სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანი მინისტრთა კაბინეტი და ქართველი პოლიტიკოსები, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ
ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანი მინისტრთა კაბინეტი და ქართველი პოლიტიკოსები, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ

ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ჯა­რო ხდე­ბა. ასეა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­შიც. ყო­ვე­ლი ახა­ლი მი­ნის­ტრის, პო­ლი­ტი­კო­სის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, ვინ არის მისი მე­უღ­ლე, რამ­დე­ნი შვი­ლი ჰყავს და სა­ერ­თოდ, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია თუ არა.

პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნია მშვი­დი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ამას­თან ერ­თად, ბევ­რი შვი­ლიც. სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ამომ­რჩევ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უჩუ­ყებთ გულს, თუ პო­ლი­ტი­კოსს ოთხი, ხუთი და ხან­და­ხან მეტი შვი­ლიც ახ­ლავს თან. ასე­ვე მომ­გე­ბი­ა­ნია ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი პლა­კა­ტებ­ზე, რომ­ლი­თაც ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­გე­ბას ცდი­ლო­ბენ ხოლ­მე.

ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბით. ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, ხში­რად წერ­და მე­დია ინ­ტერ­ვი­უ­ებს კობა და­ვი­თაშ­ვილ­თან და ზვი­ად ძი­ძი­გურ­თან, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მე­ბი იყ­ვნენ.

ბოლო წლე­ბის პო­ლი­ტი­კურ სივ­რცეს რომ გა­დავ­ხე­დეთ, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მე­ბის დე­ფი­ციტს არ უჩი­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მდი­და­რია მოქ­მე­დი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი. დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის სამი შვი­ლის ყოლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გა­დავ­ხე­დოთ იმ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­საც ოთხი და მეტი შვი­ლი ჰყავთ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნი­სას ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სან­დრა რუ­ლოვსთან, რო­მელ­თა­ნაც ორი ვაჟი ჰყავ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­უ­ზი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ორი შვი­ლი გა­მოჩ­ნდა. ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა და ლიზა იას­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი, რო­მე­ლიც მა­მის პა­ტიმ­რო­ბის დროს და­ი­ბა­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ არ იც­ნობს.

პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მაა. ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში ოთხი შვი­ლი - ნი­კო­ლო­ზი, ან­დრია, გაბ­რი­ე­ლი და ნინო ჰყავს. პო­ლი­ტი­კა­ში მო­სულ პრე­მი­ერს ორი შვი­ლი ჰყავ­და. მე­სა­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს შე­ე­ძი­ნა, გო­გო­ნა კი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­უ­ზის დროს.

თბი­ლი­სის მერი და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე წლე­ბია ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­შია ანუ­კი არე­ში­ძეს­თან. წყვი­ლი ოთხ შვილს - ლე­ვან, კა­ხა­ბერ, ვაჩე, ნი­კო­ლას კა­ლა­ძე­ებს ზრდის. ვაჩე და ნი­კო­ლა­სი მა­მის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ი­ბად­ნენ.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე რვა შვი­ლის მა­მაა. პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე პი­ა­ნის­ტია. წყვილ­მა ად­რე­ულ ასაკ­ში იქორ­წი­ნა და პო­ლი­ტი­კა­ში მო­სუ­ლი ბურ­ჭუ­ლა­ძე უკვე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა გახ­ლდათ.

5 შვი­ლის მამა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და. "ლე­ლოს" დამ­ფუძ­ნებ­ლის მე­უღ­ლე მისი კლა­სე­ლი ირი­ნა ხი­და­შე­ლია. "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თვის“ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლეს­თან კა­მა­თიც კი არა­სო­დეს მოს­ვლია. მისი თქმით, 90-ია­ნებ­ში მის ოჯახ­საც ძა­ლი­ან უჭირ­და - უშუ­ქო­ბა და საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არც მისი ოჯა­ხის­თვის იყო უცხო, თუმ­ცა ამ დროს შინ იმე­დად ირი­ნა ეგუ­ლე­ბო­და...

რუს­თა­ვის მერი, 37 წლის ნინო ლა­ცა­ბი­ძე წლე­ბია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. პო­ლი­ტი­კოს ქალს ჰყავს მე­უღ­ლე ვაჟა ბრეგ­ვა­ძე და ოთხი შვი­ლი. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, არა­ერ­თხელ ხდე­ბო­და იმა­ზე ხაზ­გას­მა, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­ლდათ.

პო­ლი­ტი­კო­სი ელე­ნე ხოშ­ტა­რია 12 წე­ლია, რაც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია. მისი მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი ბე­რი­ძე გახ­ლავთ. ელე­ნეს ოთხი შვი­ლი ყავს - გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და ნა­ტა­ლია, კონ­სტან­ტი­ნე და რატი ბე­რი­ძე­ე­ბი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე შეც­ვა­ლა, ხუთი შვი­ლის მა­მაა. პო­ლი­ტი­კო­სი წარ­მო­შო­ბით ბორ­ჯო­მი­დან არის, ჰყავს მე­უღ­ლე შო­რე­ნა ქო­ქაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ბორ­ჯო­მი­დან არის და შვი­ლე­ბი: მა­რი­ამ, ანა, ნი­კო­ლო­ზი, ან­დრია, და­მი­ა­ნე აზა­რაშ­ვი­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ოთხი შვი­ლის მა­მაა. მე­უღ­ლე ნინო ვა­შა­კი­ძე, "ერი­სი­ო­ნის" ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. წყვილს 4 შვი­ლის ჰყავს: სოფო, ალექ­სან­დრე, გი­ორ­გი და და­ნი­ე­ლი. მათ­გან სოფო უფ­რო­სია და 17 წლი­საა, ალექ­სან­დრე 14-ის, 4 წლი­სა­ნი არი­ან ტყუ­პი - გი­ორ­გი და და­ნი­ე­ლი.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე ხუთი შვი­ლის მა­მაა. მი­ნისტრს ჰყავს მე­უღ­ლე მე­დეა ლეჟა­ვა. მი­ნის­ტრის ცხოვ­რე­ბა სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არც ისე სა­ჯა­როა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ოთხი შვი­ლის მა­მაა. მარ­თა­ლია, წლე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან, მაგ­რამ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში ის კი­დევ რჩე­ბა ჩრდი­ლო­ვან მმარ­თვე­ლად. ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოთხი შვი­ლი­დან, სამი - ბერა, უტა და გვან­ცა - უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს, უმ­ცრო­სი ცოტ­ნე საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლობს, თუმ­ცა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტ დროს ატა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
suxumchanin
0

წესით მრავალშვილიანებს უნდა აწინაურებდნენ ნორმალურ სახელმწიფოში, ეგ ნორმალურ სახელმწიფოში, ჩვენთან ოირიქითაა, მრავალშვილიანები გარბიან ქვეყნიდან

ლიკა
5

ესენი აქ დასასვენებლად რო ჩამოვლენ ხოლმე რუსები იმედია ბინებს ძვირად არ მიაქირავებენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანი მინისტრთა კაბინეტი და ქართველი პოლიტიკოსები, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ

ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანი მინისტრთა კაბინეტი და ქართველი პოლიტიკოსები, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ

ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკური ცხოვრების დაწყებისთანავე, მისი პირადი ცხოვრება საჯარო ხდება. ასეა ქართულ რეალობაშიც. ყოველი ახალი მინისტრის, პოლიტიკოსის გამოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას აინტერესებს, ვინ არის მისი მეუღლე, რამდენი შვილი ჰყავს და საერთოდ, დაოჯახებულია თუ არა.

პოლიტიკურ კარიერაში საკმაოდ მომგებიანია მშვიდი პირადი ცხოვრება და ამასთან ერთად, ბევრი შვილიც. საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს განსაკუთრებულად უჩუყებთ გულს, თუ პოლიტიკოსს ოთხი, ხუთი და ხანდახან მეტი შვილიც ახლავს თან. ასევე მომგებიანია ოჯახური ფოტოები პლაკატებზე, რომლითაც ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ ხოლმე.

ქართული პოლიტიკური სივრცე ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალშვილიანი პოლიტიკოსებით. ჯერ კიდევ წლების წინ, ხშირად წერდა მედია ინტერვიუებს კობა დავითაშვილთან და ზვიად ძიძიგურთან, რომლებიც მრავალშვილიანი მამები იყვნენ.

ბოლო წლების პოლიტიკურ სივრცეს რომ გადავხედეთ, თანამედროვე პოლიტიკა მრავალშვილიანი მამების დეფიციტს არ უჩივის. განსაკუთრებულად მდიდარია მოქმედი მინისტრთა კაბინეტი. დეპუტატებისთვის სამი შვილის ყოლა, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამჯერად გადავხედოთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.

