რუსული ძალები, წუხელ, უკრაინას ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 03:11 საათზე შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება დაფიქსირდა. გარდა ამისა, უკრაინის რამდენიმე ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა.
საჰაერო განგაში გამოცხადდა ვინიცას, ხმელნიცკის ჩერკასის, კიროვოგრადის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. გავრცელებული ინფორმაციით, კიროვოგრადის და ხმელნიცკის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა. საჰაერო ძალების ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქებში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.
მთავარია მიხეილ უკრაინოლოგი რას ამბობს
ეტყობა სუბმარინები იცავენ! თორე ეს ოთხი ფრეგატი ამდენი ხანი?!! ამათ ვერ დაადგათ საშველი!!! გამართული დრეიფობენ და პირდაპირ უსინდისო! და მოსახლეობაზე დაბომბვით ათანაბრებენ უკრაინის საბრძოლო შენაერთების მიერ მიყენებულ "პეხოტის" ზარალს!