კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა" - ცნობილი ხდება, რომ 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირი დააკავეს: ახალი დეტალები
"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა" - ცნობილი ხდება, რომ 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირი დააკავეს: ახალი დეტალები

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 28 წლის ნა­თია ბახ­ტა­ძის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი. ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი არ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ამი­ტო­მაც გო­გო­ნას შე­სა­ხებ რა­ი­მე ცნო­ბე­ბი ჯე­რაც არ ვრცელ­დე­ბა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს ოკუ­პი­რე­ბულ ილო­რის ტყე­ში, ნა­თია ბახ­ტა­ძის ცხე­და­რი იპო­ვეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ტყე­ში ცხე­და­რი ნამ­დვი­ლად ნა­პოვ­ნია, მაგ­რამ ის ბახ­ტა­ძეს არ ეკუთ­ვნის. ამას ადას­ტუ­რებს და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას დედა, ია­მზე აგუ­მა­ვა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, დე­პუ­ტა­ტებს და ხალ­ხს სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას...

ნა­პოვ­ნი ცხე­და­რი უკვე გა­დაგ­ზავ­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა მოხ­და და ვის ეკუთ­ვნის... ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი უწყე­ბა ჩარ­თუ­ლია ძი­ე­ბის საქ­მე­ში და იმე­დია, მალე გა­ირ­კვე­ვა, თუ რა მოხ­და, მით უფრო, მას შემ­დეგ, რაც ბახ­ტა­ძის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია" - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ნა­თია ცო­ცხა­ლია, ხოლო პირი, რო­მელ­მაც ის გა­ი­ტა­ცა, და­კა­ვე­ბუ­ლია... თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ უწყე­ბას აღ­ნიშ­ნულ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

და­კა­ვე­ბუ­ლი აფხა­ზი აი­ნარ წვიჟ­ბაა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას რა­ი­ონ­ში ბიზ­ნე­სი და გავ­ლე­ნე­ბი აქვს, ის ქარ­თველ გო­გო­ნას­თან და­ახ­ლო­ე­ბას დიდი ხა­ნია ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, უარს იღებ­და...

"ნა­თია სო­ხუმ­ში სწავ­ლობ­და და რო­გორც ჩანს, წვიჟ­ბა იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ავიწ­რო­ებ­და მას. ის გაქ­ცე­ვას აპი­რებ­და, მაგ­რამ სა­ბუ­თე­ბი ვერ გა­ა­კე­თა. ამი­ტომ ის ვერ­სი­აც ვრცელ­დე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბით აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და, ეს ამ­ბა­ვი წვიჟ­ბამ გა­ი­გო და გა­ი­ტა­ცა.

იმე­დია, სამ­შვი­დო­ბოს არის, მაგ­რამ ასე რომ იყოს, დე­დას ხომ და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და... თუმ­ცა, ქალი ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი ცო­ცხა­ლია და ეს უკვე იმე­დის მომ­ცე­მია.

აქ ხომ ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნე­ბით არის. წვიჟ­ბაც გავ­ლე­ნი­ა­ნია და სულ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხოს ან რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, სიმ­ბო­ლუ­რი სას­ჯე­ლი და­ა­კის­რონ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გავ­რცელ­და ტყის ვერ­სია, რა­ტომ მუ­შა­ობ­და მი­ლი­ცია ტყე­ში, სა­დაც სხვა ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს" - ამ­ბო­ბენ აფხა­ზე­ბი.

ნა­თია ბახ­ტა­ძეს ოჯა­ხი 28 ივ­ლი­სი­დან ეძებს. დე­დამ, ია­მზე აგუ­მა­ვამ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი 31 ივ­ლისს გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ას­ლან ბჟა­ნი­ას, ე.წ. ომ­ბუდსმენ ანას ქიშ­მა­რი­ას, დე­პუ­ტატ თე­მურ შერ­გე­ლი­ა­სა და აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ია­მზე აგუ­მა­ვას ე.წ. ომ­ბუდსმე­ნი და­უ­კავ­შირ­და და დახ­მა­რე­ბას და­პირ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
3

ქართველებო რა გაჩერებთ მანდ თქვენ ხომ აფხაზეთში პოტენციური მძევლები ხართ დროზე გაეცალეთ მადაურობას

გამვლელი
6

ადრე, ისე თუ ასე მაინც ეშინოდათ პარტიზანების (ტყის საძმოსი), რომლებმაც საიქიოს გაუყოლა გზად ბევრი ,ვისაც ქართველების წინაშე ცოდვები ქონდათ ჩადენილი. დღეს არავის არაფრის აღარ ეშინია, აგერ ზედ საზღვარზე მოგვიკლეს ქართველი ბიჭი, დღისით, მზისით, ამდენ ხალხში და არავის არ აინტერესებს. ამიტომ ავიწროვებენ ჩვენ ხალხს, დაუსჯელობის სინდრომია. აბა ებრაელებს გაუბედონ მზგავსი ,ან ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანის მოქალაქეს, გააქრობენ. ჩვენი კიდევ ,ნახევარი საქართველო ტურისტს და ბაბაიას ფულს გაიძახის ,მეორე ნახევარი იგინება,რა გვჭირს ბოლო ბოლო ,მართლა მხოლოდ სადღეგრძელოში ვართ მაგრები ?

ავტორი:

"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა" - ცნობილი ხდება, რომ 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირი დააკავეს: ახალი დეტალები

"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა" - ცნობილი ხდება, რომ 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირი დააკავეს: ახალი დეტალები

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 28 წლის ნათია ბახტაძის საქმეში ეჭვმიტანილი პირი. ekhokavkaza.com-ის ცნობით, დაკავებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ამიტომაც გოგონას შესახებ რაიმე ცნობები ჯერაც არ ვრცელდება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ცნობები იმის შესახებ, თითქოს ოკუპირებულ ილორის ტყეში, ნათია ბახტაძის ცხედარი იპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ტყეში ცხედარი ნამდვილად ნაპოვნია, მაგრამ ის ბახტაძეს არ ეკუთვნის. ამას ადასტურებს დაკარგული გოგონას დედა, იამზე აგუმავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, დეპუტატებს და ხალხს სთხოვდა დახმარებას...

ნაპოვნი ცხედარი უკვე გადაგზავნეს ექსპერტიზაზე იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა და ვის ეკუთვნის... ყველა ადგილობრივი უწყება ჩართულია ძიების საქმეში და იმედია, მალე გაირკვევა, თუ რა მოხდა, მით უფრო, მას შემდეგ, რაც ბახტაძის საქმეში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია" - წერს აფხაზური მედია.

მათივე ცნობით, დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ ნათია ცოცხალია, ხოლო პირი, რომელმაც ის გაიტაცა, დაკავებულია... თუმცა, ჯერჯერობით არცერთ უწყებას აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკავებული აფხაზი აინარ წვიჟბაა. როგორც ირკვევა, მას რაიონში ბიზნესი და გავლენები აქვს, ის ქართველ გოგონასთან დაახლოებას დიდი ხანია ცდილობდა, თუმცა, უარს იღებდა...

"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა იქიდან მოყოლებული ავიწროებდა მას. ის გაქცევას აპირებდა, მაგრამ საბუთები ვერ გააკეთა. ამიტომ ის ვერსიაც ვრცელდება, რომ ვიღაცების დახმარებით აფხაზეთის დატოვებას ცდილობდა, ეს ამბავი წვიჟბამ გაიგო და გაიტაცა.

იმედია, სამშვიდობოს არის, მაგრამ ასე რომ იყოს, დედას ხომ დაუკავშირდებოდა... თუმცა, ქალი ამბობს, რომ მისი შვილი ცოცხალია და ეს უკვე იმედის მომცემია.

აქ ხომ ყველაფერი გავლენებით არის. წვიჟბაც გავლენიანია და სულ არ გამიკვირდება, რომ საქმე ჩაიფარცხოს ან რაღაც დროის შემდეგ, სიმბოლური სასჯელი დააკისრონ. საინტერესოა, რატომ გავრცელდა ტყის ვერსია, რატომ მუშაობდა მილიცია ტყეში, სადაც სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს" - ამბობენ აფხაზები.

ნათია ბახტაძეს ოჯახი 28 ივლისიდან ეძებს. დედამ, იამზე აგუმავამ, სოციალურ ქსელში პოსტი 31 ივლისს გამოაქვეყნა და ასლან ბჟანიას, ე.წ. ომბუდსმენ ანას ქიშმარიას, დეპუტატ თემურ შერგელიასა და აფხაზეთის მოქალაქეებს დახმარება სთხოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ იამზე აგუმავას ე.წ. ომბუდსმენი დაუკავშირდა და დახმარებას დაპირდა.