რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია რადიო „კორეის ხმაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ინტერესის საკითხები განიხილეს.
ამასთან, სერგეი შოიგუმ კიმ ჩენ ინს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წერილი გადასცა.
რუსეთის სამხედრო დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთ კორეაში სამშაბათს ჩავიდა და კორეის ომის დასრულების 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.
კიმ ჩენ ინის პარიკმახერი ჰავლაბარში ყოფილა დაბადებული:)))
რომელი რომელია?!