კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ - კიდევ ვერ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია?!" - გიული ალასანია
"ჩემი შვილი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ - კიდევ ვერ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია?!" - გიული ალასანია

"ჩემი შვი­ლი უკვე ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მის­თვის სულ ერ­თია, სად და­აბ­რუ­ნე­ბენ, მოკ­ლა­ვენ, გა­და­აგ­დე­ბენ. ადა­მი­ა­ნის­თვის უკვე სულ ერ­თია, გეს­მით თქვენ? კი­დევ ვერ გა­ი­გეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია? დღეს, მე უფრო იმის­თვის მო­ვე­დი, რომ მე­ნა­ხა, რამ­დე­ნად გა­უძ­ლებს, იმი­ტომ, რომ ვერ უძ­ლებს. რო­დე­საც 2-3 სი­ტყვას მე­უბ­ნე­ბა, ქო­ში­ნი ეწყე­ბა, გული ცუ­დად უხ­დე­ბა, წნე­ვა ეწე­ვა, ცუ­დად არის ადა­მი­ა­ნი და ახლა მთე­ლი ძალა მო­იკ­რი­ბა", - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც მისი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ექი­მე­ბი კლი­ნი­კა­ში სა­თა­ნა­დოდ მკურ­ნა­ლო­ბენ, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც მძი­მეა.

"რაც ნა­ხეთ, ვერ შე­გიქ­მნით იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რაც არის რე­ა­ლუ­რად. მე რომ შე­მომ­ხე­დოთ ახლა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემი ნა­ხე­ვა­რია. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ზომა შარ­ვა­ლი რომ მი­მაქვს ხოლ­მე, ისიც "და­კი­დე­ბუ­ლია“ და ვარ­დე­ბა.

შე­ხე­დეთ ჩემს ხე­ლებს, ჩემი ნა­ხე­ვა­რი აქვს, წვრი­ლი, სა­ცო­და­ო­ბა და კუნ­თის ნა­სა­ხი არ აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვერ ვი­ტყვი, ადა­მი­ა­ნი არ ჭამსთქო - თით­ქოს ჭამს, მაგ­რამ ხორცს ვერ ჭამს, და­ნარ­ჩენს ჭამს. იმა­საც ვერ ვი­ტყვი, რომ ექი­მებს ხელი აქვთ აღე­ბუ­ლი და არ მკურ­ნა­ლო­ბენ. მკურ­ნა­ლო­ბენ, ყო­ველ წუთ­ში შე­მო­დი­ან, რა­ღა­ცას აძ­ლე­ვენ, გა­დას­ხმე­ბი გა­უ­კეთ­და. რო­გორც ჩანს, არა­ფე­რი მუ­შა­ობს, აი, რა­ტომ არ მუ­შა­ობს, არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კადრში კი­დევ არ ჩანს.

"იქ რომ დავ­დი­ვარ და ვუ­ყუ­რებ, სულ სხვა სუ­რა­თია. რომ წა­მო­ი­წევს და ად­გე­ბა, პირ­და­პირ გული მი­ჩერ­დე­ბა.

რა­ტომ არის ადა­მი­ა­ნი ასე სუს­ტად? აი, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ადა­მი­ა­ნი იკ­ვე­ბე­ბა, რა­ტომ არის ასე­თი? კა­ხექ­სი­უ­რი ავად­მყო­ფე­ბიც არ არი­ან ხში­რად ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მან ისა­უბ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზეც იმის შე­სა­ხებ, რომ ის დამ­ნა­შა­ვე არაა და პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მზად არის.

"მე ვფიქ­რობ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ამ ქვეყ­ნის­თვის ცხოვ­რობ­და. ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ისევ ქვე­ყა­ნა­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობს. ეს უნდა ყვე­ლა­ზე მე­ტად. და­ნარ­ჩე­ნი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკა­ნა პლან­ზე ჰყავს გა­და­წე­უ­ლი. მის­თვის მთა­ვა­რი არის ის, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო გა­დარ­ჩეს და უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე უნდა, რომ ამა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე მგო­ნი, ბუ­ნებ­რი­ვია. იცით, ხან­და­ხან მიკ­ვირს, იმი­ტომ, რომ რო­დე­საც გვერ­დით ვზი­ვარ, უჭირს, ხან­და­ხან ორ სი­ტყვას ვერ გე­ტყვის და აქ [სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე] რამ­დე­ნი ილა­პა­რა­კა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი. მე უფრო მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ გა­უძ­ლებ­და“, - აღ­ნიშ­ნა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის სა­ა­კაშ­ვილ­თან კლი­ნი­კა­ში შეშ­ვე­ბას, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას თქმით, ის ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდო
0

რუსული კანონის დამსახურებაა ყოველ 6 თვეში რო ქვეყნდება ინფორმაცია ამერიკულ კომპანიებს ვინ რისთვის გადაურიცხა ფული ამერისიკის საზღვრებს გარედან 

გიულნაზა
1

სამაგიეროდ შენ ხარ გიულნაზ უჭკნობი ყვავილივით

ავტორი:

"ჩემი შვილი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ - კიდევ ვერ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია?!" - გიული ალასანია

"ჩემი შვილი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ - კიდევ ვერ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია?!" - გიული ალასანია

"ჩემი შვილი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ. ადამიანისთვის უკვე სულ ერთია, გესმით თქვენ? კიდევ ვერ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია? დღეს, მე უფრო იმისთვის მოვედი, რომ მენახა, რამდენად გაუძლებს, იმიტომ, რომ ვერ უძლებს. როდესაც 2-3 სიტყვას მეუბნება, ქოშინი ეწყება, გული ცუდად უხდება, წნევა ეწევა, ცუდად არის ადამიანი და ახლა მთელი ძალა მოიკრიბა", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ექიმები კლინიკაში სათანადოდ მკურნალობენ, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც მძიმეა.

"რაც ნახეთ, ვერ შეგიქმნით იმ შთაბეჭდილებას, რაც არის რეალურად. მე რომ შემომხედოთ ახლა და წარმოიდგინეთ, ჩემი ნახევარია. ყველაზე პატარა ზომა შარვალი რომ მიმაქვს ხოლმე, ისიც "დაკიდებულია“ და ვარდება.

შეხედეთ ჩემს ხელებს, ჩემი ნახევარი აქვს, წვრილი, საცოდაობა და კუნთის ნასახი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, ადამიანი არ ჭამსთქო - თითქოს ჭამს, მაგრამ ხორცს ვერ ჭამს, დანარჩენს ჭამს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ექიმებს ხელი აქვთ აღებული და არ მკურნალობენ. მკურნალობენ, ყოველ წუთში შემოდიან, რაღაცას აძლევენ, გადასხმები გაუკეთდა. როგორც ჩანს, არაფერი მუშაობს, აი, რატომ არ მუშაობს, არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კადრში კიდევ არ ჩანს.

"იქ რომ დავდივარ და ვუყურებ, სულ სხვა სურათია. რომ წამოიწევს და ადგება, პირდაპირ გული მიჩერდება.

რატომ არის ადამიანი ასე სუსტად? აი, იმ პირობებში, როცა ადამიანი იკვებება, რატომ არის ასეთი? კახექსიური ავადმყოფებიც არ არიან ხშირად ასეთ მდგომარეობაში“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაზეც იმის შესახებ, რომ ის დამნაშავე არაა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის მზად არის.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ყოველთვის ამ ქვეყნისთვის ცხოვრობდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც ისევ ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე ფიქრობს. ეს უნდა ყველაზე მეტად. დანარჩენი, ოჯახის წევრები, ეს ყველაფერი უკანა პლანზე ჰყავს გადაწეული. მისთვის მთავარი არის ის, რომ ეს სახელმწიფო გადარჩეს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა. მე მგონი, ბუნებრივია. იცით, ხანდახან მიკვირს, იმიტომ, რომ როდესაც გვერდით ვზივარ, უჭირს, ხანდახან ორ სიტყვას ვერ გეტყვის და აქ [სასამართლო სხდომაზე] რამდენი ილაპარაკა, გაკვირვებული დავრჩი. მე უფრო მაინტერესებდა, როგორ გაუძლებდა“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება უცხოელი ექიმების სააკაშვილთან კლინიკაში შეშვებას, გიული ალასანიას თქმით, ის ამის წინააღმდეგი არ არის.