კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალურ მოძრაობაში“ "ტიტანიკს“ აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა - ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა" - გია ხუხაშვილი
"ნაციონალურ მოძრაობაში“ "ტიტანიკს“ აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა - ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა" - გია ხუხაშვილი

"ორ შა­უ­რად რომ იყი­დე­ბი­ან, ისი­ნი ლა­პა­რა­კო­ბენ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უსა­მარ­თლო­ბა", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ისე­თი პა­ტი­ო­სა­ნი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა, რო­გო­რიც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია, ძა­ლი­ან ძნე­ლია.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის და მეც ვიცი, რომ ისე­თი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა, რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ის იყო პრე­ზი­დენ­ტი, ჰქონ­და უზარ­მა­ზა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მეც მქონ­და. დღე არ გა­დი­ო­და, რომ 11 000 დო­ლა­რი კი არა, ას­ჯერ მეტი შე­თა­ვა­ზე­ბა არ მიგ­ვე­ღო. არც მე და არც გი­ორ­გის ერთი თეთ­რის­თვის ხელი არ მოგ­ვი­კი­დე­ბია. ეს ყვე­ლამ იცის, ბი­ძი­ნამ იცის ყვე­ლა­ზე კარ­გად და ამი­ტომ მი­აჩ­ნია გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მთა­ვარ საფრ­თხედ, ალ­ბათ, მეც. ჩვე­ნი კომ­პრო­მე­ტა­ცია, ჩვე­ნი გას­ვრა ვერ მო­ა­ხერ­ხა და ახლა ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია და­ი­წყეს ორ შა­უ­რად გა­ყი­დულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა.

რა­ღაც ხელ­მო­სა­კი­დი იპო­ვეს სა­დღაც, გა­მო­ვიდ­ნენ, და­ე­წყვნენ და ეს ნა­ძი­რა­ლო­ბა აფ­რქვი­ეს, მეტი არა­ფე­რიო. ეს არ არის პო­ლი­ტი­კა, ეს არის ტექ­ნო­ლო­გია“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნას სი­ტუ­ა­ცია, რომ "არ არ­სე­ბობს წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა მექ­რთა­მეა“ და "ნუ გექ­ნე­ბათ ნუ­რა­ვის და ნუ­რაფ­რის იმე­დი“.

"გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კომ­პრო­მე­ტი­რე­ბა ნი­ჰი­ლიზ­მი­სა და სკეპ­ტი­ციზ­მის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რობ­დნენ: ყვე­ლა ნა­გა­ვი და უვარ­გი­სია“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მის“ შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა ვერ იქ­ნე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შო­რის არ­ჩე­ვა­ნი, ეს მო­მა­ვალ­ზე კი არა, წარ­სულ­სა და აწ­მყოს შო­რის არ­ჩე­ვა­ნია და ბი­ძი­ნას­თვის, რა თქმა უნდა, სა­ჩუ­ქა­რია. მიშა ყავ­და ერთი საფრ­თხო­ბე­ლა, რო­მე­ლიც ახლა გა­ლი­ა­ში უზის და და­ე­მა­ტა ახლა მე­რა­ბიშ­ვი­ლი და კე­ზე­რაშ­ვი­ლი. შო­კო­ლად­შია ბი­ძი­ნა ახლა ამ ყვე­ლაფ­რით. ვა­შა­ძეს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი აქვს, რომ ორ კაცს შე­იყ­ვანს პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ ეს არ არის გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა, ეს არის ბი­ძი­ნას თა­მა­შის ფორ­მუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, არა­მედ სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრობ­ლე­მა ახლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კი არაა, მათი პრობ­ლე­მაა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია, ისი­ნი ეჯავ­რე­ბათ, იმათ ეო­მე­ბი­ან, ნა­ხავთ თქვენ, რომ იმათ გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ ძი­რი­თად ომს, ვინც მათი გე­მის მიღ­მა დარ­ჩე­ბა, თვი­თონ ტი­ტა­ნიკს აშე­ნე­ბენ ახლა და იმ ტი­ტა­ნიკ­ზე უნ­დათ ყვე­ლას აყ­ვა­ნა. ბი­ძი­ნა ამას უყუ­რებს და ხარ­ხა­რებს, მეტი არა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ახალი ამბავი!:))
0

რა ხანია ამას ყველა ხვდება, რომ ქოცები და ნაცები ბიძინასგან გაჩენილი სიამის ტყუპები არიან! თანაც ერთმანეთთან ტვინით ისე შეზრდილები, ქირურგიულ ჩარევას რომ არ ექვემდებარებიან!

ორდე
0

 ლაპარაკს არ შეყვე, ერთი ადგილი თავისუფალია მიასწარი, აისბერგიც უკვე დაიძრა

ხანდაზმული თაღლითების გარეშე არ წახვიდეთ; მათ ალალად ეკუთვნით იქ ადგილი

ავტორი:

"ნაციონალურ მოძრაობაში“ "ტიტანიკს“ აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა - ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა" - გია ხუხაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში“ "ტიტანიკს“ აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა - ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა" - გია ხუხაშვილი

"ორ შაურად რომ იყიდებიან, ისინი ლაპარაკობენ გიორგი მარგველაშვილზე, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის” გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ისეთი პატიოსანი და წესიერი ადამიანის პოვნა, როგორიც გიორგი მარგველაშვილია, ძალიან ძნელია.

"ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის და მეც ვიცი, რომ ისეთი წესიერი ადამიანის პოვნა, როგორც გიორგი მარგველაშვილია, ძალიან ძნელია. ის იყო პრეზიდენტი, ჰქონდა უზარმაზარი შესაძლებლობები. მეც მქონდა. დღე არ გადიოდა, რომ 11 000 დოლარი კი არა, ასჯერ მეტი შეთავაზება არ მიგვეღო. არც მე და არც გიორგის ერთი თეთრისთვის ხელი არ მოგვიკიდებია. ეს ყველამ იცის, ბიძინამ იცის ყველაზე კარგად და ამიტომ მიაჩნია გიორგი მარგველაშვილი მთავარ საფრთხედ, ალბათ, მეც. ჩვენი კომპრომეტაცია, ჩვენი გასვრა ვერ მოახერხა და ახლა ბინძური კამპანია დაიწყეს ორ შაურად გაყიდულმა ადამიანებმა.

რაღაც ხელმოსაკიდი იპოვეს სადღაც, გამოვიდნენ, დაეწყვნენ და ეს ნაძირალობა აფრქვიეს, მეტი არაფერიო. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ტექნოლოგია“, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში შექმნას სიტუაცია, რომ "არ არსებობს წესიერი ადამიანი, ყველა მექრთამეა“ და "ნუ გექნებათ ნურავის და ნურაფრის იმედი“.

"გიორგი მარგველაშვილის კომპრომეტირება ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმისთვის სჭირდება, რომ ადამიანები ფიქრობდნენ: ყველა ნაგავი და უვარგისია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემაში "გამარჯვების პლატფორმის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება, გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება.

"ნაციონალურ მოძრაობასა“ და "ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი, ეს მომავალზე კი არა, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანია და ბიძინასთვის, რა თქმა უნდა, საჩუქარია. მიშა ყავდა ერთი საფრთხობელა, რომელიც ახლა გალიაში უზის და დაემატა ახლა მერაბიშვილი და კეზერაშვილი. შოკოლადშია ბიძინა ახლა ამ ყველაფრით. ვაშაძეს თავისი ინტერესი აქვს, რომ ორ კაცს შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა არა "ქართული ოცნება“, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებია.

"ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ახლა "ქართული ოცნება“ კი არაა, მათი პრობლემაა დანარჩენი ოპოზიცია, ისინი ეჯავრებათ, იმათ ეომებიან, ნახავთ თქვენ, რომ იმათ გამოუცხადებენ ძირითად ომს, ვინც მათი გემის მიღმა დარჩება, თვითონ ტიტანიკს აშენებენ ახლა და იმ ტიტანიკზე უნდათ ყველას აყვანა. ბიძინა ამას უყურებს და ხარხარებს, მეტი არაფერი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.