მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ის გოგო ჩემი მეუღლეა, ხოლო სიმღერა, რომლის შესრულებაშიც ხელი შევუშალე, The Killers - ის Mr. Brightside იყო"
"ახლა ის გოგო ჩემი მეუღლეა, ხოლო სიმღერა, რომლის შესრულებაშიც ხელი შევუშალე, The Killers - ის Mr. Brightside იყო"

ქარ­თუ­ლი როკ-ჯგუ­ფი LOUDspeakers 15 აგ­ვის­ტოს შეკ­ვე­თილ­ში ამე­რი­კუ­ლი ბენ­დის the killers-ის წინ და­უკ­რავს.

ახ­ლა­ხანს და­ა­ნონსდა, რომ ქარ­თუ­ლი როკ-ჯგუ­ფი LOUDspeakers 15 აგ­ვის­ტოს შეკ­ვე­თილ­ში, ამე­რი­კუ­ლი ბენ­დის the killers-ის წინ და­უკ­რავს. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის­თვის, სამ­ზა­დი­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს LOUDspeakers -ის ფრონტმენ­თან, ლე­ვან ლა­უ­და­ძეს­თან.

ახ­ლა­ხანს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კუ­ლი ბენ­დის the killers-ის წინ გა­მო­დი­ხართ, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ თქვენს გულ­შე­მატ­კივ­რებს, მაგ­რამ წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, რომ გაგ­ვი­ზი­ა­როთ, რა პერ­სპექ­ტი­ვაა LOUDspeakers -ის­თვის?

გა­და­მე­ტე­ბის გა­რე­შე, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია ისე­თი მეგა ჯგუ­ფის წინ დაკ­ვრა, რო­გო­რიც The Killers-ია. ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა და ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვია ბენ­დის პორ­ტფო­ლი­ოს­თვის, რო­მელ­საც სა­მო­მავ­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე გა­საგ­ზავ­ნად აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

რო­გორ მოხ­და, რომ თქვენ გა­მო­დი­ხართ the killers-ის warm up-ზე?

რო­გორც ვი­ცით, კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი­დან, ქი­ლერ­სმა და ბენ­დის პრო­დი­უ­სერ­მა ჩვენ აგ­ვირ­ჩია warm up-თვის, რაც ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლია ჩვენ­თვის.

თუ ხართ the killers-ის მსმე­ნე­ლი და რა დატ­ვირ­თვა აქვს პი­რა­დად თქვენ­თვის ამ ჯგუფს?

ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მომ­წონ­და მათი მუ­სი­კა და გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი. ბოლო პე­რი­ოდ­ში მივ­ხვდი, რომ Somebody told me ჩემი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რაა მათი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან. ამის გარ­და ქი­ლერ­სის მუ­სი­კა, კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და გა­მორ­ჩე­ულ მო­მენტს უკავ­შირ­დე­ბა ჩემ­თვის. წლე­ბის წინ ერთ-ერთ კა­რა­ო­კე ბარ­ში ვი­ყა­ვი მე­გობ­რებ­თან ერ­თად. სცე­ნა­ზე სამ­ღერ­ლად გო­გო­ნა ავი­და, რო­მელ­საც მა­შინ არ ვიც­ნობ­დი. უცებ რა­ტომ­ღაც გა­დავ­წყვი­ტე ავ­სუ­ლი­ყა­ვი და მას­თან ერ­თად მემ­ღე­რა. მე­ო­რე მიკრო­ფო­ნი ავი­ღე და, რო­გორც წლე­ბის შემ­დეგ თა­ვად მი­თხრა ამ გო­გომ, მისი ხმა გა­დავ­ფა­რე და სიმ­ღე­რა­ში ხელი შე­ვუ­შა­ლე. გაბ­რა­ზე­ბულს და­უ­ტო­ვე­ბია სცე­ნა. ახლა ის გოგო ჩემი მე­უღ­ლეა, ხოლო სიმ­ღე­რა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­შიც “ხელი შე­ვუ­შა­ლე” ქი­ლერ­სის Mr. Brightside იყო. სხვა­თა­შო­რის ამ კონ­ცერ­ტზე სიმ­ღე­რას We are one ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვიმ­ღე­რებ, რაც ასე­ვე სიმ­ბო­ლუ­რი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის.

