კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარაგაულთან ლიანდაგების დატბორვისა და ნიადაგის ჩამოშლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია - რას აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში“
ხარაგაულთან ლიანდაგების დატბორვისა და ნიადაგის ჩამოშლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია - რას აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში“

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ბა­ბის მიმ­დე­ბა­რედ ძლი­ე­რი წვი­მის გამო, სა­ნი­აღ­ვრე ჭე­ბი­დან გად­მო­სულ­მა უხვმა რა­ო­დე­ნო­ბის წყალ­მა ლი­ან­და­გე­ბი დატ­ბო­რა, ასე­ვე გა­მო­იწ­ვია ლი­ან­და­გე­ბის მიმ­დე­ბა­რედ ნი­ა­და­გის ჩა­მოშ­ლა, რის გა­მოც, ზუგ­დი­დი-თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მა­ტა­რებ­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია.

რო­გორც რკი­ნიგ­ზის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ ეტაპ­ზე ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ძვირ­ფა­სო მგზავ­რე­ბო, და­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ძლი­ე­რი წვი­მის გამო, სო­ფელ ბა­ბის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ნი­აღ­ვრე ჭე­ბი­დან გად­მო­სულ­მა უხვმა რა­ო­დე­ნო­ბის წყალ­მა ლი­ან­და­გე­ბი დატ­ბო­რა. ასე­ვე გა­მო­იწ­ვია ლი­ან­და­გე­ბის მიმ­დე­ბა­რედ ნი­ა­და­გის ჩა­მოშ­ლა. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლია. კერ­ძოდ, შე­ჩე­რე­ბუ­ლია ზუგ­დი­დი-თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მა­ტა­რებ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ სა­მუ­შაო ძა­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მიმ­დი­ნა­რე­ობს გაწ­მენ­და/აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვე­თებ­ში გან­ვა­ახ­ლებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • იხი­ლეთ ასე­ვე:

"ქვე­ყა­ნა ორად გახ­ლი­ჩეს, გრა­ფი­კით მო­მუ­შა­ვე სა­მან­ქა­ნო მა­გის­ტრალს ახლა გა­ჩე­რე­ბუ­ლი რკი­ნიგ­ზა და­ე­მა­ტა" - თაზო და­თუ­ნაშ­ვი­ლი

  • ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უხვი ნა­ლე­ქით შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი "ახა­ლი ხა­რა­გა­უ­ლი" აქ­ვეყ­ნებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
1

პოლიტიკა არაფერ შუაშია. ყველგან "დილეტანტები" მუშაობენ", განსაკუთრებით რიკოთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე!

mimino
7

ნალექის გამო შეიძლება პრობლემა იყოს, მაგრამ 8 თვეა სულ პრობლემება და ეს უკვე ხელისუფლების უუნარობის პრობლემაა...

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ხარაგაულთან ლიანდაგების დატბორვისა და ნიადაგის ჩამოშლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია - რას აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში“

ხარაგაულთან ლიანდაგების დატბორვისა და ნიადაგის ჩამოშლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია - რას აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში“

"საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია.

როგორც რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია.

"ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“, - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • იხილეთ ასევე:

"ქვეყანა ორად გახლიჩეს, გრაფიკით მომუშავე სამანქანო მაგისტრალს ახლა გაჩერებული რკინიგზა დაემატა" - თაზო დათუნაშვილი

  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექით შექმნილი პრობლემების ფოტოებს სოციალურ ქსელში ფეისბუქგვერდი "ახალი ხარაგაული" აქვეყნებს