სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პერსონაჟები - ისევ მე ვარ, ოღონდ პარალელურ სამყაროში" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" ერთ-ერთი გამარჯვებული, რუსუდან ტყემალაძე
"ჩემი პერსონაჟები - ისევ მე ვარ, ოღონდ პარალელურ სამყაროში" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" ერთ-ერთი გამარჯვებული, რუსუდან ტყემალაძე

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ - სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს: მათე ბა­ღაშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე და ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი. კონ­კურ­სი დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი სტარ­ტია სამ­წერ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. ამ ეტაპ­ზე, ავ­ტო­რე­ბი მენ­ტო­რებ­თან ერ­თად სა­კუ­თარ ტექ­სტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი მალე წიგ­ნე­ბად იხი­ლავს. ვაგ­რძე­ლებთ თქვენ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბის წარ­დგე­ნას და ამ­ჯე­რად, რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძეს გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი მხატ­ვრუ­ლი რო­მა­ნით - „არ­ქი­ტექ­ტო­რი“ გახ­და. ნა­წარ­მო­ე­ბი ტრა­გი-კო­მე­დი­უ­რი დრა­მი­სა და რე­ა­ლიზ­მის ჟანრ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, აღ­სავ­სეა შავი და თეთ­რი იუ­მო­რით. რო­გორც თა­ვად ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მენ­ტორ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში წიგნ­მა დიდი ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და.

„-იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ტექ­სტის ასე­თი ტრანსფორ­მა­ცია და თა­ნაც - მკვეთ­რად უკე­თე­სო­ბის­კენ. რუ­სუ­და­ნის წიგ­ნი რე­დაქ­ტი­რე­ბის და­წყე­ბამ­დე და მას შემ­დეგ - ეს ორი სხვა­დას­ხვა ნა­წარ­მო­ე­ბია. ერ­თია - წერა სპონ­ტა­ნუ­რად, შთა­გო­ნე­ბით, მაგ­რამ მე­ო­რე და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ნა­წარ­მო­ებ­თან მიბ­რუ­ნე­ბის და მისი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტუ­ლი, აკ­ვი­ა­ტე­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლი უნა­რი, რაც ავ­ტორ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა. რო­მა­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი არ­ქი­ტექ­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ტექ­სტი სივ­რცის, დრო­ის, ზო­გა­დად, გა­რე­მოს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, არ­ქი­ტექ­ტო­რის თვალ­სა­წი­ე­რი­დან აღ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ვფიქ­რობ, მკი­თხვე­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლით და­ი­ნა­ხოს რე­ა­ლო­ბა. არ­ქი­ტექ­ტუ­რა ტექ­სტის ფონი კი არ არის, რო­მელ­ზეც სი­უ­ჟე­ტი გა­დის, არა­მედ აღ­ქმის სპე­ცი­ფი­კუ­რი, სენ­სო­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. ავ­ტო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის არ­ქი­ტექ­ტო­რი და თე­ო­რე­ტი­კო­სია და, შე­სა­ბა­მი­სად, წიგ­ნი ამ თვალ­საზ­რი­სით უაღ­რე­სად მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლია. ჩემ­თვის რუ­სუ­დან­თან ერ­თად ტექ­სტზე მუ­შა­ო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო - მად­ლო­ბა მას ამის­თვის. მე­ო­რე რიგ­ში კი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩემი ცოდ­ნა და მგრძნო­ბე­ლო­ბა გა­მე­ფარ­თო­ე­ბი­ნა არ­ქი­ტექ­ტუ­რის და, ზო­გა­დად, ვი­ზუ­ა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - მენ­ტო­რი ლექ­სო დო­რე­უ­ლი.

რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი, მხატ­ვა­რი და პე­და­გო­გია. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში კი­თხუ­ლობს თე­ო­რი­ულ კურსს თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. კონ­კურ­სის შე­სა­ხებ წიგ­ნე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე შე­ი­ტყო, რო­დე­საც „პა­ლიტ­რა L”-ის პა­ვი­ლი­ონ­ში, შე­ძე­ნილ წიგ­ნებ­თან ერ­თად სა­ჩუქ­რად კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულ­თა კა­ტა­ლო­გი ერგო.

რო­დის და რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ში წე­რის ნიჭი და რა­ტო­მაა ეს პრო­ცე­სი თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო?

- ამ­ბე­ბის თხრო­ბა ბავ­შვო­ბი­დან ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა, თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ წერა მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, სკო­ლა­ში და­ვი­წყე. შე­მოქ­მე­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა, შე­ნო­ბა, პერ­სო­ნა­ჟი თუ გა­რე­მო, - შექ­მნა რა­ი­მე არაფ­რის­გან ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და აზარ­ტუ­ლი პრო­ცე­სია ჩემ­თვის.

რა გახ­და „არ­ქი­ტექ­ტო­რის“ და­წე­რის ინ­სპი­რა­ცია, რო­გორ მუ­შა­ობ­დით ამ რო­მან­ზე და გა­ნი­ცა­და თუ არა ტრანსფორ­მა­ცია კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში, მენ­ტორ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში?

- ამ წიგ­ნის და­წე­რის სურ­ვი­ლი დიდი ხნის წინ გა­მიჩ­ნდა. როცა 19 წლის ასაკ­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და ამ ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და ჩემ­თვის უცხო გა­რე­მოს შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­რო ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია და კო­ლო­რი­ტუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ფი­ლო­სო­ფი­ის და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეს­თე­ტი­კის გზაჯ­ვა­რე­დი­ნია, რო­მელ­ზედ ჩემი გმი­რი სა­კუ­თარ თავს პო­უ­ლობს და სწო­რედ ამ რა­კურ­სი­დან უყუ­რებს სამ­ყა­როს. არ­ქი­ტექ­ტუ­რა მე­ტად კა­მე­რუ­ლი პრო­ფე­სი­აა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც წესი, ნაკ­ლე­ბად ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ სფე­რო­ზე, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა არ­ქი­ტექ­ტო­რის მიერ და­ნა­ხუ­ლი არა მხო­ლოდ შე­ნო­ბა ან უბა­ნი, არა­მედ მთლი­ა­ნად ცხოვ­რე­ბა, ეპო­ქა, ადა­მი­ა­ნე­ბი. მენ­ტორ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში წიგნ­მა დიდი ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და, ვი­ნა­ი­დან ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ტექ­სტი მე­ო­რედ გა­დავ­წე­რე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. ესეც, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან „არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი“ ნა­ბი­ჯი იყო, რად­გან არ მო­ვი­სურ­ვე ნა­მუ­შე­ვარ­ში წერ­ტი­ლო­ვა­ნი შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნა და მისი ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად გა­მოწ­ვე­ვა სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნად მი­ვი­ღე. ახლა, როცა ტექ­სტი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ შე­დე­გით და ვგრძნობ, თუ რამ­დე­ნად გა­ვი­ზარ­დე, რო­გორც ავ­ტო­რი. წიგ­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ჯა­მე­ბაა ყვე­ლა იმ თე­მი­სა, რო­მელ­ზეც მსურ­და სა­უ­ბა­რი მკი­თხვე­ლებ­თან. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­ინ­ტე­რე­სო წა­სა­კი­თხი იქ­ნე­ბა.

გაქვთ თუ არა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ან სტი­ლი, რა­საც წე­რის დროს იყე­ნებთ? თქვე­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო რო­გო­რია იმის­თვის, რომ წე­როთ?

- არ ვიცი, რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ამას მე­თო­დი ვუ­წო­დოთ, მაგ­რამ სა­ნამ სა­მუ­შა­ოდ დავ­ჯდე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ სი­უ­ჟეტ­ზე, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე, ვრეფ­ლექ­სი­რებ, ზოგ­ჯერ ცალ­კე­ულ ფრა­ზებს ან დი­ა­ლო­გის ნა­წი­ლებს წიგ­ნაკ­ში ვი­წერ, მაგ­რამ ყო­ვე­ლი­ვე ეს ჩემი სხვა, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბა. უშუ­ა­ლოდ ტექ­სტზე სა­მუ­შა­ოდ ვჯდე­ბი მხო­ლოდ მა­შინ, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბის ში­ნა­გა­ნი რხე­ვის ამ­პლი­ტუ­და თით­ქმის პიკს აღ­წევს და სა­უ­ბარს ითხოვს. მა­შინ ვი­წყებ წე­რას. ძი­რი­თა­დად სა­ღა­მო­ო­ბით, როცა მცა­ლია. კარ­გია, თუ უქმე დღეს, ან უკე­თე­სია - შვე­ბუ­ლე­ბას და­ემ­თხვა, ვი­ნა­ი­დან როცა ამ სპე­ცი­ფი­კურ მენ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­წე­რად ვჯდე­ბი, ვმუ­შა­ობ სა­შუ­ა­ლოდ 6-8 სა­ა­თი, ძა­ლი­ან მცი­რე დას­ვე­ნე­ბე­ბით, ზოგ­ჯერ უფრო დიდ­ხანს. დრო და დრო ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მექ­მნე­ბა, თით­ქოს ამ­ბა­ვი თა­ვად იწე­რე­ბა, მე კი ტექ­სტის ამ­კრე­ფი, მისი პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი და რე­დაქ­ტო­რი ვარ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეგ­რძნე­ბაა! ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ცხა­დია მუდ­მი­ვი არაა. ადრე მი­მაჩ­ნდა, რომ უწყვე­ტი წე­რის ჩემი ლი­მი­ტი 2 კვი­რას არ აღე­მა­ტე­ბა, მერე ფი­ზი­კუ­რად ვიღ­ლე­ბი, თუმ­ცა ამ რო­მან­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უკეთ გა­მაც­ნო, - წიგ­ნის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დავ­წე­რე ერთ თვე­ში, ჩემი ორი სხვა სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, რაც ძა­ლი­ან ცოტა დროა და ორ­მა­გად მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასეთ ფი­ზი­კურ და მენ­ტა­ლურ გა­მოც­დას წარ­მა­ტე­ბით გა­ვუმკლავ­დი.

წე­რის­თვის კომ­ფორ­ტულ გა­რე­მოს რაც შე­ე­ხე­ბა, გა­გან­დობთ იმ აღ­მო­ჩე­ნას, რო­მე­ლიც ამ რო­მან­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­ვა­კე­თე. ჩემი მიგ­ნე­ბით, (და ეს რო­მა­ნის ტექ­სტშიც და­ვა­ფიქ­სი­რე) პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი - ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, როცა სა­მუ­შა­ოდ არ გჭირ­დე­ბა „მუ­ზის მობ­რძა­ნე­ბა“ ან სპე­ცი­ფი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი. პი­კა­სომ თქვა, რომ შთა­გო­ნე­ბა მო­დის მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში და მე მას ვე­თან­ხმე­ბი. სა­წე­რად არა­ნა­ირ გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მოს არ ვიქ­მნი, ვზი­ვარ სახ­ლში, ლეპ­ტო­პით მუხ­ლებ­ზე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი. სა­ჭი­რო ატ­მოს­ფე­რო იქ­მნე­ბა ჩემს შიგ­ნით და როცა პრო­ცე­სი იწყე­ბა, იმ­დე­ნად ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს გარ­შე­მო რა ხდე­ბა, მთა­ვა­რია ხმა­უ­რი არ იყოს. სხვა­თა შო­რის, ადრე მუ­სი­კის ფონ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ბოლო ერთი წე­ლია რაც გა­და­ვეჩ­ვიე, რად­გან ვგრძნობ, რომ ტექსტს თა­ვად გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი რიტ­მი და მუ­სი­კა მის მოს­მე­ნა­ში ხელს მიშ­ლის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემი ყვე­ლა ნაშ­რო­მი და ეს კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნიც გაჟ­ღენ­თი­ლია მუ­სი­კით, მთა­ვა­რი გმი­რიც მე­ლო­მა­ნია.

რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბამ?

ადრე თუ გა­მო­გიქ­ვეყ­ნე­ბი­ათ რამე და თუ ჰქონ­და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თქვენს ნა­წე­რებს?- კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა პრო­ფე­სი­ულ აღი­ა­რე­ბად მი­მაჩ­ნია, რად­გან ამ სფე­რო­ში კომ­პე­ტენ­ტურ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ჩემი ნაშ­რო­მი ყუ­რა­დღე­ბის ღირ­სად ჩათ­ვა­ლეს. ეს დიდი სტი­მუ­ლი იყო ჩემ­თვის და თვითრწმე­ნა გა­მიძ­ლი­ე­რა. გარ­და ამი­სა ბევ­რმა, ვინც მა­ნამ­დე მიც­ნობ­და, რო­გორც არ­ქი­ტექ­ტორს, პე­და­გოგს და ქარ­თულ „იუ­თუბ“ სივ­რცე­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ლექ­ცი­ე­ბის მქო­ნე პირ­ვე­ლი არ­ხის შემ­ქმნელს, ახლა გა­მიც­ნო რო­გორც მწე­რა­ლი. ეს მათ­თვი­საც დიდი აღ­მო­ჩე­ნა იყო და ჩემ­თვი­საც. სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მა ძა­ლი­ან დი­დია, რის­თვი­საც უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ.

აქამ­დე მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მაქვს მხო­ლოდ ერთხელ. 2011 წელს, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მულ ალ­მა­ნახ­ში „ალა­ვერ­დო­ბა“ და­ი­ბეჭ­და ჩემი მო­თხრო­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით „ნა­ტურ-მორ­ტი.“

რო­გო­რი გრძნო­ბაა, როცა პირ­ველ წიგნ­ზე მუ­შა­ობ, ელო­დე­ბი და რას ელით მკი­თხვე­ლის­გან?- წიგ­ნი, რო­მელ­საც სულ მალე მკი­თხველს წარ­ვუდ­გენთ, არ არის ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი. მა­ნამ­დე და­წე­რი­ლი მაქვს კი­დევ სამი რო­მა­ნი და რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბა, მაგ­რამ ასე­თი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, ვფიქ­რობ ძველ ტექ­სტებ­საც სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კო­რექ­ტი­რე­ბა ელით.

წიგ­ნის მო­ლო­დი­ნი ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. ჩემი მაქ­სი­მუ­მი უკვე შე­ვას­რუ­ლე, ტექ­სტი გა­მომ­ცემ­ლო­ბას გა­და­ვე­ცი და ახლა დიდი ინ­ტრი­გის წი­ნა­შე ვიმ­ყო­ფე­ბი, - ნე­ტავ რო­გო­რი იქ­ნე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი წიგ­ნი? რო­გორ მი­ი­ღებს მას სამ­ყა­რო? რა­ი­მე ახალს თუ შეს­ძენს მისი არ­სე­ბო­ბა, ან იქ­ნებ მო­რი­გი გა­მო­ცე­მა გახ­დეს, წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში თა­როს რომ ამ­შვე­ნებს?.. ალ­ბათ, გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა ბავ­შვის მო­ლო­დინს ჰგავს, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ამ „ბავ­შვის“ ვი­ნა­ო­ბა­ზე მთლი­ა­ნად მე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ამა­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლია ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბა, მაგ­რამ მკი­თხვე­ლე­ბის მხრი­დან პო­ზი­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ის იმე­დი მაქვს.

რა არის თქვე­ნი ჰობი?

