სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი აუზის გაკეთებაა რეკომენდებული კერძო სახლში? - პროფესიონალების რჩევები
როგორი აუზის გაკეთებაა რეკომენდებული კერძო სახლში? - პროფესიონალების რჩევები

დღეს კერ­ძო სახ­ლი თუ სას­ტუმ­რო აუ­ზის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნი სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სა­ცხოვ­რე­ბელ თუ და­სას­ვე­ნე­ბელ გა­რე­მო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, შე­იქ­მნას კომ­ფორ­ტი. ამის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა კი სა­ცუ­რაო აუ­ზია, რო­მე­ლიც დღეს ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ფუნ­ქცი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გეგ­მავთ სა­ცუ­რაო აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ რჩე­ვე­ბი, რო­მელ­საც კომ­პა­ნია „აკ­ვა­ლა­ი­ნის“ გუნ­დი გთა­ვა­ზობთ. კომ­პა­ნია 2006 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რო­გორც კერ­ძო, ისე კო­მერ­ცი­ულ სეგ­მენ­ტში.

რო­გორც „აკ­ვა­ლა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გან­მარ­ტავს, აუ­ზის ძი­რი­თა­დი ტი­პე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ცუ­რაო აუზი გა­და­დი­ნე­ბით და სკი­მე­რით. ორი­ვე ტი­პის აუზ­ში ქვე­ტი­პე­ბიც გა­მო­ი­ყო­ფა. აუ­ზის ტი­პის გან­სა­ზღვრის დროს მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს: აუ­ზის ზომა, დატ­ვირ­თვის დონე, გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, ბი­უ­ჯე­ტი, მოვ­ლის სპე­ცი­ფი­კა და სხვა სა­კი­თხე­ბი.

სკი­მე­რუ­ლი აუზი

ეს გახ­ლავთ აუ­ზის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და ბი­უ­ჯე­ტუ­რი ვერ­სია.

სკი­მე­რი წყლის მიმ­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბაა, რო­მე­ლიც წყლის ფილტრა­ცი­ის სის­ტე­მა­შია ჩარ­თუ­ლი.

სკი­მე­რულ აუზ­ში წყლის და ბორ­ტის ნიშ­ნუ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან რამ­დე­ნი­მე სმ-ით არის და­შო­რე­ბუ­ლი. სტან­დარ­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ეს სხვა­ო­ბა 10-12 სმ-ია. თუმ­ცა არ­სე­ბობს ე.წ. mirror სკი­მე­რი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც წყლის დონე ფაქ­ტობ­რი­ვად ბორ­ტის დო­ნეს უს­წორ­დე­ბა.

წყლის გა­სუფ­თა­ვე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად ხდე­ბა: სკი­მერ­ში გა­და­დის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი, იფილტრე­ბა და შემ­დეგ ჯე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უკან აუზ­ში ბრუნ­დე­ბა.

აუზი გა­და­დი­ნე­ბით

აუზი გა­და­დი­ნე­ბით ეწო­დე­ბა აუზს, რო­მელ­შიც წყლის და ბორ­ტის ნიშ­ნუ­ლე­ბი ერთ დო­ნე­ზეა. აუ­ზის გარ­შე­მო გან­თავ­სე­ბუ­ლია არხი, რომ­ლებ­საც გა­და­დი­ნე­ბის ღარი ეწო­დე­ბა და მას­ში წყა­ლი მუდ­მი­ვად გა­და­ე­დი­ნე­ბა. ამ ტი­პის აუ­ზის­თვის გა­და­დი­ნე­ბის ღა­რის მონ­ტაჟ­თან ერ­თად სა­ჭი­როა დამ­ხმა­რე რე­ზერ­ვუ­ა­რის მო­წყო­ბა ტექ­ნი­კურ სივ­რცე­ში.

წყა­ლი სა­ფილტრა­ციო სის­ტე­მა­ში სწო­რედ გა­და­დი­ნე­ბის ღა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა.

ასე­თი ტი­პის აუ­ზის გა­კე­თე­ბას სკი­მე­რულ­თან შე­და­რე­ბით მეტი თან­ხა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა აუ­ზის ვი­ზუ­ა­ლი და ფილტრა­ცი­ის ხა­რის­ხი ამ და­ნა­ხარ­ჯის გა­წე­ვად ღირს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით კო­მერ­ცი­უ­ლი და სპორ­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის აუ­ზე­ბი გა­და­დი­ნე­ბის ტი­პის უნდა იყოს.

აუზი ინ­ფი­ნი­ტი გა­და­დი­ნე­ბით

ინ­ფი­ნი­ტი გა­და­დი­ნე­ბით აუ­ზის ერთ-ერთი ქვე­ტი­პია, ერთ ან ორ მხა­რეს ვარ­დნით. მა­საც სჭირ­დე­ბა დამ­ხმა­რე რე­ზერ­ვუ­ა­რის მო­წყო­ბა. რო­გორც წესი, ინ­ფი­ნი­ტი აუ­ზე­ბი კეთ­დე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც აუ­ზის მიმ­დე­ბა­რედ ბუ­ნე­ბის ლა­მა­ზი ხე­დია.

მო­პირ­კე­თე­ბა

მო­პირ­კე­თე­ბის 3 ძი­რი­თა­დი ტიპი არ­სე­ბობს: ფილა, მო­ზა­ი­კა და PVC მემ­ბრა­ნა. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი PVC მემ­ბრა­ნაა. ის სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის, მათ შო­რის, მო­ზა­ი­კის, ხის, ბე­ტო­ნის იმი­ტა­ცი­ას ქმნის. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და 3D დი­ზა­ი­ნი. PVC მემ­ბრა­ნე­ბი მთლი­ან აუზ­ზე ერ­თი­ა­ნად ეკ­ვრე­ბა, ის ყინ­ვა­ში არ ზი­ან­დე­ბა. ასე­ვე, მარ­ტი­ვია მო­სავ­ლე­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ლას და მო­ზა­ი­კას, ის კლა­სი­კაა და არას­დროს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. მო­ზა­ი­კა მო­პირ­კე­თე­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აა და მისი მოვ­ლაც საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­კუ­რია.

ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და შე­რე­უ­ლი პიგმენ­ტის მქო­ნე მო­ზა­ი­კა და ფილა, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა რო­გორც აუზ­ში, ასე­ვე მის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მო­ზა­ი­კით ან ფი­ლით მო­პირ­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აუ­ზის ჯამი უნაკ­ლოდ იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

აუ­ზის სიღ­რმე

აუ­ზის სიღ­რმე მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს მისი სურ­ვი­ლე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა, ზო­გა­დად, სტან­დარ­ტუ­ლი სიღ­რმეა 150 სმ. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სურ­ვე­ლია აუზ­ში წყა­ლი გუ­ლის­ფიც­რამ­დე ფა­რავ­დეს ადა­მი­ანს. უფრო ღრმა გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე დის­კომ­ფორ­ტის შემ­ქმნე­ლია.

დამ­კვე­თის სურ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლე­ბე­ლია აუზი გა­კეთ­დეს დახ­რით, ან მას­ში მო­ე­წყოს „სა­ჭყუმ­პა­ლაო“.

გა­ნა­თე­ბა

თა­ნა­მედ­რო­ვე აუ­ზებ­ში LED გა­ნა­თე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც არის უსაფრ­თხო და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი. LED გა­ნა­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს თეთ­რი ან რამ­დე­ნი­მე ფე­რის. ამ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბელს მარ­თვის პულ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით ცვა­ლოს ისი­ნი. სა­ცუ­რაო აუზ­ში სა­ნა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ზო­მა­ზე.

დამ­ხმა­რე ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი

აუ­ზის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გე­ი­ზე­რით, რო­მე­ლიც სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტუ­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­მა­სა­ჟე ეფექტს ქმნის. ასე­ვე, არ­სე­ბობს სა­მა­სა­ჟე ჯე­ტე­ბი, ჩანჩქე­რი, უკუ­დი­ნე­ბა და სხვა. „აკ­ვა­ლა­ინ­ში“ დამ­ხმა­რე ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნია, რაც მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლე­ბის სრუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. არ­ჩე­ვის დროს კი მომ­ხმა­რებ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ხდე­ბა.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

აუ­ზის ძი­რი­თა­დი აქ­სე­სუ­ა­რია კიბე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის ან რო­მა­უ­ლი სტი­ლის. რო­მა­უ­ლი სტი­ლის კი­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დი­ზა­ი­ნით და მისი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­მო­საჯ­დო­მი, შეზ­ლონ­გე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სივ­რცე და სხვა.

მას შემ­დეგ, რაც აუ­ზის თქვენ­თვის სა­სურ­ველ ტიპ­სა და სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს შე­არ­ჩევთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი არ­ქი­ტექ­ტორ­თან გა­ი­ა­როთ, წი­ნას­წარ მომ­ზად­დეს პრო­ექ­ტი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დმა მუ­შა­ო­ბა. „აკ­ვა­ლა­ინ­ში“ შეკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ზის ჩა­ბა­რე­ბის ვადა 3 კვი­რი­დან იწყე­ბა.

R

მზია
1

წაკითხული და სურათში ნანახი ყოველ ყოველთვის ლამაზია მე შავი სამუშაო რასაც ქვია, აუზი გვაქვს ამოთხრილი და საკმაოდ გალესილი გვინდა მოპირკეთება და გარშემო ლამაზი მყუდრო ლამაზი ადგილის შექმნა . მეარ ვცხოვრობ თბილისში. და მინდა თქვენი ტელეფონის ნომერი რომ ჩამოვალ დაგიკავშირდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

როგორი აუზის გაკეთებაა რეკომენდებული კერძო სახლში? - პროფესიონალების რჩევები

როგორი აუზის გაკეთებაა რეკომენდებული კერძო სახლში? - პროფესიონალების რჩევები

დღეს კერძო სახლი თუ სასტუმრო აუზის გარეშე წარმოუდგენელია. 21-ე საუკუნეში ადამიანი სტრესული სიტუაციებისგან თავის დასაღწევად საცხოვრებელ თუ დასასვენებელ გარემოში მაქსიმალურად ცდილობს, შეიქმნას კომფორტი. ამის კარგი საშუალება კი საცურაო აუზია, რომელიც დღეს ვიზუალური და ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ საცურაო აუზის მშენებლობას, აუცილებელია წინასწარ გაითვალისწინოთ რჩევები, რომელსაც კომპანია „აკვალაინის“ გუნდი გთავაზობთ. კომპანია 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში უამრავი პროექტი აქვს შესრულებული, როგორც კერძო, ისე კომერციულ სეგმენტში.

როგორც „აკვალაინის“ წარმომადგენელი განმარტავს, აუზის ძირითადი ტიპებიდან აღსანიშნავია საცურაო აუზი გადადინებით და სკიმერით. ორივე ტიპის აუზში ქვეტიპებიც გამოიყოფა. აუზის ტიპის განსაზღვრის დროს მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს: აუზის ზომა, დატვირთვის დონე, გამოყენების ინტენსივობა, ბიუჯეტი, მოვლის სპეციფიკა და სხვა საკითხები.

სკიმერული აუზი

ეს გახლავთ აუზის ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური ვერსია.

სკიმერი წყლის მიმღები მოწყობილობაა, რომელიც წყლის ფილტრაციის სისტემაშია ჩართული.

სკიმერულ აუზში წყლის და ბორტის ნიშნულები ერთმანეთისგან რამდენიმე სმ-ით არის დაშორებული. სტანდარტულ შემთხვევაში ეს სხვაობა 10-12 სმ-ია. თუმცა არსებობს ე.წ. mirror სკიმერი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც წყლის დონე ფაქტობრივად ბორტის დონეს უსწორდება.

წყლის გასუფთავება შემდეგნაირად ხდება: სკიმერში გადადის დაბინძურებული წყალი, იფილტრება და შემდეგ ჯეტების საშუალებით უკან აუზში ბრუნდება.

აუზი გადადინებით

აუზი გადადინებით ეწოდება აუზს, რომელშიც წყლის და ბორტის ნიშნულები ერთ დონეზეა. აუზის გარშემო განთავსებულია არხი, რომლებსაც გადადინების ღარი ეწოდება და მასში წყალი მუდმივად გადაედინება. ამ ტიპის აუზისთვის გადადინების ღარის მონტაჟთან ერთად საჭიროა დამხმარე რეზერვუარის მოწყობა ტექნიკურ სივრცეში.

წყალი საფილტრაციო სისტემაში სწორედ გადადინების ღარის საშუალებით ხდება.

ასეთი ტიპის აუზის გაკეთებას სკიმერულთან შედარებით მეტი თანხა სჭირდება, თუმცა აუზის ვიზუალი და ფილტრაციის ხარისხი ამ დანახარჯის გაწევად ღირს.

საერთაშორისო სტანდარტებით კომერციული და სპორტული დანიშნულების აუზები გადადინების ტიპის უნდა იყოს.

აუზი ინფინიტი გადადინებით

ინფინიტი გადადინებით აუზის ერთ-ერთი ქვეტიპია, ერთ ან ორ მხარეს ვარდნით. მასაც სჭირდება დამხმარე რეზერვუარის მოწყობა. როგორც წესი, ინფინიტი აუზები კეთდება ისეთ ადგილებში, სადაც აუზის მიმდებარედ ბუნების ლამაზი ხედია.

მოპირკეთება

მოპირკეთების 3 ძირითადი ტიპი არსებობს: ფილა, მოზაიკა და PVC მემბრანა. არსებული ვერსიებიდან ყველაზე ბიუჯეტური PVC მემბრანაა. ის სხვადასხვა მასალის, მათ შორის, მოზაიკის, ხის, ბეტონის იმიტაციას ქმნის. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 3D დიზაინი. PVC მემბრანები მთლიან აუზზე ერთიანად ეკვრება, ის ყინვაში არ ზიანდება. ასევე, მარტივია მოსავლელად.

რაც შეეხება ფილას და მოზაიკას, ის კლასიკაა და არასდროს კარგავს აქტუალობას. მოზაიკა მოპირკეთების ძვირადღირებული ვერსიაა და მისი მოვლაც საკმაოდ სპეციფიკურია.

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა შერეული პიგმენტის მქონე მოზაიკა და ფილა, რომელთა გამოყენება როგორც აუზში, ასევე მის გარშემო ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

მოზაიკით ან ფილით მოპირკეთების შემთხვევაში მნიშვნელოვანია აუზის ჯამი უნაკლოდ იყოს შესრულებული.

აუზის სიღრმე

აუზის სიღრმე მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს მისი სურვილებისა და მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა, ზოგადად, სტანდარტული სიღრმეა 150 სმ. საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე სასურველია აუზში წყალი გულისფიცრამდე ფარავდეს ადამიანს. უფრო ღრმა გარკვეულ ეტაპზე დისკომფორტის შემქმნელია.

დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელია აუზი გაკეთდეს დახრით, ან მასში მოეწყოს „საჭყუმპალაო“.

განათება

თანამედროვე აუზებში LED განათება გამოიყენება, რომელიც არის უსაფრთხო და ენერგოეფექტური. LED განათება შესაძლებელია იყოს თეთრი ან რამდენიმე ფერის. ამ შემთხვევაში მომხმარებელს მართვის პულტის საშუალებით მარტივად შეუძლია სურვილის მიხედვით ცვალოს ისინი. საცურაო აუზში სანათების რაოდენობა დამოკიდებულია მის ზომაზე.

დამხმარე ატრაქციონები

აუზის გაკეთება შესაძლებელია გეიზერით, რომელიც საჰაერო ბუშტუკების საშუალებით სამასაჟე ეფექტს ქმნის. ასევე, არსებობს სამასაჟე ჯეტები, ჩანჩქერი, უკუდინება და სხვა. „აკვალაინში“ დამხმარე ატრაქციონების დიდი არჩევანია, რაც მომხმარებლის სურვილების სრულად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. არჩევის დროს კი მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინება ხდება.

აქსესუარები

აუზის ძირითადი აქსესუარია კიბე, რომელიც შეიძლება გაკეთდეს უჟანგავი ფოლადის ან რომაული სტილის. რომაული სტილის კიბის შესრულება გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინით და მისი შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს ჩამოსაჯდომი, შეზლონგებისთვის განკუთვნილი სივრცე და სხვა.

მას შემდეგ, რაც აუზის თქვენთვის სასურველ ტიპსა და სხვა მახასიათებლებს შეარჩევთ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი არქიტექტორთან გაიაროთ, წინასწარ მომზადდეს პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს პროფესიონალების გუნდმა მუშაობა. „აკვალაინში“ შეკვეთის შემთხვევაში აუზის ჩაბარების ვადა 3 კვირიდან იწყება.

R