საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით? - თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ, ვადებს რატომ გვიწესებთ?" - მეუფე იაკობი
"მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით? - თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ, ვადებს რატომ გვიწესებთ?" - მეუფე იაკობი

მინ­და მივ­მარ­თო ევ­რო­კავ­შირს და ევ­რო­პარ­ლა­მენტს, რას აკე­თებთ, რო­გორ გვექ­ცე­ვით? რის­თვის იყე­ნებთ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის იდე­ას?,- ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შე­საძ­ლოა, ევ­რო­კო­მი­სი­ამ 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად კონ­კრე­ტუ­ლი ვადა იმი­ტომ და­ა­წე­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს.

"ჩვენ­თან კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, არ უნდა ჩა­ე­წე­რათ ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. რის­თვის იყე­ნებთ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის იდე­ას? 2-ჯერ ლა­მის რე­ვო­ლუ­ცია მოგ­ვი­წყვეტ და რის გამო? 12 და­ვა­ლე­ბას რომ გვაძ­ლევთ, თქვე­ნი ბავ­შვე­ბი ვინ არი­ან? თუ და­ვა­ლე­ბას გვაძ­ლევთ, დაგ­ვა­ცა­დეთ და აღ­ვას­რუ­ლებთ. ვა­დებს რა­ტომ გვი­წე­სებთ? შე­მოდ­გო­მა­ზე იმი­ტომ მი­წე­სებ, რომ კი­დევ რე­ვო­ლუ­ცია მო­მიხ­დი­ნო? ეკ­ლე­სია და ხალ­ხი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვართ. 2012 წელს, პატ­რი­არ­ქი და პი­რა­დად მე 2-ჯერ შევხდით ამე­რი­კე­ლებს, ერთხელ მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ერთხელ ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ. პატ­რი­არ­ქმაც და მეც ასე­თი რამ ვუ­თხა­რით, არ­ცერთ ლი­დერს არ და­უ­ჭი­როთ მხა­რი, ქარ­თველ ხალ­ხს და­უ­ჭი­რე­თო. დღეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ითხოვს მშვი­დო­ბი­ან ცხოვ­რე­ბას, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას. ევ­რო­კავ­შირს მივ­მარ­თავ, თუ ჩემი პარტნი­ო­რი ხარ, თუ არ მეხ­მა­რე­ბი, რო­გორც უკ­რა­ი­ნას ეხ­მა­რე­ბა დღეს ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო, ხელს მა­ინც ნუ მიშ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ეკო­ნო­მი­კის ზრდა­ში. ის ომი მორ­ჩე­ბა, მსოფ­ლი­ოც გა­და­ნა­წილ­დე­ბა და ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას­თან , და­სავ­ლე­თი იქ­ნე­ბა თუ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვე­ყა­ნა, ყვე­ლას­თან წე­სი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვჭირ­დე­ბა. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ, არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, როცა სა­ქარ­თვე­ლო როცა მზად იქ­ნე­ბა, მა­შინ შევა იქ, სა­დაც სა­ჭი­როა. მე­უ­ფე ია­კობ­მა ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა, სა­კუ­თარ საქ­მეს მი­ხე­დონ.

"შე­მოდ­გო­მა მო­დის და ტყუ­ი­ლად ნუ მო­ემ­ზა­დე­ბით რა­ღა­ცის­თვის. არა­ხა­მი­ამ (და­ვით) და იქა­ურ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ თა­ვი­ანთ საქ­მეს მი­ხე­დონ. ომში გა­ი­მარ­ჯვეს და ეგ არის? თა­ვი­ანთ საქ­მეს მი­ხე­დონ, ქარ­თვე­ლე­ბი ჩვენს საქ­მეს მივ­ხე­დავთ. მო­იქ­ცეს მიშა წე­სი­ე­რად, პა­ტი­ე­ბა სთხო­ვოს იმ ხალ­ხს, ვინც მას­ზე გამ­წა­რე­ბუ­ლია. მის გა­მოშ­ვე­ბა ერს რომ უნ­დო­დეს, ამ­დე­ნი ხანი ვინ გა­ა­ჩე­რებ­და. ვი­ღაც რომ მე­ტყვის, ვი­ო­ლა [კრა­მო­ნი] იქ­ნე­ბა თუ ვინც არ უნდა იყოს, მა­გის გამო ვინ გა­მო­უშ­ვებს? ისი­ნი თუ ემ­ზა­დე­ბი­ან, ჩვენც მო­ვემ­ზა­დე­ბით. ჩვენს ახალ­გაზ­რდებს სწორ ორი­ენ­ტირს ურე­ვენ. არა­ვის და­ვა­ნე­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ისევ ვი­ღა­ცე­ბის ხელ­ში ჩა­ვარ­დეს. რუ­სეთს უნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ გან­ვი­თარ­დეს. ევ­რო­პე­ლებს მივ­მარ­თავ, მაგ საქ­ცი­ე­ლით რუ­სე­თის გარ­და, ვის ემ­სა­ხუ­რე­ბით?“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

გარ­და ამი­სა, მან ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის შიმ­ში­ლობს, რომ მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი სა­მარ­ცხვი­ნოდ წა­რუდ­გი­ნოს.

"არა­ხა­მი­ა­ზე ვამ­ბობ, ვინ ეკი­თხე­ბა უკ­რა­ი­ნას, ჩვენს საქ­მე­ებ­ში ასე რომ ერე­ვა. სა­ა­კაშ­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლო? ია­ნუ­კო­ვი­ჩი რომ ჰყავთ და­ჭე­რი­ლი, ეტყვი­ან, ია­ნუ­კო­ვი­ჩი გა­უშ­ვიო? აბა, ქარ­თველ ია­ნუ­კო­ვიჩ­ზე რა­ტომ გვე­უბ­ნე­ბი­ან, გა­უშ­ვით თო­რემ ასე და ისეო. იქ არის ერთი ია­ნუ­კო­ვი­ჩი და აქ მე­ო­რე. შე­იძ­ლე­ბა ამას უფრო მეტი და­ნა­შა­უ­ლი აქვს, მას აღარ შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნას რამე გა­უ­ფუ­ჭოს. თვი­თონ საჭ­მელს არ ჭამს, თავ­საც არ იკ­ლავს. იმ­დენს ჭამს, რომ მერე სა­მარ­ცხვი­ნოდ აჩ­ვე­ნოს, გე­გო­ნე­ბა ან ინ­დი­რა გან­დი იყოს ან ნელ­სონ მან­დე­ლა“,-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ამას­თან, მან "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­მა და­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ზუ­რაბ ჟვა­ნია.

"რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ივა­ნო­ვი ჩა­მო­ვი­და და 3 ადა­მი­ა­ნით ჩა­ა­ნაც­ვლა შე­ვარ­დნა­ძე. ანუ, რუ­სეთ­მა დაგ­ვის­ვა 3 ადა­მი­ა­ნი. და­სავ­ლეთ­ში შემ­დგომ­ში უფრო მი­ღე­ბუ­ლი ჟვა­ნია. სა­ნამ მოკ­ლავ­დნენ ჟვა­ნი­ას ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და. მე ამის თქმის არ მე­ში­ნია. რაც არ უნდა თქვან, ეს ყვე­ლამ ვი­ცით. მერე იყო "შუ­ქუ­რა“ სა­ა­კაშ­ვი­ლი. იცით, რო­გორ და­ამ­თავ­რა, 2007 წლი­დან 16 წე­ლია ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ებ­რძვის, მაგ­რამ მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ, რაც არ უნდა გა­ა­კე­თონ. რა არ უნდა უცხო­ე­თი­დან შეგ­ვი­ტი­ონ, ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, რო­მე­ლი ქვე­ყა­ნაც არ უნდა იყოს, თა­ვი­ანთ ჭკუ­ა­ზე გვა­ტა­რონ. ვი­ცით, რომ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენს ღირ­სე­ბას არა­ვის შე­ვა­ლახ­ვი­ნებთ და არც ჩვენ შე­ვე­ხე­ბით სხვის ღირ­სე­ბას. 2012 წელს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი დად­გა. არ­ჩევ­ნებ­შიც გა­ი­მარ­ჯვა ხალ­ხმა, მაგ­რამ გახ­სოვთ რო­გო­რი ძა­ლა­დო­ბა იყო. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ წა­სუ­ლიყ­ვნენ იმი­ტომ, რომ მათი მხარ­დამ­ჭე­რი არა­ვინ იყო“,-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მან 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერ­თმა პირ­მა რუ­სეთ­თან კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას ხელი მო­ა­წე­რა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ვნა­ხე, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვი­ღა­ცამ კა­პი­ტუ­ლა­ცი­ა­ზე ხელი მო­ა­წე­რა. ალ­ბათ, უნდა ამო­ვი­ღოთ და დავ­დოთ ის სა­ბუ­თი,მე­ექ­ვსე მუხ­ლში რაც ეწე­რა. ყვე­ლას კარ­გად ეს­მის რა­საც ვამ­ბობ. 5-ს რომ გვე­უბ­ნე­ბი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში 6 იყო და ნა­ნა­ხი მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ვნა­ხე, რო­გორ მო­ა­წე­რა ჩვენ­მა ერ­თმა ადა­მი­ან­მა კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას ხელი“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი ერი
2

რა ქნას მეტი მეუფე იაკობა ოხროხინემ, გაწყდა წელში ქართველ ერზე ზრუნვით. ფხ. აბა გამოუშვით დისლაიკები. 

კაიაფა
1

ზუსტად ასეთ მღვდელმთავრებს ამხელდა ქრისტე... სამწუხაროდ, ჰყავს მრევლი, რომელსაც მისი სიტყვების სჯერა, გაუცნობიერებლად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით? - თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ, ვადებს რატომ გვიწესებთ?" - მეუფე იაკობი

"მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით? - თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ, ვადებს რატომ გვიწესებთ?" - მეუფე იაკობი

მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით? რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას?,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, ევროკომისიამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად კონკრეტული ვადა იმიტომ დააწესა, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინოს.

"ჩვენთან კონსტიტუციაში ჩაიწერა, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას? 2-ჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეტ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ? შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერი ვართ. 2012 წელს, პატრიარქი და პირადად მე 2-ჯერ შევხდით ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე, ერთხელ ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმაც და მეც ასეთი რამ ვუთხარით, არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, ქართველ ხალხს დაუჭირეთო. დღეს ქართველი ხალხი ითხოვს მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას. ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები, როგორც უკრაინას ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში. ის ომი მორჩება, მსოფლიოც გადანაწილდება და ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან , დასავლეთი იქნება თუ ავტორიტარული ქვეყანა, ყველასთან წესიერი ურთიერთობა გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, არავინ გვეხმარება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი განმარტებით, როცა საქართველო როცა მზად იქნება, მაშინ შევა იქ, სადაც საჭიროა. მეუფე იაკობმა ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, საკუთარ საქმეს მიხედონ.

"შემოდგომა მოდის და ტყუილად ნუ მოემზადებით რაღაცისთვის. არახამიამ (დავით) და იქაურმა მმართველობამ თავიანთ საქმეს მიხედონ. ომში გაიმარჯვეს და ეგ არის? თავიანთ საქმეს მიხედონ, ქართველები ჩვენს საქმეს მივხედავთ. მოიქცეს მიშა წესიერად, პატიება სთხოვოს იმ ხალხს, ვინც მასზე გამწარებულია. მის გამოშვება ერს რომ უნდოდეს, ამდენი ხანი ვინ გააჩერებდა. ვიღაც რომ მეტყვის, ვიოლა [კრამონი] იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, მაგის გამო ვინ გამოუშვებს? ისინი თუ ემზადებიან, ჩვენც მოვემზადებით. ჩვენს ახალგაზრდებს სწორ ორიენტირს ურევენ. არავის დავანებებთ, რომ საქართველო ისევ ვიღაცების ხელში ჩავარდეს. რუსეთს უნდა, რომ საქართველო არ განვითარდეს. ევროპელებს მივმართავ, მაგ საქციელით რუსეთის გარდა, ვის ემსახურებით?“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გარდა ამისა, მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის შიმშილობს, რომ მერე საზოგადოებას თავი სამარცხვინოდ წარუდგინოს.

"არახამიაზე ვამბობ, ვინ ეკითხება უკრაინას, ჩვენს საქმეებში ასე რომ ერევა. სააკაშვილია საქართველო? იანუკოვიჩი რომ ჰყავთ დაჭერილი, ეტყვიან, იანუკოვიჩი გაუშვიო? აბა, ქართველ იანუკოვიჩზე რატომ გვეუბნებიან, გაუშვით თორემ ასე და ისეო. იქ არის ერთი იანუკოვიჩი და აქ მეორე. შეიძლება ამას უფრო მეტი დანაშაული აქვს, მას აღარ შეუძლია ქვეყანას რამე გაუფუჭოს. თვითონ საჭმელს არ ჭამს, თავსაც არ იკლავს. იმდენს ჭამს, რომ მერე სამარცხვინოდ აჩვენოს, გეგონება ან ინდირა განდი იყოს ან ნელსონ მანდელა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მან "ვარდების რევოლუციის“ პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთმა დანიშნა საქართველოში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია.

"რუსეთის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ჩამოვიდა და 3 ადამიანით ჩაანაცვლა შევარდნაძე. ანუ, რუსეთმა დაგვისვა 3 ადამიანი. დასავლეთში შემდგომში უფრო მიღებული ჟვანია. სანამ მოკლავდნენ ჟვანიას ავტორიტეტი ჰქონდა. მე ამის თქმის არ მეშინია. რაც არ უნდა თქვან, ეს ყველამ ვიცით. მერე იყო "შუქურა“ სააკაშვილი. იცით, როგორ დაამთავრა, 2007 წლიდან 16 წელია ჩვენს სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვათ, რაც არ უნდა გააკეთონ. რა არ უნდა უცხოეთიდან შეგვიტიონ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, თავიანთ ჭკუაზე გვატარონ. ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აუცილებელია თანაცხოვრება, მაგრამ ჩვენს ღირსებას არავის შევალახვინებთ და არც ჩვენ შევეხებით სხვის ღირსებას. 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების პერიოდი დადგა. არჩევნებშიც გაიმარჯვა ხალხმა, მაგრამ გახსოვთ როგორი ძალადობა იყო. იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ იმიტომ, რომ მათი მხარდამჭერი არავინ იყო“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა პირმა რუსეთთან კაპიტულაციას ხელი მოაწერა.

"სამწუხაროდ, ვნახე, რომ რამდენიმე დღეში ვიღაცამ კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა. ალბათ, უნდა ამოვიღოთ და დავდოთ ის საბუთი,მეექვსე მუხლში რაც ეწერა. ყველას კარგად ესმის რასაც ვამბობ. 5-ს რომ გვეუბნებიან, სინამდვილეში 6 იყო და ნანახი მაქვს. სამწუხაროდ, ვნახე, როგორ მოაწერა ჩვენმა ერთმა ადამიანმა კაპიტულაციას ხელი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.