საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარაკეტო იერიში ოდესაზე - ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და პორტი იყო: არის მსხვერპლი (ფოტოები)
სარაკეტო იერიში ოდესაზე - ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და პორტი იყო: არის მსხვერპლი (ფოტოები)

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ოდე­სა­ზე კი­დევ ერთი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, და­ი­ღუ­პა 1 და და­შავ­და 19 ადა­მი­ა­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის 4 ბავ­შვია.

ოპე­რა­ტი­უ­ლი სარ­დლო­ბა "სამ­ხრე­თის“ ცნო­ბით, რუ­სებ­მა ოდე­სა­ზე თავ­დას­ხმის­თვის 5 ტი­პის რა­კე­ტა, "კა­ლიბ­რის“, ონიქ­სის“, Х-22-ის, "ის­კან­დერ კ“ და ბა­ლის­ტი­კუ­რი "ის­კან­დერ მ“ ტი­პის რა­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს.

სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რა­კე­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ა­ნად­გუ­რეს. ამას­თან, და­ნარ­ჩენ­მა რა­კე­ტებ­მა და­ა­ზი­ა­ნეს პორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სულ მცი­რე ექ­ვსი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი.

"და­ზი­ან­და ათო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი, ქა­ლა­ქის ბევ­რი კორ­პუ­სის ფა­სა­დე­ბი და სა­ხუ­რა­ვე­ბი, ჩა­იმ­სხვრა ფან­ჯრე­ბი. რუ­სუ­ლი რა­კე­ტის დარ­ტყმით ოდე­სის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე, უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის (მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს) სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და­ზი­ან­და", - აცხა­დე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ სარ­დლო­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბატონი
0

გამოდი ახლა ზელენსკი და მსოფლიოს ამცნე, თუ არ დაგიჯერეს, მაშინ ბუჩა გაიმეორე. როდის უნდა მიხვდე, რომ გაწირეთ უკრაინა და გაყიდეთ თქვენმა ბანდამ.!და, რისთვის? ნატოსთვის? ნატო აკლდა თქვენს ბედნიერებას?

რატომ
3

ვანდალების ახალი შემოტევა. რაშიზმის მორიგი გამოვლენა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სარაკეტო იერიში ოდესაზე - ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და პორტი იყო: არის მსხვერპლი (ფოტოები)

სარაკეტო იერიში ოდესაზე - ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და პორტი იყო: არის მსხვერპლი (ფოტოები)

რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 19 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.

ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის“ ცნობით, რუსებმა ოდესაზე თავდასხმისთვის 5 ტიპის რაკეტა, "კალიბრის“, ონიქსის“, Х-22-ის, "ისკანდერ კ“ და ბალისტიკური "ისკანდერ მ“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. ამასთან, დანარჩენმა რაკეტებმა დააზიანეს პორტის ინფრასტრუქტურა და სულ მცირე ექვსი საცხოვრებელი კორპუსი.

"დაზიანდა ათობით ავტომობილი, ქალაქის ბევრი კორპუსის ფასადები და სახურავები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. რუსული რაკეტის დარტყმით ოდესის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) საკათედრო ტაძარი დაზიანდა", - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.