პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა" - მარიამ სანოგო საზოგადოების კრიტიკასა და სტერეოტიპებზე
"ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა" - მარიამ სანოგო საზოგადოების კრიტიკასა და სტერეოტიპებზე

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი? ინ­ტე­რეს­დე­ბით თუ არა რას იტყვის თქვენ­ზე ხალ­ხი? - ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ თე­მა­ზე სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად პა­სუ­ხო­ბენ. ზო­გის­თვის თუნ­დაც სოც ქსე­ლებ­ში წა­მო­სუ­ლი კრი­ტი­კი­კა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მათ­ზე დიდი გავ­ლე­ნა­საც ახ­დენს.

მა­რი­ამ სა­ნო­გო, მო­დე­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- რა დო­ზით არის ჩარ­თუ­ლი ხალ­ხი შენს ცხოვ­რე­ბა­ში, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე, სამ­სა­ხურ­სა და კი­დევ ბევრ რა­მე­ზე. ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია. ხმა­უ­რი­ა­ნი ცხოვ­რე­ბით და სკან­და­ლე­ბით ისე­დაც არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი. ხალ­ხს შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე და­ა­ფიქ­სი­როს, რო­გორც შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ასე­ვე - გა­რეგ­ნო­ბა­ზე, ნათ­ქვამ სი­ტყვა­ზე თუ ჩაც­მის სტილ­ზე. ამ თვალ­საზ­რი­სით თავს სა­ერ­თოდ არ ვი­ზღუ­დავ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და ბა­ნა­ლუ­რი ცნე­ბა არ­სე­ბობს, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არის, იმ­დე­ნი მო­საზ­რე­ბაა. მე ერთი ვარ და გარ­შე­მო - უამ­რა­ვი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლას მო­საზ­რე­ბას ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ და არც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო, ეს აბ­სურ­დია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ ან ახალ ნა­ბი­ჯებს ვდგამ, არ ვფიქ­რობ, რას იტყვის ხალ­ხი.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან წა­მო­სუ­ლი კრი­ტი­კის თუ მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, გული გტ­კე­ნია?

- ადა­მი­ა­ნებს სჩ­ვე­ვი­ათ კრი­ტი­კა ჩაც­მუ­ლო­ბის, გა­რეგ­ნო­ბის გამო. რომ ვთქვა, რამე მტკივ­ნე­უ­ლად მახ­სენ­დე­ბა-მეთ­ქი, ასე არ არის, ამ სა­კითხს არას­დროს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. ერ­თმა ინ­ტერ­ნეტ­გვერდმა გა­და­ი­ტა­ნა ჩემი ვი­დეო, რო­მე­ლიც სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. მო­დე­ლი ვარ და შე­იძ­ლე­ბა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში ვიყო ან სხვა ფორ­მა­ში, ეს ნორ­მა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ამ ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში წერ­დნენ, - ამის მე­უღ­ლემ თუ იცის, ამ გო­გო­მაც რომ გა­ი­ხა­დაო? ჯერ გა­მე­ცი­ნა, მერე ცო­ტა­თი მე­წყი­ნა, თან გა­ვი­ფიქ­რე, 15 წლი­დან მო­დე­ლად ვმუ­შა­ობ და "ც" კი - არა, აქამ­დე სად იყა­ვით-მეთ­ქი?..

- რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არც ერთ ინ­დი­ვიდს არ აქვს. ჩვენ ხომ არ ვართ კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბებს სწავ­ლო­ბენ. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გვყავ­დეს ახლო გა­რე­მოც­ვა, რო­მელ­თაც აზრს ვკი­თხავთ, რო­მელ­თა კრი­ტი­კულ მო­საზ­რე­ბებ­საც ვენ­დო­ბით. ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ და ამა­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­გობ­რე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან აზრს არ ვკი­თხუ­ლობ. ეს ასეც უნდა იყოს. კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ჯან­სა­ღი კრი­ტი­კის მოს­მე­ნა უნდა შეგ­ვეძ­ლოს, მათ შო­რის - მკაც­რი კრი­ტი­კის. მა­გა­ლი­თად, შე­კი­თხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ გა­მიჩ­ნდე­ბა, ვიცი, ვის უნდა მივ­მარ­თო, ვის არ მო­ე­რი­დე­ბა პირ­და­პირ მი­თხრას სი­მარ­თლე, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა უხე­შიც იყოს.

- წარ­სუ­ლი­დან თუ გახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, "რას იტყვის ხალ­ხის" გამო პრობ­ლე­მა და­გე­მა­ლოს?

