კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაღალი თანამდებობის ყოფილი პირები საერთაშორისო ფორუმებზე ერთადერთ ფრაზას გვეუბნებიან: "გააჩუმეთ ეგენი", "ხელისუფლებას უთხარით, დეკემბრამდე ხმა არ ამოიღონ" - ხიდაშელი
"მაღალი თანამდებობის ყოფილი პირები საერთაშორისო ფორუმებზე ერთადერთ ფრაზას გვეუბნებიან: "გააჩუმეთ ეგენი", "ხელისუფლებას უთხარით, დეკემბრამდე ხმა არ ამოიღონ" - ხიდაშელი

სა­მარ­თლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბა თუ მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს შან­სი არ აქვს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის, თუკი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ხი­და­შელ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნას და მის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ „დღემ­დე რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბა­ბიც კი არ არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ დე­კემ­ბერ­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვე­ნი­ჭოს, თუ სა­მარ­თლი­ა­ნად შე­ფას­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი“.

რო­გორც ხი­და­შელ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე, კო­ლე­გებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თუკი დე­კემ­ბრამ­დე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხმას არ ამო­ი­ღებს - სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მი­ი­ღებს.

„სა­მარ­თლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ხელ­ში უნდა და­ი­ჭი­რონ ფურ­ცე­ლი და კა­ლა­მი და უნდა ჩა­მო­წე­რონ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. რო­დე­საც დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას მი­ად­გე­ბი­ან, იქ კი­დევ მთე­ლი ტომი უნდა და­ი­ჭი­რონ - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რე­ბის, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, თავ­დას­ხმე­ბის, არა მარ­ტო პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ა­ზე, არა­მედ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზეც. ამი­ტომ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თუ მი­ი­ღეს, ჩვენ უნდა მოგ­ვცენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. თუ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ჩვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ გვე­კუთ­ვნის. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ორი ფაქ­ტო­რი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მა­გი­დის გარ­შე­მო დას­ხდე­ბი­ან, სა­დაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დე­კემ­ბერ­ში მი­ი­ღე­ბა. პირ­ვე­ლი არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ ჩა­ტო­ვონ რუ­სე­თის უკა­ნა ეზო­ში და მე­ო­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ზეც უნდა და­ა­ფუძნონ, ეს არის ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში 2024 წელს არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მე­ლიც შე­ე­წი­რე­ბა წევ­რო­ბის სტა­ტუ­სის არ მი­ღე­ბას, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ფონ­ზე, არ­ჩევ­ნე­ბი რა­საც ჰქვია, ის აღარ იქ­ნე­ბა.

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვიცი უკვე, კო­ლე­გე­ბი, ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე ამ თე­მებ­ზე რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, ერ­თა­დერთ ფრა­ზას გვე­უბ­ნე­ბი­ან: Tell them to shut up - ამ ფრა­ზით გვე­უბ­ნე­ბი­ან, გა­ა­ჩუ­მეთ ეგე­ნიო, უთხა­რით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დე­კემ­ბრამ­დე ხმა არ ამო­ი­ღონ სა­ერ­თოდ და სტა­ტუ­სი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქ­ვთო“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სურს სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს, რად­გან წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­კის­რე­ბა.

„ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ისვე ვერ მო­ე­რე­ვა, რო­გორც მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბის დროს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ავ­ტო­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ მო­ე­რია. მათ გულ­წრფე­ლად უნ­დათ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ოღონდ ისე, რომ არ­ცერ­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლონ. ზუს­ტად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რას ეუბ­ნე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჩვენს პარტნი­ო­რებს - თუკი ვინ­მე ხვდე­ბა, ის ეუბ­ნე­ბა: „მზად ხართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოთ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე? კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის არ მო­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა რე­ვო­ლუ­ცია“, - ასე ელა­პა­რა­კე­ბა და ამ კი­თხვებს უს­ვამს“,- გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

ამას­თან, ხი­და­შე­ლის თქმით, ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, ევ­რო­პა­ში აზრი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ ჩა­ტო­ვე­ბენ რუ­სე­თის უკა­ნა ეზო­ში, ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­ი­მე­ტე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

და შენ და შენმა ქმარმა ილაპარაკეთო? ვაი შენს პატრონს!!!

მაიკო
2

''ყოფილი თანამდებობის პირებიო'', ისინიც ''ყოფილი'', შენც ''ყოფილი'', თავი დაანებეთ ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას!

ავტორი:

"მაღალი თანამდებობის ყოფილი პირები საერთაშორისო ფორუმებზე ერთადერთ ფრაზას გვეუბნებიან: "გააჩუმეთ ეგენი", "ხელისუფლებას უთხარით, დეკემბრამდე ხმა არ ამოიღონ" - ხიდაშელი

"მაღალი თანამდებობის ყოფილი პირები საერთაშორისო ფორუმებზე ერთადერთ ფრაზას გვეუბნებიან: "გააჩუმეთ ეგენი", "ხელისუფლებას უთხარით, დეკემბრამდე ხმა არ ამოიღონ" - ხიდაშელი

სამართლიანი შეფასება თუ მოხდება, საქართველოს შანსი არ აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუკი პოლიტიკური შეფასება მოხდება, საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარდგენას და მის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. შესაბამისად, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭოს, თუ სამართლიანად შეფასდება საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები“.

როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, საერთაშორისო ფორუმებზე, კოლეგებთან შეხვედრისას, ევროპელი პარტნიორები ეუბნებიან, რომ თუკი დეკემბრამდე „ქართული ოცნება“ ხმას არ ამოიღებს - საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„სამართლიანი შეფასება ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებმა ხელში უნდა დაიჭირონ ფურცელი და კალამი და უნდა ჩამოწერონ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯები. როდესაც დეპოლარიზაციას მიადგებიან, იქ კიდევ მთელი ტომი უნდა დაიჭირონ - საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული მუქარების, ძალადობრივი ქმედებების, თავდასხმების, არა მარტო პოლიტიკურ ოპოზიციაზე, არამედ მედიის წარმომადგენლებზეც. ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მიიღეს, ჩვენ უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. თუ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნის. პოლიტიკური გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ორი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მაგიდის გარშემო დასხდებიან, სადაც ეს გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღება. პირველი არის ის, რომ საქართველო არ ჩატოვონ რუსეთის უკანა ეზოში და მეორე გადაწყვეტილება, რაზეც უნდა დააფუძნონ, ეს არის ის, რომ ქვეყანაში 2024 წელს არჩევნებია, რომელიც შეეწირება წევრობის სტატუსის არ მიღებას, იმიტომ, რომ საქართველოში ამ ფონზე, არჩევნები რასაც ჰქვია, ის აღარ იქნება.

ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი უკვე, კოლეგები, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე ამ თემებზე რომ ველაპარაკებით, ერთადერთ ფრაზას გვეუბნებიან: Tell them to shut up - ამ ფრაზით გვეუბნებიან, გააჩუმეთ ეგენიო, უთხარით ხელისუფლებას დეკემბრამდე ხმა არ ამოიღონ საერთოდ და სტატუსი გარანტირებული გაქვთო“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე შეფასებით, დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

„ამ პასუხისმგებლობას ისვე ვერ მოერევა, როგორც მარტის მოვლენების დროს რუსული კანონის ავტორობის პასუხისმგებლობას ვერ მოერია. მათ გულწრფელად უნდათ კანდიდატის სტატუსი, ოღონდ ისე, რომ არცერთი დემოკრატიული ვალდებულება არ შეასრულონ. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რას ეუბნება ირაკლი კობახიძე ჩვენს პარტნიორებს - თუკი ვინმე ხვდება, ის ეუბნება: „მზად ხართ პასუხისმგებლობა აიღოთ რევოლუციაზე? კანდიდატის სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში, საქართველოში იქნება რევოლუცია“, - ასე ელაპარაკება და ამ კითხვებს უსვამს“,- განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, ხიდაშელის თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, ევროპაში აზრი ჩამოყალიბებულია, რომ საქართველოს არ ჩატოვებენ რუსეთის უკანა ეზოში, ამისთვის საქართველოს არ გაიმეტებენ.