მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში რუსული სააგენტო "რიას" რეპორტიორი დაიღუპა - რუსული მედია კიდევ ოთხ დაჭრილ კორესპონდენტზე წერს და უკრაინას კასეტური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს
უკრაინაში რუსული სააგენტო "რიას" რეპორტიორი დაიღუპა - რუსული მედია კიდევ ოთხ დაჭრილ კორესპონდენტზე წერს და უკრაინას კასეტური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ო­მარ ზო­ნა­ში და­ი­ღუ­პა რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო "რიას“ სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტი, როს­ტის­ლავ ჟუ­რავ­ლი­ო­ვი. ინ­ფორ­მა­ცი­ას "რია“ ავ­რცე­ლებს.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ზა­პო­რო­ჟი­ეს რა­ი­ო­ნის მი­და­მო­ებ­ში, და­ბომბვა­ში მოყ­ვა რუს ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუ­ფი, რო­მელ­თა­გან ოთხი დაჭ­რი­ლია, ერთი, ჟუ­რავ­ლი­ო­ვი კი და­ი­ღუ­პა.

  • "უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ბომ­ბეს. ავ­ტო­მო­ბი­ლი ზა­პო­რო­ჟი­ეს რა­ი­ონ­ში, ქა­ლაქ ვა­სი­ლი­ევ­კა­დან სო­ფელ ვლა­დი­მი­როვ­კის­კენ მი­დი­ო­და“, - წერს რუ­სე­ბის მიერ დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ზა­პო­რო­ჟი­ეს ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ევ­გე­ნი ბა­ლიც­კი "ტე­ლეგ­რამ­ზე“.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჯგუფს კა­სე­ტუ­რი ბომ­ბით და­არ­ტყეს.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით კი სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო მე­დი­ის კი­დევ ოთხმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და ისი­ნი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ვე­ლე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრებ­ში.

რო­გორც "რია" იტყო­ბი­ნე­ბა დაჭ­რი­ლია სა­ა­გენ­ტოს ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი, კონ­სტან­ტი­ნე მი­ხალ­ჩევ­სკი. რუ­სე­თის ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბით კი დაჭ­რი­ლებს შო­რი­საა "იზ­ვეს­ტი­ას“ კო­რეს­პონ­დენ­ტი რომა პოსლკო­ვი და ოპე­რა­ტო­რი დი­მიტ­რი ში­კო­ვია. და­ბომბვა­ში მოყ­ვნენ სა­ა­გენ­ტო "ტა­სი­სა" და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რა­სი­ას" კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბიც.

უკ­რა­ი­ნე­ლებს ბრალ­დე­ბებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი
8

ეს ერთი და სხვა მრავალი! სიკვდილი ოკუპანტებს!!!

ასე!
6

ადანაშაულებს? ადანაშაულონ! მთავარია ამოწყდნენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უკრაინაში რუსული სააგენტო "რიას" რეპორტიორი დაიღუპა - რუსული მედია კიდევ ოთხ დაჭრილ კორესპონდენტზე წერს და უკრაინას კასეტური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინაში რუსული სააგენტო "რიას" რეპორტიორი დაიღუპა - რუსული მედია კიდევ ოთხ დაჭრილ კორესპონდენტზე წერს და უკრაინას კასეტური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინაში, საომარ ზონაში დაიღუპა რუსული სახელმწიფო სააგენტო "რიას“ სამხედრო კორესპონდენტი, როსტისლავ ჟურავლიოვი. ინფორმაციას "რია“ ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, ზაპოროჟიეს რაიონის მიდამოებში, დაბომბვაში მოყვა რუს ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელთაგან ოთხი დაჭრილია, ერთი, ჟურავლიოვი კი დაიღუპა.

  • "უკრაინელებმა სამოქალაქო ავტომობილი დაბომბეს. ავტომობილი ზაპოროჟიეს რაიონში, ქალაქ ვასილიევკადან სოფელ ვლადიმიროვკისკენ მიდიოდა“, - წერს რუსების მიერ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ევგენი ბალიცკი "ტელეგრამზე“.

რუსული მედია წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჟურნალისტების ჯგუფს კასეტური ბომბით დაარტყეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო მედიის კიდევ ოთხმა წარმომადგენელმა და ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს საველე სამედიცინო ცენტრებში.

როგორც "რია" იტყობინება დაჭრილია სააგენტოს ფოტოკორესპონდენტი, კონსტანტინე მიხალჩევსკი. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის განცხადებით კი დაჭრილებს შორისაა "იზვესტიას“ კორესპონდენტი რომა პოსლკოვი და ოპერატორი დიმიტრი შიკოვია. დაბომბვაში მოყვნენ სააგენტო "ტასისა" და ტელეკომპანია "რასიას" კორესპონდენტებიც.

უკრაინელებს ბრალდებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე