მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს ხელისუფლებას ეშინია, რომ პუტინი გაბრაზდება და..." - საქართველომ რუსეთში მანქანების ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა: რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას?
"ჩვენს ხელისუფლებას ეშინია, რომ პუტინი გაბრაზდება და..." - საქართველომ რუსეთში მანქანების ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა: რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ რუ­სეთ­ში მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტი და ტრან­ზი­ტი აკ­რძა­ლა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ფო­თის პორ­ტი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მან­ქა­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი იმ­პორ­ტის­თვის, ახლა სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის ერთ-ერთი ხვრე­ლი და­ი­ხუ­რა.

1 - ლ აგ­ვის­ტოს ჟურ­ნა­ლის­ტურ და სა­ექ­სპერ­ტო წრე­ებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გარ­კვე­უ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კრძა­ლავს მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტსა და ტრან­ზიტს რუ­სეთ­ში. სამ­თავ­რო­ბო ვებგ­ვერ­დებ­ზე, მათ შო­რის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ვებ­სა­იტ­ზე, მსგავ­სი არა­ფე­რი ეწე­რა, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აშ­კა­რად არ სურ­და მოს­კოვ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით "სა­ხი­ფა­თო" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ, 2 აგ­ვის­ტოს დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა ერთ-ერთ ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას და­უ­დას­ტუ­რა, რომ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში (ანუ 1 - ლი აგ­ვის­ტოს შუ­ა­ღა­მი­დან) ძა­ლა­ში შე­ვი­და მთავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი დად­გე­ნი­ლე­ბა. აიკ­რძა­ლოს ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტი და რე­ექ­სპორ­ტი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, ასე­ვე ბე­ლო­რუს­ში. ამა­ვე დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მსგავ­სი აკ­რძალ­ვა 26 სექ­ტემ­ბრი­დან ევ­რო­პულ მან­ქა­ნებს შე­ე­ხე­ბა.

  • რა გა­ნა­ცახ­დეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში?

რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბი­დან გა­ირ­კვა, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტი/რე­ექ­სპორ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის მე-11 პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში აიკ­რძა­ლა.

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი არ ეხე­ბა აშშ-დან და ევ­რო­კავ­ში­რი­დან შე­მოყ­ვა­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტს/რე­ექ­სპორ­ტს იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სან­ქცი­ებ­ში.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში სან­ქცი­ა­ზე შე­ერ­თე­ბის და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში აქამ­დე მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვით, რუ­სეთ­ში 50 000 ევ­რო­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ტა­ნა იზღუ­დე­ბო­და, სან­ქცი­ე­ბის მე-11 პა­კე­ტი ვრცელ­დე­ბა 1.9 ლიტრზე მეტი მო­ცუ­ლო­ბის ძრა­ვის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, ელექტრო და ჰიბ­რი­დულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეც.

  • რა რა­ო­დე­ნო­ბით მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს ვყი­დით რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­ში

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის"ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მთლი­ან ექ­სპორ­ტში რუ­სე­თის წილი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად 7,4%-ს შე­ად­გენს, ბე­ლა­რუ­სის კი მხო­ლოდ 0,25%-ს. რაც შე­ე­ხე­ბა თან­ხობ­რი­ვად, ამ შემ­თხვე­ვა­ში მთლი­ან რე­ექ­სპორ­ტში რუ­სე­თის წილი არის 5,2%, ბე­ლა­რუ­სის კი 0,24%.

კერ­ძოდ, საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2023 წლის 6 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან რე­ექ­სპორტზე სულ გა­ვი­და 51 011 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, შე­მო­სა­ვალ­მა კი 990,864 მლნ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. აქე­დან, რუ­სეთ­ში გა­ვი­და 3 786 ერ­თე­უ­ლი, 52,513 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, ბე­ლა­რუს­ში კი 129 ერ­თე­უ­ლი, 2,452 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის. სა­შუ­ა­ლოდ, ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­ში ექ­სპორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში შე­ად­გენს 13 900 დო­ლარს, ბე­ლა­რუს­ში კი - 19 000 დო­ლარს.

"ის, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას კვლავ მო­უ­წევ­და მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის შე­ერ­თე­ბა, ცხა­დი გახ­და ივ­ნი­სის ბო­ლოს, რო­დე­საც თბი­ლისს და­სავ­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია ეს­ტუმ­რა. ვი­ზი­ტის შემ­დეგ დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­ნი­ხი­ლეს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ "სან­ქცი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა...

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ენი­დან თარ­გმნი­ლი მე­სი­ჯი, გა­მაფრ­თხი­ლებ­ლად ჟღერ­და: და­სავ­ლე­თი არ მო­ით­მენს სა­ქარ­თვე­ლოს გა­დაქ­ცე­ვას რუ­სე­თის­თვის მან­ქა­ნე­ბის მი­წო­დე­ბის სატ­რან­ზი­ტო ტე­რი­ტო­რი­ად, ანუ თვალს არ და­ხუ­ჭავს ამ დარ­ღვე­ვა­ზე. და თუ თბი­ლი­სი პარტნი­ო­რე­ბის "თხოვ­ნას“ და "რჩე­ვებს“ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, მა­შინ და­სავ­ლე­თის დე­და­ქა­ლა­ქებს ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ზო­მე­ბის ფარ­თო სპექტრი აქვთ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო ელის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე", - ვკი­თხუ­ლობთ გა­მო­ცე­მა "ეხო კავ­კა­ზას" სტა­ტი­ა­ში.

ამა­ვე სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნამ­დვილ კლონ­და­ი­კად იქცა, მას მერე, რაც ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ჯერ მკვეთ­რად და­ე­ცა, შემ­დეგ და­სავ­ლელ­მა ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლებ­მა და­ტო­ვეს რუ­სე­თი, ბო­ლოს კი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპორ­ტი სა­ერ­თოდ შე­წყდა.

სა­ქარ­თვე­ლოს 30 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში, ბოლო 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტმა ქვე­ყა­ნას 2 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი მო­უ­ტა­ნა.

"რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კი­დან ჩანს, მთე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო რე­ექ­სპორ­ტის მხო­ლოდ 5% არის ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ან რე­ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ბე­ლო­რუს­ში. მაგ­რამ ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რია: რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ით სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და ყირ­გი­ზეთ­ში ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი მან­ქა­ნე­ბის რე­ექ­სპორ­ტის სე­რი­ო­ზუ­ლი ზრდა და­ფიქ­სირ­და", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოა იმ ქვეყ­ნე­ბის სია, რომ­ლებ­მაც მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ ორ თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით შე­ი­ტა­ნეს ევ­რო­პუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი:

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - $62,1 მი­ლი­ო­ნი, 4820 ერ­თე­უ­ლი

ყა­ზა­ხე­თი - $51,5 მი­ლი­ო­ნი, 2589 ერ­თე­უ­ლი

სომ­ხე­თი - $50,1 მი­ლი­ო­ნი, 2834 ერ­თე­უ­ლი

ყირ­გი­ზე­თი - $43,1 მი­ლი­ო­ნი, 1338 ერ­თე­უ­ლი

რუ­სე­თი - $13,5 მი­ლი­ო­ნი, 978 ერ­თე­უ­ლი.

  • სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ მან­ქა­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ამ ქვეყ­ნებ­ში გა­დი­ო­და, რე­ა­ლუ­რად რუ­სეთ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

ახლა რო­დე­საც ყვე­ლა სქე­მა და­ი­ხუ­რა: რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეს, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლია მან­ქა­ნის შე­ძე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მის მარ­თვას მხო­ლოდ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეძ­ლებს. ხოლო ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი მან­ქა­ნე­ბი სომ­ხე­თი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ტრან­ზი­ტით და­იშ­ვე­ბი­ან ყაზ­ბე­გი-ზემო ლარ­სის გავ­ლით მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ფი­ზი­კურ პირ­ზე, სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ზე.

თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გაძ­ვი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ არა სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტე­ბის გავ­ლით ექ­სპორ­ტის შე­წყვე­ტას.

  • რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს პუ­ტინ­მა?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია იმ ფონ­ზე, რო­დე­საც პუ­ტინ­მა გა­ა­უქ­მა 2002 და 2019 წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი სა­კუ­თა­რი დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. ბოლო დღე­ებ­ში ბა­თუ­მის პორ­ტში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით აქ­ტი­ვის­ტთა ჯგუფ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, პორ­ტი­დან გა­ა­ძე­ვა რუ­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გემი Astoria Grande.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ შე­უძ­ლია თუ არა რუ­სეთს სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა?

"რა თქმა უნდა, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეში­ნია, რომ პუ­ტი­ნი გაბ­რაზ­დე­ბა და თუ ისევ არ აღად­გენს სა­ვი­ზო რე­ჟიმს ან არ გა­ა­უქ­მებს პირ­და­პირ ფრე­ნებს, მა­შინ აკ­რძა­ლავს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტს რუ­სეთ­ში“, - ამ­ბობს ანა­ლი­ტი­კურ საიტ Nation.ge-ს ავ­ტო­რი და­ვით ავა­ლიშ­ვი­ლი. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ საგ­რძნობ­ლად (50%-ით) გა­ზარ­და, მა­გა­ლი­თად, ღვი­ნის ექ­სპორ­ტი ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში.

საქ­მე მხო­ლოდ ღვი­ნო­ში არ არის, ექ­სპერტს მი­აჩ­ნია, რომ მან­ქა­ნე­ბის ექ­სპორ­ტი­სა და რე­ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია.

"2022 წლის 25 თე­ბერ­ვალს, ომის და­წყე­ბი­დან ერთი დღის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, - ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ შე­უ­ერ­თდე­ბა ან­ტი­რუ­სულ სან­ქცი­ებ­სო“, - იხ­სე­ნებს ავა­ლიშ­ვი­ლი გა­მო­ცე­მას­თან.

"გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა მხო­ლოდ ფი­ნან­სურ და სა­ბან­კო სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბულ სან­ქცი­ებს, მაგ­რამ არ და­უ­წე­სე­ბია არა­ნა­ი­რი ორ­მხრი­ვი სან­ქცია მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ.

გარ­და ამი­სა, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 რუ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ნე­ბის გამო, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ლარი 28%-ით გამ­ყარ­და, რა­მაც ეროვ­ნულ ბანკს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, ად­გი­ლობ­რივ სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ე­ძი­ნა და გა­ე­ზარ­და სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტო დო­ნემ­დე. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე აქ­ტი­ვო­ბა გა­ი­ზარ­და 30%-ით, რუ­სებ­მა და­ა­არ­სეს 21000-ზე მეტი სა­წარ­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რი­თაც შექ­მნეს ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლი.

2024 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­გეგ­მი­ლი მო­რი­გი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, მმარ­თველ პარ­ტი­ას ნამ­დვი­ლად არ სურს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ბო­ნუ­სე­ბის და­კარ­გვა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­ჯა­როდ კი­თხუ­ლო­ბენ, - რა­ტომ არ უდ­გე­ბი­ან და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ასე პრინ­ცი­პუ­ლად პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს, რო­მელ­თა ტე­რი­ტო­რი­ი­და­ნაც გრძელ­დე­ბა რე­ექ­სპორ­ტის ნა­კა­დი რუ­სეთ­ში?

პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: სა­ქარ­თვე­ლო აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე, რაც ნიშ­ნავს, რომ და­სავ­ლეთს აქვს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს მის­გან მეტი სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ევ­რო­პუ­ლი მას­შტა­ბის სის­ხლი­ა­ნი ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას", - ვკი­თხუ­ლობთ "ეხო კავ­კა­ზას" სტა­ტი­ა­ში.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
2

რად უნდათ რუსებს ამერიკული და ევროპული მანქანები. აგერ მოსკვიჩების წარმოება აღადგინეს, ისევ გამოუშვებენ "ბუხანკა" უაზიკებს, "ლადაზე" აღარაფერს ვამბობ, ავტოპრომის შედევრებია. რუსი მეტის ღირსი მაინც არაა, დაჯდეს სამამულო "რაზვალიუხაზე" და იხრიგინოს დანგრეულ გზებზე.

დ.ჯ.
1

მე როგორც გავიგე, ჩვენ ვერ გავყიდით მანქანებს რუსეთში და ასევე ჩვენი ტერიტორიიდან ტრანზიტული მანქანები ვერ შევა რუსეთში. რა პრობლემაა, გაიყიდება აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში და იქიდან შევა. რუსებს გაუძვირდებათ მანქანები , ასეთ ფასად იყიდიან თუ არა სხვა საკითხია. ალბათ ზოგი მაინც იყიდის. აქ ერხევა სომხეთს, ჩვენი ტერიტორიით ვეღარ ისარგებლებენ გასაყიდათ და წავლენ ირანით და მერე კასპიის ზღვით.. ესეც ძვირი გამოვა შედარებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩვენს ხელისუფლებას ეშინია, რომ პუტინი გაბრაზდება და..." - საქართველომ რუსეთში მანქანების ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა: რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას?

"ჩვენს ხელისუფლებას ეშინია, რომ პუტინი გაბრაზდება და..." - საქართველომ რუსეთში მანქანების ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა: რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას?

