სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი უკრაინაში "ვაგნერის" მებრძოლების ჩანაცვლებას ჩეჩნებითა და მსჯავრდებულებით აპირებს - რას წერს Bloomberg
რუსეთი უკრაინაში "ვაგნერის" მებრძოლების ჩანაცვლებას ჩეჩნებითა და მსჯავრდებულებით აპირებს - რას წერს Bloomberg

რუ­სე­თი ემ­ზა­დე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის ომში მებ­რძო­ლი ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი გა­ზარ­დოს, რათა ის და­ნა­კარ­გი, რაც "ვაგ­ნე­რის" მებ­რძო­ლე­ბის წა­მოს­ვლით გა­ნი­ცა­დეს, აღად­გი­ნონ, იტყო­ბი­ნე­ბა Bloomberg-ი.

წყა­რო­ე­ბის თქმით, რამ­ზან კა­დი­რო­ვის და­მა­ტე­ბი­თი მებ­რძო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცოდ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მა­ის­ში კა­დი­რო­ვი აცხა­დებ­და, რომ ფრონტზე 7 ათას­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი იყო ჩეჩ­ნე­თი­დან გაგ­ზავ­ნი­ლი.

"ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის აჯან­ყე­ბამ, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის 24-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხედ იქცა, რუ­სულ ძა­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი მებ­რძო­ლე­ბი და­ა­კარ­გი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ვაგ­ნე­რის" და­კარ­გვით ომის კურ­სის შეც­ვლა არაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სრუ­ლი სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცია თა­ვი­დან აი­რი­დოს, იმას ნიშ­ნავს, რომ მომ­დევ­ნო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო მეტ ჩე­ჩენს და მსჯავ­რდე­ბულს გაგ­ზავ­ნის ფრონ­ტის ხაზ­ზე, ვა­რა­უ­დო­ბენ და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში.

წყა­რო: bloomberg

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

ე.ი. აღიარებენ რომ ჯარი აღარ ყავთ.უფალი არ აპატიებს რუს ერს თავის სიბოროტეს. 

მასხარა
2

ყველას ადგილზე დაადუღებენ ისე რომ მიცვალებულებსაც ვერ დამარხათ. სლავა უკრაინა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსეთი უკრაინაში "ვაგნერის" მებრძოლების ჩანაცვლებას ჩეჩნებითა და მსჯავრდებულებით აპირებს - რას წერს Bloomberg

რუსეთი უკრაინაში "ვაგნერის" მებრძოლების ჩანაცვლებას ჩეჩნებითა და მსჯავრდებულებით აპირებს - რას წერს Bloomberg

რუსეთი ემზადება, რომ უკრაინის ომში მებრძოლი ჩეჩენი სამხედროებისა და მსჯავრდებულების რიცხვი გაზარდოს, რათა ის დანაკარგი, რაც "ვაგნერის" მებრძოლების წამოსვლით განიცადეს, აღადგინონ, იტყობინება Bloomberg-ი.

წყაროების თქმით, რამზან კადიროვის დამატებითი მებრძოლების რაოდენობის ცოდნა შეუძლებელია, თუმცა მაისში კადიროვი აცხადებდა, რომ ფრონტზე 7 ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო ჩეჩნეთიდან გაგზავნილი.

"ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ, რომელიც ვლადიმერ პუტინის 24-წლიანი მმართველობის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა, რუსულ ძალებს უკრაინაში ყველაზე კარგად გაწვრთნილი მებრძოლები დააკარგინა.

მიუხედავად იმისა, რომ "ვაგნერის" დაკარგვით ომის კურსის შეცვლა არაა მოსალოდნელი, პუტინის გადაწყვეტილება, რომ სრული სამხედრო მობილიზაცია თავიდან აირიდოს, იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში უფრო მეტ ჩეჩენს და მსჯავრდებულს გაგზავნის ფრონტის ხაზზე, ვარაუდობენ დასავლურ ქვეყნებში.

წყარო: bloomberg

მოამზადა: ანა სიბოშვილმა