კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა რუსეთის საპასუხო დაბომბვას ბალისტიკურად გადაკეთებული, ყველაზე დიდი საზენიტო რაკეტებით იწყებს?
უკრაინა რუსეთის საპასუხო დაბომბვას ბალისტიკურად გადაკეთებული, ყველაზე დიდი საზენიტო რაკეტებით იწყებს?
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

რუ­სე­თის გენშტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ 9 ივ­ლისს ყი­რი­მის ხი­დი­სა და შა­ი­კოვ­კას სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მის (როს­ტო­ვის ოლქი) მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა თით­ქოს ოთხი ს-200 ტი­პის სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა გა­უშ­ვეს, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად მო­ი­გე­რი­ეს.

რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან დიდ ეჭვს გა­მო­იწ­ვევ­და, რომ არა ერთ-ერთი რა­კე­ტის მი­წა­ზე და­ცე­მის მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა და რო­მელ­ზეც გა­ელ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტის კონ­ფი­გუ­რა­ცია მარ­თლაც ძა­ლი­ან წა­ა­გავს C-200-ისას...

C-200 ტი­პის რა­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა სახ­მე­ლე­თო მიზ­ნის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად იმი­ტო­მაც მო­ჩან­და ცოტა და­უ­ჯე­რებ­ლად, რომ C-200-ის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სის ეს რა­კე­ტა "მიწა-ჰა­ე­რის“ და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა და არა - „მიწა-მი­წის“, თუმ­ცა თუკი რუსი ოკუ­პან­ტე­ბი მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად იყე­ნე­ბენ C-300 ტი­პის კომ­პლექ­სე­ბის მოძ­ვე­ლე­ბულ და გა­და­კე­თე­ბულ სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტებს უკ­რა­ი­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის და­სა­ბომ­ბად, რა­ტომ არ შე­ეძ­ლოთ იმა­ვეს გა­მე­ო­რე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს?

C-200 ტი­პის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი ჯერ კი­დევ 1967 წელს მი­ი­ღო შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა და მისი 7-ტო­ნი­ა­ნი და 11 მ-მდე სიგ­რძის სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა იმ დროს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დი­დად და შორ­სმოქ­მე­დად ით­ვლე­ბო­და, რად­გან მის ბოლო მო­დი­ფი­კა­ცი­ებს სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნის ჩა­მოგ­დე­ბა 40 კმ სი­მაღ­ლე­ზე და 255 კმ-ის სი­შო­რე­ზეც კი შე­ეძ­ლოთ.

C-200 სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა შორ მან­ძილ­ზე ჩა­მო­ეგ­დოთ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბი, რის­თვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად გამ­ზა­დე­ბუ­ლი გახ­ლდათ ბირ­თვულ­ქო­ბი­ნი­ა­ნი სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტე­ბი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

უკრაინა რუსეთის საპასუხო დაბომბვას ბალისტიკურად გადაკეთებული, ყველაზე დიდი საზენიტო რაკეტებით იწყებს?

უკრაინა რუსეთის საპასუხო დაბომბვას ბალისტიკურად გადაკეთებული, ყველაზე დიდი საზენიტო რაკეტებით იწყებს?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ 9 ივლისს ყირიმის ხიდისა და შაიკოვკას სამხედრო აეროდრომის (როსტოვის ოლქი) მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა თითქოს ოთხი ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტა გაუშვეს, რომლებიც წარმატებულად მოიგერიეს.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ძალიან დიდ ეჭვს გამოიწვევდა, რომ არა ერთ-ერთი რაკეტის მიწაზე დაცემის მომენტი, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა და რომელზეც გაელვებული რაკეტის კონფიგურაცია მართლაც ძალიან წააგავს C-200-ისას...

C-200 ტიპის რაკეტის გამოყენება სახმელეთო მიზნის დასაზიანებლად იმიტომაც მოჩანდა ცოტა დაუჯერებლად, რომ C-200-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ეს რაკეტა "მიწა-ჰაერის“ დანიშნულებისაა და არა - „მიწა-მიწის“, თუმცა თუკი რუსი ოკუპანტები მთელი ომის განმავლობაში ინტენსიურად იყენებენ C-300 ტიპის კომპლექსების მოძველებულ და გადაკეთებულ საზენიტო რაკეტებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად, რატომ არ შეეძლოთ იმავეს გამეორება უკრაინელებს?

C-200 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ჯერ კიდევ 1967 წელს მიიღო შეიარაღებაში საბჭოთა კავშირის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა და მისი 7-ტონიანი და 11 მ-მდე სიგრძის საზენიტო რაკეტა იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდად და შორსმოქმედად ითვლებოდა, რადგან მის ბოლო მოდიფიკაციებს საჰაერო სამიზნის ჩამოგდება 40 კმ სიმაღლეზე და 255 კმ-ის სიშორეზეც კი შეეძლოთ.

C-200 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ძირითადი დანიშნულება იყო, რაც შეიძლება შორ მანძილზე ჩამოეგდოთ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ბომბდამშენები, რისთვისაც სპეციალურად გამზადებული გახლდათ ბირთვულქობინიანი საზენიტო რაკეტები. გააგრძელეთ კითხვა