- პრობ­ლე­მებ­ზე ყო­ველ­თვის ღიად ვლა­პა­რა­კობ. ჩემი აზ­რით, როცა ამას აკე­თებ, პირ­ველ რიგ­ში, ეს ხალ­ხის­თვის ხდე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის, შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბად იქ­ცეს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მე გა­დამ­ხდე­ნო­დეს, არ მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან მსმე­ნია. პრობ­ლე­მის და­მალ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ხდე­ბა, როცა ქალი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია ან მის თავს რა­ღაც უსი­ა­მოვ­ნო ხდე­ბა. ამას ხში­რად იმი­ტომ მა­ლა­ვენ, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მსგავს ფაქ­ტებ­ზე, არ­ცთუ ისე ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­აა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მსხვერ­პლი დამ­ნა­შა­ვის როლ­შიც კი გა­მოჰ­ყავთ. ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან მა­ღელ­ვებს, ამ პრობ­ლე­მას ბევ­რჯერ შევ­ჯა­ხე­ბი­ვარ. კარ­გად მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც პრობ­ლე­მას მა­ლა­ვენ. ვე­რა­ვის გავ­კი­ცხავ და ვერ ვე­ტყვი, ამ­დე­ნი ხანი სად იყა­ვი-მეთ­ქი? პი­რი­ქით, მათი ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის და მიკ­ვირს, თა­ვის დრო­ზე ადა­მი­ანს ეს შიში თუ გა­უჩ­ნდა, რო­გორ გა­და­ლა­ხა. ჩვენს სო­ცი­უმ­ში იმის აღი­ა­რე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­დი, გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლამ ვი­ცით, რამ­დე­ნად უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. იმე­დია, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს მიდ­გო­მა შე­იც­ვლე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამ სა­კითხს ვაკ­ვირ­დე­ბი და რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე­ე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, გარ­კვე­უ­ლი ტი­პის პროგ­რე­სი შე­იმ­ჩნე­ვა, ყი­ნუ­ლი დნე­ბა და ნელ-ნელა თავს მსხვერ­პლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა­საც ვა­ნე­ბებთ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე რისი თქმა შე­გიძ­ლია?

- სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და და იარ­სე­ბებს, ეს უკვე ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რამ­დე­ნად და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბით და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ამ სტე­რე­ო­ტი­პებს. სხვა­თა შო­რის, დრო სჭირ­დე­ბა იმის აღ­მო­ჩე­ნას, რომ შენ რო­მე­ლი­მე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პის ქვეშ ხარ. სა­კუ­თარ თავს შე­კი­თხვა უნდა და­უს­ვა, ეს ის პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც გავ­ლი­ლი მაქვს და მუდ­მი­ვად გავ­დი­ვარ? ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნო რა­ღაც ისე­თი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც შენი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბო და არ მი­ი­ღო უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი მზა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც თავს მო­გახ­ვი­ეს. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ნე­ბის­მი­ერ სტე­რე­ო­ტიპს კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით შევ­ხე­დო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

მერე დადგებიან და ქართულ სადღეგრძელოებს დალევენ ხოლმე 

იმედია, არ დაბლოკავთ
76

მშვენიერი ბიჭია, რა გაუჭირდა საიმისო, რომ ეს ითხოვა ?? დაილია თბილისში ღირსეული გოგოები??

არავითარი შური!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა" - მარიამ სანოგო საზოგადოების კრიტიკასა და სტერეოტიპებზე

"ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა" - მარიამ სანოგო საზოგადოების კრიტიკასა და სტერეოტიპებზე

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საზოგადოების აზრი? ინტერესდებით თუ არა რას იტყვის თქვენზე ხალხი? - ცნობილი ადამიანები ამ თემაზე სხვადასხვაგვარად პასუხობენ. ზოგისთვის თუნდაც სოც ქსელებში წამოსული კრიტიკიკა მნიშვნელოვანია და მათზე დიდი გავლენასაც ახდენს.

მარიამ სანოგო, მოდელი, ტელეწამყვანი:

- რა დოზით არის ჩართული ხალხი შენს ცხოვრებაში, ეს დამოკიდებულია პიროვნების ცხოვრების სტილზე, სამსახურსა და კიდევ ბევრ რამეზე. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ხალხის ჩართულობა მინიმალურია. ხმაურიანი ცხოვრებით და სკანდალებით ისედაც არ გამოვირჩევი. ხალხს შეუძლია, საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ თემაზე დააფიქსიროს, როგორც შენს პირად ცხოვრებაზე, ასევე - გარეგნობაზე, ნათქვამ სიტყვაზე თუ ჩაცმის სტილზე. ამ თვალსაზრისით თავს საერთოდ არ ვიზღუდავ. ძალიან მარტივი და ბანალური ცნება არსებობს, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრებაა. მე ერთი ვარ და გარშემო - უამრავი გემოვნების ადამიანია. ყველას მოსაზრებას ვერ გავითვალისწინებ და არც უნდა გავითვალისწინო, ეს აბსურდია. აქედან გამომდინარე, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ ან ახალ ნაბიჯებს ვდგამ, არ ვფიქრობ, რას იტყვის ხალხი.

- საზოგადოების მხრიდან წამოსული კრიტიკის თუ მოსაზრებების გამო, გული გტკენია?

- ადამიანებს სჩვევიათ კრიტიკა ჩაცმულობის, გარეგნობის გამო. რომ ვთქვა, რამე მტკივნეულად მახსენდება-მეთქი, ასე არ არის, ამ საკითხს არასდროს შევუწუხებივარ. ერთმა ინტერნეტგვერდმა გადაიტანა ჩემი ვიდეო, რომელიც სამუშაო პროცესში იყო გადაღებული. მოდელი ვარ და შეიძლება საცურაო კოსტიუმში ვიყო ან სხვა ფორმაში, ეს ნორმალურად განვითარებულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია. ამ ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, - ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა, თან გავიფიქრე, 15 წლიდან მოდელად ვმუშაობ და "ც" კი - არა, აქამდე სად იყავით-მეთქი?..

- რა შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი?

- საზოგადოების აზრის გათვალისწინების ვალდებულება არც ერთ ინდივიდს არ აქვს. ჩვენ ხომ არ ვართ კომპანიები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს სწავლობენ. ჩვენ შეიძლება გვყავდეს ახლო გარემოცვა, რომელთაც აზრს ვკითხავთ, რომელთა კრიტიკულ მოსაზრებებსაც ვენდობით. ის, რომ საზოგადოების აზრს არ ვითვალისწინებ და ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრების, ოჯახის წევრებისგან აზრს არ ვკითხულობ. ეს ასეც უნდა იყოს. კომპეტენტური ადამიანებისგან ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა უნდა შეგვეძლოს, მათ შორის - მკაცრი კრიტიკის. მაგალითად, შეკითხვა სატელევიზიო მიმართულებით თუ გამიჩნდება, ვიცი, ვის უნდა მივმართო, ვის არ მოერიდება პირდაპირ მითხრას სიმართლე, რომელიც ზოგჯერ შეიძლება უხეშიც იყოს.

- წარსულიდან თუ გახსენდება შემთხვევა, "რას იტყვის ხალხის" გამო პრობლემა დაგემალოს?

- პრობლემებზე ყოველთვის ღიად ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, როცა ამას აკეთებ, პირველ რიგში, ეს ხალხისთვის ხდება. კონკრეტული მაგალითი გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება გამოცდილებად იქცეს. მსგავსი შემთხვევა მე გადამხდენოდეს, არ მახსენდება, მაგრამ გარშემო მყოფებისგან მსმენია. პრობლემის დამალვა განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ქალი ძალადობის მსხვერპლია ან მის თავს რაღაც უსიამოვნო ხდება. ამას ხშირად იმიტომ მალავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მსგავს ფაქტებზე, არცთუ ისე ადეკვატური რეაქციაა, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი დამნაშავის როლშიც კი გამოჰყავთ. ეს საკითხი ძალიან მაღელვებს, ამ პრობლემას ბევრჯერ შევჯახებივარ. კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პრობლემას მალავენ. ვერავის გავკიცხავ და ვერ ვეტყვი, ამდენი ხანი სად იყავი-მეთქი? პირიქით, მათი ძალიან კარგად მესმის და მიკვირს, თავის დროზე ადამიანს ეს შიში თუ გაუჩნდა, როგორ გადალახა. ჩვენს სოციუმში იმის აღიარება, რომ გარკვეული ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდი, გმირობის ტოლფასია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, რამდენად უარყოფითი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას საზოგადოების მხრიდან. იმედია, დროთა განმავლობაში, ეს მიდგომა შეიცვლება. სხვათა შორის, ამ საკითხს ვაკვირდები და რეზონანსული საქმეების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ტიპის პროგრესი შეიმჩნევა, ყინული დნება და ნელ-ნელა თავს მსხვერპლის დადანაშაულებასაც ვანებებთ.

- საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე რისი თქმა შეგიძლია?

- სტერეოტიპები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ეს უკვე ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რამდენად დავემორჩილებით და გავითვალისწინებთ ამ სტერეოტიპებს. სხვათა შორის, დრო სჭირდება იმის აღმოჩენას, რომ შენ რომელიმე გავრცელებული სტერეოტიპის ქვეშ ხარ. საკუთარ თავს შეკითხვა უნდა დაუსვა, ეს ის პროცესია, რომელიც თავადაც გავლილი მაქვს და მუდმივად გავდივარ? ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო რაღაც ისეთი საკითხი, რომელზეც შენი პირადი მოსაზრება უნდა ჩამოაყალიბო და არ მიიღო უკვე გამზადებული მზა პროდუქტი, რომელიც თავს მოგახვიეს. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ სტერეოტიპს კრიტიკული თვალით შევხედო...წაიკითხეთ სრულად