სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იარაღი სურსათის სანაცვლოდ? - რა მისიით ჩავიდა შოიგუ ფხენიანში და რას უნდა ველოდოთ? შეხვედრა კიმ ჩენ ინთან და იარაღის გამოფენა: ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან
იარაღი სურსათის სანაცვლოდ? - რა მისიით ჩავიდა შოიგუ ფხენიანში და რას უნდა ველოდოთ? შეხვედრა კიმ ჩენ ინთან და იარაღის გამოფენა: ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა, კიმ ჩენ ინმა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნისტრს სერ­გეი შო­ი­გუს უახ­ლე­სი ია­რა­ღი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

ფხე­ნი­ან­მა რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია შო­ი­გუს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და ჩი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სამ­ხრეთ კო­რე­ა­ზე "გა­მარ­ჯვე­ბის“ 70 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­იწ­ვია.

  • წარ­მოდ­გე­ნი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბი­დან იყო - სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა "ხვა­სო­ნი“. ის აპ­რილ­ში გა­მოს­ცა­დეს და პირ­ველ ჩრდი­ლო­ეთ­კო­რე­ულ სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სო ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტად ით­ვლე­ბა.

გა­მო­ფე­ნა­ზე ახა­ლი კონ­სტრუქ­ცი­ის ორი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტიც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი - მათ შო­რის ძი­რი­თა­დი შემ­ტევ-გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დრო­ნი, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ ვა­რი­ანტს ჰგავ­და.

შიდა კონ­სტრუქ­ცი­ით დრო­ნი ამე­რი­კულ RQ-4 Global Hawk-სა და MQ-9 Reaper-ს წა­ა­გავ­და. შო­ი­გუმ და კიმ ჩენ ინმა ასე­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­რის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი, ტან­კე­ბი და ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი.

  • შო­ი­გუს ვი­ზი­ტი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ფხე­ნი­ა­ნი მოს­კოვს ია­რაღს აწ­ვდის.

კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რი იყო რომ კო­რეა რუ­სეთს სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვებ­სა და ახლო რა­დი­უს­ში მოქ­მედ რა­კე­ტებს აწ­ვდი­და.

მარ­ტში აშშ-ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თი კო­რე­ა­ში დე­ლე­გა­ცი­ის გაგ­ზავ­ნას აპი­რებ­და, რომ მათ­თვის სურ­სა­თის მი­წო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნე­ხი­ლათ. სა­ნაც­ვლოდ, კიმ ჩენ ინის რე­ჟი­მი რუ­სებს შე­ი­ა­რა­ღე­ბას მი­აწ­ვდი­და.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, კიმ ჩენ ინმა და შო­ი­გუმ ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი ხუთ­შა­ბათს, მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მით დას­რულ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რეა უცხო ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ტებს პან­დე­მი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლად მას­პინ­ძლობს. ბო­ლო­ჯერ ფხე­ნი­ან­მა 2018 წლის აღ­ლუმ­ზე მი­იწ­ვია სხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი.

2020 წლის და­სა­წყის­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო სა­ზღვრე­ბი ჩა­კე­ტა. მთავ­რო­ბამ სხვა ქვეყ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი შე­წყვი­ტა. მე­ტიც, შე­ა­ჩე­რეს სა­ვაჭ­რო კავ­ში­რე­ბიც, მათ შო­რის, პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი.

ის ფაქ­ტი, რომ ფხე­ნი­ან­მა სტუმ­რე­ბი მი­იწ­ვია, შე­საძ­ლოა, მე­ტყვე­ლებ­დეს იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა მკაც­რი სა­სა­ზღვრო შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:D :D
0

სერიოზულ მოკავშირეებზე მიდის საუბარი რუსეთის მხრიდან, ჩრდილოეთ კორეა, აფრიკის რესპუბლიკები, ნაურუს კუნძული. სახიფათო თამაშს თამაშობს რუსეთი :D :D :D :D

რაც მართალია,მართალია
0

თუ დაუძმაკაცდები,აჯობებს დაუძმაკაცდე ჩემპიონს! ჩრდ.კორეა ყველაფერში ჩემპიონია მსოფლიოში.მათ შორის ფეხბურთში უცვლელი ჰეგემონია ამდენი წელი. ) (მაგასთან თამაშს აზრი აქვს დაკარგული).არაფერს ვლაპარაკობ შავი გედების ფანტასტიურ გადაწყვეტილებაზე. საღოლ! )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

იარაღი სურსათის სანაცვლოდ? - რა მისიით ჩავიდა შოიგუ ფხენიანში და რას უნდა ველოდოთ? შეხვედრა კიმ ჩენ ინთან და იარაღის გამოფენა: ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან

იარაღი სურსათის სანაცვლოდ? - რა მისიით ჩავიდა შოიგუ ფხენიანში და რას უნდა ველოდოთ? შეხვედრა კიმ ჩენ ინთან და იარაღის გამოფენა: ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უახლესი იარაღი დაათვალიერებინა.

ფხენიანმა რუსული დელეგაცია შოიგუს ხელმძღვანელობით და ჩინელი ოფიციალური პირები ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ კორეაზე "გამარჯვების“ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიწვია.

  • წარმოდგენილი შეიარაღებიდან იყო - საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "ხვასონი“. ის აპრილში გამოსცადეს და პირველ ჩრდილოეთკორეულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტად ითვლება.

გამოფენაზე ახალი კონსტრუქციის ორი უპილოტო საფრენი აპარატიც იყო წარმოდგენილი - მათ შორის ძირითადი შემტევ-გამანადგურებელი დრონი, რომელიც ამერიკულ ვარიანტს ჰგავდა.

შიდა კონსტრუქციით დრონი ამერიკულ RQ-4 Global Hawk-სა და MQ-9 Reaper-ს წააგავდა. შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა ასევე დაათვალიერის ბალისტიკური რაკეტები, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები.

  • შოიგუს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი, რომ ფხენიანი მოსკოვს იარაღს აწვდის.

კერძოდ, საუბარი იყო რომ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებსა და ახლო რადიუსში მოქმედ რაკეტებს აწვდიდა.

მარტში აშშ-ში განაცხადეს, რომ მათი სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი კორეაში დელეგაციის გაგზავნას აპირებდა, რომ მათთვის სურსათის მიწოდების შესაძლებლობები განეხილათ. სანაცვლოდ, კიმ ჩენ ინის რეჟიმი რუსებს შეიარაღებას მიაწვდიდა.

ჩრდილოეთ კორეული სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, კიმ ჩენ ინმა და შოიგუმ ეროვნული თავდაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მოსალოდნელია, რომ რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი ხუთშაბათს, მასშტაბური სამხედრო აღლუმით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ კორეა უცხო ქვეყნის დელეგატებს პანდემიის შემდეგ პირველად მასპინძლობს. ბოლოჯერ ფხენიანმა 2018 წლის აღლუმზე მიიწვია სხვა ქვეყნის მთავრობის უმაღლესი პირები.

2020 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის გამო საზღვრები ჩაკეტა. მთავრობამ სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან შეხვედრები შეწყვიტა. მეტიც, შეაჩერეს სავაჭრო კავშირებიც, მათ შორის, პირველადი საჭიროების პროდუქტების იმპორტი.

ის ფაქტი, რომ ფხენიანმა სტუმრები მიიწვია, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ ქვეყანა მკაცრი სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე