველაზე რთული მომენტი თქვენთვის როდის დადგა?

- საერთოდ, ომში ყველა მომენტი მძიმეა. მაგრამ იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომლის გახსენებაც ურთულესია. 10 რიცხვი იყო, როცა უკან დახევის ბრძანების გამოცხადება მიწევდა... იმ მომენტში, ვინც კი ახლოს იყო, ყველამ დაინახა ჩემი წინააღმდეგობა. ერთია, როცა ამის გაკეთება გიწევს, მაგრამ მეორეა, როცა ამას მორალურად ეწინააღმდეგები. მესამე კიდევ ის არის, რომ ამისათვის სწორი დრო შეარჩიო, რადგან უკან დახევა გაქცევას არ ნიშნავს. სამი დღე წინ რომ მიდიხარ და მესამე ღამეს იძულებული ხდები, რომ უკან დაიხიო, ეს უმძიმესია... თან აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეორე დღესვე სენაკის ბრიგადა შემოგვიერთდა. ასევე გამოძახებული იყო ერაყიდან ბრიგადა, თუმცა ისინი როცა ჩამოვიდნენ ადგილზე, უკვე ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება იყო მიღებული. ასევე უმძიმესი გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის დაბომბვა ცხინვალის მისადგომებთან, სადაც ყველაზე მეტი მსხვერპლი გვქონდა. ურთულესი მომენტი იყო კოდორის ხეობაში ბრძოლა. ისეთი ძალებით დაიწყეს კოდორზე შემოტევა, რომ დაუნდობელი რამ ხდებოდა... ამასობაში კი, მტერმა სენაკის ბაზა დაიკავა. უმძიმესი გასახსენებელი ჩემთვის არის ასევე შინდისთან ბრძოლა, სადაც ჩვენი ოცეული მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე უკან ვიხევდით, გარკვეული პოზიციები დაკარგული გვქონდა, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, შეუძლებელია ამან არ შეგძრას. საერთოდ სხვა სიმაღლეზე ადიხარ მათი ვაჟკაცობის შემყურე და ხვდები, დღეს რატომ ხარ ცოცხალი. მე დღეს თითოეული მათგანის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ სხვანაირად ვიცხოვრო!..

- თქვენი პოლიტიკაშიც წასვლაც ამას ხომ არ უკავშირდება?

- დიახ, გარკვეულწილად ასეა, მინდა აღვნიშნო, რომ ჰააგის სასამართლოს დასკვნამდე არ გადავდგით ეს ნაბიჯი არც მე და არც გენერალმა ყურაშვილმა, რათა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა... მაგრამ ბოლო წვეთი მაინც იყო 7-9 მარტის მოვლენები. აი, როდესაც ჩვენი შვილების თაობა გალახეს, იმჟამად, მე, როგორც მამამ, აშკარა საფრთხე დავინახე. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენმა თაობამ რაღაც არასწორად გააკეთა. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ მანამ, ვიდრე იმ მიზანს არ მივაღწევთ, რასაც შინდისის გმირები შეეწირნენ. ჩემთვის მთავარი მიზანი ერთიანი საქართველოს ნახვაა. იცით, რომ არცერთ 7 აგვისტოს, მე ძმათა სასაფლაოზე არ ავდივარ? შეიძლება მათი მშობლები ფიქრობენ, რატომ არ ამოდის, რატომ არ გვენახებაო... მაგრამ მე ამ გარდაცვლილ ბიჭებთან ჩემი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა მაქვს. როდესაც იმ ქვეყნად მათთან მივალ, მინდა, პირნათლად შევხვდე...

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი