კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხდა ის, რომ ქრონიკულმა სმებმა სასტიკ დაავადებამდე მიმიყვანა... მადლობა ამერიკას, რომელმაც მიმკურნალა" - "ზუმბა" მძიმე წლებსა და ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე
"მოხდა ის, რომ ქრონიკულმა სმებმა სასტიკ დაავადებამდე მიმიყვანა... მადლობა ამერიკას, რომელმაც მიმკურნალა" - "ზუმბა" მძიმე წლებსა და ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე

მუ­სი­კო­სი ზაზა კო­რინ­თე­ლი ("ზუმ­ბა") სა­ქარ­თვე­ლო­დან 2015 წელს წა­ვი­და. "ზუმ­ბამ" ემიგ­რა­ცი­ის­თვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აირ­ჩია და მას შემ­დეგ, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

მუ­სი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქვეყ­ნი­დან წას­ვლის მძი­მე პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, როცა უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა უწევ­და:

"ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ და მე­გობ­რებ­მა დამ­პა­ტი­ჟეს სა­თევ­ზა­ოდ ოკე­ა­ნე­ზე. გა­ვე­დით კოხ­ტად მო­წყო­ბილ სა­ნა­პი­რო ყუ­რე­ზე კა­ლი­ფორ­ნი­ის ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ სან­ტა კრუზ­ში.სუფ­თა, მშვი­დი, ლა­მა­ზი, მზი­ა­ნი დღე იყო.ოჯა­ხე­ბი, ბავ­შვე­ბი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ძაღ­ლე­ბი, კა­ტე­ბი, თო­ლი­ე­ბი... სე­ირ­ნობ­დნენ, ვარ­ჯი­შობ­დნენ,დარ­ბოდ­ნენ, ის­ვე­ნებ­დნენ საყ­ვარ­ლად...ისა, ესა... და უცებ მო­მინ­და პა­პი­რო­ზის გა­ფუ­ი­ლე­ბა, მი­წია რეფ­ლექსმა და მო­თხოვ­ნი­ლე­ბამ. გა­მო­ვე­დი მო­სა­წე­ვად ამ სი­სუფ­თა­ვე­ში, ვე­ძებ ად­გილს, ვი­პო­ვე კუ­თხე ნაგ­ვის ყუთ­თან, დავ­დე­ქი, მო­ვუ­კი­დე, ღრმა სა­რი­ტუ­ა­ლო ნა­ფა­ზის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, უნდა გა­ვა­ფუ­ი­ლო და ჰოი სა­ოც­რე­ბავ... სას­წა­უ­ლად შემ­რცხვა მზის, ოკე­ა­ნის, სუფ­თა ჰა­ე­რის, ყვე­ლა­სი და ყვე­ლაფ­რის... მი­ვი­ხედ-მო­ვი­ხე­დე, სა­ერ­თოდ არა­ვინ მი­ყუ­რებ­და, ჩა­ვაქ­რე და ალ­ბათ სა­ბო­ლო­ოდ... ასე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

ეს ნი­კო­ტი­ნის სევ­და და ახლა ალ­კოჰოლ­ზეც გე­ტყვით. ძა­ლი­ან კარ­გი მეღ­ვი­ნე­ე­ბი მყავ­დნენ პაპა-ბა­ბუ­ე­ბი ორი­ვე მშობ­ლის მხრი­დან. ვაზ­თან და ღვი­ნოს­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე ბავ­შვო­ბი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად.ეს კულ­ტუ­რა ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო და არის დღემ­დე, მისი თან­მდე­ვი კონ­ცეფ­ცი­ით, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი და ფა­ქი­ზი ფორ­მე­ბით... მერე მოხ­და ის, რომ ნელ-ნელა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა აქ­ტი­უ­რო­ბებ­მა, ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა, კონ­ცერ­ტებ­მა, გას­ტრო­ლებ­მა, სა­ხალ­ხო ფეს­ტი­ვა­ლებ­მა, ექ­სპე­დი­ცი­ებ­მა, მოგ­ზა­უ­რო­ბებ­მა და შემ­დგომ უკვე ფსევ­დოტ­რა­დი­ცი­ულ­მა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ქრო­ნი­კულ­მა სა­რი­ტუ­ა­ლო სმებ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­ტიკ და­ა­ვა­დე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ალ­კოჰო­ლიზ­მი ეწო­დე­ბა. ამას თან ერ­თვო­და დეპ­რე­სი­ე­ბის, ნერ­ვო­ზე­ბის და სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მთე­ლი ბუ­კე­ტი, გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თუ­მე ღრუ­ზი­ნე­ბის ხე­ლით კრემ­ლის ოკუ­პა­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბით...

ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ, უშუ­ა­ლოდ და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად შე­მე­ხო, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ, სო­ცი­ა­ლუ­რად და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აქ­ტი­ურ, იმ დრო­ის­თვის პო­პუ­ლა­რულ ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს... სრუ­ლი­ად გავ­ნად­გურ­დი ში­ნა­გა­ნად, მივ­ხვდი რომ პი­კია, აღ­სას­რუ­ლი დგე­ბა, ან თვი­თონ კრემ­ლი და მისი რუ­სე­თუ­მე კრი­მი­ნა­ლი ღრუ­ზი­ნე­ბი მო­მი­ღე­ბენ ბო­ლოს ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის და აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ე­ბის გამო ან უნდა მო­ვიკ­რი­ბო ბოლო ძა­ლე­ბი და გა­ვე­ცა­ლო რა­მე­ნა­ი­რად ამ ყვე­ლა­ფერს, ფი­ზი­კუ­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის და მუ­სი­კის გა­და­სარ­ჩე­ნად...

მე ეს მე­ო­რე გზა ავირ­ჩიე... მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არ­სე­ბობ ამე­რი­კა, რო­მელ­მაც მო­მი­ა­რე, მიმ­კურ­ნა­ლე, გა­მო­მა­ჯან­მრთე­ლე, მი­შუ­შებ ია­რებს და ახა­ლი სი­ცო­ცხლის შან­სი მო­მე­ცი... რა კარ­გია მეც დრო­ზე მივ­ხვდი, რომ შენ­თან სჯობს... თუმ­ცა მა­ნამ­დე ევ­რო­პუ­ლი ემიგ­რა­ცი­ებ­გა­და­ტა­ნი­ლის და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლის ფონ­ზე, სა­ერ­თოდ აღარ გან­ვი­ხი­ლავ­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან ისევ წას­ვლას, მჯე­რო­და, რომ სა­მუ­და­მოდ დავ­ფუძნ­დი ჩემს სამ­შობ­ლო­ში...მოკ­ლედ, აქ, ამე­რი­კა­ში სრუ­ლი­ად შეშ­ლი­ლი, დას­ტრე­სი­ლი და მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რეს მე­გო­ბარს, მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას, მუ­სი­კას არას­დროს მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ...დიდი შან­სი იყო, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, ნარ­კო­ტი­კებ­ში მე­პო­ვა შვე­ბა, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის მე­ზი­ზღე­ბო­და ბავ­შვო­ბი­დან და ამი­ტო­მაც არას­დროს შევ­ხე­ბი­ვარ...ასე დამ­თავ­რდა ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი ეტა­პი და გა­დავ­წყვი­ტე, რომ ვი­ცო­ცხლო ჯან­მრთე­ლად, აზ­რი­ა­ნად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ნა­ყო­ფი­ე­რად. ვიყო მად­ლი­ე­რი, ვა­ღი­ა­რო და და­ვა­ფა­სო უკვე სა­კუ­თა­რი თა­ვიც და აქამ­დე გავ­ლი­ლი რთუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის გზაც...ამი­ტომ შევ­ცვა­ლე ყვე­ლა­ფე­რი და ვი­წყებ კი­დევ ერთხელ მთლი­ა­ნად თა­ვი­დან...

ამ­ჟა­მად გვერ­დით მუ­სი­კა, ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცა­ვი კა­ნო­ნე­ბის ძლი­ე­რი სის­ტე­მა და თა­ვად USA მიდ­გა­ნან...ხელ­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რწმე­ნა, წარ­მა­ტე­ბე­ბი, უკვე პა­ტარ-პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბი და ახა­ლი გლო­ბა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ეტა­პის და­სა­წყი­სი მი­ჭი­რავს...

რაც მთა­ვა­რია, გული ისევ სიყ­ვა­რუ­ლით და სი­ცო­ცხლის სი­ხა­რუ­ლით მაქვს სავ­სე. არას­დროს დავ­ბოღ­მილ­ვარ, არ გავ­ბო­რო­ტე­ბულ­ვარ და არ მიც­დია ვინ­მეს­თვის, თუნ­დაც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი, სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და. ალ­ბათ, ეს არის ჩემი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი და სა­ი­დუმ­ლო...თით­ქმის ყვე­ლა ფუჭი ურ­თი­ერ­თო­ბა, ენერ­გო ვამ­პი­რი და ილუ­ზია ჩა­მო­ვი­შო­რე, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლი­და ჩემს წინსვლას!!! (ესე­ნი უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რე­ბია)უკვე ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად ახალ სი­მაღ­ლე­ზე, სრუ­ლი­ად ვე­კუთ­ვნი სა­კუ­თარ თავს და მზად ვარ ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის.მჯე­რა, რომ ამ გლო­ბა­ლუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან ქარ­თულ საქ­მე­საც ახლა უფრო მაგ­რად და წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ვა­კე­თებ...ეს პოს­ტი ეკუთ­ვნის ყვე­ლა ჩემს ახ­ლო­ბელ, გულ­შე­მატ­კი­ვარ, კე­თილ­მო­სურ­ნე და უბ­რა­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე შემ­დგარ ადა­მი­ანს, ვი­საც გუ­ლით ვუყ­ვარ­ვარ მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი თუ რამ გარ­გეთ ამ ყვე­ლაფ­რის გა­ზი­ა­რე­ბით.

კი­დევ ერთხელ უდი­დე­სი მად­ლო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ადა­მი­ან­ზე და მის სი­კე­თე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და წარ­მა­ტე­ბე­ბის ქვე­ყა­ნას." - წერს მუ­სი­კო­სი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელი კაცი
8

ჩანს კარგად გიწვალია და გივარცხნია ეს პოსტი მარა ბოლოში ერთი დიდი სირობა გამოგივიდა. ამ პოსტიდან ჩანს როგორ გიყვარს შენი სამშობლო) თბილისში რო ყოფილიყავი ხო გაკრავდი წკიპურტით ბიჩოკს, ამერიკის სილამაზემ რო გული აგიჩუყა.

სამშობლოზე დარდით გალოთებულა კაცი, შენ და ზოგადად შენნაირებს სამშობლო არ გაგაჩნიათ, თქვენი სამშობლო იქ არის სადაც მუცელს კარგად გაიძღობთ და ეს პოსტიც ამ ამბისთვის მიგიძღვნია. შენ იმ პრივილეგიების დაკარგვა ვერ აიტანე მიშას კარის მუზიკანტობა რო განიჭებდა და აითესე სადაც თბილოდა. მაგას კი ვეღარ ეღირსებით ნაცობა, მარა პირობითად მიხო რო დაბრუნდეს მეორე დღესვე ჩამოეწუწები და ცრემლიანი თვალებით მოგვიყვები ახალ ისტორიას, როგორ გიყვარს სამშობლო და როგორ ვერ გასცვლი სალსა კლდეებსა...

33ყ
15

ნაცობისგან განკურნება არ ხერხდება სამწუხაროდ... მაგის წამალი არ არსებობს და ამიტომ გადაკარი ისევ "ჟანგიან ყბაში" ღვთიური სითხე.