საქართველოს მთავრობამ რუსეთში მანქანების ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალა. ამ გადაწყვეტილებამდე ფოთის პორტი აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთის ფედერაციაში მანქანების პარალელური იმპორტისთვის, ახლა სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ხვრელი დაიხურა.

1 - ლ აგვისტოს ჟურნალისტურ და საექსპერტო წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ მიიღო გარკვეული დადგენილება, რომელიც კრძალავს მანქანების ექსპორტსა და ტრანზიტს რუსეთში. სამთავრობო ვებგვერდებზე, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე, მსგავსი არაფერი ეწერა, რადგან ხელისუფლებას აშკარად არ სურდა მოსკოვთან დაპირისპირების თვალსაზრისით "სახიფათო" გადაწყვეტილების რეკლამირება.

საბოლოოდ, 2 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეკომპანიას დაუდასტურა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში (ანუ 1 - ლი აგვისტოს შუაღამიდან) ძალაში შევიდა მთავრობის სპეციალური დადგენილება. აიკრძალოს ამერიკული წარმოების მანქანების ექსპორტი და რეექსპორტი რუსეთის ფედერაციაში, ასევე ბელორუსში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი აკრძალვა 26 სექტემბრიდან ევროპულ მანქანებს შეეხება.

  • რა განაცახდეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში?

როგორც ოფიციალური განცხადებიდან გაირკვა, საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომანქანების ექსპორტი/რეექსპორტი ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში აიკრძალა.

შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არის მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში.

ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში სანქციაზე შეერთების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აქამდე მოქმედი შეზღუდვით, რუსეთში 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტი ვრცელდება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზეც.

  • რა რაოდენობით მსუბუქ ავტომობილს ვყიდით რუსეთსა და ბელარუსში

"ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი რაოდენობრივად 7,4%-ს შეადგენს, ბელარუსის კი მხოლოდ 0,25%-ს. რაც შეეხება თანხობრივად, ამ შემთხვევაში მთლიან რეექსპორტში რუსეთის წილი არის 5,2%, ბელარუსის კი 0,24%.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე სულ გავიდა 51 011 მსუბუქი ავტომობილი, შემოსავალმა კი 990,864 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, რუსეთში გავიდა 3 786 ერთეული, 52,513 მლნ დოლარის ღირებულების, ბელარუსში კი 129 ერთეული, 2,452 მლნ დოლარის ღირებულების. საშუალოდ, ერთი ავტომობილის ღირებულება რუსეთში ექსპორტის შემთხვევაში შეადგენს 13 900 დოლარს, ბელარუსში კი - 19 000 დოლარს.

"ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას კვლავ მოუწევდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შეერთება, ცხადი გახდა ივნისის ბოლოს, როდესაც თბილისს დასავლური დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის შემდეგ დელეგაციის წევრებმა მედიას განუცხადეს, რომ კავკასიის ქვეყნის ხელისუფლებასთან განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ "სანქციების ეფექტიანი განხორციელება...

დიპლომატიური ენიდან თარგმნილი მესიჯი, გამაფრთხილებლად ჟღერდა: დასავლეთი არ მოითმენს საქართველოს გადაქცევას რუსეთისთვის მანქანების მიწოდების სატრანზიტო ტერიტორიად, ანუ თვალს არ დახუჭავს ამ დარღვევაზე. და თუ თბილისი პარტნიორების "თხოვნას“ და "რჩევებს“ არ გაითვალისწინებს, მაშინ დასავლეთის დედაქალაქებს ეკონომიკური და პოლიტიკური ზომების ფართო სპექტრი აქვთ. საბოლოო ჯამში, სწორედ საქართველო ელის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის ბოლომდე", - ვკითხულობთ გამოცემა "ეხო კავკაზას" სტატიაში.

ამავე სტატიის თანახმად, გასული წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციაში მანქანების ექსპორტი საქართველოსთვის ნამდვილ კლონდაიკად იქცა, მას მერე, რაც ევროპული და ამერიკული მანქანების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში ჯერ მკვეთრად დაეცა, შემდეგ დასავლელმა ავტომწარმოებლებმა დატოვეს რუსეთი, ბოლოს კი ოფიციალური ექსპორტი საერთოდ შეწყდა.

საქართველოს 30 მილიარდი დოლარის ეკონომიკის პირობებში, ბოლო 15 თვის განმავლობაში ავტომობილების ექსპორტმა ქვეყანას 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა.

"როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, მთელი საავტომობილო რეექსპორტის მხოლოდ 5% არის ექსპორტირებული ან რეექსპორტირებული რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში. მაგრამ ეს მაჩვენებლები არაკეთილსინდისიერია: რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიით სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ევროპული და ამერიკული მანქანების რეექსპორტის სერიოზული ზრდა დაფიქსირდა", - ვკითხულობთ სტატიაში.

საორიენტაციოა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოს გავლით შეიტანეს ევროპული ავტომობილები:

აზერბაიჯანი - $62,1 მილიონი, 4820 ერთეული

ყაზახეთი - $51,5 მილიონი, 2589 ერთეული

სომხეთი - $50,1 მილიონი, 2834 ერთეული

ყირგიზეთი - $43,1 მილიონი, 1338 ერთეული

რუსეთი - $13,5 მილიონი, 978 ერთეული.

  • სავარაუდოდ, იმ მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საქართველოდან ამ ქვეყნებში გადიოდა, რეალურად რუსეთში მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი.

ახლა როდესაც ყველა სქემა დაიხურა: რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, მთავრობის დადგენილებით, რა თქმა უნდა, შეუძლია მანქანის შეძენა საქართველოში, მაგრამ მის მართვას მხოლოდ სწორედ საქართველოში შეძლებს. ხოლო ევროპული და ამერიკული მანქანები სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში ტრანზიტით დაიშვებიან ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრირებულია ფიზიკურ პირზე, სომხეთის მოქალაქეზე.

თუმცა, ქართველი ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ყველა ეს ღონისძიება რუსეთის ბაზარზე მხოლოდ ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს, მაგრამ არა საქართველოს პორტების გავლით ექსპორტის შეწყვეტას.

  • რა შეიძლება გააკეთოს პუტინმა?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც პუტინმა გააუქმა 2002 და 2019 წლებში გამოცემული საკუთარი დადგენილებები - საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ. ბოლო დღეებში ბათუმის პორტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობით აქტივისტთა ჯგუფმა, ფაქტობრივად, პორტიდან გააძევა რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande.

ამ ყველაფრის შემდეგ შეუძლია თუ არა რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა?

"რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას ეშინია, რომ პუტინი გაბრაზდება და თუ ისევ არ აღადგენს სავიზო რეჟიმს ან არ გააუქმებს პირდაპირ ფრენებს, მაშინ აკრძალავს ქართული პროდუქციის იმპორტს რუსეთში“, - ამბობს ანალიტიკურ საიტ Nation.ge-ს ავტორი დავით ავალიშვილი. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველომ საგრძნობლად (50%-ით) გაზარდა, მაგალითად, ღვინის ექსპორტი ოკუპანტ ქვეყანაში.

საქმე მხოლოდ ღვინოში არ არის, ექსპერტს მიაჩნია, რომ მანქანების ექსპორტისა და რეექსპორტის აკრძალვა საქართველოსთვის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების პირველი პრეცედენტია.

"2022 წლის 25 თებერვალს, ომის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, - ჩვენი ქვეყანა არ შეუერთდება ანტირუსულ სანქციებსო“, - იხსენებს ავალიშვილი გამოცემასთან.

"გასული წლის განმავლობაში საქართველო შეუერთდა მხოლოდ ფინანსურ და საბანკო სექტორში არსებულ საერთაშორისოდ მიღებულ სანქციებს, მაგრამ არ დაუწესებია არანაირი ორმხრივი სანქცია მოსკოვის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 000 რუსის საქართველოში შემოდინების გამო, ეროვნული ვალუტა ლარი 28%-ით გამყარდა, რამაც ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეეძინა და გაეზარდა სავალუტო რეზერვები უპრეცედენტო დონემდე. უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა 30%-ით, რუსებმა დააარსეს 21000-ზე მეტი საწარმო საქართველოში, რითაც შექმნეს ათასობით სამუშაო ადგილი.

2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ, მმართველ პარტიას ნამდვილად არ სურს ასეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ბონუსების დაკარგვა. "ქართული ოცნების" დეპუტატები საჯაროდ კითხულობენ, - რატომ არ უდგებიან დასავლელი პარტნიორები ასე პრინციპულად პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებს, რომელთა ტერიტორიიდანაც გრძელდება რეექსპორტის ნაკადი რუსეთში?

პასუხი მარტივია: საქართველო აცხადებს პრეტენზიას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე, რაც ნიშნავს, რომ დასავლეთს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური უფლება მოითხოვოს მისგან მეტი სოლიდარობა უკრაინაში ევროპული მასშტაბის სისხლიანი ომის მიმდინარეობისას", - ვკითხულობთ "ეხო კავკაზას" სტატიაში.

წყარო