პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის მყინვარი თბილისა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მნიშვნელოვან შემცირებას" - რას ამბობს გლაციოლოგი
"ეს არის მყინვარი თბილისა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მნიშვნელოვან შემცირებას" - რას ამბობს გლაციოლოგი

გლა­ცი­ო­ლო­გი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე აქ­ვეყ­ნებს მყინ­ვარ თბი­ლი­სას ფო­ტო­ებს და წერს, რომ სწო­რედ მყინ­ვა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო შო­ვის სტი­ქია. გალ­ცი­ო­ლო­გი შე­და­რე­ბის­თვის მყინ­ვა­რის ორ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც თვალ­ში­სა­ცე­მია მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა.

"ეს არის მყინ­ვა­რი თბი­ლი­სა, რომ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც და­ი­წყო შო­ვის სტი­ქია. სუ­რა­თე­ბის შე­და­რე­ბა გვიჩ­ვე­ნებს მყინ­ვა­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან შემ­ცი­რე­ბას 2010-2012 წლებ­ში. სწო­რედ ასე­თი დიდი შემ­ცი­რე­ბის გამო, 2012 წელს ჩვე­ნი სა­ვე­ლე კვლე­ვის დროს, მყინ­ვა­რის მარ­კი­რე­ბა ვე­ღარ შევ­ძე­ლით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი ინ­ტე­რე­სის გამო, კი­დევ ერთხელ რომ ხაზი გა­ვუს­ვათ მყინ­ვა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­თვის და გარ­კვე­უ­ლი ციფ­რე­ბიც მო­ვიყ­ვა­ნოთ.

1. ჩევნ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ბოლო ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ 2000-2020 წლებ­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 320 კვ კმ-ით (23%) შემ­ცირ­და. შე­და­რე­ბის­თვის, ეს იგი­ვეა, რაც მთლი­ა­ნი აბა­შის რა­ი­ო­ნის ფარ­თო­ბი (322 კვ კმ). კი­დევ უფრო მეტი შე­და­რე­ბის­თვის, ამ პე­რი­ო­დის შემ­ცი­რე­ბა ოთხჯერ მა­ღა­ლია 1911-1960 წლე­ბის ანა­ლო­გი­ურ მო­ნა­ცე­მებ­თან. სამ­ჯერ მა­ღა­ლი ვიდ­რე ეს იყო 1960-1986 წლებ­ში, და ორ­ჯერ მა­ღა­ლი ვიდ­რე იყო 1986-2000 წლებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი დნო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა 2014 წლი­დან. პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 2022 წელს ჟურ­ნალ­ში The Cryosphere და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის ღია წვდო­მის ბმულ­ზე https://tc.copernicus.org/articles/16/489/2022/

2. ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მე­ო­რე კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ ფარ­თო­ბის შემ­ცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მცირ­დე­ბა კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე, მასა, და მო­ცუ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლო­წ­ლი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი 2000-2010 წლებ­ში შე­ად­გენ­და 50 სან­ტი­მეტრს, ხოლო 2010-2019 წლებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკვე 1.5-ჯერ იყო მო­მა­ტე­ბუ­ლი და შე­ად­გენ­და 75 სან­ტი­მეტრს.

სა­ერ­თო ჯამ­ში ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით 2000-2019 წლებ­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის მასა 13 კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რით შემ­ცირ­და, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­არ­დი ტონა წყლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 2022 წელს ჟურ­ნალ­ში Atmosphere და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის ღია წვდო­მის ბმულ­ზე https://www.mdpi.com/2073-4433/13/2/256...", - აღ­ნიშ­ნავს ლე­ვან ტი­ლე­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