- ადრე ვამ­ბობ­დი, რომ წე­რაა, მაგ­რამ დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ უხერ­ხუ­ლია ამას ჰობი ვუ­წო­დოთ. შე­სა­ბა­მი­სად, ამი­ე­რი­დან ჩემი ჰო­ბია იოგა.

რა არის თქვე­ნი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო? რო­გორ იბა­დე­ბი­ან პერ­სო­ნა­ჟე­ბი?- სამი პრო­ფე­სი­ის მფლო­ბე­ლი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს კარ­გი ამ­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო თა­ვად ჩემი ცხოვ­რე­ბაა, ოღონდ არა ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლად. ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ზედ­მე­ტი ნა­ტუ­რა­ლიზ­მი არ მი­ზი­დავს. ყვე­ლა ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი მხატ­ვრუ­ლა­დაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და მის ფა­სე­უ­ლო­ბა­საც ამა­ში ვხე­დავ. ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი - მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მია, კარ­გი ამ­ბა­ვი კი მისი ეს­თე­ტი­ზა­ცი­ი­დან იწყე­ბა.

ჩემი პერ­სო­ნა­ჟე­ბი - ისევ მე ვარ, ოღონდ პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში.

სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რას რამ­დე­ნად უკავ­შირ­დე­ბა თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და აპი­რებთ თუ არა აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ო­ბას ამ სფე­რო­ში?

კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლი ამ­ბა­ვი მაქვს მო­სა­ყო­ლი, იმე­დი მაქვს მათ და­ბეჭდ­ვას წინ არა­ფე­რი აღუდ­გე­ბა.

R

ავტორი:

"ჩემი პერსონაჟები - ისევ მე ვარ, ოღონდ პარალელურ სამყაროში" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" ერთ-ერთი გამარჯვებული, რუსუდან ტყემალაძე

"ჩემი პერსონაჟები - ისევ მე ვარ, ოღონდ პარალელურ სამყაროში" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" ერთ-ერთი გამარჯვებული, რუსუდან ტყემალაძე

გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ - სამი გამარჯვებული ჰყავს: მათე ბაღაშვილი, რუსუდან ტყემალაძე და ანი ბალიაშვილი. კონკურსი დამწყები ავტორების ძალიან კარგი სტარტია სამწერლო ცხოვრებაში. ამ ეტაპზე, ავტორები მენტორებთან ერთად საკუთარ ტექსტებზე მუშაობენ, რომელსაც მკითხველი მალე წიგნებად იხილავს. ვაგრძელებთ თქვენთვის გამარჯვებული ავტორების წარდგენას და ამჯერად, რუსუდან ტყემალაძეს გაგაცნობთ, რომელიც ჟიურის რჩეული მხატვრული რომანით - „არქიტექტორი“ გახდა. ნაწარმოები ტრაგი-კომედიური დრამისა და რეალიზმის ჟანრშია წარმოდგენილი, აღსავსეა შავი და თეთრი იუმორით. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მენტორთან მუშაობის პროცესში წიგნმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.

