საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი, შეიძლება ამაზე საუბარი?!" - მეუფე იაკობს მრევლის წევრი დაუპირისპირდა (ვიდეო)
"ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი, შეიძლება ამაზე საუბარი?!" - მეუფე იაკობს მრევლის წევრი დაუპირისპირდა (ვიდეო)

დღეს, ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში მე­უ­ფე ია­კო­ბის ქა­და­გე­ბას ხმა­უ­რის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. ბოდ­ბელ ეპის­კო­პოსს მრევ­ლის წევ­რი და­უ­პი­რის­პირ­და. პრო­ტეს­ტი მე­უ­ფის პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს მოჰ­ყვა. ქა­და­გე­ბი­სას ია­კობ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს "პა­ტა­რა კაცი" უწო­და.

"ერი რომ ომ­შია და იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ხარ, პირ­ველ რიგ­ში გე­ვა­ლე­ბა, რომ კა­ცო­ბა გქონ­დეს, ძლი­ე­რი კაცი უნდა იყო, პა­ტა­რა კაცი არ უნდა იყო - დად­გნენ ჩვენ­თან და ზე­ლენ­სკის მხა­რე და­ი­ჭი­რეს. შენ თუ ქარ­თვე­ლი ხარ და სა­ქარ­თვე­ლო გიყ­ვარს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმის მხა­რე და­ი­ჭი­რო, თუნ­დაც ომში მყო­ფი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, რო­მე­ლიც არას­წო­რად გექ­ცე­ვა?!" - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას.

  • "ეკ­ლე­სია პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ო­ნად არ უნდა გა­და­ვაქ­ცი­ოთ" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ტა­ძარ­ში ია­კობს, მრევ­ლის წევ­რმა ანა ხუ­ნაშ­ვილ­მა.

"თუ სიყ­ვა­რუ­ლი არ არის, მზე თუ არ არის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე, ასე უნდა და­ვუ­პი­რის­პი­როთ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს?! რით მო­ვე­დით აქამ­დე, სიყ­ვა­რუ­ლით არ მო­ვე­დით?! ჩვენს სულ­ში უნდა იყოს სუ­ლიწ­მინ­და, თქვენ უნდა აკე­თებ­დეთ ამას, ეკ­ლე­სია, პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ო­ნად კი არ უნდა გა­და­ა­კე­თოთ. იცით, რო­დის შე­ვალთ ევ­რო­კავ­შირ­ში? როცა ყვე­ლას სულ­ში იქ­ნე­ბა სუ­ლიწ­მინ­და, უფა­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი და მზე. ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ო­ნი, შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე სა­უ­ბა­რი?!" - თქვა ხუ­ნაშ­ვილ­მა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ანა ხუ­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან პირ­ვე­ლი არ არის. 2021 წლის12 ივ­ლისს ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხუ­ნაშ­ვილ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირს და ზო­გა­დად, სამ­ღვდე­ლო­ე­ბას ბრა­ლი დას­დო 5 ივ­ლისს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში, შუღ­ლი­სა და სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში.

"სად იყა­ვით თქვენ? სად იყო სა­პატ­რი­არ­ქო? კარ­გად მო­იქ­ცნენ სა­პატ­რი­არ­ქოს წევ­რე­ბი? მე მგო­ნი ეს ქა­და­გე­ბა არ არის, ეს ერის უკან სვლაა. მო­დით, ჩამ­ქო­ლეთ ახლა ყვე­ლამ. რა გინ­დათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, რა გინ­დათ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან? ეს არ არის ქა­და­გე­ბა, ეს არ არის სიყ­ვა­რუ­ლის­კენ სწრაფ­ვა, ეს არ არის ნამ­დვი­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა”, - მი­მარ­თა ანა ხუ­ნაშ­ვილ­მა მა­შინ მე­უ­ფე ია­კობს.

თა­ვის მოკ­ლე შე­პა­სუ­ხე­ბა­ში მე­უ­ფე ია­კო­ბის მი­მართ, ანა ხუ­ნაშ­ვილ­მა სო­ფელ ბოდ­ბე­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც ახ­სე­ნა. მან თქვა, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ბიზ­ნე­სით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი და სო­ფელს მი­წებს არ­თმე­ვენ:

"თუნ­დაც აქ რაც ხდე­ბა, ამ სო­ფელ­ში [ბოდ­ბე­ში], სო­ფე­ლი აღარ არის. ეს მი­წას­თან გას­წო­რე­ბაა ყვე­ლაფ­რის, მეტი არა­ფე­რი. ეს არის ბიზ­ნე­სი. ხალ­ხს მი­წე­ბი წა­არ­თვეს, ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს. რისი გუ­ლის­თვის? დიახ, მარ­თლა ყარს სა­პატ­რი­არ­ქო… რად გინ­დათ ამ­დე­ნი ჰექტრო­ბით მი­წე­ბი, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი შრო­მა… შპს-ა ეს, მეტი არა­ფე­რი”, - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ხუ­ნაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maiam
1

ჩემი აზრია მამაო, უნდა ჲსაუბროს ჭეშმარიტებაზე და ხალხს მოუწოდეს სიყვარულისკენ. პოლიტიკა ნამდვილად არ არის ტაძარში გასარჩევი საქმე. Არ არის სასიამოვნო ტაძარში ლანძღვა. პოლიტიკური შეხედულებები გარეთ 

იკა რუსი
5

ეს ქალი გმირია!! დაუპირისპირდე იაკობს, ასეთ გავლენიანს და თან ყოფილ მხედრიონელს :) ნუ ამას გამბედაობა ესაჭიროება :)

ისე რამეს არასწორს ხომ არ ეუბნება ცავატანემ თქვენა???? :))) 100%-იანია ეგ ქალბატონი და ვენაცვალე მის თავისუფლებას!! მაგარი ქალია!! უფალმა დალოცოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი, შეიძლება ამაზე საუბარი?!" - მეუფე იაკობს მრევლის წევრი დაუპირისპირდა (ვიდეო)

"ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი, შეიძლება ამაზე საუბარი?!" - მეუფე იაკობს მრევლის წევრი დაუპირისპირდა (ვიდეო)

დღეს, ბოდბის მონასტერში მეუფე იაკობის ქადაგებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ბოდბელ ეპისკოპოსს მრევლის წევრი დაუპირისპირდა. პროტესტი მეუფის პოლიტიკურ განცხადებებს მოჰყვა. ქადაგებისას იაკობმა უკრაინის პრეზიდენტს "პატარა კაცი" უწოდა.

"ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში გევალება, რომ კაცობა გქონდეს, ძლიერი კაცი უნდა იყო, პატარა კაცი არ უნდა იყო - დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა?!" - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

  • "ეკლესია პოლიტიკურ ამბიონად არ უნდა გადავაქციოთ" - ამ სიტყვებით მიმართა ტაძარში იაკობს, მრევლის წევრმა ანა ხუნაშვილმა.

"თუ სიყვარული არ არის, მზე თუ არ არის. როგორ შეიძლება ასე, ასე უნდა დავუპირისპიროთ ადამიანები ერთმანეთს?! რით მოვედით აქამდე, სიყვარულით არ მოვედით?! ჩვენს სულში უნდა იყოს სულიწმინდა, თქვენ უნდა აკეთებდეთ ამას, ეკლესია, პოლიტიკურ ამბიონად კი არ უნდა გადააკეთოთ. იცით, როდის შევალთ ევროკავშირში? როცა ყველას სულში იქნება სულიწმინდა, უფალი, სიყვარული და მზე. ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი, შეიძლება ამაზე საუბარი?!" - თქვა ხუნაშვილმა.

მეუფე იაკობის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები ანა ხუნაშვილის მხრიდან პირველი არ არის. 2021 წლის12 ივლისს ქადაგების დასრულების შემდეგ, ხუნაშვილმა სასულიერო პირს და ზოგადად, სამღვდელოებას ბრალი დასდო 5 ივლისს მომხდარი მოვლენების პროვოცირებაში, შუღლისა და სიძულვილის გაღვივებაში.

"სად იყავით თქვენ? სად იყო საპატრიარქო? კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები? მე მგონი ეს ქადაგება არ არის, ეს ერის უკან სვლაა. მოდით, ჩამქოლეთ ახლა ყველამ. რა გინდათ ჟურნალისტებისგან, რა გინდათ ამ ადამიანებისგან? ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის სიყვარულისკენ სწრაფვა, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა”, - მიმართა ანა ხუნაშვილმა მაშინ მეუფე იაკობს.

თავის მოკლე შეპასუხებაში მეუფე იაკობის მიმართ, ანა ხუნაშვილმა სოფელ ბოდბეში განვითარებული მოვლენებიც ახსენა. მან თქვა, რომ სასულიერო პირები ბიზნესით არიან დაკავებული და სოფელს მიწებს ართმევენ:

"თუნდაც აქ რაც ხდება, ამ სოფელში [ბოდბეში], სოფელი აღარ არის. ეს მიწასთან გასწორებაა ყველაფრის, მეტი არაფერი. ეს არის ბიზნესი. ხალხს მიწები წაართვეს, ყველაფერი წაართვეს. რისი გულისთვის? დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო… რად გინდათ ამდენი ჰექტრობით მიწები, დაქირავებული შრომა… შპს-ა ეს, მეტი არაფერი”, - განაცხადა მაშინ ხუნაშვილმა.