უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია გართულებულია, მაგრამ კონტროლირებადი, მტერს ძირითადი ძალები კუპიანსკის მიმართულებით ჰყავს მობილიზებული და რეზერვების გადასროლას ბახმუტის მიმართულებით ახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
"თავდაცვის ძალები აგრძელებენ ამოცანების შესრულებას აღმოსავლეთის მიმართულებით. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. მტერს ბახმუტის მიმართულებით რეზერვები გადაჰყავს და ცდილობს შეაჩეროს ჩვენი წინსვლა“, - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, რუსებს ძირითადი ძალები კონცენტრირებული აქვთ კუპიანსკის მიმართულებით, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.
„ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გავიმარჯვებთ", - აღნიშნა სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
დროა დაარტყას უკრაინამ სანამ ზაფხულია, აცივდება და გაუჭირდებათ......
ბახმუტელების დასახმარებლად მოდის ფელდმარშალ პაულიუსის სამასათასიანი არმია. დამთავრდა რუსების ბაზარი.ასე თქვა სამხედრო ექსპერტმა ჯანგიროვმა აქუმ.