ავტორი:

"მოხდა ის, რომ ქრონიკულმა სმებმა სასტიკ დაავადებამდე მიმიყვანა... მადლობა ამერიკას, რომელმაც მიმკურნალა" - "ზუმბა" მძიმე წლებსა და ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე

"მოხდა ის, რომ ქრონიკულმა სმებმა სასტიკ დაავადებამდე მიმიყვანა... მადლობა ამერიკას, რომელმაც მიმკურნალა" - "ზუმბა" მძიმე წლებსა და ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე

მუსიკოსი ზაზა კორინთელი ("ზუმბა") საქართველოდან 2015 წელს წავიდა. "ზუმბამ" ემიგრაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატები აირჩია და მას შემდეგ, კალიფორნიაში ცხოვრობს.

მუსიკოსი სოციალურ ქსელში ქვეყნიდან წასვლის მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უმძიმეს დაავადებასთან ბრძოლა უწევდა:

"ახალი ჩამოსული ვარ და მეგობრებმა დამპატიჟეს სათევზაოდ ოკეანეზე. გავედით კოხტად მოწყობილ სანაპირო ყურეზე კალიფორნიის ერთ პატარა ქალაქ სანტა კრუზში.სუფთა, მშვიდი, ლამაზი, მზიანი დღე იყო.ოჯახები, ბავშვები, შეყვარებულები, ძაღლები, კატები, თოლიები... სეირნობდნენ, ვარჯიშობდნენ,დარბოდნენ, ისვენებდნენ საყვარლად...ისა, ესა... და უცებ მომინდა პაპიროზის გაფუილება, მიწია რეფლექსმა და მოთხოვნილებამ. გამოვედი მოსაწევად ამ სისუფთავეში, ვეძებ ადგილს, ვიპოვე კუთხე ნაგვის ყუთთან, დავდექი, მოვუკიდე, ღრმა სარიტუალო ნაფაზისთვის ვემზადები, უნდა გავაფუილო და ჰოი საოცრებავ... სასწაულად შემრცხვა მზის, ოკეანის, სუფთა ჰაერის, ყველასი და ყველაფრის... მივიხედ-მოვიხედე, საერთოდ არავინ მიყურებდა, ჩავაქრე და ალბათ საბოლოოდ... ასე დამთავრდა ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა.

ეს ნიკოტინის სევდა და ახლა ალკოჰოლზეც გეტყვით. ძალიან კარგი მეღვინეები მყავდნენ პაპა-ბაბუები ორივე მშობლის მხრიდან. ვაზთან და ღვინოსთან ერთად გავიზარდე ბავშვობიდან ფაქტობრივად.ეს კულტურა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და არის დღემდე, მისი თანმდევი კონცეფციით, ურთიერთობების თუ ხელოვნების ძალიან მიმზიდველი და ფაქიზი ფორმებით... მერე მოხდა ის, რომ ნელ-ნელა შემოქმედებითმა აქტიურობებმა, ურთიერთობებმა, კონცერტებმა, გასტროლებმა, სახალხო ფესტივალებმა, ექსპედიციებმა, მოგზაურობებმა და შემდგომ უკვე ფსევდოტრადიციულმა, სავალდებულო ქრონიკულმა სარიტუალო სმებმა ეს ყველაფერი სასტიკ დაავადებამდე მიიყვანა, რომელსაც ალკოჰოლიზმი ეწოდება. ამას თან ერთვოდა დეპრესიების, ნერვოზების და სტრესული მდგომარეობის მთელი ბუკეტი, გამოწვეული საქართველოში რუსეთუმე ღრუზინების ხელით კრემლის ოკუპაციური პოლიტიკის ყველა მიმართულებით გააქტიურებით...

ეს ყველაფერი პირდაპირ, უშუალოდ და ძალიან მტკივნეულად შემეხო, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ, სოციალურად და შემოქმედებითად აქტიურ, იმ დროისთვის პოპულარულ ხელოვან ადამიანს... სრულიად გავნადგურდი შინაგანად, მივხვდი რომ პიკია, აღსასრული დგება, ან თვითონ კრემლი და მისი რუსეთუმე კრიმინალი ღრუზინები მომიღებენ ბოლოს ჩემი შეხედულებების და აქტიური სამოქალაქო პოზიციების გამო ან უნდა მოვიკრიბო ბოლო ძალები და გავეცალო რამენაირად ამ ყველაფერს, ფიზიკურად საკუთარი თავის, შემოქმედებითი იდეების და მუსიკის გადასარჩენად...

