სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს" - "საქართველოს რკინიგზის" განცხადება წუხანდელ ინციდენტზე

"ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს" - "საქართველოს რკინიგზის" განცხადება წუხანდელ ინციდენტზე

ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.

"საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა. შეგახსენებთ, რომ უამინდობასა და ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს მცირე შეყოვნება ჰქონდათ, თუმცა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოძრაობა მალევე განახლდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. ამ დროისათვის, საქართველოს რკინიგზის ყველა რეისი გრაფიკით მოძრაობს“, - აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებდნენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლები ვერ მოძრაობდნენ.

წაიკითხეთ ასევე: