სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს, მინდა დაველოდო შეხვედრას, სანამ..." - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე და რა უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე
"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს, მინდა დაველოდო შეხვედრას, სანამ..." - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე და რა უთხრა  სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, სან­დრა რუ­ლოვ­სი ამ­ბობს, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2021 წლის სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ შეხ­ვედ­რია. მან სა­ა­კაშ­ვილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ასე­ვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან" ისა­უბ­რა.

"და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ მე ის 2021 წლის სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს, სა­ბერ­ძნეთ­ში როცა ვი­ყა­ვით ერ­თად, ამის მერე არ მი­ნა­ხავს და მინ­და და­ვე­ლო­დო მას­თან შეხ­ვედ­რას, მა­ნამ სა­ნამ გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და სხვა დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნაკ­ლე­ბად გა­მი­ჭირ­დე­ბა პი­რად სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი.

2021 წელი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და სან­დრა რუ­ლოვ­სი შვილ­თან, ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში

ის ფაქ­ტი, რომ ის არის ჩა­კე­ტი­ლი სულ უდა­ნა­შა­უ­ლოდ და ასე დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ჩვე­ნი მთე­ლი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია.

იმე­დი არ­სე­ბობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვით, ზე­ლენ­სკის თა­მა­დო­ბით, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­იც­ვლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუნ­დაც ევ­რო­პა, ამე­რი­კა ისე­დაც აღი­ა­რე­ბენ, რომ ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი. შევ­თან­ხმდით, რომ ის არის უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტი­მა­რი, ამი­ტომ უნდა გან­თა­ვი­სუფ­ლდეს.

სამ­წუ­ხა­როდ, მთავ­რო­ბა და სა­სა­მარ­თლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ამი­ტო­მაც არ გვაქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო.

რა თქმა უნდა, მაქვს ძვე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და ჩემს გარ­და მარ­თლა არ მე­გუ­ლე­ბა ვინ­მე, ვი­საც შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან ლორა ბუშს მის­წე­როს, ან ქალ­ბა­ტონ მა­კ­კე­ინს, ან თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, პო­ლო­ნე­თის და ა.შ. პირ­ველ ლე­დებს. აბა ვინ უნდა და­წე­როს თუ არა მე? ზოგ­ჯერ აქ­ტი­ვო­ბით პა­სუ­ხო­ბენ, ზოგ­ჯერ წე­რი­ლო­ბით", - ამ­ბობს სან­დრა რუ­ლოვ­სი.

  • ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის თქმით, იმე­დი აქვს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "აწონ-და­წო­ნის სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კითხს".

"მქონ­და მას­თა­ნაც (სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან) შეხ­ვედ­რა დე­კემ­ბერ­ში მი­შას თე­მა­ზე. სხვა­თა შო­რის, გვა­რა­მი­ა­ზეც ვსა­უბ­რობ­დი მას­თან. ერთ-ერთი, რა­საც ამ­ბობს და ჩემ­თა­ნაც გა­ი­მე­ო­რა - ჩვენ თუ გა­ვუშ­ვებთ მი­შას სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ, ეს არის იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი, რომ ჩვენ­თან არ ვარ­გა ჯან­დაც­ვა და ეს ცუ­დად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. ასე­თი არ­გუ­მენ­ტი მი­ვი­ღე.

ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რით გა­მოშ­ვე­ბა­ზე არ უსა­უბ­რია, მა­შინ ალ­ბათ, ეს თემა არ ყო­ფი­ლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მე იმე­დი მაქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი აწონ-და­წო­ნის, ხე­დავს რა ხდე­ბა ევ­რო­პას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ევ­რო­კავ­შირ­თან, ნა­ტოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და მიხ­ვდე­ბა, რომ ძა­ლი­ან დიდი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არის პა­ტი­მა­რი. მან უკვე იცის ჩემი პო­ზი­ცია და იმე­დი მაქვს, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აღ­ნიშ­ნავს რუ­ლოვ­სი.

  • "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ როცა პირ­ვე­ლი ლედი იყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს:

"შევ­ხვედ­რი­ვარ მი­შას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი ლე­დო­ბის დროს, მაგ­რამ არ გვი­სა­უბ­რია არას­დროს. უნდა მიხ­ვდეს, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე არის მისი პირ­ვე­ლი უფ­ლე­ბა და უნდა მის­ცეს შან­სი, რომ იმ­კურ­ნა­ლოს, იმი­ტომ რომ, რო­გორც ჩანს, უა­რე­სად და უა­რე­სა­დაა", - ამ­ბობს სან­დრა რუ­ლოვ­სი.

მისი თქმით, პო­ლი­ტის­კენ არც თვი­თონ და არც მისი შვი­ლე­ბი აღარ გა­ი­ხე­და­ვენ, რად­გან "ერთი პო­ლი­ტი­კო­სი ოჯახ­ში საკ­მა­რი­სია".

  • სან­დრა რუ­ლოვ­სის სათ­ქმე­ლი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­თია:

"ის ათი წელი მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სით მი­შას გვერ­დით ყოფ­ნა. ეს იყო დიდი შან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პის­კენ მოძ­რა­ო­ბის. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მოხ­და, ბევრ რა­მეს მი­ვაღ­წი­ეთ. შეც­დო­მე­ბიც იყო, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ეს დრო არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლომ ის გან­ვი­თა­რე­ბა გა­აგ­რძე­ლოს. არის ასე­თი თა­ო­ბა, რო­მე­ლიც მა­შინ იყო პა­ტა­რა და ახლა უკვე ხდე­ბა 20 წლის, ან მე­ტის და ახ­სოვთ მათ ეს ინო­ვა­ცი­ე­ბის, მშე­ნებ­ლო­ბის, ახა­ლი იდე­ე­ბის, ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვის ეპო­ქა, ყვე­ლა­ფე­რი დუღ­და და ეს არ დაგ­ვა­ვი­წყდეს.

არ ვი­ყოთ ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლე­ბი, რომ აღარ გა­მოგ­ვდის, ყვე­ლა წა­ვი­და, სხვა ვი­თა­რე­ბაა და ასე შემ­დეგ. ჩვენ უფრო ადრე და­ვი­წყეთ რე­ნე­სან­სი და აღორ­ძი­ნე­ბა, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნამ ევ­რო­პა­ში. ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც, ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი და მერე ევ­რო­პა­შიც გან­ვი­თარ­და, ეს არ დაგ­ვა­ვი­წყდეს. ჩვენ უნი­კა­ლუ­რი როლი გვაქვს ევ­რო­პის ის­ტო­რი­ა­ში და რო­გორც აზი­ის და ევ­რო­პის ხიდს, შეგ­ვიძ­ლია ისევ დიდი როლი ვი­თა­მა­შოთ", - აღ­ნიშ­ნავს რუ­ლოვ­სი.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
4

მიშა კი არ გადარდებს. შე უთავმოყვარეო ქალო,უზრუნველი ცხოვრება და მილიონები გინდა, მიშამ რომ მოპარა ქართველ ხალხს>

სანდრას!
4

ქ-ნო! თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნიად? არა , არა და არა!!!!!!! რას ვიზამთ, ერთი მიშა არის პატიოსანი და უდანაშაულო. მეორე კი თქვენ!!!!! იოცნებეთ, ოცნებას კაცი არ მოუკლავს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს, მინდა დაველოდო შეხვედრას, სანამ..." - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე და რა უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე

"2021 წლის შემდეგ მიშა არ მინახავს, მინდა დაველოდო შეხვედრას, სანამ..." - რას ამბობს სანდრა რულოვსი სააკაშვილზე და რა უთხრა  სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2021 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეხვედრია. მან სააკაშვილზე, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, ასევე ბიძინა ივანიშვილის შესახებ "შაბათის ფორმულასთან" ისაუბრა.

"დავიწყოთ იქიდან, რომ მე ის 2021 წლის სექტემბრის შემდეგ არ მინახავს, საბერძნეთში როცა ვიყავით ერთად, ამის მერე არ მინახავს და მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას, მანამ სანამ განთავისუფლდება და სხვა დროსა და ვითარებაში, ჯანმრთელობის და გათავისუფლების პირობებში, ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე საუბარი.

2021 წელი - მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი შვილთან, ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში

ის ფაქტი, რომ ის არის ჩაკეტილი სულ უდანაშაულოდ და ასე დიდხანს გრძელდება, ჩვენი მთელი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულია.

იმედი არსებობს, რომ საერთაშორისო ძალისხმევით, ზელენსკის თამადობით, რაღაცნაირად შეიცვლება დამოკიდებულება. თუნდაც ევროპა, ამერიკა ისედაც აღიარებენ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. შევთანხმდით, რომ ის არის უდანაშაულო პატიმარი, ამიტომ უნდა განთავისუფლდეს.

სამწუხაროდ, მთავრობა და სასამართლო თანამშრომლობენ, ამიტომაც არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო.

რა თქმა უნდა, მაქვს ძველი კონტაქტები და ჩემს გარდა მართლა არ მეგულება ვინმე, ვისაც შეუძლია საქართველოდან ლორა ბუშს მისწეროს, ან ქალბატონ მაკკეინს, ან თურქეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და ა.შ. პირველ ლედებს. აბა ვინ უნდა დაწეროს თუ არა მე? ზოგჯერ აქტივობით პასუხობენ, ზოგჯერ წერილობით", - ამბობს სანდრა რულოვსი.

  • ყოფილი პირველი ლედის თქმით, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი "აწონ-დაწონის სააკაშვილის საკითხს".

"მქონდა მასთანაც (სალომე ზურაბიშვილთან) შეხვედრა დეკემბერში მიშას თემაზე. სხვათა შორის, გვარამიაზეც ვსაუბრობდი მასთან. ერთ-ერთი, რასაც ამბობს და ჩემთანაც გაიმეორა - ჩვენ თუ გავუშვებთ მიშას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენთან არ ვარგა ჯანდაცვა და ეს ცუდად აისახება საქართველოს რეპუტაციაზე. ასეთი არგუმენტი მივიღე.

ელექტრონული სამაჯურით გამოშვებაზე არ უსაუბრია, მაშინ ალბათ, ეს თემა არ ყოფილა აქტუალური. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი აწონ-დაწონის, ხედავს რა ხდება ევროპასთან მიმართებაში, ევროკავშირთან, ნატოსთან მიმართებაში და მიხვდება, რომ ძალიან დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ ყოფილი პრეზიდენტი არის პატიმარი. მან უკვე იცის ჩემი პოზიცია და იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებს", - აღნიშნავს რულოვსი.

  • "შაბათის ფორმულასთან" ინტერვიუში მან ასევე გაიხსენა, რომ როცა პირველი ლედი იყო, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რამდენჯერმე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს:

"შევხვედრივარ მიშასთან ერთად, პირველი ლედობის დროს, მაგრამ არ გვისაუბრია არასდროს. უნდა მიხვდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე არის მისი პირველი უფლება და უნდა მისცეს შანსი, რომ იმკურნალოს, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, უარესად და უარესადაა", - ამბობს სანდრა რულოვსი.

მისი თქმით, პოლიტისკენ არც თვითონ და არც მისი შვილები აღარ გაიხედავენ, რადგან "ერთი პოლიტიკოსი ოჯახში საკმარისია".

  • სანდრა რულოვსის სათქმელი კი საზოგადოებისთვის ასეთია:

"ის ათი წელი მართლა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის პირველი ლედის სტატუსით მიშას გვერდით ყოფნა. ეს იყო დიდი შანსი საქართველოსთვის ევროპისკენ მოძრაობის. ძალიან ბევრი რამ მოხდა, ბევრ რამეს მივაღწიეთ. შეცდომებიც იყო, კი ბატონო, მაგრამ ეს დრო არ დაგვავიწყდეს, არ დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებელია, საქართველომ ის განვითარება გააგრძელოს. არის ასეთი თაობა, რომელიც მაშინ იყო პატარა და ახლა უკვე ხდება 20 წლის, ან მეტის და ახსოვთ მათ ეს ინოვაციების, მშენებლობის, ახალი იდეების, ევროპისკენ სწრაფვის ეპოქა, ყველაფერი დუღდა და ეს არ დაგვავიწყდეს.

არ ვიყოთ ხელჩაქნეულები, რომ აღარ გამოგვდის, ყველა წავიდა, სხვა ვითარებაა და ასე შემდეგ. ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ რენესანსი და აღორძინება, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ ევროპაში. ლიტერატურაშიც, ხელოვნებაშიც ჩვენ ვიყავით პირველები და მერე ევროპაშიც განვითარდა, ეს არ დაგვავიწყდეს. ჩვენ უნიკალური როლი გვაქვს ევროპის ისტორიაში და როგორც აზიის და ევროპის ხიდს, შეგვიძლია ისევ დიდი როლი ვითამაშოთ", - აღნიშნავს რულოვსი.