კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა" - დავით არახამია
"ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა" - დავით არახამია

ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ პირ­ვე­ლე­ბი და მათ გა­უძ­ლეს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი, ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ეხ­მა­უ­რე­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის 15 წლის­თავს.

მისი თქმით, დღეს, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არა მხო­ლოდ გა­უძ­ლე­ბენ, არა­მედ და­ა­მარ­ცხე­ბენ სამ­ყა­როს მთა­ვარ მტერს - პუ­ტინს.

"დღეს რუ­სე­თის სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავ­დას­ხმი­დან 15 წელი შეს­რულ­და. დიახ, დღეს უკვე ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­ნა­ი­რი ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის ამ ომში და ქარ­თვე­ლი ერი გმი­რუ­ლად იცავ­და თავს ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის­გან! დიახ, დღეს ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ამის აღი­ა­რე­ბის­თვის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს რუ­სე­თის 2022 წლის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და­პყრო­ბი­თი ომი დას­ჭირ­და, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი, ხოლო მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ვინც ამის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებ­და ყვე­ლას და ეს სა­ბე­დის­წე­რო პროგ­ნო­ზი სრუ­ლად ახდა და დღეს ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­შინ მარ­თლე­ბი იყ­ვნენ და რომ და­სავ­ლე­თი კი ცდე­ბო­და, როცა ყუ­რად არ იღო ეს გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი.

ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ პირ­ვე­ლე­ბი და მათ გა­უძ­ლეს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა!

დღეს, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არა მხო­ლოდ გა­ვუძ­ლებთ, არა­მედ და­ვა­მარ­ცხებთ სამ­ყა­როს მთა­ვარ მტერს - პუ­ტინს! და ეს ხდე­ბა ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ეს მო­უ­ტანს მშვი­დო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­საც და ჩვენ­თან ერ­თად მთელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს!

დი­დე­ბა ქარ­თველ და უკ­რა­ი­ნელ გმი­რებს! ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ და ჩვენს ქვეყ­ნებ­ში ომი აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა!“, - წერს არა­ხა­მია "ფე­ის­ბუქ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

მთავარია მიშამ სკამი არ დაკარგა......ნაცები ამას ამბობდნენ,სახელმწიფო ვართ ჩვენო.

კოკა
7

მთავარია ხაბეს კონტროლზე ყავს აყვანილი

ავტორი:

"ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა" - დავით არახამია

"ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა" - დავით არახამია

ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს.

მისი თქმით, დღეს, უკრაინელები არა მხოლოდ გაუძლებენ, არამედ დაამარცხებენ სამყაროს მთავარ მტერს - პუტინს.

"დღეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან 15 წელი შესრულდა. დიახ, დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ ომში და ქართველი ერი გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან! დიახ, დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართველები იყვნენ პირველი მსხვერპლი, ხოლო მაშინდელი ლიდერი სააკაშვილი პირველი პოლიტიკოსი, ვინც ამის შესახებ აფრთხილებდა ყველას და ეს საბედისწერო პროგნოზი სრულად ახდა და დღეს ყველა აღიარებს, რომ ქართველები და სააკაშვილი მაშინ მართლები იყვნენ და რომ დასავლეთი კი ცდებოდა, როცა ყურად არ იღო ეს გაფრთხილებები.

ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა!

დღეს, უკრაინელები არა მხოლოდ გავუძლებთ, არამედ დავამარცხებთ სამყაროს მთავარ მტერს - პუტინს! და ეს ხდება ქართველი მებრძოლების მონაწილეობით და ეს მოუტანს მშვიდობას და ბედნიერებას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც და ჩვენთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს!

დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყნებში ომი აღარასდროს იქნება!“, - წერს არახამია "ფეისბუქზე“.