კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსები ტურისტები არ არიან, აქ დამკვიდრდნენ, ჩვენთან ფულს არ ხარჯავენ... " - ბათუმში ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ: როგორია ვიზიტორთა მონაცემები?
"რუსები ტურისტები არ არიან, აქ დამკვიდრდნენ, ჩვენთან ფულს არ ხარჯავენ... " - ბათუმში ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ: როგორია ვიზიტორთა მონაცემები?
  • ფო­ტო­ე­ბი: მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

აჭა­რა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ჩა­ვარ­დნილ ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, რე­გი­ონ­ში ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად იკლო.

აჭა­რის მთავ­რო­ბამ სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 3 ივ­ნისს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გახ­სნა, თუმ­ცა ხალ­ხმრა­ვალ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წელს უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩნენ, სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას ვერ ყი­დი­ან, ასე­ვე ტუ­რის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ "იახ­ტკლუბ­ში" მო­მუ­შა­ვე­ე­ბიც.

რეს­პონ­დენ­ტე­ბის თქმით, შეზ­ლონ­გებ­ზე, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე, ბი­ნე­ბის ფა­სებ­ზე, იახ­ტებ­სა და სხვა სერ­ვი­სებ­ზე ფა­სე­ბი არ შეც­ვლი­ლა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზღვის წყლის ხა­რისხზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

  • მათი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ზღვის წყლის ხა­რის­ხის კვლე­ვე­ბი­სა, ტუ­რის­ტებს არ სჯე­რათ, რომ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა უსაფრ­თხოა და ამი­ტომ, შე­საძ­ლოა, ამ მი­ზე­ზით ვი­ზი­ტორ­თა ნა­კად­მა იკლო.

“გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით მუ­შა­ო­ბა ნაკ­ლე­ბად გვაქვს, შარ­შან უფრო მეტი ტუ­რის­ტი იყო. წინა წელს არა­ბე­ბი და რუ­სე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში ფულს ხარ­ჯავ­დნენ, წელს იმა­ვეს ვერ ვი­ტყვით. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზღვის ხა­რისხზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო უამ­რავ­მა ტუ­რის­ტმა აჭა­რა და­ტო­ვა. თბი­ლი­სი­და­ნაც არ მო­დი­ან, ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი და ამ­ბობ­დნენ, ბა­თუმ­ში ჩას­ვლა არ ღირს, ზღვა მო­წამ­ლუ­ლია და ჩას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბაო. ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას სწო­რედ ამას ვუ­კავ­ში­რებთ” , - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა ნეს­ტან ფა­ღა­ვამ.

“აქ და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა ახა­ლი იახ­ტე­ბი და სა­ცუ­რაო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ დიდი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ი­ღეს. ტუ­რის­ტი არ არის, იახ­ტა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ტუ­რის­ტე­ბის დას­წრე­ბა­ზე ვართ, თუ ვინ­მე გა­მოჩ­ნდა სა­ნა­პი­რო­ზე… რუ­სე­ბი ტუ­რის­ტე­ბი არ არი­ან, ისი­ნი აქ დამ­კვიდ­რდნენ და თა­ვი­ან­თი გახ­სნეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ­თან ფულს არ ხარ­ჯა­ვენ და არც ვთვლით მათ ტუ­რის­ტე­ბად” - გვი­თხრეს "იახ­ტკლუბ­ში".

“ელექტრო­მო­ბი­ლებ­თან რი­გე­ბი იდგა, თქვენც ხე­დავთ, მო­დით გა­და­ი­ღეთ, ნა­ხეთ, შუ­ა­დღეა და ამ დრომ­დე არ­ცერ­თი ტუ­რის­ტი არ მო­სუ­ლა. ისევ ახ­ლობ­ლე­ბი თუ გა­მო­ივ­ლი­ან და იმათ გა­ვა­სე­ირ­ნებთ. ტყუ­ი­ლად ვდგა­ვართ მთე­ლი დღეა. გა­და­სა­ხა­დე­ბი გვაქვს. ვგეგ­მავ­დით ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის და­მა­ტე­ბას და კი­დევ კარ­გი ეგ ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბაც არ ავი­ღეთ” - ამ­ბობს ბა­თუ­მის სა­ნა­პი­როს­თან მყო­ფი ელექტრო­მო­ბი­ლის მე­პატ­რო­ნე.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ აჭა­რა­ში /ბა­თუმ­ში ხში­რად არის არას­ტა­ბი­ლუ­რი ამინ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ­ცი­რებს ტუ­რის­ტულ სე­ზონს და ისე­დაც ჩა­ვარ­დნილ სე­ზონ­ზე აღარ გვი­წევს მუ­შა­ო­ბა. სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზია მაქვს გახ­სნი­ლი, იჯა­რა­ში 8000 ლარს ვიხ­დი, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ვარ, რით ვირ­ჩი­ნოთ თავი. ასე­თი სე­ზო­ნი კო­ვი­დის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა. წარ­მო­იდ­გი­ნე, პან­დე­მია დას­რულ­და და იმ წელს უფრო კარ­გი მუ­შა­ო­ბა გვქონ­და, ვიდ­რე ახლა”, - ამ­ბობს სუ­ვე­ნი­რე­ბით მო­ვაჭ­რე პირი.

  • ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა +78.12 % ით გაზ­რდი­ლია. მათი თქმით, მო­ნა­ცე­მე­ბი დათ­ვლი­ლია სარ­ფის, პორ­ტი­სა და აე­რო­პორ­ტის გავ­ლით შე­მო­სულ ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

“2023 წ. II კვარ­ტა­ლი (აპ­რი­ლი-ივ­ნი­სი) - სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ად­გენს 439’060 ვი­ზიტს. გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია +78.12 % - ით, ხოლო 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია +5.4 %-ით (416’735 ვი­ზი­ტი).

2023 წ. 6 თვე (იან­ვარ-ივ­ნი­სი) - სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ად­გენს 696’272 ვი­ზიტს. გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია +87.61 % - ით, ხოლო 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია +5.3 %-ით (660’970 ვი­ზი­ტი)” - აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან მოგ­ვა­წო­დეს.

მკითხველის კომენტარები / 110 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

არ არის ეს ბათუმი კურორტი, არც ამინდი უწყობს ხელს, არც ინფრასტრუქტურა, არც პლაჟი, არც სერვისი, მაიამიზე და სეიშელებზე თუ არა, ანტალიასა და ეგვიპტეში მაინც ხომ ყველაა ნამყოფი? ვერც სერვისით და ვერც ფასით ბათუმი ახლოსაც ვერ მივა ვერც ერთთან. ბაზარში რომ შეხვიდე და დამპალი ვაშლი 5 ლარი ღირდეს, საღი კი 3 ლარი, რომელს იყიდი? ანალოგიური სიტუაციაა აქაც. პირადად მე, ოჯახთან ერთად ვისვენებ ხან თურქეთში, ხან ეგვიპტეში და ხანაც ემირატებში, კომფორტი ყველგან უკეთესია და ფასები ემირატების გარდა უფრო იაფი.

Marvel
10

რუს ტურისტებზე ააწყო თურქეთმა ეკონომიკა :) ძალიანაც არ ეხატებათ გულზე თურქებს რუსები,მაგრამ ცივილური ხალხია და ცივილურად იქცევიან,არადა თურქების ცივილურობა არ გაიშვას რაა....უბრალოდ ჩვენთან სანამ რუსოფობია ფინანსდება დასავლეთიდან,მანამდე არაფერი გვეშველება.

ავტორი:

"რუსები ტურისტები არ არიან, აქ დამკვიდრდნენ, ჩვენთან ფულს არ ხარჯავენ... " - ბათუმში ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ: როგორია ვიზიტორთა მონაცემები?

"რუსები ტურისტები არ არიან, აქ დამკვიდრდნენ, ჩვენთან ფულს არ ხარჯავენ... " - ბათუმში ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ: როგორია ვიზიტორთა მონაცემები?
  • ფოტოები: მარიკო კეკელიძე

აჭარაში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა სხვადასხვა სეგმენტში დასაქმებულები Ambebi.ge-სთან საუბარში ჩავარდნილ ტურისტულ სეზონზე საუბრობენ. ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

აჭარის მთავრობამ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად 3 ივნისს საზეიმო ვითარებაში გახსნა, თუმცა ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებში დასაქმებულები ამბობენ, რომ წელს უმუშევარი დარჩნენ, საკუთარ პროდუქციას ვერ ყიდიან, ასევე ტურისტების ნაკლებობაზეც საუბრობენ "იახტკლუბში" მომუშავეებიც.