მიხეილ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ყოფნისას ქორწინებაში იმყოფებოდა სანდრა რულოვსთან, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავდა. პოლიტიკური პაუზისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილის ცხოვრებაში კიდევ ორი შვილი გამოჩნდა. ელის მარია სააკაშვილი, რომელიც სოფო ნიჟარაძისგან შეეძინა და ლიზა იასკოს ქალიშვილი ჟასმინი, რომელიც მამის პატიმრობის დროს დაიბადა და საზოგადოება ჯერ არ იცნობს.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მრავალშვილიანი მამაა. ნუნუკა თამაზაშვილთან ქორწინებაში ოთხი შვილი - ნიკოლოზი, ანდრია, გაბრიელი და ნინო ჰყავს. პოლიტიკაში მოსულ პრემიერს ორი შვილი ჰყავდა. მესამე თანამდებობაზე ყოფნის დროს შეეძინა, გოგონა კი პოლიტიკური პაუზის დროს.

თბილისის მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე წლებია ოფიციალურ ქორწინებაშია ანუკი არეშიძესთან. წყვილი ოთხ შვილს - ლევან, კახაბერ, ვაჩე, ნიკოლას კალაძეებს ზრდის. ვაჩე და ნიკოლასი მამის პოლიტიკური კარიერის დაწყების შემდეგ დაიბადნენ.

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რვა შვილის მამაა. პოლიტიკოსის მეუღლე პიანისტია. წყვილმა ადრეულ ასაკში იქორწინა და პოლიტიკაში მოსული ბურჭულაძე უკვე მრავალშვილიანი მამა გახლდათ.

5 შვილის მამა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. "ლელოს" დამფუძნებლის მეუღლე მისი კლასელი ირინა ხიდაშელია. "პალიტრავიდეოსთვის“ რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეუღლესთან კამათიც კი არასოდეს მოსვლია. მისი თქმით, 90-იანებში მის ოჯახსაც ძალიან უჭირდა - უშუქობა და საკვების ნაკლებობა არც მისი ოჯახისთვის იყო უცხო, თუმცა ამ დროს შინ იმედად ირინა ეგულებოდა...

რუსთავის მერი, 37 წლის ნინო ლაცაბიძე წლებია დაოჯახებულია. პოლიტიკოს ქალს ჰყავს მეუღლე ვაჟა ბრეგვაძე და ოთხი შვილი. წინასაარჩევნო პერიოდში, არაერთხელ ხდებოდა იმაზე ხაზგასმა, რომ მრავალშვილიანი დედა და წარმატებული პროფესიონალი გახლდათ.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია 12 წელია, რაც მეორე ქორწინებაშია. მისი მეუღლე ბიზნესმენი ირაკლი ბერიძე გახლავთ. ელენეს ოთხი შვილი ყავს - გიორგი გაფრინდაშვილი, პირველი ქორწინებიდან და ნატალია, კონსტანტინე და რატი ბერიძეები მეორე ქორწინებიდან.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რომელმაც თავის დროზე ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა, ხუთი შვილის მამაა. პოლიტიკოსი წარმოშობით ბორჯომიდან არის, ჰყავს მეუღლე შორენა ქოქაშვილი, რომელიც ასევე ბორჯომიდან არის და შვილები: მარიამ, ანა, ნიკოლოზი, ანდრია, დამიანე აზარაშვილები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოთხი შვილის მამაა. მეუღლე ნინო ვაშაკიძე, "ერისიონის" ყოფილი მოცეკვავეა. წყვილს 4 შვილის ჰყავს: სოფო, ალექსანდრე, გიორგი და დანიელი. მათგან სოფო უფროსია და 17 წლისაა, ალექსანდრე 14-ის, 4 წლისანი არიან ტყუპი - გიორგი და დანიელი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ხუთი შვილის მამაა. მინისტრს ჰყავს მეუღლე მედეა ლეჟავა. მინისტრის ცხოვრება სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით არც ისე საჯაროა.

ბიძინა ივანიშვილი ოთხი შვილის მამაა. მართალია, წლებია ოფიციალურად წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ის კიდევ რჩება ჩრდილოვან მმართველად. ეკატერინე ხვედელიძესა და ბიძინა ივანიშვილის ოთხი შვილიდან, სამი - ბერა, უტა და გვანცა - უცხოეთში ცხოვრობს, უმცროსი ცოტნე საფრანგეთში სწავლობს, თუმცა დედმამიშვილებისგან განსხვავებით, საქართველოში მეტ დროს ატარებს.