„-იშვიათად მინახავს ტექსტის ასეთი ტრანსფორმაცია და თანაც - მკვეთრად უკეთესობისკენ. რუსუდანის წიგნი რედაქტირების დაწყებამდე და მას შემდეგ - ეს ორი სხვადასხვა ნაწარმოებია. ერთია - წერა სპონტანურად, შთაგონებით, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანია - ნაწარმოებთან მიბრუნების და მისი გაუმჯობესების პერფექციონისტული, აკვიატებაში გადაზრდილი უნარი, რაც ავტორმა გამოავლინა. რომანის მთავარი პერსონაჟი არქიტექტორია. შესაბამისად, ტექსტი სივრცის, დროის, ზოგადად, გარემოს არქიტექტურული, არქიტექტორის თვალსაწიერიდან აღქმის საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, მკითხველისთვის უჩვეულო და საინტერესო იქნება ამ პროფესიის ადამიანების თვალით დაინახოს რეალობა. არქიტექტურა ტექსტის ფონი კი არ არის, რომელზეც სიუჟეტი გადის, არამედ აღქმის სპეციფიკური, სენსორული პერსპექტივა. ავტორი პროფესიონალი, საკმაოდ მაღალი კომპეტენციის არქიტექტორი და თეორეტიკოსია და, შესაბამისად, წიგნი ამ თვალსაზრისით უაღრესად მაღალპროფესიულია. ჩემთვის რუსუდანთან ერთად ტექსტზე მუშაობა, პირველ რიგში, სიამოვნება იყო - მადლობა მას ამისთვის. მეორე რიგში კი, შესაძლებლობა, ჩემი ცოდნა და მგრძნობელობა გამეფართოებინა არქიტექტურის და, ზოგადად, ვიზუალური აზროვნების მიმართულებით“, - მენტორი ლექსო დორეული.

რუსუდან ტყემალაძე პროფესიით არქიტექტორი, მხატვარი და პედაგოგია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კითხულობს თეორიულ კურსს თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის შესახებ. კონკურსის შესახებ წიგნების ფესტივალზე შეიტყო, როდესაც „პალიტრა L”-ის პავილიონში, შეძენილ წიგნებთან ერთად საჩუქრად კონკურსში გამარჯვებულთა კატალოგი ერგო.

როდის და როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში წერის ნიჭი და რატომაა ეს პროცესი თქვენთვის საინტერესო?

- ამბების თხრობა ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საქმეა, თუმცა უშუალოდ წერა მოზარდობის ასაკში, სკოლაში დავიწყე. შემოქმედება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამბავი იქნება, შენობა, პერსონაჟი თუ გარემო, - შექმნა რაიმე არაფრისგან ყველაზე სასიამოვნო და აზარტული პროცესია ჩემთვის.

რა გახდა „არქიტექტორის“ დაწერის ინსპირაცია, როგორ მუშაობდით ამ რომანზე და განიცადა თუ არა ტრანსფორმაცია კონკურსის პერიოდში, მენტორთან მუშაობის პროცესში?

- ამ წიგნის დაწერის სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა. როცა 19 წლის ასაკში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ამ ყოვლისმომცველი და ჩემთვის უცხო გარემოს შესწავლა დავიწყე. არქიტექტურული სამყარო ძალიან სპეციფიკურია და კოლორიტული. ფაქტობრივად ტექნოლოგიების, ფილოსოფიის და ვიზუალური ესთეტიკის გზაჯვარედინია, რომელზედ ჩემი გმირი საკუთარ თავს პოულობს და სწორედ ამ რაკურსიდან უყურებს სამყაროს. არქიტექტურა მეტად კამერული პროფესიაა და ფართო საზოგადოება, როგორც წესი, ნაკლებად ფლობს ინფორმაციას ამ სფეროზე, ამიტომ, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება არქიტექტორის მიერ დანახული არა მხოლოდ შენობა ან უბანი, არამედ მთლიანად ცხოვრება, ეპოქა, ადამიანები. მენტორთან მუშაობის პროცესში წიგნმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, ვინაიდან ჩემი გადაწყვეტილებით ტექსტი მეორედ გადავწერე თავიდან ბოლომდე. ესეც, ვფიქრობ, ძალიან „არქიტექტურული“ ნაბიჯი იყო, რადგან არ მოვისურვე ნამუშევარში წერტილოვანი შესწორებების შეტანა და მისი ხარისხის ასამაღლებლად გამოწვევა სრულმასშტაბიანად მივიღე. ახლა, როცა ტექსტი უკვე დასრულებულია, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით და ვგრძნობ, თუ რამდენად გავიზარდე, როგორც ავტორი. წიგნი ფაქტობრივად შეჯამებაა ყველა იმ თემისა, რომელზეც მსურდა საუბარი მკითხველებთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო წასაკითხი იქნება.

გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული მეთოდები ან სტილი, რასაც წერის დროს იყენებთ? თქვენი კომფორტული გარემო როგორია იმისთვის, რომ წეროთ?

- არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია ამას მეთოდი ვუწოდოთ, მაგრამ სანამ სამუშაოდ დავჯდები, ძალიან ბევრს ვფიქრობ სიუჟეტზე, პერსონაჟებზე, ვრეფლექსირებ, ზოგჯერ ცალკეულ ფრაზებს ან დიალოგის ნაწილებს წიგნაკში ვიწერ, მაგრამ ყოველივე ეს ჩემი სხვა, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად ხდება. უშუალოდ ტექსტზე სამუშაოდ ვჯდები მხოლოდ მაშინ, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი შემოქმედებითი პიროვნების შინაგანი რხევის ამპლიტუდა თითქმის პიკს აღწევს და საუბარს ითხოვს. მაშინ ვიწყებ წერას. ძირითადად საღამოობით, როცა მცალია. კარგია, თუ უქმე დღეს, ან უკეთესია - შვებულებას დაემთხვა, ვინაიდან როცა ამ სპეციფიკურ მენტალურ მდგომარეობაში საწერად ვჯდები, ვმუშაობ საშუალოდ 6-8 საათი, ძალიან მცირე დასვენებებით, ზოგჯერ უფრო დიდხანს. დრო და დრო ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ამბავი თავად იწერება, მე კი ტექსტის ამკრეფი, მისი პირველი მკითხველი და რედაქტორი ვარ. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა! ეს პროცესი ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხადია მუდმივი არაა. ადრე მიმაჩნდა, რომ უწყვეტი წერის ჩემი ლიმიტი 2 კვირას არ აღემატება, მერე ფიზიკურად ვიღლები, თუმცა ამ რომანმა საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამაცნო, - წიგნის მეორე ვარიანტი თავიდან ბოლომდე დავწერე ერთ თვეში, ჩემი ორი სხვა სამსახურის პარალელურად, რაც ძალიან ცოტა დროა და ორმაგად მეამაყება, რომ ასეთ ფიზიკურ და მენტალურ გამოცდას წარმატებით გავუმკლავდი.

წერისთვის კომფორტულ გარემოს რაც შეეხება, გაგანდობთ იმ აღმოჩენას, რომელიც ამ რომანზე მუშაობისას გავაკეთე. ჩემი მიგნებით, (და ეს რომანის ტექსტშიც დავაფიქსირე) პროფესიონალიზმი - ის მდგომარეობაა, როცა სამუშაოდ არ გჭირდება „მუზის მობრძანება“ ან სპეციფიკური პირობები. პიკასომ თქვა, რომ შთაგონება მოდის მუშაობის პროცესში და მე მას ვეთანხმები. საწერად არანაირ განსაკუთრებულ გარემოს არ ვიქმნი, ვზივარ სახლში, ლეპტოპით მუხლებზე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. საჭირო ატმოსფერო იქმნება ჩემს შიგნით და როცა პროცესი იწყება, იმდენად ვკონცენტრირდები, რომ მნიშვნელობა არ აქვს გარშემო რა ხდება, მთავარია ხმაური არ იყოს. სხვათა შორის, ადრე მუსიკის ფონზე ვმუშაობდი, ბოლო ერთი წელია რაც გადავეჩვიე, რადგან ვგრძნობ, რომ ტექსტს თავად გააჩნია საკუთარი რიტმი და მუსიკა მის მოსმენაში ხელს მიშლის. მიუხედავად ამისა, ჩემი ყველა ნაშრომი და ეს კონკრეტული წიგნიც გაჟღენთილია მუსიკით, მთავარი გმირიც მელომანია.

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში კონკურსში გამარჯვებამ?

ადრე თუ გამოგიქვეყნებიათ რამე და თუ ჰქონდა გამოხმაურება თქვენს ნაწერებს?- კონკურსში გამარჯვება პროფესიულ აღიარებად მიმაჩნია, რადგან ამ სფეროში კომპეტენტურმა პროფესიონალებმა ჩემი ნაშრომი ყურადღების ღირსად ჩათვალეს. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის და თვითრწმენა გამიძლიერა. გარდა ამისა ბევრმა, ვინც მანამდე მიცნობდა, როგორც არქიტექტორს, პედაგოგს და ქართულ „იუთუბ“ სივრცეში არქიტექტურული ლექციების მქონე პირველი არხის შემქმნელს, ახლა გამიცნო როგორც მწერალი. ეს მათთვისაც დიდი აღმოჩენა იყო და ჩემთვისაც. საზოგადოების თანადგომა ძალიან დიდია, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ.

აქამდე მხატვრული ტექსტი გამოქვეყნებული მაქვს მხოლოდ ერთხელ. 2011 წელს, გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში გამოცემულ ალმანახში „ალავერდობა“ დაიბეჭდა ჩემი მოთხრობა სახელწოდებით „ნატურ-მორტი.“

როგორი გრძნობაა, როცა პირველ წიგნზე მუშაობ, ელოდები და რას ელით მკითხველისგან?- წიგნი, რომელსაც სულ მალე მკითხველს წარვუდგენთ, არ არის ჩემი პირველი ნამუშევარი. მანამდე დაწერილი მაქვს კიდევ სამი რომანი და რამდენიმე მოთხრობა, მაგრამ ასეთი დიდი გამოცდილების შემდეგ, ვფიქრობ ძველ ტექსტებსაც საფუძვლიანი კორექტირება ელით.

წიგნის მოლოდინი ძალიან ამაღელვებელია. ჩემი მაქსიმუმი უკვე შევასრულე, ტექსტი გამომცემლობას გადავეცი და ახლა დიდი ინტრიგის წინაშე ვიმყოფები, - ნეტავ როგორი იქნება დასრულებული წიგნი? როგორ მიიღებს მას სამყარო? რაიმე ახალს თუ შესძენს მისი არსებობა, ან იქნებ მორიგი გამოცემა გახდეს, წიგნების მაღაზიებში თაროს რომ ამშვენებს?.. ალბათ, გარკვეულწილად ჩემი მდგომარეობა ბავშვის მოლოდინს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ამ „ბავშვის“ ვინაობაზე მთლიანად მე ვარ პასუხისმგებელი. ამაფორიაქებელია ამ ყველაფრის გააზრება, მაგრამ მკითხველების მხრიდან პოზიტიური რეაქციის იმედი მაქვს.

რა არის თქვენი ჰობი?

- ადრე ვამბობდი, რომ წერაა, მაგრამ დებიუტის შემდეგ უხერხულია ამას ჰობი ვუწოდოთ. შესაბამისად, ამიერიდან ჩემი ჰობია იოგა.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო? როგორ იბადებიან პერსონაჟები?- სამი პროფესიის მფლობელი, ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს კარგი ამბები. შესაბამისად, შთაგონების წყარო თავად ჩემი ცხოვრებაა, ოღონდ არა ბიოგრაფიულად. ხელოვნებაში ზედმეტი ნატურალიზმი არ მიზიდავს. ყველა ჩემი ნამუშევარი მხატვრულადაა გაფორმებული და მის ფასეულობასაც ამაში ვხედავ. ნებისმიერი ფაქტი - მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, კარგი ამბავი კი მისი ესთეტიზაციიდან იწყება.

ჩემი პერსონაჟები - ისევ მე ვარ, ოღონდ პარალელურ სამყაროში.

სამწერლო კარიერას რამდენად უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა აქტიურად მოღვაწეობას ამ სფეროში?

კიდევ ბევრი საინტერესო და ამაფორიაქებელი ამბავი მაქვს მოსაყოლი, იმედი მაქვს მათ დაბეჭდვას წინ არაფერი აღუდგება.

R