უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ იგი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საკითხი დაასახელა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან განიხილავს, მათ შორის „მშვიდობის ფორმულას“, უსაფრთხოების გარანტიებს და ე.წ. მარცვლეულის ინიციატივას.
“მოვლენებით სავსე დღეს თურქეთში ვამთავრებთ. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულაზე, ნატო-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივაზე. უკრაინის აღდგენა, ჩვენს მრეწველობებს შორის თავდაცვითი კონტრაქტები”, - წერს ზელენსკი.
ეეჰ, მაშინ სტალინმა უკრაინა შეაკვეხა გაეროში და იმათ თურქეთი ნატოში ! უჩვენოდ არაფერი ხდება ჩვენთვის საზიანო ! რა არის კაცო ეს, ვინ დაგვწყევლა საკუთარი ხელით მოისწრაფედებდეთო ?!
მე კი მეგონა თურქეთიდან ელჩს გამოიწვევდა და თურქეთის ელჩს სახლში გააგდებდა))) საკვირველი ჯეელია ზელე ქართველებს არ გვინდობს, თურქეთს ეფერება, არადა თურქეთის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან სანქციების პერიოდში გაოთხმაგდა, ასევე გაორმაგდა ფრენების რაოდენობა სტამბულიდან მოსკოვისკენ.