LOUDspeakers -ის 13 წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში, სა­დაც არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი გქო­ნი­ათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც, ახლა ალ­ბათ ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ხართ, რომ კარ­გად ჩა­ი­ა­როს კონ­ცერ­ტმა, რო­გო­რი სამ­ზა­დი­სი გაქვთ?

როცა სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ბენ­დი ხარ, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრია სა­თა­ნა­დოდ არაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ასე­თი სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთხელ მოხ­დეს შენს თავს, ამი­ტო­მაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს შან­სი, რაც დიდი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა LOUDspeakers-ის­თვის.

ვიცი რომ, კონ­ცერ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პე­რი­ო­დი გაქვთ წინ, კი­დევ რა იგეგ­მე­ბა?

ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი და მა­გა­რი აგ­ვის­ტო გა­მოგ­ვდის. ქი­ლერ­სის გარ­და წინ კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ცერ­ტია. 18 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში Stage 17-ში ძა­ლი­ან მა­გარ უკ­რა­ი­ნულ ჯგუფ­თან Okean Elzy-თან ერ­თად და­ვუკ­რავთ. აქვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს მსმე­ნელს, რო­მე­ლიც გვერ­დში გვიდ­გას და გვაძ­ლი­ე­რებს. პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ­დე­ნი წლის მე­რეც, ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ცერ­ტებ­ზე ვუკ­რავთ.

LOUDspeakers -ის სიმ­ღე­რე­ბი, თე­მა­ტი­კა და მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლი ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის საკ­მა­ოდ ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ ჯგუ­ფი 2009 წლი­დან სტა­ბი­ლუ­რად გა­ნაგ­რძობს მოღ­ვა­წე­ო­ბას.

6 წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, 2021 წლის 25 დე­კემ­ბერს, LOUDspeakers-მა გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძეს­თან ერ­თად ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, Lenø Records-ზე ახა­ლი ალ­ბო­მი „Pills Of Time“ გა­მო­უშ­ვა, რომ­ლის მოს­მე­ნა და შე­ძე­ნა სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რულ მუ­სი­კა­ლურ პლატ­ფორ­მებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჯგუ­ფის უახ­ლე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბია: Hell On The Earth და Jellyfish.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ახლა ის გოგო ჩემი მეუღლეა, ხოლო სიმღერა, რომლის შესრულებაშიც ხელი შევუშალე, The Killers - ის Mr. Brightside იყო"

"ახლა ის გოგო ჩემი მეუღლეა, ხოლო სიმღერა, რომლის შესრულებაშიც ხელი შევუშალე, The Killers - ის Mr. Brightside იყო"

ქართული როკ-ჯგუფი LOUDspeakers 15 აგვისტოს შეკვეთილში ამერიკული ბენდის the killers-ის წინ დაუკრავს.

ახლახანს დაანონსდა, რომ ქართული როკ-ჯგუფი LOUDspeakers 15 აგვისტოს შეკვეთილში, ამერიკული ბენდის the killers-ის წინ დაუკრავს. ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის, სამზადისი უკვე დაწყებულია. გთავაზობთ ინტერვიუს LOUDspeakers -ის ფრონტმენთან, ლევან ლაუდაძესთან.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ბენდის the killers-ის წინ გამოდიხართ, ძალიან გაუხარდათ თქვენს გულშემატკივრებს, მაგრამ წინასწარი შეფასებით, რომ გაგვიზიაროთ, რა პერსპექტივაა LOUDspeakers -ისთვის?

გადამეტების გარეშე, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ისეთი მეგა ჯგუფის წინ დაკვრა, როგორიც The Killers-ია. ძალიან დიდი გამოწვევაა და ამავდროულად ძალიან კარგი ამბავია ბენდის პორტფოლიოსთვის, რომელსაც სამომავლოდ ფესტივალებზე გასაგზავნად აუცილებლად გამოვიყენებთ.

როგორ მოხდა, რომ თქვენ გამოდიხართ the killers-ის warm up-ზე?

როგორც ვიცით, კონცერტის ორგანიზატორების მიერ გაგზავნილი ვარიანტებიდან, ქილერსმა და ბენდის პროდიუსერმა ჩვენ აგვირჩია warm up-თვის, რაც ორმაგად სასიხარულო და ამაღელვებელია ჩვენთვის.

თუ ხართ the killers-ის მსმენელი და რა დატვირთვა აქვს პირადად თქვენთვის ამ ჯგუფს?

ყოველთვის ძალიან მომწონდა მათი მუსიკა და გამორჩეული სტილი. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ Somebody told me ჩემი საყვარელი სიმღერაა მათი შემოქმედებიდან. ამის გარდა ქილერსის მუსიკა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ მომენტს უკავშირდება ჩემთვის. წლების წინ ერთ-ერთ კარაოკე ბარში ვიყავი მეგობრებთან ერთად. სცენაზე სამღერლად გოგონა ავიდა, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი. უცებ რატომღაც გადავწყვიტე ავსულიყავი და მასთან ერთად მემღერა. მეორე მიკროფონი ავიღე და, როგორც წლების შემდეგ თავად მითხრა ამ გოგომ, მისი ხმა გადავფარე და სიმღერაში ხელი შევუშალე. გაბრაზებულს დაუტოვებია სცენა. ახლა ის გოგო ჩემი მეუღლეა, ხოლო სიმღერა, რომლის შესრულებაშიც “ხელი შევუშალე” ქილერსის Mr. Brightside იყო. სხვათაშორის ამ კონცერტზე სიმღერას We are one ჩემს მეუღლესთან ერთად ვიმღერებ, რაც ასევე სიმბოლური იქნება ჩვენთვის.

LOUDspeakers -ის 13 წლიან ისტორიაში, სადაც არაერთი წარმატებული კონცერტი გქონიათ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ახლა ალბათ ძალიან მობილიზებულები ხართ, რომ კარგად ჩაიაროს კონცერტმა, როგორი სამზადისი გაქვთ?

როცა საქართველოს მოქმედი ბენდი ხარ, ქვეყანაში, სადაც მუსიკალური ინდუსტრია სათანადოდ არაა განვითარებული, ასეთი საოცარი ამბავი შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოხდეს შენს თავს, ამიტომაც ვალდებულები ვართ მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ ეს შანსი, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება LOUDspeakers-ისთვის.

ვიცი რომ, კონცერტებით დატვირთული პერიოდი გაქვთ წინ, კიდევ რა იგეგმება?

ძალიან დატვირთული და მაგარი აგვისტო გამოგვდის. ქილერსის გარდა წინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტია. 18 აგვისტოს ბათუმში Stage 17-ში ძალიან მაგარ უკრაინულ ჯგუფთან Okean Elzy-თან ერთად დავუკრავთ. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მსმენელს, რომელიც გვერდში გვიდგას და გვაძლიერებს. პირველ რიგში სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ამდენი წლის მერეც, ასეთ მნიშვნელოვან კონცერტებზე ვუკრავთ.

LOUDspeakers -ის სიმღერები, თემატიკა და მუსიკალური სტილი ქართველი მსმენელისთვის საკმაოდ ახლობელი აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჯგუფი 2009 წლიდან სტაბილურად განაგრძობს მოღვაწეობას.

6 წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 25 დეკემბერს, LOUDspeakers-მა გიორგი გვარჯალაძესთან ერთად ინტენსიური მუშაობის შემდეგ, Lenø Records-ზე ახალი ალბომი „Pills Of Time“ გამოუშვა, რომლის მოსმენა და შეძენა სხვადასხვა პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმებზეა შესაძლებელი. ჯგუფის უახლესი ნამუშევრებია: Hell On The Earth და Jellyfish.