რესპონდენტების თქმით, შეზლონგებზე, კვების ობიექტებზე, ბინების ფასებზე, იახტებსა და სხვა სერვისებზე ფასები არ შეცვლილა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნა, სავარაუდოდ, ზღვის წყლის ხარისხზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

  • მათი თქმით, მიუხედავად ზღვის წყლის ხარისხის კვლევებისა, ტურისტებს არ სჯერათ, რომ ზღვაზე დასვენება უსაფრთხოა და ამიტომ, შესაძლოა, ამ მიზეზით ვიზიტორთა ნაკადმა იკლო.

“გასულ წელთან შედარებით მუშაობა ნაკლებად გვაქვს, შარშან უფრო მეტი ტურისტი იყო. წინა წელს არაბები და რუსები იყვნენ, რომლებიც ტურისტულ ადგილებში ფულს ხარჯავდნენ, წელს იმავეს ვერ ვიტყვით. ჩვენი ინფორმაციით, ზღვის ხარისხზე გავრცელებული ინფორმაციის გამო უამრავმა ტურისტმა აჭარა დატოვა. თბილისიდანაც არ მოდიან, ახლახან თბილისში ვიყავი და ამბობდნენ, ბათუმში ჩასვლა არ ღირს, ზღვა მოწამლულია და ჩასვლა არ შეიძლებაო. ტურისტების შემცირებას სწორედ ამას ვუკავშირებთ” , - განაცხადა ადგილობრივმა ნესტან ფაღავამ.

“აქ დასაქმებულებმა ახალი იახტები და საცურაო საშუალებები ჩამოიყვანეს, მათ დიდი ფინანსური ზიანი მიიღეს. ტურისტი არ არის, იახტაზე დასაქმებულები ტურისტების დასწრებაზე ვართ, თუ ვინმე გამოჩნდა სანაპიროზე… რუსები ტურისტები არ არიან, ისინი აქ დამკვიდრდნენ და თავიანთი გახსნეს ყველაფერი, ჩვენთან ფულს არ ხარჯავენ და არც ვთვლით მათ ტურისტებად” - გვითხრეს "იახტკლუბში".

“ელექტრომობილებთან რიგები იდგა, თქვენც ხედავთ, მოდით გადაიღეთ, ნახეთ, შუადღეა და ამ დრომდე არცერთი ტურისტი არ მოსულა. ისევ ახლობლები თუ გამოივლიან და იმათ გავასეირნებთ. ტყუილად ვდგავართ მთელი დღეა. გადასახადები გვაქვს. ვგეგმავდით ელექტრომობილების დამატებას და კიდევ კარგი ეგ ფინანსური დავალიანებაც არ ავიღეთ” - ამბობს ბათუმის სანაპიროსთან მყოფი ელექტრომობილის მეპატრონე.

“მოგეხსენებათ აჭარაში /ბათუმში ხშირად არის არასტაბილური ამინდი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ამცირებს ტურისტულ სეზონს და ისედაც ჩავარდნილ სეზონზე აღარ გვიწევს მუშაობა. სუვენირების მაღაზია მაქვს გახსნილი, იჯარაში 8000 ლარს ვიხდი, აფხაზეთიდან დევნილი ვარ, რით ვირჩინოთ თავი. ასეთი სეზონი კოვიდის შემდეგ არ ყოფილა. წარმოიდგინე, პანდემია დასრულდა და იმ წელს უფრო კარგი მუშაობა გვქონდა, ვიდრე ახლა”, - ამბობს სუვენირებით მოვაჭრე პირი.

  • ამ ყველაფრის პარალელურად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა +78.12 % ით გაზრდილია. მათი თქმით, მონაცემები დათვლილია სარფის, პორტისა და აეროპორტის გავლით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით.

“2023 წ. II კვარტალი (აპრილი-ივნისი) - საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, შეადგენს 439’060 ვიზიტს. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +78.12 % - ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით გაზრდილია +5.4 %-ით (416’735 ვიზიტი).

2023 წ. 6 თვე (იანვარ-ივნისი) - საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, შეადგენს 696’272 ვიზიტს. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +87.61 % - ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით გაზრდილია +5.3 %-ით (660’970 ვიზიტი)” - აღნიშნული ინფორმაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან მოგვაწოდეს.