უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით ერთ დღეში წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
"თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ ინიციატივის შენარჩუნებას, მტერზე ზეწოლას, თავდასხმის ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე გადაადგილებას. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტი დაიფარა”, - განაცხადა ჩერევატიმ.
მისი თქმით, რუსები ამ მიმართულებით მცირე კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობენ, მაგრამ ინიციატივა მთლიანად თავდაცვის ძალებს ეკუთვნის.
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ წინ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალებითა და საშუალებებით მათზე უპირატესობა არ გვაქვს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.
გუშინ, 7 ივლისს კიდევ 8 მეტრით წაწეულა უკრაინის ჯარი წინ
სლავების ძმათა მკვლელი ომი გააჩაღეს და ამით ხარობენ. დიდი ბოროტება ტრიალებს დედამიწაზე