"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, წვიმიან ამინდში არგენტინა 20:0 დაამარცხა, რომელმაც პირველ ტურში იტალიას 43:15 სძლია.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და 14:0 მოიგო - ლელოები ხორბალაძემ და ხონელიძემ გაიტანეს. შესვენების შემდეგ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ხუციშვილის ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი 20:0 გაიჭრა წინ და მშვიდად მიიყვანა საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე. აღსანიშნავია, რომ კილასონიას შეგირდებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში, განსაკუთრებით ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჯაბნეს. გააგრძელეთ კითხვა
ძალიან მაგრად ვისიამოვნე, კარგი თამაში იყო. წარმატება ბიჭებს. ისე, სატაურში სიტყვა "გაანადგურეს" ნამდვილად არასწორია. დაძაბული და თანაბარი თამაში იყო, ანგარიშიც შესაბამისია.
გაიხარეთ ბიჭებო! წარმატებები მომავალშიც.