არავინ არ წერს, ბილო 20 წელი საქართველოში ტყეების მასობრივი სამრეწველო ჭრის შედეგად გაუარესდებოდა თუ არა ეკოლოგიური მდგომარეობა... რამდენი ლიცენზია და როდის იყო გაცემული, რა რაოდენობის ასწლოვანი ხეები მოიჭრა საქართველოში... ჟურნალისტებს მარტო სენსაცია მიეცით და რეალური მდგომარეობა არ აინტერესებს არავის

ემზარი
2

ჩვენ პატივს მივაგებთ მიცვალებულებს. მაგრამ ვალდებული ვართ გაგაფრთხილოდ ვისაც ჭკუა მოეთხოვება სტიქიის რაოდენობები მომატებულია და უარესის თავიდან ასაცილებლად იზრუნეთ დროულად. თუ ეს არმოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დამოუკიდებლად ადამიანები უნდა მოსცილდეთ ასეთ საშიშ ზონებს და სწორად დაგეგმოდ დასასვენებელი ადგილების რისკ ფაატორები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს არის მყინვარი თბილისა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მნიშვნელოვან შემცირებას" - რას ამბობს გლაციოლოგი

"ეს არის მყინვარი თბილისა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მნიშვნელოვან შემცირებას" - რას ამბობს გლაციოლოგი

გლაციოლოგი ლევან ტიელიძე აქვეყნებს მყინვარ თბილისას ფოტოებს და წერს, რომ სწორედ მყინვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო შოვის სტიქია. გალციოლოგი შედარებისთვის მყინვარის ორ ფოტოს აქვეყნებს, სადაც თვალშისაცემია მისი მნიშვნელოვანი შემცირება.

"ეს არის მყინვარი თბილისა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია. სურათების შედარება გვიჩვენებს მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას 2010-2012 წლებში. სწორედ ასეთი დიდი შემცირების გამო, 2012 წელს ჩვენი საველე კვლევის დროს, მყინვარის მარკირება ვეღარ შევძელით.

საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, კიდევ ერთხელ რომ ხაზი გავუსვათ მყინვარების მნიშვნელობას კავკასიის რეგიონისთვის და გარკვეული ციფრებიც მოვიყვანოთ.

1. ჩევნ მიერ ჩატარებულმა კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციამ აჩვენა, რომ 2000-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 320 კვ კმ-ით (23%) შემცირდა. შედარებისთვის, ეს იგივეა, რაც მთლიანი აბაშის რაიონის ფართობი (322 კვ კმ). კიდევ უფრო მეტი შედარებისთვის, ამ პერიოდის შემცირება ოთხჯერ მაღალია 1911-1960 წლების ანალოგიურ მონაცემებთან. სამჯერ მაღალი ვიდრე ეს იყო 1960-1986 წლებში, და ორჯერ მაღალი ვიდრე იყო 1986-2000 წლებში. განსაკუთრებით მაღალი დნობა ფიქსირდება 2014 წლიდან. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია 2022 წელს ჟურნალში The Cryosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე https://tc.copernicus.org/articles/16/489/2022/

2. ჩვენ მიერ ჩატარებული მეორე კვლევა ადასტურებს, რომ ფართობის შემცირების პარალელურად მცირდება კავკასიონის მყინვარების სისქე, მასა, და მოცულობა. მაგალითად, მყინვარების სისქეში შემცირების საშუალოწლიური მონაცემები 2000-2010 წლებში შეადგენდა 50 სანტიმეტრს, ხოლო 2010-2019 წლებში ეს მაჩვენებელი უკვე 1.5-ჯერ იყო მომატებული და შეადგენდა 75 სანტიმეტრს.

საერთო ჯამში ჩვენი მონაცემებით 2000-2019 წლებში კავკასიონის მყინვარების მასა 13 კუბური კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ტონა წყლის ექვივალენტია. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია 2022 წელს ჟურნალში Atmosphere და ხელმისაწვდომია ყველასთვის ღია წვდომის ბმულზე https://www.mdpi.com/2073-4433/13/2/256...", - აღნიშნავს ლევან ტილეიძე.