მე ეს მეორე გზა ავირჩიე... მადლობა ღმერთს, რომ არსებობ ამერიკა, რომელმაც მომიარე, მიმკურნალე, გამომაჯანმრთელე, მიშუშებ იარებს და ახალი სიცოცხლის შანსი მომეცი... რა კარგია მეც დროზე მივხვდი, რომ შენთან სჯობს... თუმცა მანამდე ევროპული ემიგრაციებგადატანილის და გამარჯვებული დაბრუნებულის ფონზე, საერთოდ აღარ განვიხილავდი საქართველოდან ისევ წასვლას, მჯეროდა, რომ სამუდამოდ დავფუძნდი ჩემს სამშობლოში...მოკლედ, აქ, ამერიკაში სრულიად შეშლილი, დასტრესილი და მორალურად განადგურებული ჩამოვედი, მაგრამ ჩემი ცხოვრების უმთავრეს მეგობარს, მის აღმატებულებას, მუსიკას არასდროს მივუტოვებივარ...დიდი შანსი იყო, რომ ამ მდგომარეობაში მყოფს, ნარკოტიკებში მეპოვა შვება, მაგრამ ეს ყოველთვის მეზიზღებოდა ბავშვობიდან და ამიტომაც არასდროს შევხებივარ...ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ეტაპი და გადავწყვიტე, რომ ვიცოცხლო ჯანმრთელად, აზრიანად, შემოქმედებითად ნაყოფიერად. ვიყო მადლიერი, ვაღიარო და დავაფასო უკვე საკუთარი თავიც და აქამდე გავლილი რთული და ძალიან საინტერესო ცხოვრების გზაც...ამიტომ შევცვალე ყველაფერი და ვიწყებ კიდევ ერთხელ მთლიანად თავიდან...

ამჟამად გვერდით მუსიკა, ნამდვილი მეგობრები, ადამიანის უფლებების დამცავი კანონების ძლიერი სისტემა და თავად USA მიდგანან...ხელში უდიდესი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ორიგინალური მუსიკალური პროექტები, რწმენა, წარმატებები, უკვე პატარ-პატარა გამარჯვებები და ახალი გლობალური შემოქმედებითი ეტაპის დასაწყისი მიჭირავს...

რაც მთავარია, გული ისევ სიყვარულით და სიცოცხლის სიხარულით მაქვს სავსე. არასდროს დავბოღმილვარ, არ გავბოროტებულვარ და არ მიცდია ვინმესთვის, თუნდაც დამსახურებული, სამაგიეროს გადახდა. ალბათ, ეს არის ჩემი ზრდა-განვითარების მთავარი გასაღები და საიდუმლო...თითქმის ყველა ფუჭი ურთიერთობა, ენერგო ვამპირი და ილუზია ჩამოვიშორე, რომელიც ხელს უშლიდა ჩემს წინსვლას!!! (ესენი უმთავრესი ფაქტორებია)უკვე ფიზიკურად და სულიერად ახალ სიმაღლეზე, სრულიად ვეკუთვნი საკუთარ თავს და მზად ვარ ახალი და საინტერესო, შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის.მჯერა, რომ ამ გლობალური გადმოსახედიდან ქართულ საქმესაც ახლა უფრო მაგრად და წარმატებულად გავაკეთებ...ეს პოსტი ეკუთვნის ყველა ჩემს ახლობელ, გულშემატკივარ, კეთილმოსურნე და უბრალოდ განვითარების გზაზე შემდგარ ადამიანს, ვისაც გულით ვუყვარვარ მოხარული ვიქნები თუ რამ გარგეთ ამ ყველაფრის გაზიარებით.

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ადამიანზე და მის სიკეთეზე ორიენტირებულ, შესაძლებლობების და წარმატებების ქვეყანას." - წერს მუსიკოსი.